წმინდა ნინოს გზაზე, 2008

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by ნინი_85 » 08 ივნ 2008, 12:30

სადილის შემდეგ მდინარისკენ გავწიეთ.

Image

სამანქანო გზასთან საყდარი დაგხვვდა:

Image

საყდარში არ შევსულვართ:

Image
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by namcecuna » 08 ივნ 2008, 12:37

ბარალეთი -ჩემი საყვარელი ჯავახური სოფელი:) ყვავილების სოფელია :) ბავშვებიც ყვავილებს ჰგვანან იქ :)
ტაძარზე ეგ ბუდე შარშანაც იყო და წეროც -იქნებ სხვა, მაგრამ, იყო...
რა ტკბილ მოგონებებს მიღვიძებ ნინი, რომ იცოდე :)

ჯვრის ტარება რომ მოასწარი-ბედნიერი ხარ მართლაც, არ მავიწყდება ეს შეგრძნება, კი არ ატარებ ჯვარს, ჯვარი თვითონ გატარებს, ისე მიდიხარ-რამდენი ათეული კილომეტრიც არ უნდა გაიარო-არ იღლები :)
მიფრინავ თითქოს, მსუბუქი და ბედნიერი ხარ :)

რა სიხარულია, ნეტა განმეორდებოდეს :)

მერე? :)
Last edited by namcecuna on 08 ივნ 2008, 12:40, edited 1 time in total.
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by ნინი_85 » 08 ივნ 2008, 12:39

მდინარე საკმაოდ თბილი აღმოჩნდა ჩვენდა გასაოცრად:

Image

უნდა აღვნიშნო რომ მდინარისკენ მიმავალს ბარალეთის ყვავილები სულ წყვილად მხვდებოდნენ:)


Image


Image
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by ნინი_85 » 08 ივნ 2008, 12:57

მდინარეზე დიდხანს არ გავჩერებულვართ. საღამოს ლოცვებს უნდა დავსწრებოდით და მალევე დავბრუნდით ბანაკში.
მეორე დღის გეგმა ასეთი იყო: დილით ჩვეულებისამებრ 6 ზე ავდგებოდით, დილის ლოცვას დავესწრებოდით და გავუდგებოდით გზას სოფელ ბალანთასკენ, სულ გვექნებოდა გასავლელი 20 კილომეტრი, ორივე გზა. ბანაკი ადგილზე რჩებოდა, შეგვეძლო ზურგჩანთები დაგვეტოვებინა და მხოლოდ აუცილებელი ნივთები წაგვეღო, რადგან უკანვე დავბრუნდებოდით და იმ ღამესაც ამაღლების ბორცვზე გავათევდით.
უნივერსიტეტის პროექტის მიხედვით 4 ივნისს უკვე თბილისში უნდა დავბრუნებულიყავით. მე თავიდანვე ვუთხარი ჩემს ხელმძღვანელს, სანა იდეის დონეზე იყო პროექტი რომ 5 ივნისამდე დავრჩენილიყავით რათა ამაღლებასაც ამ მადლაინ მიწაზე შევხვედრილიყავით. მიზეზთა გამო უნივერსიტეტმა მხოლოდ 3 სამუშაო დრე გამოგვიყო, ამიტომ თბილიში დაბრუნება მეორე დღეს გვწევდა, მაგრამ... მოხდა სასწაული...
ჩვენი ჯგუფის წევრებს ცხოვრებაში რომ არ უმღერიათ და გვეგონა სმენა არ ჰქონდათ ამღერდნენ, და არამარტო ამღერდნენ გალობა დაიწყეს ხმებში, ჩვეს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, უნოდადთ გალობა და გალობდნენ, ჩვენი ხელმძღვანელი გადაირია, იმ საღამოს იმდენი გალობა ვისწავლეთ და იმდენი ვიმღერეთ, გადარეკა და ასმენინა ყველას, ნახეთ ჩემი სტუდენტები როგორ გალობენო, ძირითადი ჯგუფიც გაოცებული იყო, მარტო ჩვენი ჯგუფის ბავშვები ვგალობდით ლოცვაზე, საოცარი იყო, ღამით, სიბნელეში, გარეთ გაშლილ მდელოზე, ამაღლებული განწყობით ღმერთს ვადიდებდით, არც გვციოდა არც გვეძინეობდა.
ხელმძღვანელმა გადარეკა დეკანტთან და 1 დღე დაგვიმატეს...
მშურს თქვენიო დეკანმა...
საერთო სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, ერთიანი შემართების დავაგუიგუნეთ მრავალჟამიერი... უფლის ამაღლებას ჯავახეთში ვხვდებიოდით...
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by ნინი_85 » 08 ივნ 2008, 13:10

