"კარავის" რაციები

ინფორმაცია ფორუმის წესების, წევრების და სხვა საკითხების შესახებ.

Moderators: Kakha, Druides, Kakha, Druides, Kakha, Druides, Kakha, Druides

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
"კარავის" რაციები

Post by Archil » 21 აპრ 2009, 19:41

ეჰ, რაც მე აფთიაქს ვაშარჟებდი და გოგამ ყველაზე მეტი ფულის დადება შენ გამოგივიდაო :lol: :lol: :lol:

ჰოდა სჯობია თავიდანვე მივემხრო ამ იდეას, ეგება და იაფად გამოვიდე :oops:

GAMARJOBA SAKARTVELO
რამდენი სჭირდება რაციებს თანხა? (სადღაც კი გექნებათ დაწერილი, მარა ნუ მაძებნინებ თუ კაცი ხარ :) )
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
"კარავის" რაციები

Post by guruli » 21 აპრ 2009, 20:21

Jnosy wrote:იმედია ნუნისისთვის იქნება :)
იქ ყველაზე მეტად გჭირდებათ რაციები - საშური ნივთია. :D :D
ხუმრობა იქით იყოს და სირცხვილით ვაღიარებ, რომ ეს თემა მიმავიწყდა კიდეც... :oops: :oops: შემოწირულობაც ამიტომ დამიგვიანდა.

User avatar
Jnosy
იეტი
Posts: 1716
Joined: 31 მარ 2005, 11:53
Location: თბილისი
Contact:
"კარავის" რაციები

Post by Jnosy » 22 აპრ 2009, 11:18

მე მზად ვარ გავიღო 5 ლარი (და თუ საქმეს დასჭირდა მეტიც)
უბრალოდ სად და როგორ ეგ უკვე არ ვიცი :)
იმეტყველე გამართული ქართულით!!!

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
"კარავის" რაციები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 22 აპრ 2009, 11:31

Archil wrote: GAMARJOBA SAKARTVELO
რამდენი სჭირდება რაციებს თანხა? (სადღაც კი გექნებათ დაწერილი, მარა ნუ მაძებნინებ თუ კაცი ხარ :) )
ნეოზას ვარიანტი ყველაზე კგ აღმოჩნდა.
6 ცალს თუ ვიყიდით, 300 დოლარამდე დაგვიჯდება

guruli
Jnosy
შაბათს ბაგინეთში, "კარავის" დაბადების დღეზე
მომაწოდეთ რაციების შემოწირულობა.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Jnosy
იეტი
Posts: 1716
Joined: 31 მარ 2005, 11:53
Location: თბილისი
Contact:
"კარავის" რაციები

Post by Jnosy » 22 აპრ 2009, 11:38

300$ არის 510 ლარი (ამ დროისთვის)
ჩვენ მხოლოდ მეხუთედი გვაქვს (უხეშად) ასე, რომ გავაქტიურდეთ და სხვა განყოფილბებშიც შევეხმიანოთ ხალხს

კარგი იქნება თუ ზაფხულამდე გამოვა ეს მაბავი...

ამისთვის საჭიროა ყველამ გაიგოს ეაციების დადებითი თვისებები, თუ რაში შეიძლება ამ რაციების გამოყენება, როგორ აადვილებს კოორდინაციას, რა სირთულეები შეიძლება აგვაცილოს თავიდან და ა.შ.

საჭიროა ასევე ფოტოებიც
იმეტყველე გამართული ქართულით!!!

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
"კარავის" რაციები

Post by Archil » 22 აპრ 2009, 22:21

Jnosy

და მაგ რაციებით რომ ვერ დავიკარგოთ დედაბერაზე, მერე რას უშვებით ამდენი ხნის ტრადიციას? :roll:
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
"კარავის" რაციები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 23 აპრ 2009, 14:21

Jnosy
კგ სიტყვა თქვი.
აბა, მოდი, შევუძახოთ.
დაიწყე მოწოდება, აგყვები
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Jnosy
იეტი
Posts: 1716
Joined: 31 მარ 2005, 11:53
Location: თბილისი
Contact:
"კარავის" რაციები

Post by Jnosy » 23 აპრ 2009, 15:19

Archil wrote:Jnosy

და მაგ რაციებით რომ ვერ დავიკარგოთ დედაბერაზე, მერე რას უშვებით ამდენი ხნის ტრადიციას? :roll:
ისე, მაგ ტრადიციის დარღვევა არ იქნება აი?!

