პაპასწყუ-ჩხაია-ჯიხაშკარი-ჭაქვინჯი-მაჩხომერი-ჯახუთი და სხვა მეგრული ტური 3

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
პაპასწყუ-ჩხაია-ჯიხაშკარი-ჭაქვინჯი-მაჩხომერი-ჯახუთი და სხვა მეგრუ

Post by ARCHILI » 15 ივნ 2009, 11:41

მოკლედ...

მეგრელებმა ასეთი ადგილის შესახებ მაცნობეს, რომ არსებობს ასეთი ადგილი "პაპანწყუ"...

ეს არის ხობი-ზუგდიდის გზაზე სოფელი ხამისყურის ასახვევიდან რამდენიმე კილომეტრში.

"პაპა" - ნიშნავს მღვდელს, ხოლო "ნწყუ" - ჩაძირვა.

ლეგენდის თანახმად, რომელიღაც მღვდელმა, ერთ დღეს, მუშებს ძაღლის ხორცი აჭამა, რის გამოც ის ღმერთისაგან დაისაჯა და მღვდელი, თავის საცხოვრებლიანად მიწაში შთაინთქა.

ამ ადგილას კი ტბა გაჩნდა, რომლის სიღრმეც არავინ იცის.

ისიც საინტერესოა, რომ ტბა არის შავი ფერის.

იქიდან არის კიდევ სავალი და ე.წ. ადგილი "პავილიონი", საიდანაც შავი ზღვაც კი მოჩანს.

ტყიანი და ლამაზი ადგილი ყოფილა, როგორც მითხრეს, თევზიც არის ამ ტბაში.

გზაში შეგვიძლია ჯიხაც ვნახოთ, რომელიც ხამისყურში მდებარეობს.

ამ ტურის განხორციელებას ივლისისათვის ვგეგმავ, სავარაუდოდ, პირველ ნახევარში.

:)



თუ ვინმეს კიდევ რაიმე ცნობა გაქვთ ამ ადგილის შესახებ, იქნებ მაცნობოთ
Last edited by ARCHILI on 16 ივნ 2009, 22:49, edited 4 times in total.

User avatar
Jnosy
იეტი
Posts: 1716
Joined: 31 მარ 2005, 11:53
Location: თბილისი
Contact:
პაპასწყუ-ჩხაია-ჯიხაშკარი-ჭაქვინჯი-მაჩხომერი-ჯახუთი და სხვა მეგრუ

Post by Jnosy » 15 ივნ 2009, 12:08

მანდ რა არის ახლოს კიდე?
ჯიხა საინტერესოა...
იმეტყველე გამართული ქართულით!!!

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
პაპასწყუ-ჩხაია-ჯიხაშკარი-ჭაქვინჯი-მაჩხომერი-ჯახუთი და სხვა მეგრუ

Post by ARCHILI » 15 ივნ 2009, 12:29

Jnosy wrote:მანდ რა არის ახლოს კიდე?
ჯიხა საინტერესოა...
ჩავალთ და გავიგებთ...

:)

მე ჩემი მოგზაურობის წესად ვაქციე, რომ ზოგადი მონახაზით წავიდე და ადგილობრივ ადამიანებს გამოვკითხო ბევრი რამ, მათ ნასწავლს კი გავყვე და დავათვალიერო...

:)


შენც თუ იცი რამე მანდეთ საიტერესო, გაგვიზიარე...

:)

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
პაპასწყუ-ჩხაია-ჯიხაშკარი-ჭაქვინჯი-მაჩხომერი-ჯახუთი და სხვა მეგრუ

Post by Wanderer » 15 ივნ 2009, 19:58

ARCHILI
მე ჩემი მოგზაურობის წესად ვაქციე, რომ ზოგადი მონახაზით წავიდე და ადგილობრივ ადამიანებს გამოვკითხო ბევრი რამ, მათ ნასწავლს კი გავყვე და დავათვალიერო...
კარგი და საინტერესო წესი გაქვს. :)
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
პაპასწყუ-ჩხაია-ჯიხაშკარი-ჭაქვინჯი-მაჩხომერი-ჯახუთი და სხვა მეგრუ

Post by ARCHILI » 16 ივნ 2009, 02:35

Wanderer wrote:ARCHILI
მე ჩემი მოგზაურობის წესად ვაქციე, რომ ზოგადი მონახაზით წავიდე და ადგილობრივ ადამიანებს გამოვკითხო ბევრი რამ, მათ ნასწავლს კი გავყვე და დავათვალიერო...
კარგი და საინტერესო წესი გაქვს. :)

ჰოდა, რამდენიმე კონტური ამ ტურისათვის კიდევ მოვხაზოთ და წავიდეთ...

:)


კიდევ მეტი ინფორმაცია იქაც შეგვიძლია მოვაგროვოთ...


:!:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
პაპასწყუ-ჩხაია-ჯიხაშკარი-ჭაქვინჯი-მაჩხომერი-ჯახუთი და სხვა მეგრუ

Post by ARCHILI » 16 ივნ 2009, 14:35

მოკლედ... რაღაც საინტერესო ამბებს მივაკვლიე...

