სამცხე-ჯავახეთის ჯიპ-ტური 2008ის 1-2 ნოემბერს
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
სამცხე-ჯავახეთის ჯიპ-ტური 2008ის 1-2 ნოემბერს
ჯავახეთის ტბები და სარო-ხიზაბავრა-თოკი-კუმურდო 07.2008ში გასვლასთან დაკავშირებით, კავკასიკამ ფლორისა და ფაუნს ერთერთ თემაში აი ეს ინფორმაცია დადო. ვფიქრობ, დაგაინტერესებთ და პასუხიც გაეცემა იმ კითხვას, თუ რატომ გამოიყურება ხანჩალის ტბა ასე საცოდავად
:

ეს თვალებდაქაჩული და ძვალმომარჯვებული ყმაწვილი მასაის ტომის წარმომადგენელია

იქვე წავიხემსეთ:

caucasica wrote:.... მინდა შემოგთავაზოთ საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრ “ბუდე”-ს პრეს რელიზებიდან ფრაგმენტები. ეს პრეს რელიზები გამოხატავს აღნიშნული ორგანიზაციის პოზიციას.
http://gccw.org/
ჯავახეთის ტბები დღეს
ჯავახეთი საქართველოს სამხრეთ ნაწილში მდებარეობს და ადმინისტრაციულად სამცხე-ჯავახეთის რეგიონს მიეკუთვნება. კულტურული მემკვიდრეობის გარდა,არანაკლებად საამაყო და ყურადღების ღირსია ამ რეგიონის მრავალფეროვანი ბუნება-ჯავხეთის მაღალმთიანი პლატო ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისითსაქართველოში ერთ-ერთი უნმიშვნელოვანესი ადგილია: აქ ექვსი დიდი და სამოცდაათამდე მცირე ზომის ტბაა განლაგებული და თითოეული მათგანი საერთაშორისო დონეზე აღიარებულ სტატუსს იმსახურებს უნიკალურობის თვალსაზრისით.
განსაკუთრებული მნიშვნელობით ხანჩალის, ბოღდაშენის, მადატაფას და კარწახის
ტბები გამოირჩევა. ამ ტბებზე 100-მდე სახეობის ფრინველი ბუდობს, ხოლო გადაფრენებისას 200-მდე სახეობის ნახვაა შესაძლებელი, რომელთაგან ბევრი სახეობა სხვადასხვა საერთაშორისო კონვენციებშია შეტანილი და დაცვის ქვეშ იმყოფება.
მრვლფეროვანია ამ ტბების იხტიოფაუნაც. სამწუხაროდ, დღეისათვის ამ ტბების ეკოლოგიური მნიშვნელობა ჯეროვნად არაა შეფასებული და არსებული მწირი ინფორმაცია მათ არც თუ სახარბიელო მდგომარეობაზე მეტყველებს: შეცვლილია თითქმის ყველა ტბის კონტური, მისი ბუნებრივი მდგომარეობა და აქედან გამომდინარე დარღვეულია მათი ეკოლოგიური წონასწორობა. ტბების არასწორი სასოფლო-სამეურნეო მოხმარება სათავეს კომუნისტების დროიდან იღებს. თუმცა იმ დროს არასწორად, მაგრამ მაინც როგორღაც რეგულირდებოდა ტბების მენეჯმენტი.
ამჟამად თითქმის ყველა ტბაზე სათევზე მეურნეობაა, სადაც იმ კომერციულ სახეობების მოშენება ხდება, რომლებიც იწვევს ადგილობრივი სახეობების მოსპობას და ზოგ შემთხვევაში ხდება ტბის ნაწილის ამოშრობა, მიმდინარეობს სათევზემეურნეობისთვის საჭირო ნაგებობების მშენებლობა, რაც ცვლის ტბებისბუნებრივ ფორმას და ეს ყველაფერი თვითნებურად, უმართავად ხდება და ძირითადად კომერციულ მიზანებს ემსახურება. თევზის უცხო სახეობების გამრავლებას კანონიც კრძალავს, ანუ სპეციალური ნებართვის გარეშე გარკვეული კომერციული სახეობების მოშენება აკრძალულია. ეს სახეობებია სიგა, ცისარტყელა კალმახი და სხვა, ანუ ისინი, რომლებიც ბუნებრივად არ არსებობდნენ, მათ კი გააქრეს ბუნებრივი იხტიოფაუნა და აქვთ კომერციული ღირებულება.
