SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

ახალების მისალმება, "წავედი"/"დავბრუნდი" შეტყობინებები, მილოცვები

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by guruli » 14 ივნ 2008, 15:59

kiki
თვალებზე ცრემლები მომადგა...........
მეც.
ხალხნო, მეც მზადა ვარ ,ესამე ჯგუფში ჩასაწერად. ჯერ მეც ტავს ვიკავებ იგივე მიზეზით - სულ ახლები თუ გამოჩნდებიან, თორემ თუ საჭირო გახდა, ერთ კაცად მიგულეთ.

User avatar
Linda
იეტი
Posts: 1451
Joined: 17 მაი 2007, 20:49
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by Linda » 15 ივნ 2008, 00:18

მეც გავაგრძელებ ისევ

1. GAMARJOBA SAKARTVELO
2. ნინი_85
3. ნაია
4. მთა მყვარებია
5. mzevinari
6.ნამცეცუნა
7. Legenda
8. Katy
9. Mariam
10. Linda

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 15 ივნ 2008, 00:56

ლოცვა ჩვენი მეგობრების შატილიონკასა და გიო-გიორგისთვის

შენ მხოლო ხარ ქრისტე, მსწრაფლ შემწე,
მსწრაფლ გამოაჩინე ზეცით საფარველი შენი ჭირვეულსა მხევალსა შენსა თამარსა და მონასა შენსა გიორგისა ზედა და იხსენ სნეულებათაგან,
ჭირთა და მწარეთა სალმობათაგან;
და აღადგინენ მაქებელად შენდა და სადიდებელად სამარადისოდ,
მეოხებითა ღვთისმშობელისაითა, მხოლოო კაცთმოყვარე.

დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა.

სალმობასა სარეცელსა ზედა მდებარესა და სასიკუდინოითა წყლულებითა მოწყლულსა,
ვითარცა ოდესმე აღადგინე, მაცხოვარ, სიდედრი იგი პეტრესი და
განრღვეული ცხედარსა ზედა ტვირთული,
ეგრეთვე აწცა, მოწყალეო, ვნებულსა ამას, თამარს და გიორგის მოხედენ და განჰკურნენ, რამეთუ შენ მხოლო
ხარ უძლურებათა და სალმობათა და სნეულებათა ნათესავისა ჩვენისათა აღმხმელი,
და ყოველივე ძალგიძს, ვითარცა მრავალმოწყალე ხარ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ!
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by ნინი_85 » 15 ივნ 2008, 10:10

მეგობრებო, აბა ვინ იქნება შემდეგი??
გასაჭირში მყოფი მეგობრისთვის აუცილებელია ჩვენი ერთიანობა ლოცვში.
ძალიან გთხოვთ ნუ პასიურობთ.


1. GAMARJOBA SAKARTVELO
2. ნინი_85
3. ნაია
4. მთა მყვარებია
5. mzevinari
6.ნამცეცუნა
7. Legenda
8. Katy
9. Mariam
10. Linda
11. :arrow: :?:
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by Mrs. Robinson » 15 ივნ 2008, 10:51

ძალიან ბევრი ვეძებე და სადღაც 36-ე გვერდზე მივაგენი მგონი პასუხს... :roll:
დავაზუსტებ.
როგორც მივხვდი, ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია წაიკითხოს ჩვენი ბავშვებისთვის ფსალმუნები ხომ? სწორად გამიგია?
მე არ მაქვს გამოცდილება თუ პრაქტიკა თუ რა ქვია, მაგრამ მაქვს დიდი რწმენა, რომ ორივე გამოჯანმრთელდება.
ნამდვილად და მთელი გულით მინდა რაიმე გავაკეთო მათთვის თუ შემიძლია.
ერთადერთი ის პრობლემა, რომ ვეჭვობ შეხვედრებზე სიარული შევძლო. თუმცა ჩემს ტელეფონის ნომრებს გავუგზავნი მთაშენკას ან ნაიას ან გოგას და შემეხმიანეთ. რა თქმა უნდა აქაც რეგულარულად შემოვიხედავ.

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by ნინი_85 » 15 ივნ 2008, 10:55

Mrs. Robinson

ნამდვილად ყველა ჩვენგანს შეუძლია ფსალმუნების წაკითხვა და ამისთვის გამოცდილება სულაც არაა აუცილებელი, არც შეკრებებზე სიარული(თუ ვერ ახერხებ), ლოცვას ჩვენ სახლში ვკითხულობთ, ხატების წინ(შეიძლება სამსახურშიც) ან ეკლესიაში.
მთავარია რწმენა და გულით ლოცვა, რაც აუცილებლად დაგვიბრუნებს უძლურებაში მყოფ ჩვენთვის ძვირფას ადამიანებს.

გამიხარდება შენი ფსალმუნის მკითხველთა საიში ხილვა :)
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by Mrs. Robinson » 15 ივნ 2008, 10:57

პმ ნახე ნინი. და თუ ყველაფერი რიგზეა შეგიძლია სიაშიც მიმამატო!

