SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

ახალების მისალმება, "წავედი"/"დავბრუნდი" შეტყობინებები, მილოცვები

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 16 ივლ 2008, 21:48

ლოცვა საავადმყოფოში მწოლიერე მძიმე ავადმყოფების
თამარისა და გიორგის სახელზე

შენ მხოლო ხარ ქრისტე, მსწრაფლ შემწე,
მსწრაფლ გამოაჩინე ზეცით საფარველი შენი ჭირვეულსა მხევალსა შენსა თამარსა და მონასა შენსა გიორგისა ზედა და იხსენ სნეულებათაგან,
ჭირთა და მწარეთა სალმობათაგან;
და აღადგინენ მაქებელად შენდა და სადიდებელად სამარადისოდ,
მეოხებითა ღვთისმშობელისაითა, მხოლოო კაცთმოყვარე.

დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა.

სალმობასა სარეცელსა ზედა მდებარესა და სასიკუდინოითა წყლულებითა მოწყლულსა,
ვითარცა ოდესმე აღადგინე, მაცხოვარ, სიდედრი იგი პეტრესი და
განრღვეული ცხედარსა ზედა ტვირთული,
ეგრეთვე აწცა, მოწყალეო, ვნებულსა ამას, თამარს და გიორგის მოხედენ და განჰკურნენ, რამეთუ შენ მხოლო
ხარ უძლურებათა და სალმობათა და სნეულებათა ნათესავისა ჩვენისათა აღმხმელი,
და ყოველივე ძალგიძს, ვითარცა მრავალმოწყალე ხარ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ!
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Katy
მაწანწალა
Posts: 629
Joined: 16 მარ 2006, 15:01
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by Katy » 16 ივლ 2008, 21:55

verc me movedi samcuxarod dges.. :(

icit, azri momivida iseti, rom seqtembris pirvel ricxvebshi, roca daigegmeba, movilocot chveni regionis 7 mnishvnelovani, tazari, davickebt tbilisit, mere gadavalt mcxeta, jvari...

(nu regioni ragac farto mcneba gamomivida axla.. )

movilocot es adgilebi, mjera, amas rogorc ki davgegmavt, sascaulebrivi zalit agivsebian chveni megobrebi..

manamde, Ufalma qnas da sasiketo zvrebi iqneba da chveni madlierebis gamoxatva iqneba Uflisamdi chveni locva rom sheismina...

ras itvkit?

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by ნინი_85 » 16 ივლ 2008, 22:23

დღეს, სახლში დაბრუნებულს, ჩემმა ძმამ კარგი იდეა მომაწოდა:

რატომ არ უკვეთავთ წირვას თამარისა და გიორგის სახელზეო.

მისი კლასელი ახლახანს აკურთხეს მღვდლად და ვთხოვე გამიგოს რა არის საჭირო წირვისთვის. ამ დღეებში ყველაფერი მეცოდინება.

ხოდა, მოდით შემდეგ კვირას ყველანი შევიკრიბოთ, ვინც არის ფსალმუნნის წევრები და არამარტო და მამა ლევანს(მერაბიშვილი) შეკვეთილი წირვა ჩავატარებინოთ.
წირვის შემდეგ კანონსაც ერთად წავიკითხავთ.

აბა როგორი აზრია?
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by ele » 16 ივლ 2008, 22:26

ვერც მე მოვდი :(


გიჟური კვირა მაქვს :?



ვიცი რომ ჩემი ფსალმუნი კიკიმ წაიკითხა (გაიხარე). . . მაგრამ კიდევ წავიკითხე და ხო არაფერი დავაშავე? :roll:
. . . კიდევ ერთი დღე . . .

User avatar
kiki
იეტი
Posts: 1518
Joined: 29 ივნ 2007, 17:25
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by kiki » 16 ივლ 2008, 22:29

ele wrote:ვერც მე მოვდი :(


გიჟური კვირა მაქვს :?



ვიცი რომ ჩემი ფსალმუნი კიკიმ წაიკითხა (გაიხარე). . . მაგრამ კიდევ წავიკითხე და ხო არაფერი დავაშავე? :roll:
რას ამბობ არაფერი დაგიშავებია:) უფალი შეისმენს შენს ლოცვას.....

პ.ს. ელე მოძღვარი აიყვანე?