ასევე დაუშვებელია ტბების გარშემო ბალახის უკონტროლო თიბვა, არ არსებობს თიბვის სეზონური კონტროლი (მობუდარი ფრინველების ინკუბაციისა და ბარტყობის პერიოდში), ზოგ ადგილზე საერთოდაც დაუშვებელია თიბვა (თიბვის დროს იღუპებიან ბარტყები ან მათ ჭამენ მტაცებლები, რადგან აღარ აქვთსაფარველი), ამ ყველაფერს თან ერთვის უკონტროლო ბრაკონიერობა როგორც თევზჭერის ასევე ფრინველებზე. თევზაობენ დენით, დინამიტით, საწამლავით და ა. შ., რაც ყოვლად გაუმართლებელია.
ხანჩალის ტბის უიღბლობის ამბავი, ანუ როგორ შეიძლება ადამიანმა მტრად გადაიკიდოს ბუნება
ამ სფეროში მომუშავე ადამიანთა ვიწრო წრის გარდა, ალბათ ბევრს არ სმენია ხანჩალის ტბის თავზე დატრიალებული “უიღბლობის” შესახებ. ამ ტბის უბედობის ამბავი იმის კარგი მაგალითია, თუ რა პრობლემების მოტანა შეუძლია ბუნებრივი რესურსების არასწორ მართვას: სასოფლო-სამეურნეო ექსპერიმენტების შედეგად დღეისათვის ეს ტბა გაქრობის პირასაა, რამაც საკმაოდ მძიმე პირობებში ჩააყენა მის გარშემო განლაგებული ათამდე სოფელი და ქალაქი ნინოწმინდა.
პირველად ხანჩალის ტბისთვის 1961 წელს “მოიცალეს”. მანამადე კი ის ზომითმეორე
ტბა იყო საქართველოში (1310 ჰა), რამდენიმე ასეული ათასი ფრინველისთვის საბუდარ, გამოსაზამთრებელ და დასასვენებელ ადგილს წარმოადგენდა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის მას საირიგაციო, სანიტარულ-ჰიგიენური და სარეკრეაციო მნიშვნელობა ჰქონდა. ამ წელს მთავრობის დაგაწყვეტილებით ხანჩალის ტბა თევზის მეურნეობად გადაიქცა: წყალი ამოაშრეს, ააშენეს სპეციალური არხები და 1964 წელს ისევ წყლით გაავსეს და გაუშვეს სარეწაო თევზი. თევზის მეურნეობა წარმატებული და მომგებიანი გამოდგა, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო 1968 წელს პროექტი შეჩერდა. 1979 წელი ხანჩალის ტბას ახალ განსაცდელს უმზადებდა: ტბიდან წყალი კვლავ ამოაშრეს და მისი ფსკერი ტრანსფორმირებული იქნა როგორც სასოფლო-სამეურნეო სავარგული: 6 წლის მანძილზე ის სახნავ-სათესი მიწის დანიშნულებას ასრულებდა. თუმცა “ვიღაცის” უსაზღვრო ფანტაზიას ბოლო არ ჰქონდა. 1985 წელს აშენდა დამბა, რომელმაც ტბა ორ ნაწილად გაჰყო - მისი
მესამედი კვლავ წყლით აავსეს, ხოლო მეორე ნაწილი “სახნავ-სათესად” დატოვეს.
1993-ში ტბის დარჩენილი მესამედი ისევ დააშრეს, მაგრამ შემდეგ წელს ეს ნაწილი
ბუნებრივად მაინც აივსო.
1997 წლის მაისში კი ბუნებამ თავისი სიტყვა თქვა: მთიდან თოვლის დნობის
შედეგად წამოსულმა ნაკადმა ძველი დამბა რამოდენიმე ადგილას გაბზარა და ხანჩალის დარჩენილი ერთი მესამედი კიდევ ერთხელ დაშრა და დაიწრიტა. საბოლოოდ დამბა აღდგენილ იქნა, მაგრამ დაირღვა ეკოსისტემა, რადგან ტბა მთელი წლის განმავლობაში კვლავ ცარიელი იყო (უკვე მერამდენედ?!). ამის შემდეგტბისთვის დრო არღარავის ჰქონდა და თავიც მიანებეს – დღეს იქ აღარცთევზის მეურნეობაა, ვერც საირიგაციოდ იყენებენ წყალს და ვეღარც დამშრალ ორ მესამედს ხმარობენ. ეს უნიკალური ტბა გაქრობის პირასაა, რაც არა მარტო იქ მობინადრე ფრინველებისთვისაა არასახარბიელო, არამედ საკამოდ ზარალდება ტბის გარშემო მოსახლეობაც – გაქრა სარწყავი წყალი და თევზი, რომელსაც მნიშვნელოვანი
წვლილი შეჰქონდა რაიონის ეკონომიკაში, გაჩნდა ეპიდემიების საშიშროებები და ბოლოს, ადამიანები მშვენიერი ტბის ადგილას ახლა ერთ უზარმაზარ ორმოს უყურებენ, რაც არც თუ ისე სასიამოვნო უნდა იყოს.
....