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by ნინი_85 » 15 ივნ 2008, 11:04

Mrs. Robinson

ყველაფერი ნამდვილად რიგზეა და ამიტომ სიას გამატებ :)


1. GAMARJOBA SAKARTVELO
2. ნინი_85
3. ნაია
4. მთა მყვარებია
5. mzevinari
6.ნამცეცუნა
7. Legenda
8. Katy
9. Mariam
10. Linda
11. Mrs. Robinson
12. :arrow: :?:
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by guruli » 15 ივნ 2008, 12:55

Mrs. Robinson - გაიხარე გამოხმაურებისთვის. გამიხარდა შენი სურვილი, გამოუცდელობა კი არაფერ შუაშია - არანაირი სიძნელე არაა და არც ერთობლივად ვკითხულობთ. ყველა სახლში კითხულობს, მთავარი კი ისაა, რომ მათთვის მლოცველთა რიგები იზრდება.
როგორ მე ვიცი, თბილისის ფორუმზე გიორგისთვის მლოცველთა ჯგუფშიც იხსენიებენ თამარს. ყოველ შემთხვევაში, იქაურებმა მისი ნათლობის სახელი მკითხეს.

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by Mrs. Robinson » 15 ივნ 2008, 23:42

guruli
გაიხარე. მე ვფიქრობდი მოძღვრის კურთხევა იყო საჭირო.
დღეს გავერკვიე კითხვის წესშიც და დროც შევარჩიე, დილით ცოტა ადრე (40წთ) ადგომა სჯობს ნამდვილად, ვიდრე საღამოს წაკითხვის იმედად ყოფნა. გულით და სულით თქვენთან ვარ 18-დან.

User avatar
chuna
იეტი
Posts: 1877
Joined: 14 თებ 2006, 00:46
Location: tbilisi
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by chuna » 16 ივნ 2008, 00:28

მე შინაგანად ვიცი, რომ ამის უფლება არ მაქვს!
უფრო დიდი მკრეხელობა იქნება ჩემნაირმა ადამიანმა ფსალმუნი იკითხოს!
მე როგორც ვიცი,ლოცვას ძალა მაშინ ეძლევა, როცა ამას ეკლესიური და მორწმუნე ადამიანი ნამდცილი რწმენით აკეთებს!
მე ცოდვილი კი ხშირად სანთელსაც არ ვანთებ, რომ ფარისევლობაში არ ჩამეთვალოს!

ასეთ სიტუაციაში როგორ ვიცრუო და როგორ გავკადნიერდე! არადა ინვალიდივით ვგრძნობ თავს, რომ რაღაცის გაკეთება მე არ შემიძლია.

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by Archil » 16 ივნ 2008, 00:32

chuna

მე გაძლევ კურთხევას მაგ საქციელზე :)

სიკეთის გაკეთება შეგეძლოს, გინდოდეს და არ აკეთებდე, მაგია მკრეხელობა ჩემის თვალსაზრისით, ასე რომ...
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by ნინი_85 » 16 ივნ 2008, 00:41

chuna


ლოცვის უფლება ყველას აქვს, მითუმეტეს თუ ეს ლოცვა წრფელი გულითაა.
ყველა ეკლესიურად მცხოვრები ადამიანი შეიძლება არ იყოს მორწმუნე და ასევე არაეკლესიურად მცხოვრები შეიძლება იყოს ჭეშმარიტი ქრისტიანი.

თუ გაწუხებს, რომ მოძღვარი არ გყავს და ისეთი მორწმუნე არ ხარ როგორიც გინდა, რა გიშლის ხელს???

მე ვფიქრობ რომ აუცილებლად უნდა შემოგვიერთდე, წრფელი გულით წარმოთქმული ლოცვა აუცილებალდ იქნება უფლის მიერ შესმენილი.


პატივისცემით, ნინი
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by kotetbeli » 16 ივნ 2008, 01:04

ნინი_85 wrote:chuna


ლოცვის უფლება ყველას აქვს, მითუმეტეს თუ ეს ლოცვა წრფელი გულითაა.
ყველა ეკლესიურად მცხოვრები ადამიანი შეიძლება არ იყოს მორწმუნე და ასევე არაეკლესიურად მცხოვრები შეიძლება იყოს ჭეშმარიტი ქრისტიანი.

თუ გაწუხებს, რომ მოძღვარი არ გყავს და ისეთი მორწმუნე არ ხარ როგორიც გინდა, რა გიშლის ხელს???

მე ვფიქრობ რომ აუცილებლად უნდა შემოგვიერთდე, წრფელი გულით წარმოთქმული ლოცვა აუცილებალდ იქნება უფლის მიერ შესმენილი.


პატივისცემით, ნინი

ქედი მომიდრეკია, მაგარი სიტყვა იყო :wink:
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 16 ივნ 2008, 02:48

Mrs. Robinson
მიხარია სიაში შენი შემო1ება.
წაკითხვის დაწყების წინ შეგეხმიანებით.

chuna
მთავარი რწმენა და სიკეთის კეთების სურვილი.
შენ 2ვე გაქვს.

თამარისა და გიორგის ფსალმუნთა წამკითხველთა სია

1. GAMARJOBA SAKARTVELO
2. ნინი_85
3. ნაია
4. მთა მყვარებია
5. mzevinari
6.ნამცეცუნა
7. Legenda
8. Katy
9. Mariam
10. Linda
11. Mrs. Robinson
12. ...
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]