GIRA
რომელი ფირმა რომელს ჯობია არ ვიცი.
ნეტში კი იქნება სადმე ინფორმაცია, მაგრამ ძებნის თავი არ მაქვს

.
ახლა დავწერ, ყიდვა როგორ ხდება.
პლასტიკური ბარათით ვიხდით საიტზე და ვაგზავნით ფირმა ბარამის ამერიკულ ოფისში... ანუ ამაზონიდან მიდის იქ.
შემდეგ ისინი გადმოსცემენ ინფორმაციას აქაურ ოფისს.
დარეკავ და გაიგებ, რა დაჯდება ჩვენამდე ტრანსპორტირება.
კილო 15 ლარია.
(3 წყვილი ბათინკი 82 ლარი დაგვიჯდა, როგორც მახსოვს).
ვიხდით ბარამის ანგარიშზე ამ თანხას და შემდეგ გზავნიან ჩვენს ამანათს ამერიკიდან საქართველოში.
ჩამოდის ერთ, მაქსიმუმ ორ კვირაში.
თუმცა როგორც თემის დასაწყისში ავღნიშნე, ბოლო გამოგზავნაზე 1 თვეც კი ველოდე. თუმცა მგონი აქამდე არ ყოფილა მსგავსი შემთხვევა.
3 კვირა არ ვიცი იყო თუ არა.
აი ასეა საქმე.
ახლა დაწერეთ, ვინ რომელი აარჩიეთ და დაგიანგარიშებთ, რა დაჯდება საქართველომდე.
Trulala
რაც შენ აარჩიე, უფასო შიფინგი აქვს, ანუ ბარამის ამერიკულ ოფისამდე 102,95$-ში მივა.
საქართველოში დაემატება გამოგზავნის ფასი, 30 ლარი ალბათ.