საქართველოს ალტერნატიული გეოგრაფია

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

User avatar
arcivi9
იეტი
Posts: 1737
Joined: 13 ნოე 2006, 12:29
Contact:
საქართველოს ალტერნატიული გეოგრაფია

Post by arcivi9 » 16 ოქტ 2011, 16:46

შეხედეთ საქართველოს რუკას! აქ თქვენ ნახავთ მთებსაც და დაბლობებსაც, ტყეებსაც და ველებსაც, ტენიან სუბტროპიკებსაც და უდაბნოებსაც! ბევრგან როდი ნახავთ ასეთ მრავალფეროვნებას ასეთ პატარა ქვეყანაში!
მაგრამ რა კარგი იქნებოდა რომ შეგვეძლოს ზოგიერთი რამის ჩვენი გემოვნებით გადაკეთება, მე მაგალითად რომ შემეძლოს ავდგებოდი და იალბუზის მთას მისი ახლანდელი ადგილმდებარეობიდან გადმოვიტანდი დვალეთის ტერიტორიაზე, ზუსტად იქ სადაც „კასრისკარი“ მდებარეობა-ეს იყო საქართველოს საზღვარი შუა საუკუნეებში.
თქვენ იკითხავთ-რისთვის? იმის გამო რომ შიდა ქართლის კავკასიონი შედარებით დაბალია და არც კასრისკარია (მდინარე არდონის ხეობაა მანდ) გაუვალი, მტერი სწორედ აქედან (თუმცა ხანდახან დარიალიდანაც) მოდიოდა საქართველოში ჩრდილოეთიდან. სწორედ ამ მიზეზის გამოა რომ დვალეთში და შიდა ქართლში ოსური მოსახლეობაა და რომ საქართველოს მთიანეთის სხვა ნაწილები ქართული დარჩა (სხვაგან კავკასიონი უფრო მაღალი და შესაბამისად-გაუვალიც).
ჰოდა რა მოხდებოდა რომ იალბუზი რაჭის და ხევის კავკასიონის შემაერთებელ ხაზზე იყოს? საქართველოს რუკას როცა ვუყურებდი ხშირად მიფიქრია ამაზე :) ასე რომ იყოს ოსებთან საერთოდ არ გვექნებოდა პრობლემა, იალბუზი უფრო ახლოს იქნებოდა თბილისთან და მასზე ასვლა უფრო იოლი იქნებოდა, ხოლო სვანეთს ამით არაფერი დააკლდებოდა რადგან ეს მთა მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის ცოტა იქით (ზედ ქედზე მაინც იყოს).
აი, სად მინდა და სად ჯობია რომ იალბუზი ყოფილიყო:
Image

შემდეგი იდეა:
ბამბაკის ქედი, რომელიც ახლა სომხეთშია და რომელიც საერთოდ საქართველო-სომხეთის საზღვარს წარმოადგენდა ცოტა დაბალია აშკარად. ამის გამო(ც) არის რომ მტერი ამ გზითა(ც) შემოდიოდა საქართველოში და რომ მერე იგი სომხებით იქნა დასახლებული. აშკარად არ ვიტყოდი უარს რომ ეს ქედი და აგრეთვე ჯავახეთის ქედი (რომელიც ჯავახეთს და ქვემო ქართლს ჰყოფს) 1 კილომეტრით მაღალი იყოს, მაღალი მთა-მაღალი და ლამაზი მწვერვალებია :) და მეტი ჰიდრორესურსიც.
ზოგადად კი მე კავკასიონის სიმაღლეც არ მაკმაყოფილებს, 5642 მეტრი-ეს არც ისე ბევრია კაცმა რომ თქვას. რათქმაუნდა ახლა რვაათასიანებს ვერ მოვითხოვთ შავ და კასპიის ზღვებს შორის, მაგრამ ასე 6500-მეტრიანი მწვერვალები აშკარად არ გვაწყენდა :) არაერთხელ წარმომიდგენია რომ მე ვითომ 6-7 კმ სიმაღლის მწვერვალს ვიპყრობდი სამხრეთ საქართველოში და მის ფერდობებზე ჩამომჯდარი სახეს ვუშვერდი სამხრეთული მზის მწველ სხივებს :wink:

ან ჩანჩქერები? რა კარგი იქნებოდა რომ მსოფლიოს უდიდესი ჩანჩქრები-ანხელი (მდებარეობს ვენესუელაში და მისი სიმაღლეა 979 მეტრი) მდებარეობდეს საქართველოში, მაგალითად ცივის მთაზე (საამისოდ მისი სიმაღლის რომელიც ამჟამად 1991 მეტრს შეადგენს აწევა მოგვიხდებოდა 1-2 კილომეტრით), მისი გუგუნი ისმოდეს რამდენიმე კილომეტრზე მაინც, მისი დანახვისას ადამიანი მოკრძალებულად ჩუმდებოდეს და მას შეჰყურებდეს აღტაცებით......ხოლო კარაველები კი ყოველთვის იოლად შევძლებდით მის მონახულებას, იქნებ რომელიმე თავზეხელაღებულს ამ ვეება კლდეზე, ანუ ჩანჩქერის გვერდით აცოცება მოეწადინებინა კიდეც :)

ან კანიონები? რატომ უნდა მდებარეობდეს მსოფლიოში უღრმესი და უდიდესი კანიონი არიზონაში (აშშ) და არა საქართველოში? წარმოიდგინეთ რომ სადმე ვაშლოვანის ნაკრძალში არის ასე 20-30 კილომეტრი სიგრძის და 2 კმ სიღრმის ვიწრო და გაუვალი კანიონი......მის ფსკერზე სიარულისას თქვენ მზეს კი არა ცასაც კი ვერ ნახავთ იმდენად ვიწროა იგი.........თავი წარმოგიდგენიათ სხვა, ზღაპრულ სამყაროში, მიაბიჯებთ კლდოვან ზედაპირზე სადაც სამარისებული სიჩუმეა, სადაც გარე უდაბნოს ხვატი და პაპანაქება ვერ აღწევს თქვენამდე და სადაც ისეთი შთაბეჭდილება იქმნება თითქოს დედამიწას თქვენი ჩაყლაპვა უნდაო..........

ან კუნძულები? რატომ უნდა იყოს მაგალითად ეგეოსის ზღვა ასე მოფენილი პატარ-პატარა კუნძულებით და შავ ზღვაში კი ისინი (ყოველ შემთხვევაში საქართველოს ნაპირთან) თითქმის არ უნდა იყოს? დაე იყონ ისინი სრულიად დაუსახლებელნი და მდიდარნი ხშირი მცენარებით და ცხოველებით, მაშინ ხომ ჩვენ, კარაველები რობინზონიადასაც მოვაწყობდით, ხის მორებისგან ტივს ავაგებდით და უკანა გზაზე მისით დავბრუნდებოდით, ან ჩავძვრებოდით ამ კუნძულზე არსებულ მღვიმეებში და გამოქვაბულებში.........ხოლო ღამე კოცონს ავანთებდით ზღვის პირას და ტალღების ხმაურში ტკბილ ძილს მივცემდით თავს :)

თქვენც დაამატეთ თქვენი გეოგრაფიული ოცნებები 8)
მხოლოდ რუსების გვამების მთებზე გადავლით მოიპოვებს კაცობრიობა თავისუფლებას

User avatar
datoforesti
მაწანწალა
Posts: 459
Joined: 05 სექ 2011, 22:24
Location: Tbilisi
Contact:
საქართველოს ალტერნატიული გეოგრაფია

Post by datoforesti » 16 ოქტ 2011, 17:17

შენ რა სარისკო ოცენებები გაწუხებს:D ისედაც სეისმურად აქტიურ წერტილში ვართ და მთის გადაადგილების ოცნება გვაწყობს ეხლა ჩვეენ?:P