დილა მზიანი გათენდა, ცა მოწმენდილი იყო და ამინდსაც კაი პირი უჩანდა.
7-ზე დილის ლოცვას დავესწარით და გავუდექით გზას ბალანთასკენ:

Image


ზურჩანთები ბანაკში დავტოვეთ:

Image

გზაში 10 წუთით შევისვენეთ:

Image
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by namcecuna » 08 ივნ 2008, 13:12

აუ, კიდევ ჩაგერთვები რააა :oops:
გალობის გამო-იქ მართლა სასწაული ხდება-ყველაზე უსმენო და უხმო ადამიანები მართლა სწავლობენ ხოლმე გალობას და კარგადაც გამოსდით (აქ ვარ წარმომადგენელი :oops: ) და რაც ყველაზე საინტერესოა, რომ ჩამოვდიოდით-ისევ ვერაფერს ვახერხებდიტ-იქ დაბრუნება და ისევ ამღერება-ერთი იყო :)
სასწაულია მართლა :)

მერე? :roll:
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by ნინი_85 » 08 ივნ 2008, 13:21

გამოჩნდა სოფელი ბალანთა, რომლის მოსახელობის უმეტესობას ქართველები შეადგენენ:

Image

გზად საინტერესო ხედები იყო. რადგან შეუცერებლად მივდიოდით მოძარობაში გადავიღე ფოტოები:

Image

ეს ფოტო ჩემი ფავორიტია, დესკტოპზე მიყენია ახალ და კარგ განწყობაზე მაყანაბს :)

Image
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by ნინი_85 » 08 ივნ 2008, 13:56

სოფელში შევედით და გავემართეთ ეკლესიისაკენ:

Image

ეკლესია წმინდა გიორგის სახელობისაა:

Image

ეს ეკლესია პირველი და ერთადერთი იყოს ჯავახეთში აქამდე ნანახ ეკლესიებს შორის, რომელსაც ჰქონდა კანკელი, მართალია ხის:

Image
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by ნინი_85 » 08 ივნ 2008, 14:06

საკურთხევლელთან ახლოს იდგა ქვის სვეტი, რომელიც სავარაუდოდ ეზოდან იყო შემოტანილი, მასზე უამრავი სანლის ნამწვი შეივნიშნეთ.

Image

სვეტის მარჯვნივ ლაზარეს აღდგინების ხატი იყო გაკრული კედელზე.

ძალიან გაგვიკვირდა როცა გარდამოხსნის ხატი შევნიშნეთ ქვის სვეტის მარცხენა მხარეს, კედელზე გაკრული:

Image

ჩვენს დანახვაზე გარეთ ადგილობრივი მოსახლეობა შეკრებილიყო:

Image
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by tiko_r » 08 ივნ 2008, 14:15

ნინი_85
სოფელში შევედით
საროში?

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by ნინი_85 » 08 ივნ 2008, 14:18

სამრეკლოზე ზარი დაგვხვდა და ზარზე გამობმული გრძელი ჯაჭვიც:

Image


დავიწყეთ ლოცვებისთვის მზადება, ჩვენმა ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ზარების რეკვა დაიწყო:

Image

ლოცვები აღვავლინეთ და ეზოში გამოვედით. უკვე დრო იყო გვესადილა.
მანქანით საკვები მოიტანეს და ეკლესიის ეზოშივე ვისადილეთ. ცოტა დავისვენეთ, ზოგმა წაუძინა. საკმაოდ თბილოდა და სასიამოვნო იყო ბალახზე ჯდომა.

