ვმუშაობguruli wrote:qvevri - შუა კვირა შენც გაწყობს?
გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში. 04.10.08
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში. 04.10.08
გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში. 04.10.08
qvevri
ოოო - 14-ში, ალბათ, არ ვიქნები აქ.ისე 14 დასვენებაა
გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში. 04.10.08
არაგველებოოოოოოოოოოო. . . არა-გველებოოოოოოოოოოოოოო. . .
ასე დაიწყო და
მეც ასე დავიწყეებ. . .
სისხლი მომაწვა თითებში . . . რაღაც წერა მომინდა და. . .
აქ რომ შემოვიხედე არაფერი, არცერთი სიტყვა არ მქონდა ნათქვამი. . .
არა და ლამაზი დღე იყო მართლაც. . .
უნდა წეროო. . . არაა ჩემი საყვარელი ფრინველი წერო. . .
უაზროდაა შემდგარი მაღალ ფეხებზე პატარა ტანით, გრძელი ნისკარტით
და გამოსცემს ასევე უაზრო ხმას. . .
ახლა ჩემთვის მეტყველება პირველია! . .
ამჟამად უმეტესობა თქვენგანს ვიცნობდი. . .
გურული ჩვენთან ერთად მოდიოდა-
რაც მთავარია არ გვაცილებდა და წვიმის შიში არ იყო.
მაკარენკომ რა ლამაზი თვალები გაქვს ელე-ო. . .
ნუ დილა რომ ასე სასიამოვნოდ დაიწყება ხვდები რომ სასიამოვნო გაგრძელებაც ექნება. . .
აბა შეძახილმა ხე გაახმოო და. . .
არ ვიცი რატომ ვწერ, მართლაც და მეწერება და რა ვქნა. . .
მართალია საღამოს ჩემი თვალები დავიწროვდნენ
და ძალზედ ეკონომიურად ვიხედებოდი თვალთაგან. . .
(ნუ ისე ჩვეულებრივ რეჟიმში ხუთი დღის გამოსახედს ერთად ვიხედები ხოლმე. . .)
ხო ვიწრო - გამჭოლი მზერით ვიყურებოდი ბოლოჟამს. . . ფოკუსს ვასწორებდი მაკარენკო რათა
ყოველი თქვენგანი ისეთი
თვალებნაპერწკლიან-ცეცხლიან-ალიან-ღიმილიან-გულდამშვიდებულ-სულნასიამოვნებნი დამმახსოვრებოდით,
როგორიც ახლა მახსოვხართ
იმ მზიან-დათოვლილმთებიან-ჩალისფერბალახიან-შავი არაგვის შხუილიან
მუზარად-აბჯრიან ფოტოპორტრეტის წინ სცენაზე და ღობეზე ძველფარდაგგადაფარებულ დღეს მახსოვდით . . .
და მახსოვხართ. . .
არის წუთები და წამები, საათები. . . რომლებიც არასდროს არ ამოიშლებიან მეხსიერებიდან. . .
ვერარა ვერ წაშლის. . ვერ წაშალეს. . . ვერც ვერასდროს ვერ წაშლიან. . .
და არც წაააშლევინებ ჟამთასვლას. . . ცხოვრების ყოველდღიურობის ერთფეროვნებას. . .
იმ ულმობელ ჯაჭვს, რგოლს დროს რომ ვუძახით. . .
ასეთი იყო 2008 წლის 4 ოქტომბერი. . .
დაბადების დღე გოდერძი ჩოხელისა. . .
რომელსაც მის გარეშე შევხვდით. . .
ადამიანი ადამიანის ადამიანური ადამიანობით ადამიანობსო გამიგია. . .
ხოდა უყურებ, ისმენ, ხედავ, შეიგრძნობ და ხვდები არის ის რასაც ამბობს, რასაც ჰყვება, რაც გადახდენია ,
რაც ყოფილა რაც არის და რაც იქნება მის ცხოვრებაში. . . და გიხარია რომ არ შეცდი ფოტოებით დანახულ მის პიროვნებაში. . .
ყველაფერი ელეგანტურობით და უებრობით სუნთქავს. . .
ყველაფერი გარიჟრაჟზე ნისლებში ჩაკარგულ პირველმზისხივ აელვარებულ მყინვარის წვერსავით ამაღლებულია მასში. . .
თვით საღამო კი იყო უბრალო. . .
ისეთი როგორიც გოდერძი ჩოხელს შეეფერება. . .
რაც მთავარია ოთხივ კუთხით მთები-კლდეები დაგვყურებდნენ თავს. . .
სცენის უკან მაღალ ფერდობზე კი ულამაზესი ცხენი ძოვდა თავისთვის-ეულად ბალახს. .