ხო ანხელი აქაც და ვიკიშიც აშკარად არასწორედ წერია..1000-ზე მეტი მახსოვს მე..
ხელოვნება ტანჯვაა, რომელიც მთელი ცხოვრება მოგყვება და გღრღნის
Inside I'm Forrest gump
http://datoforest.blogspot.com/

User avatar
arcivi9
იეტი
Posts: 1737
Joined: 13 ნოე 2006, 12:29
Contact:
საქართველოს ალტერნატიული გეოგრაფია

Post by arcivi9 » 17 ოქტ 2011, 14:23

datoforesti
შენ რა სარისკო ოცენებები გაწუხებს ისედაც სეისმურად აქტიურ წერტილში ვართ და მთის გადაადგილების ოცნება გვაწყობს ეხლა ჩვეენ?
უხმაუროდ და ფრთხილად უნდა გადავიტანოთ 8)
ხო ანხელი აქაც და ვიკიშიც აშკარად არასწორედ წერია..1000-ზე მეტი მახსოვს მე..
მეც ასე მახსოვდა სკოლიდან
მხოლოდ რუსების გვამების მთებზე გადავლით მოიპოვებს კაცობრიობა თავისუფლებას

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
საქართველოს ალტერნატიული გეოგრაფია

Post by Naia » 17 ოქტ 2011, 16:41

კავკასიონის ადგილას კასპიის ზღვას გადავჭიმავდი, რომელიც აფხაზეთთან სრუტის მეშვეობით შავ ზღვას შეუერთდებოდა. ოღონდ იმ პირობით რომ სრუტის კონტროლი და კასპის ზღვის ნავთობის მოპოვების უფლება საქართველოს ექნებოდა. სულ სხვა ქვეყანა ვიქნებოდით... (წავედი ოცნებებში :) )

User avatar
arcivi9
იეტი
Posts: 1737
Joined: 13 ნოე 2006, 12:29
Contact:
საქართველოს ალტერნატიული გეოგრაფია

Post by arcivi9 » 17 ოქტ 2011, 18:31

Naia
წავედი ოცნებებში
განავითარე, საინტერესოა 8)
მხოლოდ რუსების გვამების მთებზე გადავლით მოიპოვებს კაცობრიობა თავისუფლებას

User avatar
burdiani
მაწანწალა
Posts: 769
Joined: 29 ივნ 2009, 14:46
Location: სულ გზაში
საქართველოს ალტერნატიული გეოგრაფია

Post by burdiani » 17 ოქტ 2011, 19:51

ცივზე ჩანჩქერის გუგუნირა გვაკლია რა საგარეჯოელებს, მაშინ ტელავის მხარეს იგუგუნოს :დ
საქართველოსთვის!

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
საქართველოს ალტერნატიული გეოგრაფია

Post by CheLo » 17 ოქტ 2011, 20:15

ივანიშვილს ჩამოვასახლებდი ნუცუბიძის პლატოზე რომ გაზის წყლის და დენის ფული ეხადა.. : )) კიდე კორპუსზე სახურავი გაეკეთებინა და ახალი გაზქურა და მაცივარი ეჩუქნა :) :) :) :) :)

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
საქართველოს ალტერნატიული გეოგრაფია

Post by Naia » 17 ოქტ 2011, 21:02

arcivi9 wrote:Naia
წავედი ოცნებებში
განავითარე, საინტერესოა 8)
მეტი რაღა განვავითარო :) სიმდიდრე და უსაფრთხოება გარანტირებული გვექნებოდა :) დანარჩენი თქვენი ფანტაზიებისთვის მომინდია :)

User avatar
arcivi9
იეტი
Posts: 1737
Joined: 13 ნოე 2006, 12:29
Contact:
საქართველოს ალტერნატიული გეოგრაფია

