თავდაპირევლად დავწერე სიტყვა დოლბანდი, შემდეგ გადავაკეთე, რადგან "ბინტი" ცნობილია უფრო....GAMARJOBA SAKARTVELO wrote:მადლობა ამ სიისთვის და შევსებას ველით.anano wrote: 3. ბეტადინი(და არა იოდი)
6. პანტენოლი(დამწვრობისათვის)
17. წნევის აპარატი
18. კაპოტენი(წნევის დამწევი საშუალება)
19. შპრიცები(2მლ,5მლ.20მლ)
21. არასტერილური ხელთათმანები
სიას ნელნელა კიდევ დავამატებ .....
რას ნიშნავს, რომ დამწვრობა და წნევის პრობლემებიც გაგითვალისწინებია და სიაში შეიტანე.
წნევის აპარატის ყიდვას, ალბათ, ვერ შევძლებთ.
შპრიცები რისთვის გვჭირდება?
ან არასტერილური ხელთათმანი?
ბეტადინი ადვილი საშოვნელია?
დოლბანდი კგია, რომ ჩაწერე.1. ბინტი-სტერილური, არასტერილური
9. ელასტიური ბინტი
14. ნიტროგლიცერინი(სპრეი, ტაბლეტირებული)
ოღონდ, ელასტიური დოლბანდი, რომელია, არ ვიცი.
ბადის ფორმა რომ აქვს?
დაა კიდევ:
მე14 Nდ ნიტროგლიცერინი გიწერია.
შესასხურიც უნდა ვიყიდოთ და აბებიც?
თუ 2იდან 1-1?
ელასტიური არის ელასტიური, არ აქვს მას ბადის ფორმა , უბრალოდ წელვადია...თუმცა კარგად გაგახსენდა რომ ბადის ფორმისაც საჭიროა...
ნიტროგლიცერინს რაც შეეხება შესასხური სჯობს.
წნევის აპარატი სულ 15 ლარი ღირს.
ხელთათმანი გჭირდება იმ შემთხვევაში, თუ ჭრილობაა, არც დაზარალებულისთვის ვარგა ვინმემ ბინძური ხელებით იმუშავოს მასთან და არც თავად მაშველისათვის.
ბეტადინი ადვილი საშოვნელია.
შპრიცები ამპულებში არსებული წამლის თუნდაც კუნთში გასაკეთებლად გამოგვადგება. ალერგიის შემთხვევაში, ხშირად მხოლოდ ტაბლეტირებუილ ფორმა დაგვიანებულია.ასევე ეს ეხბეა მოტეხილობის შემთხვევასი გამოყენებულ გამაყუჩებელ საშუალებას,ტაბლეტის მიცემის შემთხვევაში, მისი მოქმედების დაწყებამდე ავადმყოფი შესაძლებელია ტკივილით განპირობებულმა ,ტრავმულმა შოკმა ძალიან ცუდ დღეში ჩააგდოს. ეს ეხება მცირე ზომის შპრიცებს. დიდი ზომის ანუ 20 მლ.იანი შპრიცი კი საჭიროა თვალის ან ჭიროლობის ირიგაციის ანუ ამორეცხვისათვის ფიზიოლოგიური ხსნარით, რაც ჩამონათვალშიც არის.
გოგა, ყველაფრის საყიდლად და შესარჩევად შემიძლია გამოგყვე. შემდეგ კი შევიკრიბოთ და თითოეულის გამოყენების წესს აგიხსნით!!! არაფერია ისეთი რასაც თითოეული თქვენგანი ვერ გამოიყენებს!
რაც შეეხება მალამოებს, არავითარი მალამოს გამოყენება მითუმეტეს ღია ჭრილობის და საველე პირობების შემთხვევაში არ შეიძლება!
პ.ს ტაბლეტს ვამბობ შეგნებულად...აბი სხვა რამაა და ტაბლეტი სხვა!