კარავი
ფორუმი მათთვის ვისაც ერთხელ მაინც ეძინა კარავში
 
 გალერეაგალერეა FAQFAQ   ძიებაძიება   წევრთა სიაწევრთა სია   ჯგუფებიჯგუფები   რეგისტრაციარეგისტრაცია   პროფილიპროფილი   LoginLogin 

Login to check your private messagesLogin to check your private messages   

ოქროს კვეთა - ანუ "ოქროები" ვართ ქართველები...

 
ახალი თემის შექმნა   პასუხი თემაზე    კარავი -> ზოგადი საუბრები
წინა თემის ნახვა :: შემდეგი თემის ნახვა  
ავტორი შეტყობინება
Tamari-ch.
იეტი
Joined: 23 აპრ 2008
წერილი: 10710
ადგილმდ.: Tbilisi
წერილიგამოგზავნილია: შაბ აპრ 25, 2009 9:39 pm    წერილის სათაური: ოქროს კვეთა - ანუ "ოქრ პასუხი ციტირებით

Very Happy

ოქროს კვეთა (ოქროს პროპორცია, ოქროს შუალედი) — ჰარმონიული გაყოფა მთელისა ისეთ ორ არატოლ ნაწილად, როდესაც მცირე ნაწილი ისე შეეფარდება დიდს, როგორც დიდი მთელს და პირიქით, მთელი ისე შეეფარდება დიდს, როგორც დიდი მცირეს.



მონაკვეთი ოქროს კვეთით. მთელი სიგრძე a + b ისე შეფარდება დიდ a-ს, როგორც a მცირე b-ს.
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა
Tamari-ch.
იეტი
Joined: 23 აპრ 2008
წერილი: 10710
ადგილმდ.: Tbilisi
წერილიგამოგზავნილია: შაბ აპრ 25, 2009 9:44 pm    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

ოქროს კვეთა "ვეფხისტყაოსანში"

მზეთან დოლიძე —




"საბჭოთა ხელოვნების" 1972 წლის მეორე ნომერში გამოქვეყნებული გიორგი წერეთლის გამოკვლევა - "მეტრი და რიტმი ვეფხისტყაოსანში" ასაბუთებდა, რომ "ვეფხისტყაოსანი" სიმეტრიისა და ოქროს კვეთაზეა აგებული.

ამბობენ, რომ Cწერტილი AB მონაკვეთის ოქროს კვეთას ახდენს, თუ AC:AB=BC:AC.

ამრიგად, ოქროს კვეთა არის მთელის ისეთი გაყოფა ორ, ერთმანეთის არატოლ ნაწილად, როდესაც დიდი ნაწილი ისე შეეფარდება მთელს, როგორც მცირე ნაწილი - დიდს. გეომეტრიაში ოქროს კვეთას საშუალო და კიდურა შეფარდებით გაყოფასაც უწოდებენ.

თუ AB მონაკვეთის სიგრძეს a -თი აღვნიშნავთ, Aჩ მონაკვეთისას კი x:a= (a-x)Mad.




როგორც ვხედავთ, ოქროს კვეთისას დიდი მონაკვეთის სიგრძე მთელი მონაკვეთისა და მცირე მონაკვეთის სიგრძეთა გეომეტრიული ანუ პროპორციული საშუალოა.

ოქროს კვეთის ნაწილები მიახლოებით მთელის 0.618-სა და 0.372 -ის ტოლია.

პირველი ლიტერატურული წყარო, სადაც მონაკვეთის ოქროს კვეთის პროპორციით გაყოფა გვხვდება, ევკლიდეს საწყისებია. ოქროს კვეთა ცნობილი იყო პითაგორასა და მისი მოწაფეებისათვის. XV საუკუნის ბოლოს დაიწერა წიგნი ოქროს კვეთის შესახებ. მის ავტორს - მათემატიკოსს ლუკა პარაცოლის მოჰყავს ოქროს კვეთის 13 თვისება. წიგნის გამფორმებელი ლეონარდო და ვინჩი იყო. თვით ტერმინი "ოქროს კვეთა" მის მიერაა შემოღებული.

ოქროს კვეთას იყენებდნენ ხუროთმოძღვრებასა და ხელოვნებაში. ჩვენი სახელოვანი მხატვარი სერგო ქობულაძე ამტკიცებდა რომ მცხეთის ჯვრის ტაძარი ოქროს კვეთის პროპორციის მიხედვითაა აგებული. ცნობილია, რომ გამოჩენილმა უნგრელმა კომპოზიტორმა ბელა ბარტოკმა ბევრი თავისი მუსიკალური ნაწარნოები ოქროს კვეთაზე დააფუძნა. აკადემიკოსი გიორგი წერეთელი აღნიშნავს, რომ "პოეზიაში რუსთაველი პირველია მსოფლიოში და შეიძლება ერთადერთი, რომლემაც ოქროს კევთაზე ააგო ესოდენ დიდი მოცულობის პოეტური ნაწარმოები. მისი პოემის 1587 სტროფიდან ოქროს კვეთაზეა აგებული..."