მას არ ეხებოდა ეს ყოველივე. . .ან არ უნდოდა რომ შეხებოდა. . .
ისე უბრალოდ შიგადაშიგ თუ გადმოგვხედავდა ხოლმე დამცინავად. . .ხო მეც აქ ვარო. . . და გავიფიქრე - ამაყი სული . . .
ირგვლივ სითბო, სიმყუდროვე. . . ახლაც კი ყურებს მიგუბებს.
ბუნება კვლავ ზურმუხტში ჩაძირული და მის ფონზე
აქა-იქ გაბნეული ყვითელ-წითელი ლაქები შემოდგომის მოახლოებას მოგვასწავებდნენ. . .
ვიდექი იმ მიწაზე რომელსაც ამდენი რამ უნახავს. . . რამდენი სიტყვა- ხმა გაუგია მისი. . .
და ჩუმად გულში იბრუნებს. . . გასიებულა უთქმელობისგან. . .
ალბათ მაგიტომაც იყო ასეთი რბილი. . .
მე მიწისთვის მინდოდა მესმინა. . .
აბა ჩემდათავად გული აღარ მაქვს და. . . აღარ ცემს , აღარ ფეთქავს. . . აღარც პარკუჭები ფუნქციონირებს და აღარც ის ორი დანარჩენი. . .
უკვე მამძიმებს. . . სულ ტყუილად დამაქვს. . . წონაში მეთვლება ფიზიოლოგიურად. . . ცხოვრებაში კი ვეღარ ვიყენებ. . .
მერე რა თუ ვიღაცისთვის იმედი ბედნიერებაზე უფრო მნიშვნელოვანია
თან თავსაც რომ დაიმშვიდებს: ”ბედნიერება წარმავალია, იმედი კი მარადიულიო”. . .
წამიერად ზურგის წვას ვგრძნობ. . . მივიხედავ და. . .
-მარადისობას მიანათეს ტატოს თვალებმა! . .
-მარადისობაც დაეწაფა მის თვალებს ხარბად!
და თითქოს გესმის მისი . . .
”-მე მინდოდა დარაის კაბა შემეკერა შენთვის, ქართული აჟურებითა და მანებით მოქარგული. . .
-მე ისეთ კაბას ვერ ჩავიცვამ მისოუსტ.
-რატომ?
- . . . ”
’და აროხდება წარსული დღეები უსაშველო გორად. . .
ბინდისფერი. . . გაფერმკრთალებული. . . გაცრეცილი ფრესკები. . .
თუმც მაინც რომ ბრწყინვალედ გეჩვენება სულ თითო-თითოდ დათვლილნი. . .
გინდა ყველაფრის თავიდან დაწყება?!.
სწორი გზა. . . დაუყვედრებელი ღიმილი. . .სითბო. . . სიყვარული სხვისგან გაუთელავი. . .
არა და ”რომელ შეჭმუხვნილ შუბლს არ გახსნის გულრწფელი ნდომა”. . .
რაღაცას ელოდები თან გეშინია. . .უსუსურობის გრძნობა გეუფლება- შენც არ მოგეძალოს სასოწარკვეთა და უიმედობა ,
ირგვლივ ხომ ამდენი ტკივილია. . .შენც უფრთხი პატარა ბავშვივით. . .
ვერ ეუბნენი, რომ მისი არსებობის გამო გიხარია გათენება. . .
როცა ღამდება - მისი სიზმრად ნახვის გამო გიხარია დაღამება. . .
სადაც მიდიხარ - მისი თვალისმოკვრის გამო გიხარია წასვლა. . .
და ის გიყვარს . . . აი შენი დანაშაული. . .
ხო ასეთია ღვინო. . .ირეალურ სამყაროში გადაჰყავს ადამიანები. . .
რას იზამ დროებით მაინც საჭიროა ჩამოშორდე მიწიერ ცხოვრებას,
იქ სადაც ბოროტება მეფობს სიკეთეზე . . .
ხოდა ახლა ბახუსის ფრთებით დავდივარ. . .
კბილი მტკივა. . .
აბა რა იქნება საერთოდ აქამდე როგორ შემომრჩა ისე ვაღრჭიალებ ხოლმე,
ენის წვერით კბილებამდე მოტანილი სათქმელი რომ არ წამოვროშო. . .
დღეს კი ვერ გავაღრჭიალეე ტკივილის გამოო
და აქ შემომეწერა ყველაფერი. . .
არ მინდოდა სიტყვები გადამცდენოდა. . . ვიცი დამახრჩობენ მერე. . .
სიკვდილი არ მინდა. . .
მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლე სევდა არის - ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა,
ადამიანად არ ყოფნის სევდას მაინც მირჩევნია. . .
ხოდა გამიშვით . . . გამატარეთ. . .
მეც გარსია ოჩიაურივით მეძახილება:
ასა!

