სალაშქრო ბილიკების მონიშვნა კარაველების მიერ

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
სალაშქრო ბილიკების მონიშვნა კარაველების მიერ

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 14 იან 2009, 01:03

უკვე, რა ხანია, ვფიქრობ, "კარავმ" სხვა სასრგებლო საქმეეებიც გააკეთოს.
1-1 ასეთ საქმედ სალაშქრო ბილიკების მონიშვნა მიმაჩნია.
მონიშვნა რამდენიმე სახისაა - ბოძიანი აბრების დადგმა, აბრების ხეებსა თუ სხვა თვალსაჩინო ადგილებზე გაკვრა,
საღებავიანი ნიშნის ასევე თვალსაჩინო ადგილზე დატანება და სხვა.

მე პრიორიტეტს საღებავის ნიშნებს ვანიჭებ:
ჯერ 1, აბრები გარემოს უმეტესად, არ უხდება, მე2ც, რომც უხდებოდეს, მისი თრევა ან საკუთარი ხარჯებით დამზადება დიდ ფულს ითხოვს.
ვთქვათ, 5-6 კმიან ბილიკს 6-8 აბრა მაინც დაჭირდება.

ბოძიანი აბრის დამზადება დაახლოებით 200 L ღირს, საინფორმაციო დაფის - კიდევ უფრო მეტი, ჩვეულებრივი, პატარა აბრა - 50-80 L.
საღებავიანი ნიშნებისთვის 3-4 ლიტრი საღებავიც კი საკმარისია. ოღონდ, მისი ხარისხი თოვლ-წვიმასა და დროს უნდა უძლებდეს.
საღებავი 2 ფერის უნდა იყოს, რომ უცხო თვალისთვის მაშინვე ყურადღებამისაქცევი იყოს. ვთქვათ, შავ-თეთრი, ლურჯ-ყვითელი.
ფერები ბილიკზე არსებული გარემოსთვის დამახასითებელი
ფერებისგან გამორჩეული იყოს. ტყეში მწვანე ან ყვითელი საღებავის გამოყენება, ცოტა, არაპრაქტიკულია
შესაძლებელია 2-3 ზებრისებური მცირე ზოლის დატენება მყარ ლოდებზე, ხეზე და სხვა მისთანებზე იქ, სადაც
ბილიკი იკარგება ან გზა იყოფა.

მკდ, ეს იდეის 1 ნაწილია.
თუ ტურიზმის დეპარტამენტის ან დაცული ტერიტორიების 3სახურის სახით სპონსორი ვიშოვნეთ, შეგვიძლია,
მონიშვნის სხვა მეთოდი ავირჩიოთ. ისეთებიც, რომელიც თოვლიანი საფარისთვისაც გამოდგება.

აბა, "კარავმა" 2009 წელს რომელი სალაშქრო ბილიკები მოვნიშნოთ?
როგორც კი ბილიკები გამოიკვეთება, გასვლა დავგეგმოთ.
თან, ლაშქრობა გამოგვივა, თან - საქმე.

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
სალაშქრო ბილიკების მონიშვნა კარაველების მიერ

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 14 იან 2009, 01:11

მოსანიშნად ჩემი ვარიანტებია:

1. ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაურის ტბები-როშკა
2. მუცოდან თუშეთამდე ბილიკი
3. სარო-ხიზაბავრა-თოკი
4. ბარეთის ტბა ომალოს ბოსლებიდან (ვნახოთ, აქ თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციამ,
შეიძლება, აბრები თვითონაც გააკეთოს)

ჰო, და ძნ მინდა, ბილიკის მონიშვნის 1ლი აქცია caucasicaს მიეძღვნას.
ეს იდეა მისმა შარშანდელმა კარავულმა რეპლიკამ გამიჩინა.

კავკასიკ,
ისე, თუ შენც გაქვს რამე იდეა, შემოგვთავაზე. ეგებ, სულაც, მაგით დავიწყოთ.
ოღონდ, ბორჯომ-ხარაგაული არა, რა, ეგ პატრონიანი ადგილია

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
სალაშქრო ბილიკების მონიშვნა კარაველების მიერ

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 14 იან 2009, 01:17

გუშინ ამ თემაზე ვარვარამ, ნაიამ, იეტმა ვარდანაულმა და მე ვისაუბრეთ. რაღაც აზრები გამოიკვეთა.
მოდით, მათ აქაც მოვუსმინოთ, რომ გაფუჭებული ტელეფონი არ გამომივიდეს

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
სალაშქრო ბილიკების მონიშვნა კარაველების მიერ

Post by Int3lig3nt » 14 იან 2009, 01:22

GAMARJOBA SAKARTVELO
1. ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაურის ტბები-როშკა

ეს რომ ორი წლის წინ ყოფილიყო, ხომ არ დავიკარგებოდით რამდენიმე კარაველი და აბუდელაურის ტბებიც უნახავი არ დაგვრჩებოდა...

