SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

ახალების მისალმება, "წავედი"/"დავბრუნდი" შეტყობინებები, მილოცვები

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 03 ივნ 2008, 04:33

შატილის ასულისა დ გიო-გიორგის სახელზე ლოცვაში ამაღლების დრესასწაულის შემდეგ ცვლილება შევიდა.ა
კერძოდ, ამოღებულია ტქესტი:

ქრისტე აღდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!
3-ჯერ.


ლოცვას ვამბობთ ასე:

შენ მხოლო ხარ ქრისტე, მსწრაფლ შემწე,
მსწრაფლ გამოაჩინე ზეცით საფარველი შენი ჭირვეულსა მხევალსა შენსა თამარსა და მონასა შენსა გიორგისა ზედა და იხსენ სნეულებათაგან,
ჭირთა და მწარეთა სალმობათაგან;
და აღადგინენ მაქებელად შენდა და სადიდებელად სამარადისოდ,
მეოხებითა ღვთისმშობელისაითა, მხოლოო კაცთმოყვარე.

დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა.

სალმობასა სარეცელსა ზედა მდებარესა და სასიკუდინოითა წყლულებითა მოწყლულსა,
ვითარცა ოდესმე აღადგინე, მაცხოვარ, სიდედრი იგი პეტრესი და
განრღვეული ცხედარსა ზედა ტვირთული,
ეგრეთვე აწცა, მოწყალეო, ვნებულსა ამას, თამარს და გიორგის მოხედენ და განჰკურნენ, რამეთუ შენ მხოლო
ხარ უძლურებათა და სალმობათა და სნეულებათა ნათესავისა ჩვენისათა აღმხმელი,
და ყოველივე ძალგიძს, ვითარცა მრავალმოწყალე ხარ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ!
Last edited by GAMARJOBA SAKARTVELO on 06 ივნ 2008, 12:21, edited 2 times in total.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by ZVIOSULI » 03 ივნ 2008, 10:18

eqimebi ras amoboben? :?: :?: :?: :?: :?: :?:
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
Kavtaradze
იეტი
Posts: 1151
Joined: 27 მაი 2007, 23:34
Location: კოსმოს
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by Kavtaradze » 03 ივნ 2008, 11:11

მე უფრო ვიქნები ხვალე რესპ.ში
ფსალმუნებს ძველებურად ვკითხულობ.
აბა თქვენ იცით.

anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by anano » 03 ივნ 2008, 11:33

ZVIOSULI wrote:eqimebi ras amoboben? :?: :?: :?: :?: :?: :?:
მდგომარეობა, კვლავ მძმე რჩება, კვლავ საჭროებს ხანგამოშვებით დიალიზის ჩატარებას თირკმლის უკმარისობის გამო, პერიოდულად აღენიშნება სისხლის შედედების პრობლემებიც , ინფექცია შედარებით კონტროლირებულია...
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"

User avatar
Mariam
მაწანწალა
Posts: 521
Joined: 20 სექ 2007, 22:49
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by Mariam » 03 ივნ 2008, 12:58

anano
ექიმების გამოცდილებიდან, რამდენ ხანს შეიძლება ასეთი მდგომარეობა გაგრძელდეს? თვითონ უნდა გამოვიდეს მდგომარეობიდან დროთა განმავლობაში და ჩვენ მხოლოდ უნდა დავუცადოთ, როდის მოხდება ეს? თუ რამენაირად ჩარევა შეიძლება მდგომარეობიდან გამოსაყვანად?

anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by anano » 04 ივნ 2008, 00:22

Mariam wrote:anano
ექიმების გამოცდილებიდან, რამდენ ხანს შეიძლება ასეთი მდგომარეობა გაგრძელდეს? თვითონ უნდა გამოვიდეს მდგომარეობიდან დროთა განმავლობაში და ჩვენ მხოლოდ უნდა დავუცადოთ, როდის მოხდება ეს? თუ რამენაირად ჩარევა შეიძლება მდგომარეობიდან გამოსაყვანად?
ამ ეტაპზე მხოლოდ ლოდინი რჩება, ჩარევაა ისედაც მკურნალობა,რომელიც თამუნას უტარდება, ანუ ამ მდგომარეობის სტაბილურად შენარჩნება.... ამ პაციენტების მართვის პრინციპია ქირურგიული და ზოგადრეანიმაციული მკურნალობა, იმ შემთვევაში თუ არ საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას, მხოლოდ ზოგად რეანიმაციული და დრო, ლოდინთან ერთად....

რაც შეეხება ასეთი მდგომარეობის გაგრძელებას თვეები შეიძლება გაგრძელდლეს....
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 04 ივნ 2008, 00:35

anano
სისხლი ხომ არ სჭირდება თამუნას?
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by anano » 04 ივნ 2008, 00:41

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:anano
სისხლი ხომ არ სჭირდება თამუნას?
არა, თუ ამის საჭროება იქნება, გაგაგებინებთ.....
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 04 ივნ 2008, 00:43

წამლებზე ხომ არ არის შეფერხება?
ჩვენ დღეს, 4 ივნისს, 19:00ზე ვიკრიბებით რესპუბლიკურში
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
bombora
ბილიკზე მოარული
Posts: 61
Joined: 30 ნოე 2007, 21:36
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by bombora » 04 ივნ 2008, 00:47

მეც მოვალ

anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by anano » 04 ივნ 2008, 00:53

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:წამლებზე ხომ არ არის შეფერხება?
ჩვენ დღეს, 4 ივნისს, 19:00ზე ვიკრიბებით რესპუბლიკურში
ki vici , rom modixart....

ara wamlebtan dakavshirebit problema ar aris...
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"

User avatar
kiki
იეტი
Posts: 1518
Joined: 29 ივნ 2007, 17:25
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by kiki » 04 ივნ 2008, 11:49

ფსალმუნებს ძველებურად ვკითხულობ.........

სამწუხაროდ დღეს ვერ ვახერხებ მოსვლას:(

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by Mta Mkvarebia » 04 ივნ 2008, 22:06

ხვალ არის ამაღლება და ფსალმუნების კითხვის წესში პატარა ცვლილებაა. კერძოდ აღარ ვკითხულობთ შესავალში "ქრისტე აღსდგას" კვლავ არ ვკითხულობთ (სულთმოფენობამდე)"მეუფეო ზეცათაოს". დასაწყისი ლოცვები იწყება "წმიდაო ღმერთოთი". აი სრულად დასაწყისი ლოცვები "დიდების" ჩათვლით. აქვე დავამატეთ წმ. ნიკოლოზის მცირე ტროპარი ყოველი დიდების შემდეგ. რაზეც ადრე ვსაუბრობდით, რომ კარგი იქნებოდა წმ. ნიკოლოზისთვის შეგვეთხოვა თამარის და გიორგის გამოჯანმრთელება. ტროპარის შემდეგ შეგიძლიათ თამარის და გიორგის ჯანმრთელობის ლოცვა მოაბათ ისევ განმეორებით, ან შეგიძლიათ თქვენივე სიტყვებით სთხოვოთ ამ წმინდანს მათი გამოჯანმრთელება.

ფსალმუნთა კითხვის წესი
მლოცველი კითხვის დაწყების წინ ჯერ წაიკითხავს დასაწყის ლოცვებს:

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.
ღვთისმშობელი ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა.
სიტყვისა ღვთისა მსახურთა თანამოსაგრეო, და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო, და სულისა წმიდისა ქნარო დედაო ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
ტყვეთა განმათავისუფლებელო, და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო, და მეფეთა უძლეველო, წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
კანონად სარწმუნოებისა, და ხატად სიმშვიდისა, და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან, სამწყსოსა შენისათჳს ჭეშმარიტებით, ამისთ სცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმინდაო მღვდელთმთავარო ნიკოლაოს, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

შემდეგ გადავა პირდაპირ კანონზე. ზოგიერთი ფსალმუნი თავდება „დიდებით“, აქ მლოცველი ამბობს:
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო (3-ჯერ).
უფალო შეგვიწყალენ (3-ჯერ).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
აცხოვნე უფალო და შეიწყალენ უძლურებაში მყოფი თამარი და უძლურებაში მყოფი გიორგი, მიანიჭე მათ მშვიდობა შენი და აღავსენ ისინი ყოველითა კეთილითა.
მერე გაიმეორებ წმ. ნიკოლოზის ტროპარს და თამარის და გიორგის ჯანმრთელობის ლოცვას:
კანონად სარწმუნოებისა, და ხატად სიმშვიდისა, და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან, სამწყსოსა შენისათჳს ჭეშმარიტებით, ამისთ სცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმინდაო მღვდელთმთავარო ნიკოლაოს, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
წმ. ნიკოლოზ ევედრე ქრისტესა ღმერთსა აცხოვნოს და შეიწყალოს უძლურებაში მყოფი თამარი და უძლურებაში მყოფი გიორგი, მიანიჭოს მათ მშვიდობა მისი და აღავსოს ისინი ყოველითა კეთილითა.
Last edited by Mta Mkvarebia on 04 ივნ 2008, 22:30, edited 1 time in total.
Image

User avatar
Linda
იეტი
Posts: 1451
Joined: 17 მაი 2007, 20:49
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by Linda » 04 ივნ 2008, 22:16

ვინ იყავით დღეს რესპუბლიკურში?? რა ამბებია??

User avatar
Mariam
მაწანწალა
Posts: 521
Joined: 20 სექ 2007, 22:49
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by Mariam » 04 ივნ 2008, 22:18

მე ვერ წავედი, მოწამლული ვარ და სახლში ვზივარ :(

რა არის ახალი?

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]