. . . კიდევ ერთი დღე . . .
გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში. 04.10.08
დაასხით. . . დღეს მინდა დალევა არ მკითხოთ რატომ. . .
დაასხით. . . დღეს მინდა რომ ვიყო წარსულთან მარტო. . .
დაასხით. . . დღეს არ სვამს არავინ. . .
დაასხით. . . დღეს მარტო მსურს დავდგა კარავი. . .
დაასხით. . . ხომ ხედავ ცხოვრება გავიდა. . .
არაფერს არაფერს არ ვიწყებ თავიდან. . .
დაასხით. . . ჩემსავე სუფრაზე დღეს მე ვარ თამადა. . .
დაასხით. . . საკუთარ შეცდომებს ვიგლოვებ თავადა. . .
დაასხით. . . თუმცაღა ცხოვრება გავიდა. . .
მე ისევ . . . დავიწყებ თავიდან! . .

- Mrs. Robinson
- იეტი
- Posts: 1488
- Joined: 13 სექ 2005, 19:13
გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში. 04.10.08
მოგესალმებით ყველას აწ უკვე შავ არაგვ-დალეულ -(კარგად შევირგეთ!)-გატოპილი (ესეც!
) და თქვენზე ძალიან მონატრებული!!!!!!!!!!
მშვენიერი დღე იყო.............
და მთელი დღე გოდერძი სულ ახლოს იყო ჩვენთან. იმას ავყევით ჩოხის ბოლოდან არაგვის ნაპირზე..........
ხოდა ჩვენი გალაშქრების ფოტოები ბუნებაში არ არსებობს, გულით და თვალებით დავიმახსოვრეთ მე და ლელამ..........
"ქვემოთ ღრღიან ჭალაზე, მღვრიე, ჯოჯოხეთის შავ ცხენზე მჯდარი მაყარივით შავი არაგვი მორბის. არაგვის ერტ მხარეს ოდნავ შემაღლებული გორაა, მერე მინდორი იწყება. ეს ერტადერთი სწორი ადგილია მთელ ხეობაში და ჩემი სკოლაც ამ მინდორზე დგას...."- რაღაც სხვანაირად იკითხება ახლა ხო? გავიმშობლიურე ეს ადგილები და გავგუდამაყრელდი მგონი....
ხოდა ჩოხში სულ ბოლო სახლის წინ რომ ვისვენებდით მე და მაკარენკოები, ეზოდან ბებო გამოვიდა და შემოგვიერთდა.
-მოგწონთ არა აქაურობაო?? ერთი ზამთარშიც ნახეთ ბარემ! აემ მთიდან ზვავი რომ წამოვა გრუხუნით და თან მოაქ ყველაფერი, როგორიაო!"- ნამდვილი გუდამაყრელი ქალი იყო, ნამდვილი ადგილის დედა!!!!
სუნთქვა შემეკრა, წინა საღამოს წავიკითხე ზუსტად "ფიზკულტურის მასწავლებელი"..... "ჩვენ თავქუდმოგლეჯილი გავიქეცით და ძლივს გავასწარით ზვავს, რომელიც კი არ გუგუნებდა, როგორღაც საზარლად შრიალებდა. სამშვიდობოს რომ გავედით კიდევ დიდხანს გავრბოდით...."
და ესეც ...............
"ვისაც ერთხელ მაინც, ზაფხულში ბურსაჭირის ფერდობი უნახავს, იმას თავისუფლად შეუძლია თქვას, რომ სამოთხე ნახა. შუა ფერდობზე მდინარე მოჰქუხს, მდინარის იქით-აქეთ ათასნაირი ყვავილებით მოქარგული კალთებია გადაშლილი და რაც უფრო ზემოთ და ზემოთ აუყვები ამ ფერდობებს, თეთრად გადაპენტილ დეკიანებში შეხვალ. ფერდობსა და ფერდობს შორის მოქცეულ ტაფობებში პატარა, ლურჯად მოლივლივე ტბებია ჩამდგარი. ფერდობის ერთ მხარეს თითქმის ცაზე წვერით მიბჯენილი ჭიუხია წამოყუდებული......
ჭიუხის ქვემოთ, კლდეში გაჭრილი უღელტეხილია.
ქვენამთის გადასასვლელი.
აი, სწორედ ამ უღელტეხილზე გადადიან მგზავრები, გადადიოდნენ უძველესი დროიდან, გადადიან ახლა და ალბათ სანამ ეს ჭიუხი აქ იდგება, სანამ ეს უღელტეხილი იქნება, სანამ ბურსაჭირის ფერდობზე ყვავილებს გაზაფხულობით აყვავება არ მოსწინდებათ, ივლიან მგზავრები, გადაივლიან და გადმოივლიან ქვენამთის გადასასვლელს..........."
მიმიხვიდთ ხო? გაზაფხულზე ოღონდ რა!