User avatar
kiki
იეტი
Posts: 1518
Joined: 29 ივნ 2007, 17:25
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by kiki » 16 ივლ 2008, 22:30

ნინი_85


ნი ძალიან კარგი აზრია!!!!
მე როგორც ვიცი შეკვეთილი წირვები ფინანსებთანაა დაკავშირებული....

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by ნინი_85 » 16 ივლ 2008, 22:37

kiki wrote:ნინი_85


ნი ძალიან კარგი აზრია!!!!
მე როგორც ვიცი შეკვეთილი წირვები ფინანსებთანაა დაკავშირებული....

კი, ნამდვილად, სწორედ მაგ ფინანსების ამბავს დავაზუსტებ ამ დღეებში.

არ მგონია ძვირი დაჯდეს ძაან, ბევრნი რომ ვიქნებით არ მოგვიწევს დიდი თანხის გადახდა.
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by ele » 16 ივლ 2008, 22:37

kiki wrote:
რას ამბობ არაფერი დაგიშავებია:) უფალი შეისმენს შენს ლოცვას.....

პ.ს. ელე მოძღვარი აიყვანე?

ვერ ავიყვანე :(:(:(


ყოველთვის რაღაც მეღობება წინ :?

დღეს-ხვალ გავიძახი და. . . გადადებული საქმე კი ყოველთვის ეშმაკისაა. . .
. . . კიდევ ერთი დღე . . .

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by ნინი_85 » 16 ივლ 2008, 22:38

ele

შენ მაგაზე არ ინაღვლო, ამ შაბათს ამოდი სამებში და ჩემ მოძღვართან მიგიყვან, უმაგრესი მოძღვარი მყავს, ძალიან თბილი ადამიანია :)
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by ele » 16 ივლ 2008, 22:49

ნინი_85


მადლობა :)

ამოვალ. . . მგონი ცოდვების მონანიების დროა . . .მძიმე შაბათი მელოდება წინ. . .
. . . კიდევ ერთი დღე . . .

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by ნინი_85 » 16 ივლ 2008, 22:53

ele

მძიმე არა, მსუბუქი შაბათი გელის, ცოდვებისგან განთავისუფლების :)

პ.ს. იქით კვირას ვის როდის გცალიათ დამიPMეთ და ერთად შევთანხმდეთ.
მეაც გავთუშდ მეაც!

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 16 ივლ 2008, 23:33

kiki wrote:ნინი_85


ნი ძალიან კარგი აზრია!!!!
მე როგორც ვიცი შეკვეთილი წირვები ფინანსებთანაა დაკავშირებული....
შატილიონკას სახლეზე არა1ხელ შეკვეთილა წირვა და ტუ გავაგრძელებთ. კგ იქნება.

ნინი 85, კიკი
რაც შეეხება ფინანსებს, ამას ჩემს თავზე ავირებ.
შეითანხმეთ რომელიმე მამა.
თამარისთან 1ად გიორგის სახელზეც უნდა იყოს ჯო, შეკვეთილი პარაკლისი?
მადლი იქნება 2ვესთვის
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by ნინი_85 » 16 ივლ 2008, 23:45

GAMARJOBA SAKARTVELO

ძალიან კარგი გოგა :)

ამ კვირას ყველა დეტალს გავარკვევ და დავპოსტავ.
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
masai11
ფანტომასის სიძე
Posts: 718
Joined: 12 იან 2007, 21:39
Location: შენს გვერდით
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by masai11 » 17 ივლ 2008, 09:36

შეკვეთილი წირვა კარგი იდეაა. ღმერთმა ქნას და ხელს არაფერი შეგვიშლის.

არც ხარჯია ისეთი მნიშვნელოვანი რომ ამან დაგვაბრკოლოს _ არტოსი, სეფისკვერები (თავისთავად) საბარძიმე ღვინო, კელაპტრები ..... საკმეველიც შეიძლება შევწიროთ ამ მიზნით და სამღვდელო შესაწირი თამარისა და გიორგის სახელზე.
მე მგონი ძირითადად ესაა საჭირო შეკვეთილი წირვისათვის ... და კარგი იქნება თუ ვინმე (მაგალითად გიორგისა და თმარის ოჯახის წევრები, ბავშვები და ა.შ) ეზიარებიან ამ ირვაზე.

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 17 ივლ 2008, 15:18

ეჰ, დღეს 3 თვე გავიდა შატილიონკას იმ ავბედითი ავარიიდან.
ცოტაც, ცოტაც და მალე გავიგებთ
მისი კომიდან გამოსვლის ამბავს...
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]