
ფოტო განწყობისთვის
Moderators: Kakha, Druides, Kakha, Druides, Kakha, Druides, Kakha, Druides
ფოტო განწყობისთვის
მოკლედ წუხელ საღამოს ჩვეულებისამებრ მარანში ვფუსფუსებდი, ხხხოოოოოოდა უცბად დაახლოვებით 25 კაცის ფეხის ხმა შემომესმა, მაგრამ ეს სულ სხვა ფეხის ხმა იყო, რაღაც უცხოური, რაღაც არაქართული, როგორც მოგვიანებით გაირკვა ამერიკული ფეხის ხმა ყოფილა. ხხოოოოოდა შემოლაგდა ეს 25 კაცი ეზოში ყურებამდე გაღიმებული და მეუბნებიან: ჰელოუ ვიარ ფრომ ამერიკაო, თხა თხაზე ნაკლები მგელმა შეჭამაო და მეც დავახვედრე: ჰელოუ აი ემ ფრომ გეორგია და თუ უფრო ზუსტად გინდათ ფრომ მცხეთა-მეთქი. მოკლედ ორი სამი წინადადება მივჯღან-მოვჯღანეთ ქართულ-ინგლისურად და როცა გავარკვიე ვინც იყვნენ და რაც უნდოდათ(თუმცა ღვინო რომე ენდომებოდათ თავიდანვე მიგრძნო გულმა) მარანში ჩავუძეხი და მოვშვლიპე გორულ მწვანეს თავი, რაც დალიეს დალიეს და მერე მითხრეს მოგვყიდეო, მე უთხარი აბა ეხლა დედითქვენისას ნუ მიირთმევთ-მეთი, როდის იყო ქართველი კაცი სტუმარს ღვინოსა ჰყიდიდა-მეთქი და ჩამოვუსხი ბოთლებში. მოკლედ დიდათ ისიამოვნეს. რამაც ძალიან გამაკვირვა და გამახარა ის იყო, რომ ერთი კაი ქართული დააგუგუნეს. დიდი ხანია ჩემს მარანში კაი სიმღერა აღარ გამიგია. ისე ბოლოს ლამამ იმღერა და ამან ჩემი კატა ისე შეაშინა, რომ ეგრევე გარეთ გავარდა და სახლში სამი დღის მერე დაბრუნდა დამშეული და ტალახში ამოლუმპული.


Last edited by qvevri on 05 ივნ 2008, 20:48, edited 1 time in total.
ფოტო განწყობისთვის
რა საოცარია 
კი მაგრამ საიდან მოგაგნეს?

კი მაგრამ საიდან მოგაგნეს?

ფოტო განწყობისთვის
თბილისიდან მოგვასწავლა ვიღაცამო და რომ შევატყვე, რომ თქმა არ უნდოდათ თავი დავანებე, სტუმარი ღვთისაა.Linda wrote:რა საოცარია
კი მაგრამ საიდან მოგაგნეს?
ფოტო განწყობისთვის
რა მაგარიაააააა!!!!!!!!:)
აღფრთოვანებული ვარ შენი სტმართმოყვარეობით:)
აღფრთოვანებული ვარ შენი სტმართმოყვარეობით:)
ფოტო განწყობისთვის
ქვევრის ამბავი რუსეთშიც გაუგიათ და 500 კაციანი ჯგუFი აპირებს თურმე 1 კვირით ჩამოსვლას.
ფოტო განწყობისთვის
პაჟალუსტო, თუმცა 500 კაციანის მაგივრად თუ 500 ქალიანი ჯგუფი იქნება ერთი კვირით კი არა ერთი წლით დავიტოვებლეონტი wrote:ქვევრის ამბავი რუსეთშიც გაუგიათ და 500 კაციანი ჯგუFი აპირებს თურმე 1 კვირით ჩამოსვლას.

ფოტო განწყობისთვის
მე ვთქვი ცოლის მოყვანის დრო აქვს მეთქი ამ კაცს , მარა რა ცოლი გაგიძლებს?
ფოტო განწყობისთვის
რა დიდი ამბავი მაგას უნდა, ამ წუთას გამოვითვალე და დღეში 1.3 ქალი გამოდის(500 ქალი 365დღეზე გადაანგარიშებით).ლეონტი wrote:მე ვთქვი ცოლის მოყვანის დრო აქვს მეთქი ამ კაცს , მარა რა ცოლი გაგიძლებს?
ფოტო განწყობისთვის
qvevri
აი აი აი
ნ-----------------
კატა ლაშქრობაში გამოგვატანე (ლამაიან ლაშქრობაში)



ნ-----------------
კატა ლაშქრობაში გამოგვატანე (ლამაიან ლაშქრობაში)