Mrs. Robinson
აუუუუუუუუუჰ!!!
გაიხარე შენ!!!
გაზაფხულზეც!!!!
როგორ დამავიწყდა მეთქვა, რომ ეს ძალიან საყვარელი ადამიანი გავიცანი იმ დღეს და უნდა დავუბრუნოთ აქტიურ კარაველთა რიცხვს!!!!
მგონი ყველა ჩავრჩით გუდამაყარში... შევიყვარე ეს ხეობა, მშობლიურივით...
ალბათ იმიტომ, რომ თავდა დაგვხვდა ასეთი-თბილი, კეთილი, მოსიყვარულე...
აი, იცით როგორ მენატრება?
როგორც ჩემი რაჭა, როგორც ჩემი ჯავახეთი, როგორც ჩემი სვანეთი, როგორც ჩემი ხევსურეთი, როგორც ჩემი ხევი... როგორც.... მთელი საქართველო...
არა რა, ამ მიწაზე რომ დაიბადები და ზედ რომ დადიხარ, როგორ არ უნდა ამაყობდე და მადლობდე უფალს, რომ ასეთი ბედი გარგუნა...

წამო, ზღაპარში ...

გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში. 04.10.08
namcecuna
მე ჯერ კიდევ გუდამაყარში ვააარ . . .
და ვიცი შენც. . .