ეს თვალებდაქაჩული და ძვალმომარჯვებული ყმაწვილი მასაის ტომის წარმომადგენელია

იქვე წავიხემსეთ:

Last edited by Mta Mkvarebia on 09 ნოე 2008, 12:38, edited 1 time in total.
- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
სამცხე-ჯავახეთის ჯიპ-ტური 2008ის 1-2 ნოემბერს
აქვე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კუმურდოს ნაცვლად, საღამოს ტბის გავლით აბულის ციხეზე ავიდოდით. ჩვენი გათვლებით, ციხეზე ასვლა დაღამებამდე უნდა მოგვესწრო. მაგრამ....
თუმცა მანამდე საღამოს ტბა ვნახეთ:

ეს ადგილიც უფრო წყალუხვი მახსოვს ივლისში.

ეს ფოტო წესით თვით ათაბაგს უნდა გადაეღო, როგორც მახსოვს ის უღებდა მსურველებს, როგორც თავად ამბობდა "ნეხვის გროვასთან" ფოტოებს 10ლარად
. ჰოოდა იეტი მობლური რომ მივაწოდე გადასაღებად კინაღამ გადაბჟირდა, "მაგას ხელს როგორ მოვკიდებო. ჰოდა მაშინ ვუთხარი შენი 300-ზუმიანი აპარატით გადაღებული ფოტოები რაღაც ნაკლებად ახსოვს "კარავს" მეთქი, სამაგეროდ ჩემი მობილური იეტი და ვეტერანიათქო
, მერე მგონი კოლხმა გოგომ გადამიღო

