SOS შატილის ასული რეანიმაციაშია
Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია
დღეს ალბათ ვერ მოვალ რესპუბლიკურთან, მაგრამ, ჩემს კანონს N6-ს აუცილებლად წავიკითხავ.
NINUCA
მგონი უკვე დროა ჩაეწერო, ნინ, არა მგონი ახალი დაემატოს ვინმე.
NINUCA
მგონი უკვე დროა ჩაეწერო, ნინ, არა მგონი ახალი დაემატოს ვინმე.
წამო, ზღაპარში ...

- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია
ვიყავით გუშინ რესპუბლიკურში. ანანო ლომისობაზე იყო წასული და დაწვრილებითი ცნობები ექიმის პირიდან ვერ მოვისმინეთ. როგორც შატილიონკას დედამ და ძმამ გვითხრეს, თამოს სიცხემ ისევ აუწია, ექიმების ვარაუდით ეს ფილტვის მდგომარეობი უნდა იყოს გამოწვეული, სურათზე რაღაც კერა გამოჩნდაო
. თუმცა ისეთი უსაშველო არაფერია, მოერევაო. რეფლექსები ძველებურად აქვს.
გუშინ ფსალმუნთა III ჯგუფმა კითხვა დაიწყო. ჯგუფის რამდენიმე წევრმა სიონში წავიკითხეთ ფსალმუნები. ახალ წევრებს კი ავუხსენით კიხვის წესი, მაგრამ აქ მაინც დავდებ, რომ ყველა გაუგებრობა თავიდან იქნას აცილებული, უფრო სწორად დავაკოპირებ წინა გვერდებიდან. ახალი წევრებისთვის აქვე დავაკოპირებ ძველ პოსტებს, თუ რატომ ვუმატებთ წმ. ნიკოლოზის ტროპარს დიდების შემდეგ.

