Post
by masai11 » 07 ივლ 2008, 17:09
1. მთა მყვარებია
2. ნინი-85
3. მარიამი
4. ელე
5. მირანდა
6. ნამცეცუნა
7. ლეგენდა
8. ნინუკალა
9. masai11
ხალხებო,
ხომ გახსოვთ პირველი ჯგუფი შედგენისას როგორი შემართება და ემოციანოალური აღტყინება იყო?!
სავსებით გასაგები და ბუნებრივია რომ ეს ემოციონალური მუხტი გაილია, რიგი ჩვენგანი დაიღალა, ზოგიც სხვა მიზეზების გამო შებრკოლდა თავის აზრებში. მაგრამ რწმენა არც მხოლოდ ემოციონალური და არც მხოლოდ მენტალური დგომარეობაა ..... ნებელობა! ჩვენი ნებელბა _ როცა აზრიცა და გრძნობაც შემოგვეძარცვება, ან სულაც წინ გვეღობება დასახული მიზნისაკენ მიმავალ გზაზე სწორედ ეს - რწმენის ნებელობითი ასპექტია (საკუთარივე ეგოს, ეჭვების, სიზარმაცის ) ზღვარს რომ გადაგვალახინებს და სასწაულს მოახდენს.
ხო, მართალია _ ჩვენს რიგებში არც ერთია ისეთი საღმრთოდ მართლი მისი ლოცვა სასწაულებრივ მალამოდ რომ დასდებოდათ თამარსა და გიორგის. ჩვენი ფსალმუნება და ლოცვები ჩვენივე ეგოს უღრანებში იხლართება, იფანტება და ძლიივს, ძალზედ მცირე ნაწილებად აღწევს იქ სადაც ჯერ არს,
მაგრამ ხომ ყველას გჯერათ, რომ არც ამ ცირედს დაუკარგავს ვინმეს ღმერთი.
თუ ღმერთს რამე "არ შეუძლია" ის რომ არ გასცეს ის რასაც გულითადი რწმენით ითხოვს მისგან ადამიანი დაჟინებით. თავის მხრივ, დაჟინებითა და გულითადი რწმენით ვერც ერთი ადამინი ღმერთისაგან ვერაფერს უკეთურს ვერ ითხოვს.
თავიდან, როცა ემოციონალური აღტკინბება და ზედაპირული შემართება ჭარბად იყო ჩვენი ლოცვაც იმ კაცის მოწყალებასა ჰგავდა რომელსაც ბევრი - "ნამეტნავი" აქვს და იქიდან გასცემ ისე რომ თავისთვის არაფერს(მნიშვნელოვანსა და ძვირფასს) არ იკლებს, პირიქით იქეთ იმატებს- კარგი კაცის სახელს. ეხლა როცა ზოგს დრო არ ჰყოფნის, ზოგ ძალა და შემართება, ზოგს იმედი და რავიცი კიდევ რა აღარ _ ჩვენი ლოცვა უფრო მიემსგავსება იმ დაჭირვებული ქვრივის 2 ლეპტას, საკუთარს შვილებს, საკუთარ თავს რომ მოაკლო და ღმერთს შესწირა.
მესმის ხალხებო, არ არის იოლი და არ ვალდებულია ვინმე ეგებ მაინც მაგრამ მაინც ნუ ჩამოუშვებთ ხელებს, ნურც ყურებს ჩამოყრით, ნუ იფიქრებთ რომ _"საკმარისია ეხლა სხვამ....."
ახლა ეს ნამდვილად არ ეგების.
ნურც ის დაგაბრკოლებთ ვინმეს რომ ფსალმუნის კითხვის დროს გონება გაგეფატებათ (ან უკვე გეფანტებათ) - ეს ბუნერივია ყველა ჩვეულებრივი ადამინისათვის. თვად ფსალმუნების დანიშნულებაც სწორედ ისაა რომ ლოცვითი განწყობის შექმნაში დაემხაროს ჩვენისთანებს, თანდათან მობილიზება გაუკეთოს გონებას, გრძნობას იმსათვის რომ უკვე საკუთარი სიტყვებით ნათქვამ ლოცვა- თხოვნას უფრო მეტი ძალა და მისასვლელი ჰქონდეს. ასე რომ ნურც ეს გარემოება შეგაბრკოლებთ ვინმეს , თქვენი გულწრფელი მცდელობა სწორად ფსალმუნებისა უშედეგო ნამდვილად არ იქნბა.
აბა, იოანე ნათლოსმცემლის მდლი და მოეხებია შეეწიოს თამარსა და გიორგის...და ჩვენ გავაძლიეროს.