ჰოდა სად არის აბა შენი ნაქები ფოტოაპარატით გადაღებული სურათები, მაკენა? ველოდებით
ეს იყო იმ საღამოს გადაღებული ბოლო ფოტო. მაგრამ მთავარი თავგადასავალი მაშინ დაიწყო. საღამოს ტბიდან სოფელ განძასთან გადავუხვიეთ. სოფელი გავიარეთ და კითხვა-კითხვით დავადექით გზას აბულის ციხისკენ. ბალახებში გზა რთულად გასარჩევი იყო. მერე პლიუსების ჯიპებმა გადაუსწრეს "მაკენას ოქრო"-ს და "ზურმუხტა"-ს და აქ ავცდით ისედაც რთულადგასარჩევ მთავარ გზას. გაუკვალავ გზაზე ქვები და ლოდები მრავლად გვხვდებოდა. დონ ალექსის "მურანო"-საც გაუჭირდა და ჩამოგვრჩა. ისინი ძველი ფერმების ნანგრევებთან უნდა დაგვლოდებოდნენ. დანარჩენებმა კი ციხის საძებრად გავაგრძელეთ გზა. მაგრამ ციხე ვერ ვიპოვეთ. მზე ჩავიდა და ცოტა ხანში დაღამდებოდა კიდეც. ამიტომ "ზურმუხტა"-ს ეკიპაჟი უკან დაბრუნდა "მურანო"-სთან, რომ ერთად გავსულიყავით მთავარ გზაზე. მაგრამ "მურანო" იქ აღარ დაგვხვდა. რადგან არც ტელეფონი იჭერდა, ვერ დავუკავშირდით. ვიფიქრეთ, რომ სოფელში გველოდებოდნენ. მაგრამ სოფელს რომ მივუახლოვდით, მათი კვალი ვერ ვიპოვეთ. ბედად სატელეფონო ზონაში შევედით და დავურეკეთ. გზა დაბნეოდათ. უკვე ბნელოდა. ამასობაში დანარჩენი მანქანებიდან დაგვირეკეს და გვითხრეს რომ მოკლეზე გადავიდოდნენ ახალქალაქში და იქიდან ასპინძაში, სადაც ღამე უნდა გაგვეთია. შემოგვთავაზეს, ისევ უკან დაბრუნება და დაკარგულების მოძებნა, მაგრამ ეს ორმაგი წვალება გამოვიდოდა და ამიტომ ეს წინადადება ვუკუვაგდეთ. ამის მერე გადავწყვიტეთ სოფელში შემოსვლა, ადგილობრივი მეგზურის აყვანა და "ლოსტების" (როგორც მერე შეერქვათ
) მოძებნა. აქაც მთელი ისტორია იყო. თავდაპირველად შერჩეული მეგზურები არ გამოგვადგნენ. 2 ბიჭი, რომლებმაც არც ქართული იცოდნენ, არც რუსული და, ეჭვი მაქვს, არც გზა
, ერთმანეთს ვერ დავაშორეთ. სიამის ტყუპებივით ჩაჯდნენ "ზურმუხტას" წინა სავარძელზე და სიჩქარის კოლოფზე კარგად მოიკალათეს. გოგა უკან გადმოვიდა და საწყალმა "ზურმუხტა"-მ საბურავებზე ჩაიმუხლა. მივხვდით, რომ ასე 10 მეტრსაც ვერ გავივლიდით. ამიტომ გოგოებმა დარჩენა გადავწყვიტეთ. მაგრამ გარეთ ყინავდა და ხიდთან დარჩენის (როგორც თავიდან ვაპირებდთ) პერსპექტივა არცთუ ისე მომხიბვლელად გვეჩვენებოდა. ამასობაში ბედად გოგამ სულ სხვა მეგზური იპოვა. ახალგაზრდა ბიჭი არტური, რომელიც ცოლოურს მიდიოდა იმავე გზაზე, გზაც კარგად იცოდა და, საბედნიეროდ, რუსულიც
. რომ გაიგო, ჩვენი გადაწყვეტილება ხიდზე დარჩენის თაობაზე, გადაირია. "რას ამბობთ, ამ გოგოებს ახლავე წავიყვან და დედაჩემს ჩავაბარებო" როგორც მერე გავიგეთ, იმ სოფელში ქალის გულისთვის თურმე ერთმანეთს ყელს ჭრიდნენ, ჰოდა სამი გოგო ვაპირებდით უფასოდ, უბაჟოდ ხიდზე დალოდებას. მოკლედ, გოგამ და ნაიამ წაგვიყვანეს მე, ზიკა და ნინუკალა არტურის დედასთან, ჩაგვაბარეს თვლით და ზომა-წონით და გასწიეს გზადაკარგულების საძებრად. ჩვენი ტანჯვაც აქ დაიწყო: ცალკე ამათზე ვნერვიულობთ, ცალკე კიდევ სტუმრების დანახვაზე დაფაცურებულ დიასახლისს ვერ ვაგებინებთ ვერაფერს, რომ შეწუხება საჭირო არ არის - არც რუსული ესმის, არც ქართული. დაჭრა პური, გაშალა მაგიდა და ვხედავთ, რომ თეფშებში ასხავს ბორშჩს. ზოგიერთისთვის იმ სიცივეში ცხელი წვნიანი ალბათ ღმერთების სასმელი ამბროზია იქნებოდა, მაგრამ მე და ზიკას მის დანახვაზე მწვანე ფერი დაგვედო. აღმოჩნდა, რომ ბავშვობიდან ვერ ვიტანთ ბორშჩს. განსაკუთრებით ზიკა, რომელსაც თურმე ალერგია აქვს მის სუნზეც კი. მაგრამ ადამიანი ასე შეწუხდა, როგორ ვაგრძნობინებდით. ჰოდა ზიკას ვეუბნები: "არ მაინტერესებს, სულ რომ გაიგუდო, აჩვენე რომ თითქოს ჭამ-მეთქი, პირთან მიიტანე კოვზი და და მერე ისევ დაუშვითქო". უნდა გენახათ, როგორ კბილებში ცრიდა ზიკა: "ზვიო, არც ისე ძლიერად მიყვარხარ, შენი გულისთვის ბორშჩი ვჭამოო
" აქაც სწორედ მაგ მომენტია გადაღებული:

მერე დარეკა გვალვამ, ბორშჩის ამბავი რომ მოვუყევით, გადაბჟირდა. მთელი ორი დღე მაგ ბორშჩზე გვეკაიფებოდნენ
. მეტიც, უკვე თბილისში რამდენიმე დღის ჩამოსულები ვართ, LOMI (რომელიც სულ არ ყოფილა ჩვენთან ერთად) რომ მეკითხება; "ბორშჩი როგორი იყოო", რაღა მეთქმოდა, თურმე მთელი ქვეყანა ობამას გამარჯვებასა და ჩვენი ბორშჩის ამბავზე ლაპარაკობდა იმ დღეებში მხოლოდ
...
დედა, რამდენი მიწერია, მაგრამ "მურანოს" დაკარგვისა და ბორშჩის ამბავი ზეპირსიტყვაობად ვრცელდება და რამდენჯერმე მოყოლილს ერთხელ დაწერილი არ ჯობია? შთამომავლობას ხომ უნდა შემოვუნახოთ?
თუმცა მანამდე საღამოს ტბა ვნახეთ:

ეს ადგილიც უფრო წყალუხვი მახსოვს ივლისში.

ეს ფოტო წესით თვით ათაბაგს უნდა გადაეღო, როგორც მახსოვს ის უღებდა მსურველებს, როგორც თავად ამბობდა "ნეხვის გროვასთან" ფოტოებს 10ლარად

ჰოდა სად არის აბა შენი ნაქები ფოტოაპარატით გადაღებული სურათები, მაკენა? ველოდებით
ეს იყო იმ საღამოს გადაღებული ბოლო ფოტო. მაგრამ მთავარი თავგადასავალი მაშინ დაიწყო. საღამოს ტბიდან სოფელ განძასთან გადავუხვიეთ. სოფელი გავიარეთ და კითხვა-კითხვით დავადექით გზას აბულის ციხისკენ. ბალახებში გზა რთულად გასარჩევი იყო. მერე პლიუსების ჯიპებმა გადაუსწრეს "მაკენას ოქრო"-ს და "ზურმუხტა"-ს და აქ ავცდით ისედაც რთულადგასარჩევ მთავარ გზას. გაუკვალავ გზაზე ქვები და ლოდები მრავლად გვხვდებოდა. დონ ალექსის "მურანო"-საც გაუჭირდა და ჩამოგვრჩა. ისინი ძველი ფერმების ნანგრევებთან უნდა დაგვლოდებოდნენ. დანარჩენებმა კი ციხის საძებრად გავაგრძელეთ გზა. მაგრამ ციხე ვერ ვიპოვეთ. მზე ჩავიდა და ცოტა ხანში დაღამდებოდა კიდეც. ამიტომ "ზურმუხტა"-ს ეკიპაჟი უკან დაბრუნდა "მურანო"-სთან, რომ ერთად გავსულიყავით მთავარ გზაზე. მაგრამ "მურანო" იქ აღარ დაგვხვდა. რადგან არც ტელეფონი იჭერდა, ვერ დავუკავშირდით. ვიფიქრეთ, რომ სოფელში გველოდებოდნენ. მაგრამ სოფელს რომ მივუახლოვდით, მათი კვალი ვერ ვიპოვეთ. ბედად სატელეფონო ზონაში შევედით და დავურეკეთ. გზა დაბნეოდათ. უკვე ბნელოდა. ამასობაში დანარჩენი მანქანებიდან დაგვირეკეს და გვითხრეს რომ მოკლეზე გადავიდოდნენ ახალქალაქში და იქიდან ასპინძაში, სადაც ღამე უნდა გაგვეთია. შემოგვთავაზეს, ისევ უკან დაბრუნება და დაკარგულების მოძებნა, მაგრამ ეს ორმაგი წვალება გამოვიდოდა და ამიტომ ეს წინადადება ვუკუვაგდეთ. ამის მერე გადავწყვიტეთ სოფელში შემოსვლა, ადგილობრივი მეგზურის აყვანა და "ლოსტების" (როგორც მერე შეერქვათ