"ვეფხისტყაოსანში" სულ 1587 სტროფია. თითოეულ სტროფში - ოთხი სტრიქონი, ანუ ტაეპი. ტაეპი იყოფა ორ მუხლად - თითოეულში 8 მარცვალია. მუხლების საზღვარი სიტყვათგასაყარია - არ არის შემთხვევა, როცა სიტყვის ერთი ნაწილი ერთ მუხლშია მოთავსებული, ნაწილი - მეორეში. მუხლი ორ ტერფად იყოფა. ტერფების დანაწილება ორგვარია:

ა) სიმეტრიული, როცა მუხლსი ორი თანაბარი ზომის ტერფია ოთხ-ოთხი მარცვლით თითოეულში.


ბ) ასიმეტრიული, როცა მუხლი ორ სხვადასხვა ზომის, კენტმარცვლიანი ტერფისგან შედგება.


ტერფები მონაცვლეობენ მხოლოდ სტროფების მიხედვით და ქმნიან მაღალ ან დაბალ შაირს (ა-მაღალს, ბ- დაბალს).

მაღალი შაირის შემთხვევაში მუხლში ორი თანაბარი ზომის ტერფია და თითოეულში ოთხი მარცვალია. ეს სიმბოლურად შეიძლება ასე ჩავწეროთ: (4,4//4,4). მაგალითად:

"სამსა ძებნე/წელიწადსა// იგი შენი/ საძებარი;

ჰპოვო, მოდი/ გამარჯვებით// მხიარულად/ მოუბნარი;

ვერა ჰპოვო,/ დავიჯერებ// იყო თურმე/ უჩინარი;

კოკობი და/ უფურჭვნელი// ვარდი დაგხვდე/დაუმჭნარი".

სამმარცვლიანი და ხუთმარცვლიანი ტერფებისას გვაქვს ორი შემთხვევა - ეკვივალენტური დაინვერსიული სიმეტრიისა.

ეკვივალენტური სიმეტრიი დროს მეორე მუხლის ტერფებად დაყოფა ისეთივეა, როგორც პირველში: (5,3//5,3), ან (3,5//3,5).ინვერსიული სიმეტრიისას მეორე მუხლის ტერფები პირველის ტერფების სარკული ანარეკლია: (5,3//3,5) ან (3,5//5,3).

რუსთაველმა ჩვენ მოგვცა სრულყოფილი სიმეტრია, მსგავსად იმისა, როგორც ტიციანმა,რაფაელმა და ლეონარდო და ვინჩიმ მხატვრობასა და საერთოდ ხელოვნებაში, ახლა როდესაც ეს სრულყოფილება გამოვლენილია, ქართველი პოეტის ადგილი მსოფლიო პოეზიის ისტორიაში სრულებით განსაკუთრებულად გვესახება.
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა
Tamari-ch.
იეტი
Joined: 23 აპრ 2008
წერილი: 10710
ადგილმდ.: Tbilisi
წერილიგამოგზავნილია: შაბ აპრ 25, 2009 9:47 pm    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

მოაზროვნე ადამიანის თვალი სამყაროს, გარშემო მყოფ ნივთებს, ცოცხალ არსებებს, გამოარჩევს ფერით, ფორმით. ესა თუ ის ფორმა, რომელიც შექმნილია ოქროს კვეთის და სიმეტრიის ჩანაცვლების საფუძველზე გამოირჩევა ჰარმონიით და სილამაზით.
ოქროს კვეთა კი სამყაროს ჰარმონიის პროპორციაა, საერთოდ, ბუნების მოწყობისა და განვითარების ზოგად კანონზომიერებათა ფორმულაა. კაცობრიობისთვის იგი ცნობილია უძველესი დროიდან. უდიდესი მეცნიერი პითაგორა ოქროს კვეთის გამოვლინებებს, ცნებებს მოიპოვებდა ძველი ეგვიპტელებისა და ბაბილონელების ნამოქმედარ – ნააზრევში, ევკლიდე იყენებდა მას თავისი სახელგანთქმული გეომეტრიის შექმნის დროს. თვალნათლივ ჩანს ოქროს კვეთა ფიდიასის უკვდავ სკულპტურებში, დიდი ბერძენი ფილოსოფოსი პლატონი გვაუწყებდა, რომ სამყარო მოწყობილია ოქროს კვეთის პროპორციით. არისტოტელემ კი ოქროს კვეთის ფარდობა ეთიკურ კანონებთან იპოვა.
`ოქროს კვეთის~ უფლისმიერ, უმაღლეს ჰარმონიაზე ქადაგებდნენ შუა საუკუნეებისა და შემდგომი დროის ევროპული რენესანსის უდიდესი წარმომადგენლები – ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო, დიურერი...
საყოველთაოდ ცნობილი მეცნიერები პაჩოლიდან დაწყებული, აინშტაინით დამთავრებული იძიებდნენ `ოქროს კვეთის~ ზუსტ მათემატიკურ რიცხვით მნიშვნელობას.
ოქროს კვეთის ასეთ პროპორციას გვთავაზობს გეომეტრია ფორმულით -
a : b = b : c , მაშინ, როდესაც c = a + b .
როდესაც c = 100, მაშინ a = 38,2...... b = 61,8......