Image
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
legenda
იეტი
Posts: 2401
Joined: 05 დეკ 2007, 14:00
Location: Tbilisi
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by legenda » 09 ივნ 2008, 09:22

ნინი_85

ორგანიზება მომეწონა....ბრავო...

მეამაყები!

შე დალოცვილო შენა... :wink:

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by ნინი_85 » 09 ივნ 2008, 17:51

ბალანთადან ბარალეთისკენ ჯვრის ტარება ისევ მე მომანდეს...
წამოვედით... ახალ უკვე მზიან ამინდში მოვდიოდი, ყვევილებით მოფენილ მდელოზე, მთებზე კი, მთებზე თოვლი იდო...

Image

მოვდიოდი და ვგრძნობდი იმ უდიდეს ძალას და მადლს, უფლისგან ბოძებულს, რომელიც თვითოელ ჩვენგანზე გადმოდიოდა და მოვფრინავდი, მართლაც მოვფრინავდი...
ჩვენი ჯგუფის წევრები მოგვიანებით გამომიტყდნენ: ვგრძნობდით მთელი არსებით რომ წმინდა ნინო ჩვენს გვერდით იყო და გვეშინოდა არ დაგვენახა გვერდით მომავალი, ამხელა ბედნიერებას კი ნამდვილად ვეღარ ავიტანდითო. და მართლაც სად გვაქვს ჩვენ ცოდვილთ ამხელა სასწაულის აღქმის ძალა და უნარი...
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by ნინი_85 » 09 ივნ 2008, 18:02

გზად წყლის არხს ჩავუარეთ, არხი დაზიანებული იყო და წყალი იღვრებოდა. ხელმძღვანელმა შენიშნა: ისრაელში წყალს როგორ უფრთხილდებინ და ჩვენ ბევრი რომ გვაქვს როგორ უმიზნოდ ვხარჯავთო.

Image

მალე სოფელიც გამოჩნდა:

Image

ბარალეთს ვუახლოვდებოდით:

Image
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Post by ნინი_85 » 09 ივნ 2008, 18:22

დავბრუნდით ბანაკში. ცოტა დავისვენეთ და 6-ზე ლოცვები აღვავლინეთ.
საღამოვდებოდა...
Image


ხელმძღვანელობამ გვახარა: მამა ლუკაა ჩამოსული, დიდი დიღმის მამაო და საღამოს ლოცვებს აღავლენს ჩვენთან ერთადო. საერთო სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა: აღსარებას ჩავაბარებდით და ამაღლებას ვეზიარებოდით ჯავახეთში. ნანატრი წუთებიც დადგა: მამაო მოვიდა... დაიწყო უფლის სადიდებელი ლოცვები და გალობა, ყველანი ვგალობდით, ბნელოდა... მხოლოდ სანთლის შუქი თუ არღვევდა სიბნელეს ცოტათი... საოცარი წუთები იყო... მერე მრავალჟამიერი დავაგუგუნეთ და ჯვარზე ვემთხვიეთ, მამაომ ზეთი გვაცხო და იქადაგა... საოცრად ქადაგებდა, მოგანდომებდა სულ გესმინა და გესმინა მისი სიტყვებისთვის... ჩვენც ვუსმენდით... დამყინული გალღვა ზოგიერთი ჩვენგანის გულში... მამაო წავიდა მაგრამ ჩვენს სულებში დიდი მადლი ჩათესა...
წავედით დასაძინებლად. დილით 5ზე უნდა ავმდგარიყავით, კარვები აგვეშალა და გავდგომოდით გზას სოფელი კოთელიასკენ, იქ მამა ლუკა დაგვხვდებოდა ქართულ ტაძარში და საზეიმო წირვასაც აღვავლენდით.
მეაც გავთუშდ მეაც!

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]