გოგა, კიბატონო
შემიძლია ვთხოვო ლელას და საწყის გვერდზე გამოვატანინო ამ ტოპიკის სათაური (ბმულით)

ასევე კარგი იქნება, თუ შენ იმ კონკრეტული მოდელის ფოტოებს დადებ, რომლის შეძენასაც ჩვენ ვგეგმავთ
:)

არჩილი ალბათ მოგვეხმარება რაციების ქონის უპირატესობების ლამაზად ჩამოყალიბებაში, მისი დადებითი თვისებების უკეთ წარმოჩინებაში.
მთავარია ხალხს თუ მოუნდეს შეძენა
და ეს ჩვენ უნდა დავანახოთ მათ ლამაზად...
იმეტყველე გამართული ქართულით!!!

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
"კარავის" რაციები

Post by Archil » 23 აპრ 2009, 20:21

Jnosy

ეგ კაი რამე თქვი :)

ჰოდა ერთი რეალური რეკლამაც

ლამა როდესაც ჩვენთან იქნება ლაშქრობაში, აბა რა მოგვივა? რა და გზა დაგვეკარგება (რა თქმა უნდა ლამა ამაში დამნაშავე სულაც არ იქნება, უბრალოდ ეგრე ხდება :) )

ჰოდა წინ წასულები რაციით გადასცემენ უკან მომავლებს რომ არ წამოხვიდეთო, არასწორი გზით მოვდივართო, და ასე ხომ ხვდებით რამდენს არ გაივლით ზედმეტად? არ ღირს მაგისთვის ფულის გადახდა? ნამდვილად ღირს :)

ჰოდა კიდო.. ვინმე არ ჩანს, ამ დროს კი წინ მიმავლებმა არ იციან ამის შესახებ და უფრო წინ მიიწევენ, მაშინ როდესაც უკან მომავლები დაკარგულის ძებნაში არიან. მანძილი ერთმანეთს შორის იზრდება, ლაშქარი ორად იყოფა, ერთმანეთის დაკარგვის შანსი იზრდება. ამ დროს კი რაციით შეგიძლია გადასცე ინფორმაცია და ის დაკარგული სულაც წინ წასულებს შორის აღმოჩნდეს.

კიდევ ერთი შემთხვევა...

გზა გასაკვლევია, ერთი-ორი ადამიანი მიდის წინ, რომ მონახოს გზა. დანარჩენები ელოდებიან. თუ გზა მონახულია, ჩვეულებრივ შემთხვევაში დასაზვერად წასულებს უკან დაბრუნება უწევთ, რომ შეატყობინონ დანარჩენებს გზის შესახებ, რაშიც ისედაც დაღლილებს ენერგია ზედმეტად ეხარჯებათ. როდესაც რაციის ქონის შემთხვევაში ერთი დაკავშირება და ეგაა. მადლიან გზამკვლევარებს შეუძლიათ დაისვენონ დანარჩენების მოსვლამდე.
ანდა იგივე სიტუაცია, ოღონდ ძირითადმა ჯგუფმა მონახა გზა. ამ დროს კი დასაზვერად წასულები კვლავ ძიებაში ხარჯავენ ენერგიას.

ორი სხვადასხვა დროს გასული ჯგუფი ცდილობს მონახოს ერთმანეთი. დათქმული აქვთ ლაჟვარდოვანი ღრუბლის ქვეშ, მწვანე მინდორზე შეხვედრა. ჰოდა მოვიდა შეხვედრის დრო და რაღაც ვერ ხედავენ ერთნამეთს. ჰოდა ამ დროს ერთი ჯგუფიდან იღებს ვინცხა რაციას და ეკითხება მეორე ჯგუფის კიდევ უფრო გამოცდილ ვინცხას "ე გოგო, რა ფერის ღრუბელიაო, რა თქვა გოგამ? " ჰოდა ასე მონახავენ ერთმანეთს :)

კიდევ ბატონო...