მერე დარეკა გვალვამ, ბორშჩის ამბავი რომ მოვუყევით, გადაბჟირდა. მთელი ორი დღე მაგ ბორშჩზე გვეკაიფებოდნენ
დედა, რამდენი მიწერია, მაგრამ "მურანოს" დაკარგვისა და ბორშჩის ამბავი ზეპირსიტყვაობად ვრცელდება და რამდენჯერმე მოყოლილს ერთხელ დაწერილი არ ჯობია? შთამომავლობას ხომ უნდა შემოვუნახოთ?
- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
სამცხე-ჯავახეთის ჯიპ-ტური 2008ის 1-2 ნოემბერს
ყავით რომ გაგვიმასპინძლდა დიასახლისი, მაშინ გოგამაც დარეკა: "ვიპოვეთ დაკარგულებიო". უზომოდ გაგვიხარდა. ნახევარ საათში ჩვენებიც მოვიდნენ არტურის ცოლთან და მის ნათესავებთან ერთად. უნდა გენახათ, რა გულისამაჩუყებელი შეხვედრა იყო, თითქოს საუკუნე არ გვენახა ერთმანეთი. თვით ქებურიას დანახვა რომ გამიხარდებოდა, ხომ წარმოგიდგენათ?
.
ახლა ამათ გასამასპინძლებლად დაფაცურდა დიასახლისი. მაგრამ ბორშჩის ქვაბს თავსახური ახადა თუ არა, ყველამ ერთხმად გავაპროტესტეთ: "ძალიან გვეჩქარებათქო" და კიდევ კარგი, ყავით გამასპინძლებას დასჯერდა
არტური

ამ ფოტოზე გოგასთან და ვანუჰისთან ერთად ბორშჩის ქვაბიც ჩანს
.

"მერამდენე ყავას ვსვამ დღეს? აღარ შემიძლია".... ანუ "ბორშჩის"სამაგიერო გადახდილია

მერე დავადექით გზას ასპინძისაკენ და დაახლოებით 12-ის ნახევარზე უკვე ადგილზე ვიყავით დაღლილ-დაქანცულები.

Last edited by Mta Mkvarebia on 09 ნოე 2008, 11:45, edited 1 time in total.
სამცხე-ჯავახეთის ჯიპ-ტური 2008ის 1-2 ნოემბერს
სადაა გაგრძელება??
საზოგადოება მოითხოვს!!!
საზოგადოება მოითხოვს!!!
მი მალატ შვან
- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
სამცხე-ჯავახეთის ჯიპ-ტური 2008ის 1-2 ნოემბერს
Trulala
გოგო, ნუ შემჭამე
.
ერთი შენი ატვირთული ერთი სურათი მაინც მანახა რა
...
მეორე დღეს მარშრუტში სამცხის დათვალერება გვქონდა. მაკენამ გამოიყენა ორგანიზატორ-მხედართმთავრის უფლებამოსილება და მკაცრად განუცხადა მძღოლებს: "ერთი გაბედეთ და წინ გადამისწართო
" , ასე მოიქცია შუაში 4 მანქანა "მაკენას" ოქრომ და "ზურმუხტა"-მ (ჩვენ ჩამკეტები ვიყავით) და გავემართეთ ურაველას ხეობისკენ.
ძალიან ლამაზი ხეობაა დაღარული მთებით, ვულკანური წარმოშობის კვალი რომ აშკარად ატყვია, დაკლაკნილი მდინარეებით, მზეზე რომ ირეკლავდა სხივებს შორიდან და ფერებით: ოქროსფერი, ქვიშისფერი, ყვითელი და წითელი შემოდგომის ფერებით.
პირველი ძეგლი დზველის, იგივე ძველის ეკლესია იყო. თუ არ ვცდები მე-8 საუკუნის. სამწუხაროდ დღევანდელი სახით არ შემორჩენილა, აღდგენილია და სიძველის კვალი კარგად არ ემჩნევა.

გოგო, ნუ შემჭამე
ერთი შენი ატვირთული ერთი სურათი მაინც მანახა რა
მეორე დღეს მარშრუტში სამცხის დათვალერება გვქონდა. მაკენამ გამოიყენა ორგანიზატორ-მხედართმთავრის უფლებამოსილება და მკაცრად განუცხადა მძღოლებს: "ერთი გაბედეთ და წინ გადამისწართო
ძალიან ლამაზი ხეობაა დაღარული მთებით, ვულკანური წარმოშობის კვალი რომ აშკარად ატყვია, დაკლაკნილი მდინარეებით, მზეზე რომ ირეკლავდა სხივებს შორიდან და ფერებით: ოქროსფერი, ქვიშისფერი, ყვითელი და წითელი შემოდგომის ფერებით.
პირველი ძეგლი დზველის, იგივე ძველის ეკლესია იყო. თუ არ ვცდები მე-8 საუკუნის. სამწუხაროდ დღევანდელი სახით არ შემორჩენილა, აღდგენილია და სიძველის კვალი კარგად არ ემჩნევა.

სამცხე-ჯავახეთის ჯიპ-ტური 2008ის 1-2 ნოემბერს
ჰმმმმმმმმ
მე ამ ტურში ვიყავი თუ უბრალოდ დამესიზმრა????

მე ამ ტურში ვიყავი თუ უბრალოდ დამესიზმრა????
- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
სამცხე-ჯავახეთის ჯიპ-ტური 2008ის 1-2 ნოემბერს
saskva
ნეტა მეც ხომ არ დამესიზმრა ეს გოგო ვარდისფერებში?
http://www.karavi.ge/viewtopic.php?p=170206#170206
http://www.karavi.ge/viewtopic.php?p=170223#170223
ჩაძინებულს აშკარად არ გავდა

გავემართეთ ენთელისკენ. გზა სულ მაღლა და მაღლა იწევდა, და უფრო და უფრო ფუჭდებოდა. მურანო ისევ სერიოზული გამოცდის წინ დადგა. სოფელში რომ ავედით, მისი ქ დატოვება გადავწყვიტეთ. გოგას პლიუსის მარის პლიუსის პაატას "ნისან-პატრულის" საბარგულიდან ბარგი მურანოში გადავიტანეთ და "მურანოს მგზავრები" მესამე რიგს სავარძლებზე განთავსდნენ.
თითქმის ენთელამდე ვიყავით მისული, რომ ციცინოს პლიუსის- გურამის "ძმობილ პაჯეროს" პატარა პრობლემა შეექმა, ქვას გამოედო და გაიღუნა ასასვლელი საფეხური , რომელიც საბურავს ედებოდა. საჭირო გახდა მისი მოხსნა. ამას გარკვეული დრო დასჭირდა. მანამდე ენთელიც მოვინახულეთ:

მეგალითური კულტურის ძეგლი ქვაკაცი. უფრო დაწვრილებითი ცნობები იქნებ ათაბაგმა შემოგვაშველოს:

ესეც თავად ენთელის ეკლესიის ნანგრევები. სამწუხაროდ, ვისი სახელობისაა და რა პერიოდის, უცნობია:

"მე მიყვარს სამცხე-ჯავახეთი, შეეენ?
"

ჰო, ეს გოგონა ვარდისფერებში შიგადაშიგ კვლავ გაიელვებდა
:

თითქმის ენთელამდე ვიყავით მისული, რომ ციცინოს პლიუსის- გურამის "ძმობილ პაჯეროს" პატარა პრობლემა შეექმა, ქვას გამოედო და გაიღუნა ასასვლელი საფეხური , რომელიც საბურავს ედებოდა. საჭირო გახდა მისი მოხსნა. ამას გარკვეული დრო დასჭირდა. მანამდე ენთელიც მოვინახულეთ:

მეგალითური კულტურის ძეგლი ქვაკაცი. უფრო დაწვრილებითი ცნობები იქნებ ათაბაგმა შემოგვაშველოს:

ესეც თავად ენთელის ეკლესიის ნანგრევები. სამწუხაროდ, ვისი სახელობისაა და რა პერიოდის, უცნობია:

"მე მიყვარს სამცხე-ჯავახეთი, შეეენ?