მე ჯერ კიდევ გუდამაყარში ვააარ . . .
და ვიცი შენც. . .
. . . კიდევ ერთი დღე . . .
- Mrs. Robinson
- იეტი
- Posts: 1488
- Joined: 13 სექ 2005, 19:13
გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში. 04.10.08
namcecuna-ზღაპრულო!
გაიხარე! ჩვენია აბა რა!
(ზოგისთვის რომ საქართველო მარტო თბილისი და ბათუმია....
)
იცით რა მაინტერესებს: აბუდელაურებზე - როშკადანო, ან ჯუთადანო.... და ბურსაჭირიდან რატო არაო?????? ეს ჩვენ ექსპერტებს უნდა ვკითხო!
(მე ბურსაჭირიდან აბუდელაურზე ასული არავინ მახსენდება).
არადა გოდერძის თქმით რაღაც მარტივი გადასასვლელი უნდა იყოს...... ხოდა კიდევ გოდერძიმ "სამოთხეო" და........... გადაუსვლელობა არ იქნება......
ხოდა მეც არ მითქვამს რომ ნანატრი კარველები გავიცანი.
კიდევ მონატრებული ხალხი ვნახე, მაკარენკოსთან ერთად თურმე სამი წელია არ ვყოფილვარ ლაშქრობაში.
კიდევ მადლობა გურულს, აქ რომ ვერ შემოვდიოდი ირაკლიმ დამაკვალიანა.
კიდევ..... მადლობა გვალვას და ნინის, თქვენი მუხლების ჭირიმე!
კიდევ რამოდენიმე ფოტოს მეც დავდებ.....

არადა, ირგვლივ ძალიან ბევრი ცხენიანი გუდამაყრელი ირეოდა, ეგენი კი ბოლოს ბურსაჭირის გადასავლელისკენ მიმავლები შევნიშნეთ... ვიხუმრე, მაგრამ სიმართლენარევი ხუმრობით, ვაითუ, ბურსაჭირის ფრიალოებში მიაფრიალებნენ ახლა მაგათ ცხენებით-მეთქი... ამის თქმა იყო და ლამამ მაშინვე მობილური იძრო და სამაშველოს ნომერი აკრიფა, ქალები გაგვტაცეს გუდამაყრიდან, არიქა, მდევარიო

ესე იგი, Mrs. Robinson და ადმინი, ღონისძიება რომ დაიწყო, სადღაც გაქრნენ. თურმე ხეობას აჰყოლიან მთისკენ, მაგრამ არავისთვის უთქვიათ და...ხოდა ჩვენი გალაშქრების ფოტოები ბუნებაში არ არსებობს, გულით და თვალებით დავიმახსოვრეთ მე და ლელამ..........
გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში. 04.10.08
ეგ ყველაფერი კარგი, მაგრამ, რამდენ ხანს ვალოდინოთ გუდამაყარ მასპინძელს?
ანზორიმ მითხრა, 150 ლარად წაგიყვანთო.
22 კაცი ეტევა
ანზორიმ მითხრა, 150 ლარად წაგიყვანთო.
22 კაცი ეტევა
წამო, ზღაპარში ...

გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში. 04.10.08
წამო, ზღაპარში ...

გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში. 04.10.08
ეს იქ...ეთერ თათარაიძე საღამოს დაწყებისთვის ემზადება...
უკან კი, გოდერძი ჩოხელი... ...

ხალხი საღამოს დაწყებას ელის...

ჩოხიანები... თუ ჩოხოსნები...
სკოლა, რომელშიც გოდერძი ჩოხელი სწავლობდა...

Last edited by namcecuna on 30 ნოე 2008, 21:45, edited 1 time in total.
წამო, ზღაპარში ...

გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში. 04.10.08
Last edited by namcecuna on 30 ნოე 2008, 21:56, edited 4 times in total.
წამო, ზღაპარში ...