მაგარი იდეაა და აუცილებლად განსახორციელებელი :).
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
სალაშქრო ბილიკების მონიშვნა კარაველების მიერ

Post by teo- » 14 იან 2009, 02:08

სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას ამ ყველაფერში, მაგრამ სიმართლე გითხრათ ზოგიერთ ადგილზე, (მაგ. ჯუთაში) მოუნიშნავს უფრო თავისი ხიბლი აქვს, მიმხვედრი მიხვდება თუ რა ხიბლზე ვსაუბრობ:)
არა ექსკურსიას! Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
სალაშქრო ბილიკების მონიშვნა კარაველების მიერ

Post by Naia » 14 იან 2009, 13:00

ძალიან ხშირად მოვხვედრილვართ საკმაოდ ფართოდ რეკლამირებულ ადგილას, სადაც მიმართულების აღმნიშვნელი მითითებები არ ყოფილა.

ამიტომ მონიშვნების გაკეთება ძალიან კარგი იდეაა.

რამდენიმე იდეა მეც მქონდა, მაგრამ ამ წუთას არ მახსენდება. მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
სალაშქრო ბილიკების მონიშვნა კარაველების მიერ

Post by qvevri » 14 იან 2009, 13:04

ისე მგლების მეთოდი ხომ არ გამოვიყენოთ :D

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
სალაშქრო ბილიკების მონიშვნა კარაველების მიერ

Post by Naia » 14 იან 2009, 13:07

qvevri
ეგ როგორია?

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
სალაშქრო ბილიკების მონიშვნა კარაველების მიერ

Post by qvevri » 14 იან 2009, 13:09

Naia wrote:qvevri
ეგ როგორია?
მცხვენია, ვერ გეტყვი :D

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
სალაშქრო ბილიკების მონიშვნა კარაველების მიერ

Post by Naia » 14 იან 2009, 13:10

qvevri
აბა რაღას წერდი :) უნდა თქვა :)

პს. მეთოდის გარდა მარშრუტის იდეებიც შემოგვთავაზე :)

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
სალაშქრო ბილიკების მონიშვნა კარაველების მიერ

Post by ლეონტი » 14 იან 2009, 13:18

qvevri wrote:ისე მგლების მეთოდი ხომ არ გამოვიყენოთ :D
რატო მგლების მეტოდი?
ჯი პი ესი ისე გაიაფდა რომ ლამისაა მგლებს დაუყენონ, ბოლო თაობის ნოკიებსაც გააჩნია.

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
სალაშქრო ბილიკების მონიშვნა კარაველების მიერ

Post by Kakha » 15 იან 2009, 15:56

Naia
მგლის მონიშნულ ბილიკებს რომ გაჰყვე კარგი ყნოსვა უნდა გქონდეს :wink:

ისე მონიშვნის იდეა მომეწონდა და სიამოვნებით შემოგიერთდებით ერთ-ერთი (ან რამდენიმე) სპეციალიზირებულ გასვლაში თუ შევძელი.

User avatar
nusa
იეტი
Posts: 2183
Joined: 08 ივნ 2007, 09:46
Location: Tbilisi
Contact:
სალაშქრო ბილიკების მონიშვნა კარაველების მიერ

Post by nusa » 15 იან 2009, 16:03

მეც დიდი სიამოვნბით მივიღებდი მონაწილეობას ამ სასიკეთო საქმეში :)

ხო, ბეთანიის ბილიკი მოვანიშნინოთ ლამას :D
Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
სალაშქრო ბილიკების მონიშვნა კარაველების მიერ

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 17 იან 2009, 15:51

teo- wrote:სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას ამ ყველაფერში, მაგრამ სიმართლე გითხრათ ზოგიერთ ადგილზე, (მაგ. ჯუთაში) მოუნიშნავს უფრო თავისი ხიბლი აქვს, მიმხვედრი მიხვდება თუ რა ხიბლზე ვსაუბრობ:)
ძნ კგდ მესმის იმისიც, ვისაც მოუნიშნავ და უცნობ ბილიკებზე სიარული უყვარს. თუმცა, ბილეკების პოპურაზებისთვის ბევრი
მათგანის მონიშვნა უმჯობესია.
მე უცხოელ მოგზაურთა ცნობისმოყვარეობასაც ვითვალისიწინებ.
უმეტესად, ისინი ადგილობრივებისგან ენის არ ცოდნის გამო, გზის გასაკვლევად საჭირო რჩევებს ვერ იღებენ.

მოუნიშნავი ბილიკებს მოყვარულებს კი, საბედნიეროდ, საქართველოს მთიანეთი ბევრ საშუალებას
აძლევს და იქც ნახავენ სასიამტკბილოს და მეც რამდენიმეგან სიამოვნებით შევუ1დები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
სალაშქრო ბილიკების მონიშვნა კარაველების მიერ

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 17 იან 2009, 15:56

nusa wrote:მეც დიდი სიამოვნბით მივიღებდი მონაწილეობას ამ სასიკეთო საქმეში :)

ხო, ბეთანიის ბილიკი მოვანიშნინოთ ლამას :D
უი, ბეთანია როგორ არ გამახსენდა.
სპეციალურად ლ(ი)ამასთვის მოვნიშნოთ. ოღონდ, თვითონ არ წავიყვანოთ, თორემ მონიშვნა-მონიშვნაში დაგვკარგავს

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]