Post
by GAMARJOBA SAKARTVELO » 11 ივლ 2008, 02:37
ფსალმუნის კითხვა ბევრისთვის მართლაც რთულია და მესმის. ეს ლოცვა კი ავადმყოფი მეგობრების თამარისა და გიორგის სახელზე, სულაც არაა რთული. უბრალოდ, ყოველდღიური გულისხმიერება სჭირდება.
მოდით, წავიკითხოთ.
ჩვენს შატილიონკას, ლოცვა დღეს განსაკუთრებით სჭირდება, რადგან სადაცაა, ფილტვზე ოპერაციას გაუკეთებენ.
შენ მხოლო ხარ ქრისტე, მსწრაფლ შემწე,
მსწრაფლ გამოაჩინე ზეცით საფარველი შენი ჭირვეულსა მხევალსა შენსა თამარსა და მონასა შენსა გიორგისა ზედა და იხსენ სნეულებათაგან,
ჭირთა და მწარეთა სალმობათაგან;
და აღადგინენ მაქებელად შენდა და სადიდებელად სამარადისოდ,
მეოხებითა ღვთისმშობელისაითა, მხოლოო კაცთმოყვარე.
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა.
სალმობასა სარეცელსა ზედა მდებარესა და სასიკუდინოითა წყლულებითა მოწყლულსა,
ვითარცა ოდესმე აღადგინე, მაცხოვარ, სიდედრი იგი პეტრესი და
განრღვეული ცხედარსა ზედა ტვირთული,
ეგრეთვე აწცა, მოწყალეო, ვნებულსა ამას, თამარს და გიორგის მოხედენ და განჰკურნენ, რამეთუ შენ მხოლო
ხარ უძლურებათა და სალმობათა და სნეულებათა ნათესავისა ჩვენისათა აღმხმელი,
და ყოველივე ძალგიძს, ვითარცა მრავალმოწყალე ხარ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ!
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები