2006 წლის სეზონის იდეები

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
2006 წლის სეზონის იდეები

Post by guruli » 03 თებ 2006, 22:56

Nika
თუშეთი და მერე - ტაო-კლარჯეთი.

User avatar
CHAKRULO
ბოდიალა
Posts: 273
Joined: 20 იან 2006, 19:23
Contact:
2006 წლის სეზონის იდეები

Post by CHAKRULO » 03 თებ 2006, 23:53

guruli

ტაოში მგონია ადვილი იქნება გადასვლა შედარებიტ, ვიზას აუქმებენო!!! :lol:
კახელი კაცი ვარ, ალალი კაცი

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
2006 წლის სეზონის იდეები

Post by guruli » 04 თებ 2006, 20:43

CHAKRULO
რამდენადაც ვიცი, პრაქტიკულად, გააუქმეს. ვიზა ისეც არ იყო პრობლემა, მაგრამ გაუქმება მაინც კაია.

User avatar
CHAKRULO
ბოდიალა
Posts: 273
Joined: 20 იან 2006, 19:23
Contact:
2006 წლის სეზონის იდეები

Post by CHAKRULO » 04 თებ 2006, 23:49

guruli

ხო ახლა კაი იქნება მემგონი, ადვილი იქნება გადასვლაც!!! ბუბა დაველაპარაკები ამ დღეებში!!!
კახელი კაცი ვარ, ალალი კაცი

User avatar
amuri
ბოდიალა
Posts: 129
Joined: 05 ოქტ 2005, 12:04
Location: tbilisi
2006 წლის სეზონის იდეები

Post by amuri » 06 თებ 2006, 14:32

guruli
მოკლედ გეგმები გაქვთ ფანტასტიური და როცა გადაწყვეტთ განხორციელებას,არ გამომტოვოთ რაააააააააააააააააააააააააააააააა :wink: :wink: :wink: :wink:
ერთ მდინარეში ვერ ჩახვალ ორჯერ,
რადგან არაფერია მარადიული

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
2006 წლის სეზონის იდეები

Post by Nika » 06 თებ 2006, 18:01

ესეიგი დროა ეს ტემა განვაახლო ახალი იდეების ხარჯზე.

მოკლე პახოდები ზამთარშიც განხორციელებადი:
1) ავენისი (შესრულებულია).
2) დავათი (შესრულებულია).

3) მარტყოფი
4) დავით გარეჯა - ზამთარში ასევე შეიძლება
5) ბოჭორმა

ცოტა გრძელი 1-2 დღიანი
1) ბირთვისი
2) შიომღვიმე–წეროვანი
3) წიფა–ზვარე–ქვიშხეთი
4) აბუხალო ძამას ხეობა
5) ტყემლოვანას მონასტერი - ასევე ძამას ხეობა - აბუხალოსთან შეიძლება გადაბმა
6) ბუჯაინი მთავართა - არაგვის ხეობა
7) ბირთვისში კანიონებით ჩასვლა (იმედია გვალვა გზას მიგვასწავლის)
8 ) ქსნის ხეობა - კაბენი, არმაზი (ქსნის ხეობის), წირქოლი, შეიძლება ლარგვისიც
9) თავკავთა - ქვათახევის ზემოთაა
10) თისელის მონასტერი (აწყურს ზემოთაა)
11) ცხვარიჭამია-სიონი
12) რაფტინგი
13) ბეშუმი-სარფი–გონიო–მტირალა (ჩანჩქერიც)
14) ბოჭორმა–კვეტერა
15) დათვიჯვარი–შუაფხო.
16) კახეთი: ბოდბე, მირზაანი (დასუთავება) და მიდამოები.

2-3 დღე (განსაკუთრებით შეიძლება ისინი დაინტერესდენენ ვინც შაბათ-კვაირას კიდევ ერთი დღე მიაყოლონ და სამსახურში არ მივიდნენ)
1) მანგლისი - წინარეხი ან მანგლისი - რკონი (იკვისა და ერთაწმინდას მონახულებით)
2) კლდეკარი - რკონი (თეძემის ხეობა) ან კლდეკარი - ტანას ხეობა - ირივე ხეობაში შეიძლება მოხვედრა კლდეკარიდან


გრძელი 2 დღეზე მეტი
1) ლომისმთა–აწყური (ან სხვა რამე მაგ მიდამოებში)
2) თუშეთი
3) გოდერძი-აჭარა
4) აბასთუმანი-საირმე (ამის წინასთან გადაბმა შეიძლება)
5) გურია
6) რაჭა–სვანეთი
7) ტაო-კლარჯეთი
8 ) ჰერეთი (საინგილო)
9) ფშავ-ხევსურეთი (10 დღიანი სრული შემოვლით)

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
2006 წლის სეზონის იდეები

Post by guruli » 06 თებ 2006, 19:56

amuri
როცა გადაწყვეტთ განხორციელებას,არ გამომტოვოთ რაააააააააააააააააააააააააააააააა
თუ გიპოვეთ, კი. :D ჰორიზონტზე მაინც თუ გამოჩნდები ხოლმე, გეგმებში მყარად ზიხარ. :lol: :lol: :lol: და თუ გამოტოვებაა, თუშურ ლაშქრობას გამოგატოვებინებთ. :wink:
Nika
ნიკა, ათიოდე წუთის წინ დავბრუნდი ძალიან საინტერესო შეხვედრიდან - დეკემბერში ფერეიდანში ნამყოფ კაცს ვესაუბრე. ისეთი რამეები მითხრა იქაურ ქართველებზე, მზად ვარ, თუშეთის ნაცვლად იქ წავიდე - ტაო-კლარჯეთს ვერ ამოვაგდებ და ვერც სამად გავიჭრები, თორემ კი. თუმცა ხმა ღვთისა და ხმა კარაველთა - როგორც გადაწყვიტავთ.
Last edited by guruli on 06 თებ 2006, 22:31, edited 2 times in total.

User avatar
Mao
იეტი
Posts: 1644
Joined: 24 მაი 2005, 20:36
2006 წლის სეზონის იდეები

Post by Mao » 06 თებ 2006, 21:20

guruli

mets vesaubre exlaxan mand namkop mtasvlels. dzalian kmakopilia. siamovnebit vetanxmebi shen tsinadadebas.
together on the top!!

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
2006 წლის სეზონის იდეები

Post by guruli » 06 თებ 2006, 22:16

Mao
ვა, ეა კაციც იქ ნამყოფი მთასვლელის მეშვეობით მოხვდა ფერეიდანში. ნუთუ ერთი და იგივე კაცია? რა ჰქვია შენს ნაცნობ მთასვლელს?

User avatar
CHAKRULO
ბოდიალა
Posts: 273
Joined: 20 იან 2006, 19:23
Contact:
2006 წლის სეზონის იდეები

Post by CHAKRULO » 07 თებ 2006, 01:25

მირზააანში წავიდეთ როგორც კი გამთბების!!! :lol:
კახელი კაცი ვარ, ალალი კაცი

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
2006 წლის სეზონის იდეები

Post by guruli » 07 თებ 2006, 10:24

CHAKRULO
იქნებ ამ საიტზეც გაუწიო პოპულარობა იმ საქმეს, რასაც მეგობრებთან ერთად აკეთებთ ფერეიდნელებისთვის? ვგულისხმობ დედა პარასკევას ირგვლივ შემოკრებილ ფერეიდნელებთან ურთიერთობას და იქაური ქართული სკოლისთვის ქართული წიგნების შეგროვებას. მჯერა, მაგ მართლაც მამულიშვილურ საქმეს აქაურთაგან ყველა დიდი ენთუზიაზმით გამოეხმაურება. წუხელ იმ კაცმა ფერეიდნელებზე ისეთი რამეები მითხრა, მთელი ღამე, საკმაოდ დიდი პიროვნული პრობლემის მიუხედავად, მაგათზე ვფიქრობდი, რა საოცარი, რა მაგარი ხალხი ყოფილან. ხალხი, რომელიც სიცოცხლის რისკის ფასად ირანში, ამ ღრმად მუსულმანურ ქვეყანაში ღვინოს აყენებს და ქართველს იმით უმასპინძლდება (ინტერნეტი მაინც ჭორიკანა რამეა და ყველაფერს ნუ ვიტყვით :wink: ), სამშობლოსგან ნამდვილად იმსახურებს მეტ ყურადღებას. იმათ ხომ ჩვენგან სითბოს, ყურადღების მეტი არც უნდათ რამე. ეკონომიკურად ჩვენზე უკეთ ცხოვრობენ და რა უნდა მოგვთხოვონ, აქეთ დაგვეხმარებიან, მაგრამ... ფრიდონ ხალვაშისა არ იყოს, *ლუკმა არ მაკლია, მართალია,/ მაგრამ სამშობლოით ღარიბი ვარ*, მაგათი გულისთქმაცაა. ალექსანდე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის გაყიდვაზე და მიურატების დადიანების სასახლისეულ პრეტენზიებზეც კი მკითხესო. ყველაფერი მართლა არაა დასაწერი, თორემ მისი მონაყოლი სრულად რომ დავწერო, ჩემსავით თქვენც გაოცებისგან პირს დააღებთ. მგონი, ღირს მათთვის ელემენტარული ყურადღების გამოჩენა. რომელიღაც თემაში *თანაფესვი* გეწერა. არ ვიცი, ეგ სიტყვა საიდან გაიგე და იქნებ ერთი წყარო გვაქვს, მაგრამ მე თანაფესვი და თანაერთი (როგორც გვეძახიან) საიდ მულიანის ანუ გიორგი მულიაშვილის ნაწერებში წავიკითხე. ალბათ, იცი, რომ ეს დედა პარასკევას მონასტერთან მცხოვრებ აჰმად - კახა მულიანის ძმაა. შენ ესეც გეცოდინება და სხვების გასაგონად ვიტყვი, რომ სწორედ ეს საიდ მულიანი ასწავლის იქაურებს ქართულ ენას, დისერტაცია კი (ისტორიკოსია) იმის დამტკიცებაზე დაუცავს, რომ ალავერდი-ხან უნდილაძე ქართველი იყო. ცხადია, ამის დამტკიცება იოლი არ იქნებოდა და საამისოდ რამდენი უნდა ეშრომა.
Last edited by guruli on 07 თებ 2006, 12:40, edited 3 times in total.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
2006 წლის სეზონის იდეები

Post by guruli » 07 თებ 2006, 10:42

ტაო-კლარჯეთში წასვლის მსურველთა საყურადღებოდ. ამ დილით ინტერნეტით გაცნობილმა გურჯმა - იბრაჰიმ უსტამ ანუ ირაკლი ვარშანიძემ საინტერესო რამე მომწერა და ვჩქარობ, თქვენც გაცნობოთ, დაგაინტერესებთ. თურმე აგვისტოც პირველივე შაბათ-კვირას შავშეთში იქაურთა ტრადიციული ფესტივალი - სათავე ტარდება. დაახლოებით იმავე პერიოდში ნავიგატორის ნაცნობ იუსუფელშიც ტარდება თურმე ანალოგიური ფესტივალი. თარიღები ამან მთლად ზუსტად არ იცოდა, მაგრამ ვთხოვე და დამიდგენს. ისიც მომწერა, შავშეთში მისვლა აგვისტოში ჯობია, რადგან მაშინ ხალხი მთიდან ბრუნდება და დიდი მხიარულება აქვენო. :lol: სხვათა შორის, აგვისტოს ნაცვლად მარიობის თვე დაწერა. კიდევ - ართვინის ხალხი გასტუმრობა უყვარს, ეგ პრობლემა არ იქნება, მგონიო :lol: ანუ ართვინელებს სტუმრის მიღება უყვართო. ის ერთხელაა მაქეთ ნამყოფი, მთაში ავედი და ულამაზესი ბუნებააო, მომწერა.
თურქეთში ჩვენებურთა ერთი ფესტივალი გაზაფხულზეც ტარდება. მგონი, წუხელ რომელიღაც არხზე რეკლამასაც მოვკარი თვალი, მაგრამ ეგ დეტალებში იცის ჩაკრულომ.

User avatar
mika
იეტი
Posts: 1449
Joined: 26 მაი 2005, 20:50
2006 წლის სეზონის იდეები

Post by mika » 07 თებ 2006, 11:34

guruli
საინტერესოა ძალიან......................აუცილებლად უნდა წახვიდეთ ...მე სამწუხაროდ ვერ მოვახერხებ....თუმცა დიდი სურვილი კი მაქვს
medical student

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
2006 წლის სეზონის იდეები

Post by guruli » 07 თებ 2006, 12:03

mika
მე უკვე მართლა სერიოზულად ვფიქრობ, წლეულს თუშეთის ნაცვლად ფერეიდანში ხომ არ წავიდე. ისიც კარგია, მაგრამ ამდენი დროის გამოძებნა... ძაან თუ მოვინდომებ, ჩემს სამკვირიან შვებულებას კი გავანაწილებ, მაგრამ ისე გამოვა, ბოლომდე და საფუძვლიანად ვერც ერთს ვერ ვნახავ. ერთი კვირა ფერეიდანში კიდევ ჰო, თუშეთშიც გადარბენებზე ვიქნები, თუმცა იმყოფინებ კაცი, მაგრამ იმხელა ტაო-კლარჯეთში რას გეყოფა! თან, ფერეიდანი ძაან იაფია. ეს იქ ნამყოფი სპორტსმენებისგანაც ვიცი და ამ კაცმაც მითხრა. ისპაჰანიდან ფერეიდანში ტაქსმა 16 თუ 17 დოლარი გამომართვაო. არადა, 200 კილომეტრია. აზერბაიჯანიდან, სასაზღვრო ქალაქ ასტანიდან თეირანამდე 7-ოდე ლარი დამიჯდაო და ეგეთები. მთლიანობაში, ერთკვირიანი ვოიაჟი 200 დოლარი დამიჯდაო. მოკლედ, ღირს წასვლად.

User avatar
ira
ბოდიალა
Posts: 267
Joined: 18 იან 2006, 11:05
2006 წლის სეზონის იდეები

Post by ira » 07 თებ 2006, 12:19

GURULI
წარმომიდგენია ეგ გულისტკივილი,რასაც მაგ ხალხთან დაგკავშირებით განიცდი.მართლაც საოცარია, როგორ შეინარჩუნეს ენა და საქართველოს სიყვარული.ჩემი ძმა იყო ამ ზაფხულს ტაოში და ხომ წარმოგიდგენია, რა გულისტკივილით ჩამოვიდოდა. თუმცა მე თუ მკითხავ, ჩვენ არც იმ საგანძურს ვუფრთხილდებით სათანადოდ, რომელიც ღვთის წყალობით ჯერ კიდევ ჩვენს ტერიტორიებზეა, მაგრამ თუ კარგად არ მოვიქცევით, მაგასაც დავკარგავთ. არაა აუცილებელი დემაგოგია და პოპულისტობა. ჩვენნაირმა ხალხმა წელიწადში 2 ტაძარი მაინც რომ გაასუფთავოს, ეგეც საქმეა....
აუუუუუუუუუ, ძალიან გაზეთივით ლაპარაკი გამომივიდა, :lol: მაპატიეთ ხალხო :) :) :)

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]