გუდარეხი - ციხექალაქი, სამონასტრო კომპლექსი.

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
გუდარეხი - ციხექალაქი, სამონასტრო კომპლექსი.

Post by Makena » 29 ნოე 2009, 12:14

გუდარეხის ნაქალაქარი მოვინახულეთ, მშვენიერი ლაშქრობა გამოგვივიდა, ამინდი შესანიშნავი, მზიანი, ჰაერში ერთდროულად იგრძნობოდა სუსხი და ჩახჩახა მზისგან გამოტყორცნილი სითბო.

ნაქალაქარი ნამდვილად გაგაოცებთ თავისი მდებარეობით, სილამაზით, მონუმენტურობით, გალავნითა და ულამაზესი სამრეკლოთი.... მთელი კომპლექსი მშვენიერ ტყეშია ჩაფლული, იქვეა პატარა მდინარე, წყარო, მოკლედ იდეალური ადგილია კარვებით დასაბანაკებლად, გარშემო სიმშვიდე და მყუდროება სუფევს.
იმთავითვე უნდა აღინიშნოს რომ ნაქალაქარი ძალზედ ძლიერი გალავნით ყოფილა დაცული, როგორც ჩანს აქ ციხექალაქი იდგა თავის დროზე.

ჩვენ ჯერ სოფელ გუდარეხში მივედით, ალგეთის წყალსაცავს რომ გასცდებით გზას გააგრძელებთ, ეხლა ამ გზას არემონტებენ და მალე ხელისგულივით გზა იქნება, მარცხნივ გადასახვევს ხვდებით და იქ უნდა ჩაუხვიოთ, გრუნტის გზას გაყვებით, გზად შეგხვდებათ ძველი, მოზრდილი, კომუნისტური პერიოდის პირმშო შენობა და მასზე მოზაიკური ნამუშევარი (ვის მოუვიდა თავში ამ ტყეში მოზაიკის გაკეთება :roll: ), ამ შენობას ჩაუვლით და მარჯვნივ აუხვევთ, გზას გააგრძელებთ და სოფელ გუდარეხს მიადგებით, გზიდან ალგეთის წყალსაცავი ჩანს. უკან იგივე გზით დავბრუნდით თუმცა არმოსული მოზაიკიან შენობამდე მარჯვნივ დაგავუხვიეთ, გზა გავაგრძელეთ ტყესა და მინდვრებში, შემდეგ კვლვ იყრება გზები, ისევ მარჯვნივ უნდა გადაუხვიოთ და ეს გზა პირდაპირ თეთრიწყაროში გაგიყვანთ.

სოფელ გუდარეხში ვნახეთ კოშკი რომელიც საკმაოდ მყარად დგას, თუმცა სახურავი ჩაქცეულია და აღდგენას საჭიროებს, იქვე კოშკიდანვე გავაგრძელეთ გზა ნაქალაქარისკენ რომელიც ტყეში გადის, გზა თითქმის მშრალი იყო და სირთულეების გარეშე ვიარეთ, წვიმაში რთული სავალი იქნება, თუმცა ექსტრიმის მოყვარულთათვის უფრო საინტერესო იქნება, ეგ კიარა შეიძლება წვიმიან ან თოვლიან ამინდში სპეციალურადაც კი წამოვიდეს კაცი :wink:
ერთდერთი რაზეც გული დაგვწყდა იყო ფოთლებგაცვენილი ტყე, შემოდგომის ტყის სიჭრელე და სილამაზე ვერ ვიხილეთ, ცოტა დაგვაგვიანდა :wink: თუმცა ვფიქრობ ზამთარში თოვლში ჩაფლული გუდარეხი ძალზედ ლამაზი სანახავი ინება, შეიძლება ერთი ჯიპტური ზამთარშიც მოვაწყოთ 8)

3 ეკიპაჟი გავემართეთ:
მაკენას ეკიპაჟი(ნისან პეტფაინდერი):
ტომა
ქებურიუსი
კოლხი გოგო
მელექსა

ნაიას ეკიპაჟი(პაჯერო იო):
გამარჯობა საქართველო
მთაშენკა
თუთა
ვანდერერი

აცას ეკიპაჟი(ჰონდა ცრვ):
სასკვა
დონ
დონის+
Last edited by Makena on 29 ნოე 2009, 13:31, edited 7 times in total.

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
გუდარეხი - ციხექალაქი, სამონასტრო კომპლექსი.

Post by Makena » 29 ნოე 2009, 12:20

სოფელ გუდარეხისკენ მიმავალი გზიდან აი ასეთი ხედი იშლება
Image


User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
გუდარეხი - ციხექალაქი, სამონასტრო კომპლექსი.

Post by Makena » 29 ნოე 2009, 12:22

შესვენება და მორიგი ფოტოსესია :)
Image



User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
გუდარეხი - ციხექალაქი, სამონასტრო კომპლექსი.

Post by Makena » 29 ნოე 2009, 12:24

გზა გავაგრძელეთ ნაქალაქარისაკენ
Image




User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
გუდარეხი - ციხექალაქი, სამონასტრო კომპლექსი.

Post by Makena » 29 ნოე 2009, 12:29

აი ასეთი ლამაზი ტყე გავიარეთ
Image





ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]