ეს მხარე მდიდარი ყოფილა ბუნებითაც, ციხეებითაც და ნაციხრებითაც...

ახლა ვცდილობ ერთმანეთს დავუკავშირო და იმედია, საინტერესო ტური გამოვა...


აქედან, სავარაუდოდ, სამოგზაურო სქემა ასეთია:

1. თბილისი - ხამისყურის გადასახვევი

ხამისყურის ციხის მონახულება.

2. ხამისყური პაპანწყუ.

პაპაწყუს ტბის მოახულება.

3. პაპანწყუა - ხამისყური - პირველი მაისი - ჩხაია

ჩხაიას ჩანჩქერის ნახვა.

იქვე...

მდინარე მუნჩია და წმინდა სოფიას ეკლესიის მოლოცვა.

პირველ მაისში ყურუმელიას ჯიხას (ციხის) მონახულება (მუნჩიასა და ჩხაიას შეერთების ადგილზე გორაკზე).

მდინარე მუნჩიიდან ნახევარ კილომეტრის სავალ გზაზე - ისტორიული ძეგლის - მაჩხომერის მონახულება.

ჯახუთის ნანგრევების მონახულება.

4. პირველი მაისი - ჯიხაშკარი

ჯიხაშკარის ციხის მონახულება.

5. ჯიხაშკარი - ჭაქვინჯი

ჭაქვინჯის ციხის მონახულება.

.
.
.
.



:)

რა და როგორ შეიძლება.

გული მიგრძნობს, ანკესიც გამოგვადგება :)

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
პაპასწყუ-ჩხაია-ჯიხაშკარი-ჭაქვინჯი-მაჩხომერი-ჯახუთი და სხვა მეგრუ

Post by ARCHILI » 16 ივნ 2009, 22:46

აი, ასეთი გეგმა მოვიფიქრე:

მეგრული ტური 3

I დღე

თბილისი – ხობი – ბულიწყუ

გაჩერება I – ხობი

სანახაობები:

ხობის ტაძარის მოლოცვა


გაჩერება II – ბულიწყუ

სანახაობები:

• წმინდა სოფიას ტაძარი
• მაჩხომერი
• ჯახუთი
• ნასკალე
• ყურუმელიას ჯიხა (ციხე)
• სალომაიოში ჩხაიას ჩანჩქერის ნახვა


ღამისთევა ბულიწყუს იქით სადმე მდინარესთან.



II დღე

ბულიწყუ – ხეთა (ბულიწყუდან 4-5 კილომეტრი) – პაპანწყვირეს ტბა

გაჩერება I

სანახაობები:

• ნოჯიხინის უბანი
• წინაგოლას უბანი
• ოხვამეკარის მთავარანგელოზის ეკლესიის მოლოცვა
• საჯირიოს ჩეოხვამეს (ძველი თეთრი ტაძარი) მოლოცვა
• ჯეგეთას (ძველი წმინდა გიორგის ეკლესია) მოლოცვა

გაჩერება II

პაპანწყვირის ტბა (ხეთადან 3-4 კილომეტრი)

ღამისთევა პაპანწყვირის ტბასთან.


III დღე

თევზაობა პაპანწყვირის ტბაზე, ღამისთევა.


IV დღე

პაპანწყვირეს ტბა – ხამისქური - ცაიში

გაჩერება I – ხამისქური (3-4 კილომეტრი)

სანახაობები:

• ხამისქურის ციხე

გაჩერება II – ცაიში (8-10 კილომეტრი)

სანახაობები:

• ცაიშის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარი (X – XI სს. მიჯნა, XII-XIV სს. მიჯნა)ცაიშის ღმრთისმშობლის მიძინების ეკლესიის მოლოცვა.
• იონა მეუნარგიას სახლ-მუზეუმის მონახულება.
• ცაიშის მინერალური წყლები.


ღამისთევა ცაიშის საკურორტო ზონაში;


V დღე

ცაიში – ზუგდიდი – ჯიხაშკარი - ჭაქვინჯი

გაჩერება I – ზუგდიდი (3-4 კილომეტრი)

სანახაობები:

• დადიანების სასახლე

გაჩერება II – ჯიხაშკარი (17 კილომეტრი – გადაადგილება ზუგდიდი – ჯიხაშკარის ავტობუსით)

სანახაობები:

• ჭაქვინჯის ციხე.
• ციხე ჯახა.
• ჯეგე მისარონის (წმინდა გიორგი) სალოცავი.
• ეგნატე ხაცავას ეზო.

ღამისთევა ჯიხაშკარში.

VI დღე

დღის პირველ ნახევარში. ჯიხაშკარი-ზუგდიდის ავტობუსით გამგზავრება ზუგდიდში და იქიდან თბილისში.


:!:

ეს სქემაა, მაგრამ არ ჩანს... თუ მეტყვით, როგორ ვქნა ისე, რომ გამოჩნდეს, კარგი იქნება.

:)

Image


ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]