ჰო, ეს გოგონა ვარდისფერებში შიგადაშიგ კვლავ გაიელვებდა

- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
სამცხე-ჯავახეთის ჯიპ-ტური 2008ის 1-2 ნოემბერს
დავით აღმაშენებლამდე ბევრი უკლია
, მაგრამ "ფეხი დამადგით, გულზე დამადგითო და..."

მერე სანამ "პაჯერო" წესრიგში მოიყვანეს, ლოდინი დაგვეზარა და აგარამდე გზას ფეხით გავუყევით.

შორს რომ წერტილივით გადახურული შენობა ჩანს, თურმე ის ყოფილა აგარა. არც მეგონა თუ ასე შორს იყო, მაგრამ ისე მალე ჩავიარეთ ის აღმართი სეირნობა-სეირნობით ლამაზ ტყეში, რომ ვერც გავიგეთ:

უკვე აგარასთან ვიყავით, ჯიპების ესკორტიც რომ გამოჩნდა. რა თქმა უნდა, შესაბამისი პატივით დავხვდით

მერე სანამ "პაჯერო" წესრიგში მოიყვანეს, ლოდინი დაგვეზარა და აგარამდე გზას ფეხით გავუყევით.

შორს რომ წერტილივით გადახურული შენობა ჩანს, თურმე ის ყოფილა აგარა. არც მეგონა თუ ასე შორს იყო, მაგრამ ისე მალე ჩავიარეთ ის აღმართი სეირნობა-სეირნობით ლამაზ ტყეში, რომ ვერც გავიგეთ:

უკვე აგარასთან ვიყავით, ჯიპების ესკორტიც რომ გამოჩნდა. რა თქმა უნდა, შესაბამისი პატივით დავხვდით

- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
სამცხე-ჯავახეთის ჯიპ-ტური 2008ის 1-2 ნოემბერს
აგარის შესახებ, ერთერთ ძველ თემაში ათაბაგი წერდა:

ესეც ფრესკების ნარჩენები:

Makena wrote:....აგარის სამონასტრო კომპლექსი მოიცავს 5 ეკლესიას, მათ შორის მთავარი ეკლესია ერთერთი უდიდესი ერთნავიანი ტაძარია საქართველოში. იგი თლილი ქვითაა ნაგები,და მეტად ლამაზი და ნატიფია, მრავლად არის ჩუქურთმები, აღმოსავლეთის სარკმელი ძალზედ ნატიფად არის დამუშავებუი და მოჩუქურთმებული, ტაძარი მოხატული იყო ფრესკებით რომელთა მცირე ნაწილია გადარჩენილი. აქვეა სატრაპეზო, სამრეკლო და სხვა სამეურნეო ნაგებობანი, ასევე აქვე მდებარეობს დარნა რომელიც ქვემოთ ხეობისკენ გადის ერთერთ ეკლესიაში. მოკლედ უმშვენიერესი ადგილთაგანია, რომლის ნახვა საოცრად ამაღლებულ განწყობაზე აყენებს კაცს.
არსანიშნავია ის ფაქტი რომ რესტავრაცია დაწყებულია და იმედია გაგრძელდება და ბოლომდე მიიყვანენ ამ კეთილშობილურ საქმეს.
რაც შეეხება სიძველეს: აგარა 10-11 საუკუნეს განეკუთვნება....

ესეც ფრესკების ნარჩენები:

- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
სამცხე-ჯავახეთის ჯიპ-ტური 2008ის 1-2 ნოემბერს

სატრაპეზოს კართან ვრცელი წარწერა იყო მოთავსებული:

დავისვენეთ და წავიხემსეთ.
თამუსიას მიერ ნაპოვნი ეს, ცნობლი ბრენდის დანა, ხელიდან ხელში გადადიოდა აღტაცების შეძახილებით, სანამ საბოლოო პატრონი არ იპოვა

Last edited by Mta Mkvarebia on 09 ნოე 2008, 14:54, edited 1 time in total.
სამცხე-ჯავახეთის ჯიპ-ტური 2008ის 1-2 ნოემბერს
Mta Mkvarebia
აგარის მონასტერი
ულამაზესია
მადლობა,
რომ
დამაბრუნეთ ისტორიაში
აგარის მონასტერი
ულამაზესია
მადლობა,
რომ
დამაბრუნეთ ისტორიაში