Post by arcivi9 » 17 ოქტ 2011, 22:22

burdiani
ცივზე ჩანჩქერის გუგუნირა გვაკლია რა საგარეჯოელებს, მაშინ ტელავის მხარეს იგუგუნოს
თელაველებს ვკითხოთ და თუ თანახმანი არიან ეგრე იყოს :lol:

CheLo
ივანიშვილს ჩამოვასახლებდი ნუცუბიძის პლატოზე რომ გაზის წყლის და დენის ფული ეხადა.. : )) კიდე კორპუსზე სახურავი გაეკეთებინა და ახალი გაზქურა და მაცივარი ეჩუქნა
პოლიტიკას ნუ გავრევთ კარავზე თუ შეიძლება :wink:

Naia
დანარჩენი თქვენი ფანტაზიებისთვის მომინდია
შევუდგებით საქმეს :)
მხოლოდ რუსების გვამების მთებზე გადავლით მოიპოვებს კაცობრიობა თავისუფლებას

User avatar
nagli33
მაწანწალა
Posts: 585
Joined: 25 მაი 2010, 21:21
საქართველოს ალტერნატიული გეოგრაფია

Post by nagli33 » 17 ოქტ 2011, 22:59

arcivi9 wrote:
თქვენც დაამატეთ თქვენი გეოგრაფიული ოცნებები 8)
ბევერლი-ჰილზი რომ იყოს ვაზის უბნის პლატოზე, და ჯენიფერ ლოპესის სახლის გვერდით ვცხოვრობდე 16 სართულიან კორპუსში, და ფანნჯრები ჰკონდეს ჯეილოს აუზისკენ...
Image

User avatar
meleksa
იეტი
Posts: 2161
Joined: 14 ივლ 2009, 21:16
Location: წინაპართა ნაკვალევი..
საქართველოს ალტერნატიული გეოგრაფია

Post by meleksa » 17 ოქტ 2011, 23:43

ფორუმ.გე ზე ერთი თემაა "ქართველები რომ 50 მილიონი ვიყოთ" იხილეთ თემა :):)
Image

User avatar
nagli33
მაწანწალა
Posts: 585
Joined: 25 მაი 2010, 21:21
საქართველოს ალტერნატიული გეოგრაფია

Post by nagli33 » 18 ოქტ 2011, 00:00

meleksa wrote:ფორუმ.გე ზე ერთი თემაა "ქართველები რომ 50 მილიონი ვიყოთ" იხილეთ თემა :):)
რა აზრი აქვს მელექს. 50დან 45 მილიონი ჩვენი ძმები იქნებოდნენ სომხეთიდან და ჩვენ ისევ 5 მილიონი ვიქნებოდით :D
Image

User avatar
meleksa
იეტი
Posts: 2161
Joined: 14 ივლ 2009, 21:16
Location: წინაპართა ნაკვალევი..
საქართველოს ალტერნატიული გეოგრაფია

Post by meleksa » 18 ოქტ 2011, 09:43

nagli33

ნახე ის თემა არ ინანებ :)
Image


User avatar
arcivi9
იეტი
Posts: 1737
Joined: 13 ნოე 2006, 12:29
Contact:
საქართველოს ალტერნატიული გეოგრაფია

Post by arcivi9 » 18 ოქტ 2011, 16:29

nagli33 wrote:
arcivi9 wrote:
თქვენც დაამატეთ თქვენი გეოგრაფიული ოცნებები 8)
ბევერლი-ჰილზი რომ იყოს ვაზის უბნის პლატოზე, და ჯენიფერ ლოპესის სახლის გვერდით ვცხოვრობდე 16 სართულიან კორპუსში, და ფანნჯრები ჰკონდეს ჯეილოს აუზისკენ...
დიდი არაფერია ეს ჯენიფერა Image
Image
მხოლოდ რუსების გვამების მთებზე გადავლით მოიპოვებს კაცობრიობა თავისუფლებას

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]