guruli wrote:ხალხნო, ხომ გახსოვთ, შატილზე და გიორგიზე ფოტოები რომ ვითხოვე იტალიაში გასაგზავნად... აი, დღეს რა კარგი ამბავი მომივიდა იტალიიდან.
"გამარჯობა ირაკლი. დღეს საურათები გავატანე, სამწუხაროდ მე ვერაფრით მოვახერხე წასვლა.ახლა დამირეკა ჩემმა მეგობარმა, ვინც წაიღო..მამაოს სურათები აღარ გამოუტანებია, განსაკუთრებულ გასაჭირში არიან ეს ბავშვები და აქ დატოვეო. ასე არასდროს იქცევიან, არ რთავენ უფლებას რამის დატოვებისას. საფლავი დაფარულია, ხელის შეხება არ შეიძლება, მამაომ კი საურათები შიგნით შეალაგაო..პატარა სასწაული აქ დაიწყო და დიდი სასწაულს მანდ გისურვებთ!"
კიდევ უფრო გამიძლიერდა იმის რწმენა, რომ უფალი დაეხმარება ჩვენს მეგობრებს.
Mta Mkvarebia wrote:guruli
უი, რას ამბობ, როგორ გამიხარდა და თან რომ იცოდეთ, როგორი დამთხვევაა. მასაიმ ასეთი იდეა გამოთქვა და დაწერა კიდეც ნიკოლოზობის მილოცვის თემაში, რომ ფსალმუნების კითხვას რომ მეტი ძალა ჰქონდეს დიდების შემდეგ რომელიმე წმინდანის, მაგალითად წმ. ნიკოლოზის მოკლე ტროპარი წავიკითხოთ და მას შევთხოვოთ თამარის და გიორგის განკურნებაო. მერე მე ჯანმრთელობის გამო ვეღარ მოვახერხე ჯგუფის შეკრებებზე მისვლა და არ ვიცი როგორ მოილაპარაკეს მაგრამ ეს დამთხვევა კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ გადასარევი იდეაა, მართლაც ყოველი დიდების და თამარის და გიორგის ჯანმრთელობის მოკლე ლოცვის შემდეგ ("აცხოვნე და შეიწყალე უძლურებაში მყოფი თამარი და გიორგი, მიანიჭე მათ მშვიდობა შენი და აღავსე ისინი ყოველითა კეთილითა")ჩავურთოთ ტროპარი: "კანონად სარწმუნეობისა, და ხატად სიმშვიდისა და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან, სამწყოსა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის. ამინ"(ეს ტროპარი დასაწყის ლოცვებშიც წერია). მერე და ჩვენივე სიტყვებით შევევედროთ წმ. ნიკოლოზს შატილიონკას და გიო-გიორგის გამოჯანმრთელება მაგალითად ასე: "წმინდაო ნიკოლოზ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა აცხოვნოს და შეიწყალოს უძლურებაში მყოფი თამარი და გიორგი, მიანიჭოს მათ მშვიდობა მისი და აღავსოს ისინი ყოველითა კეთილითა" და შემდეგ გავაგრძელოთ ფსალმუნების კითხვა შემდეგ დიდებამდე. და რადგან თამარის და გიორგის ფოტოები წმინდა ნიკოლოზის საფლავზე დევს, გამოდის რომ ჩვენს ლოცვას ისეთივე ძალა ექნება როგორც უშუალოდ ამ წმინდანის საფლავთან ლოცვას და და მისი მადლი ორმაგად იქნება მიმართული ჩვენთვის ძვირფასი ადამიანების გამოსაჯანმრთელებლად.
Mta Mkvarebia wrote: აი სრულად დასაწყისი ლოცვები "დიდების" ჩათვლით. აქვე დავამატეთ წმ. ნიკოლოზის მცირე ტროპარი ყოველი დიდების შემდეგ. რაზეც ადრე ვსაუბრობდით, რომ კარგი იქნებოდა წმ. ნიკოლოზისთვის შეგვეთხოვა თამარის და გიორგის გამოჯანმრთელება. ტროპარის შემდეგ შეგიძლიათ თამარის და გიორგის ჯანმრთელობის ლოცვა მოაბათ ისევ განმეორებით, ან შეგიძლიათ თქვენივე სიტყვებით სთხოვოთ ამ წმინდანს მათი გამოჯანმრთელება.
ფსალმუნთა კითხვის წესი
მლოცველი კითხვის დაწყების წინ ჯერ წაიკითხავს დასაწყის ლოცვებს: სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმინდისათა
ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.
ღვთისმშობელი ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა.
სიტყვისა ღვთისა მსახურთა თანამოსაგრეო, და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო, და სულისა წმიდისა ქნარო დედაო ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
ტყვეთა განმათავისუფლებელო, და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო, და მეფეთა უძლეველო, წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
კანონად სარწმუნოებისა, და ხატად სიმშვიდისა, და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან, სამწყსოსა შენისათჳს ჭეშმარიტებით, ამისთ სცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმინდაო მღვდელთმთავარო ნიკოლაოს, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
შემდეგ გადავა პირდაპირ კანონზე. ზოგიერთი ფსალმუნი თავდება „დიდებით“, აქ მლოცველი ამბობს:
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო (3-ჯერ).
უფალო შეგვიწყალენ (3-ჯერ).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
აცხოვნე უფალო და შეიწყალენ უძლურებაში მყოფი თამარი და უძლურებაში მყოფი გიორგი, მიანიჭე მათ მშვიდობა შენი და აღავსენ ისინი ყოველითა კეთილითა(მეტანია ანუ მუხლდრეკა).
მერე გაიმეორებთ წმ. ნიკოლოზის ტროპარს და თამარის და გიორგის ჯანმრთელობის ლოცვას:
კანონად სარწმუნოებისა, და ხატად სიმშვიდისა, და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან, სამწყსოსა შენისათჳს ჭეშმარიტებით, ამისთ სცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმინდაო მღვდელთმთავარო ნიკოლაოს, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
წმ. ნიკოლოზ ევედრე ქრისტესა ღმერთსა აცხოვნოს და შეიწყალოს ძლურებაში მყოფი თამარი და უძლურებაში მყოფი გიორგი, მიანიჭოს მათ მშვიდობა მისი და აღავსოს ისინი ყოველითა კეთილითა (მეტანია ანუ მუხლდრეკა). შემდეგ გააგრძელებთ თქვენი რიგითი კანონის კითხვას შემდეგ დიდებამდე, რის შემდეგაც იგივენაირად მოიქცევით.
Last edited by Mta Mkvarebia on 21 აგვ 2008, 10:21, edited 1 time in total.
-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია
ლოცვა სარეცელზე მიჯაჭვული მეგობრების - თამარისა და გიორგისთვის,
შენ მხოლო ხარ ქრისტე, მსწრაფლ შემწე,
მსწრაფლ გამოაჩინე ზეცით საფარველი შენი ჭირვეულსა მხევალსა შენსა თამარსა და მონასა შენსა გიორგისა ზედა და იხსენ სნეულებათაგან,
ჭირთა და მწარეთა სალმობათაგან;
და აღადგინენ მაქებელად შენდა და სადიდებელად სამარადისოდ,
მეოხებითა ღვთისმშობელისაითა, მხოლოო კაცთმოყვარე.
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა.
სალმობასა სარეცელსა ზედა მდებარესა და სასიკუდინოითა წყლულებითა მოწყლულსა,
ვითარცა ოდესმე აღადგინე, მაცხოვარ, სიდედრი იგი პეტრესი და
განრღვეული ცხედარსა ზედა ტვირთული,
ეგრეთვე აწცა, მოწყალეო, ვნებულსა ამას, თამარს და გიორგის მოხედენ და განჰკურნენ, რამეთუ შენ მხოლო
ხარ უძლურებათა და სალმობათა და სნეულებათა ნათესავისა ჩვენისათა აღმხმელი,
და ყოველივე ძალგიძს, ვითარცა მრავალმოწყალე ხარ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ!

მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია
ეგებ მე3 ჯგუფის 20ვე წევრი უახლოეს დღეებში შევიკრიბოთ და 1დროულად წავიკითხოთ ფსალმუნები.
სავარაუდოდ, ეს 2შაბათს იქნება. ძნ გთხოვთ, საამისოდ მზად იყოთ
სავარაუდოდ, ეს 2შაბათს იქნება. ძნ გთხოვთ, საამისოდ მზად იყოთ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია
მე 99% მოვალ, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ გამომიჩნდაGAMARJOBA SAKARTVELO wrote:ეგებ მე3 ჯგუფის 20ვე წევრი უახლოეს დღეებში შევიკრიბოთ და 1დროულად წავიკითხოთ ფსალმუნები.
სავარაუდოდ, ეს 2შაბათს იქნება. ძნ გთხოვთ, საამისოდ მზად იყოთ
-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია
ანანო, გამარჯობა
რას გვეტყვი ავადმყოფ მეგობრებზე?
რას გვეტყვი ავადმყოფ მეგობრებზე?
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია
უცხოეთში გადაყვანაზე რომ იყო ლაპარაკი მაგ მხრივ რა ხდება ვინმემ ხომ არ იცით?
აცხა ღორებო 

SOS შატილის ასული რეანიმაციაშია
გერმანიაში ძალიან დიდი თანხა მოითხოვესო. თან მარტო ოპერაციას გაუკეთებდნენ და 1 კვირაში უკან გამოუშვებდნენ.navigator wrote:უცხოეთში გადაყვანაზე რომ იყო ლაპარაკი მაგ მხრივ რა ხდება ვინმემ ხომ არ იცით?
ახლა მოსკოვში წაყვანის ვარიანტს განიხილავენ. მაგრამ საავადმყოფოში რომ გაიგეს კომაშიაო, უარი გვითხრეს, გადასაყვანი საშუალება არა გვაქვსო

SOS შატილის ასული რეანიმაციაშია
მე 20-ე უჯრა ნინუცამ დაიკავა უკვე?
შატილის მეგობარს სურდა ჩაწერა
შატილის მეგობარს სურდა ჩაწერა
- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია
mzevinari
დაიკავა, მაგრამ სათადარიგო სიაში ჩაწერე, მერე სხვა მსურველიც თუ გამოჩნდება ისიც ჩაეწერება ალბათ. სასკვა აპირებს თურქეთში წასვლას რამდენიმე დღეში და შეიძლება შეცვლა დამჭირდესო, ნინუცამაც თქვა ჩავეწერები, მაგრამ თუ ვინმე გამოჩნდება, ადგილს დავუთმობო.

კი მე დავიკავეmzevinari wrote:მე 20-ე უჯრა ნინუცამ დაიკავა უკვე?
შატილის მეგობარს სურდა ჩაწერა

SOS შატილის ასული რეანიმაციაშია
ყურადღება!!!
შატილის ასულს ისევ ესაჭიროება სისხლი
I ჯგუფის დადებითი !
გთხოვთ, რომ მიხვიდეთ რესპუბლიკურში და დაეხმაროთ
შატილის ასულს ისევ ესაჭიროება სისხლი
I ჯგუფის დადებითი !
გთხოვთ, რომ მიხვიდეთ რესპუბლიკურში და დაეხმაროთ
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია
sagamo mshvidobisa, dges sisxlis problema mogvarebulia, xval dilidan shegizliat mixvidet respublikurshi 11st-dan, gaafrtxilet sisxlis banki rom sisxli tamar mardaleishvilistvisaa gankutvnili!
didi madloba yvelas cinascar!
didi madloba yvelas cinascar!
Last edited by anano on 21 ივნ 2008, 21:23, edited 1 time in total.
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია
მკაცრად რატო?anano wrote:sagamo mshvidobisa, dges sisxlis problema mogvarebulia, xval dilidan shegizliat mixvidet respublikurshi 11st-dan, mkacrad gaafrtxilet sisxlis banki rom sisxli tamar mardaleishvilistvisaa gankutvnili!
didi madloba yvelas cinascar!
ანუ ვიგულისხმოტ რომ თამარისთვის განკუთვნილი სისხლი სხვაგან მიდის?

SOS შატილის ასული რეანიმაციაშია
ჩემს მეგობრებს ველაპარაკე:
ერთი ხვალ მივა რესპში, დილით და სისხლს ჩააბარებს.
მეორე ქორწილშია და ისევ რეზერვში რჩება.
ერთი ხვალ მივა რესპში, დილით და სისხლს ჩააბარებს.
მეორე ქორწილშია და ისევ რეზერვში რჩება.
მეაც გავთუშდ მეაც!