ჩადიხარ ხევსურეთში, რთავ რაციას და კითხულობ " პაატა სად ხარ? ჰოდა ისიც პასუხობს - ინტერნეტშიო " ასე ვპოულობთ პაატას ხევსურეთში :) ცუდია თუ?

კიდევ ერთი შემთხვევა. ზანავიდან ნუნისისაკენ მიმავალ მე-4, გოდერძის ბილიკზე ჩამკეტად მყოფი ჯნოსი რაციით უკავშირდება წინ მიმავალ ა12-ს ტექსტით "ე ბიჯო, მგონი სწორედ მივდივართ, არ ვიკარგებით და თუ კაცი ხარ გაუშვი წინ მაჟორიტარი, თორემ დეერხა ტრადიციას" :lol: :lol: :lol: :lol: :lol:

რომ ვიძახით ტრადიციას შენარჩუნება უნდაო, არ უნდა გადაიხადო ამაში ფული? არ უნდა გქონდეს რაცია?


ჩემს ნაწერს რომ გადავხედე, იმისთანა რეკლამა გამომივიდა, ლამისაა ორი ლარი მე დავამატო კიდევ :oops:
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
"კარავის" რაციები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 24 აპრ 2009, 00:18

Archil
ვაჰ, რა კგდ აღწერ.
გააგრძელე, თუ შეიძლება.
მართლა მომინდა რაციების ყიდვა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
"კარავის" რაციები

Post by paata_ » 24 აპრ 2009, 08:39

Archil

მგონი მეც მომანდომე ფულის დადება რაციებისთვის :D

არადა რაც მაქვს იმათ რა ვუყო არ ვიცი

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
"კარავის" რაციები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 26 აპრ 2009, 03:56

"კარავის" დაბადების დღის აღნიშვნისას, რაციებისთვის კიდევ 20ლარი შეგროვდა.
შემოწირულობა თებროს, ჩემს +ს ალეკოს და მთაშენკას გაიღეს. 6 ლარიც რესტორანში მორჩა.
რაციებისთვის ახლა უკვე 150 ლარია შეგროვებული
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
"კარავის" რაციები

Post by Nika » 26 აპრ 2009, 11:46

მგონი დროზე მოგისწარით. ანუ რაციები ჯერ არ გიყიდიათ. გეგას მიერ მოცემული ვარიანტი მიმაჩნია ოპტიმალურად. ამაზონზეცაა ეგეთები.

CB რაციები ლაშქრობაში არ გამოდგება. ძაან დიდი ანტენა უნდა რომ წესიერად იჭერდეს. მანქანებში ვფიქრობთ ჩვენ მაგეების დამონტაჟებას.

PMR სტანდარტიც არ ვარგა. ახლა ეგეთები გვაქ ჩვენ. 0.5 ვატიანებია. 8 არხიანი. 5 კილომეტრამდე უწერია რეკლამაში მარა რეალურად მანქანებით სიარულისას ხშირად 500 მეტრშიც იკარგებოდა.

ამიტომაც გეგას მიერ მოწოდებული ვარიანტი 5 ვატიანი რაციებია ოპტიმალური. FRS/GMRS სტანდარტისაა. 30 კმ. ანუ მთებში 5 კმ-ს მაინც გაქაჩავს.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
"კარავის" რაციები

Post by Archil » 26 აპრ 2009, 13:29

ნიკაზე უკეთესად მგონი ვერავინ დაგვაკვალიანებს ამ საქმეში
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Jnosy
იეტი
Posts: 1716
Joined: 31 მარ 2005, 11:53
Location: თბილისი
Contact:
"კარავის" რაციები

Post by Jnosy » 27 აპრ 2009, 10:15

Nika
ფასი რა აქვს ნიკა?
იმეტყველე გამართული ქართულით!!!

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]