ცოცხალი ბუნება გამოირჩევა სიმეტრიის და ოქროს კვეთის პროპორციათა განსაკუთრებული სიუხვით. ის თვალნათლივ შესამჩნევია და იკითხება მცენარის – ხის, ყვავილის, ფოთლის ფორმაში, ლოკოკინას სპირალში, ადამიანის სხეულში, სახისა და კიდურების პროპორციებში და სხვა მრავალში .




ოქროს კვეთის პროპორციები ზღვის ლოკოკინაში
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა
Tamari-ch.
იეტი
Joined: 23 აპრ 2008
წერილი: 10710
ადგილმდ.: Tbilisi
წერილიგამოგზავნილია: შაბ აპრ 25, 2009 9:48 pm    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით


ოქროს კვეთის პროპორციები ვარკაჭაჭას ზრდის ზომებში



ოქროს კვეთის პროპორციები ხვლიკის ზომებში


ოქროს კვეთის პროპორციები კვერცხში


თოვლის ფიფქშიც კი...
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა
Tamari-ch.
იეტი
Joined: 23 აპრ 2008
წერილი: 10710
ადგილმდ.: Tbilisi
წერილიგამოგზავნილია: შაბ აპრ 25, 2009 9:50 pm    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

და ადამიანში



ოქროს კვეთის პროპორცია უხვად გვხვდება არა მარტო ცოცხალ ბუნებაში, არამედ იგი მაცოცხლებელი წყაროსთვალია ზოგადად, როგორც საკაცობრიო, ისე ქართული მხატვრული სააზროვნო სისტემისა – ხელოვნებისა, ლიტერატურისა და არქიტექტურისა, მუსიკისა და მხატვრობისა...

ქართველი ერის პოეტური ბიბლიის შოთა რუსთაველის `ვეფხისტყაოსანის~ ნახევარზე მეტი სტრიქონებისა, ასიმეტრიულად ახლოსაა ოქროს კვეთასთან. დანარჩენი, თითქმის ნახევარი კი სიმეტრიულ ნახევარსტრიქონებადაა წარმოდგენილი, რაც განაპირობებს პოემის განსაკუთრებულ `კეთილად სასმენელ~ ჰარმონიულობასა და მელოდიურობას.
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა
Tamusia
იეტი
Joined: 21 აპრ 2007
წერილი: 2192
წერილიგამოგზავნილია: შაბ აპრ 25, 2009 10:03 pm    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

გასაგებია Smile

და თავიდან ვინ აღმოაჩინა ცნობილია?

_________________
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა Send email
Tamari-ch.
იეტი
Joined: 23 აპრ 2008
წერილი: 10710
ადგილმდ.: Tbilisi
წერილიგამოგზავნილია: შაბ აპრ 25, 2009 10:05 pm    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

Tamusia
ეს ტერმინი
"ოქროს კვეთა" შემოიღო ლეონდარდო და ვინჩიმ -
მაგრამ ძალიააან დიიიდი ეჭვი მაქვს,
რომ ოქროს კვეთაზე ცოდნა ჰქონდათ ჩვენს წინაპრებს დიდ ხნით ადრე ლეონარდომდე.
Wink
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა
Tamari-ch.
იეტი
Joined: 23 აპრ 2008
წერილი: 10710
ადგილმდ.: Tbilisi
წერილიგამოგზავნილია: შაბ აპრ 25, 2009 10:07 pm    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

ო ქ რ ო ს კ ვ ე თ ა
სერგო ქობულაძე სიცოცხლის ბოლო წლბში, შემოქმედებით და პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად, წმინდა კვლევით მუშაობასაც ეწოდა. მან გამოიკვლია ანტიკური და ქართული არქიტექტურული ძეგლების კომპოზიციური აგების პრინციპები. ამ კანონზომიერებათა დადგენა წარმოებს მხატვრისათვის დამახასიათებელი გატაცებითა და თავდავიწყებით მხატვრის ღრმად წამდა რომ ძველი ქართული ხუროთმოძღვრება შემოქმედებით აღმაფრენასთან ერთად, ემორჩილებოდა მკაცრ რიცხობრივ კანონებს. წლების განმავლობაში ეძებდა იგი ამ კანონზომიერების ამოსახსნელ განტოლებას. მცხეთის ჯვრის ტაძრია არქიტექტურის შესწავლისას მხატვარმა მიაკვლია მარადიული პროპორციების და ფარგლისა და „ოქროს მკვეთ“ და ფარგლისა და გრაფიკული ანალიის საშუალებით ამოხსნა საიდუმლო. ხელოვნების მიერ (ბოლოს) დამსახურებულად მიღებულ სახელმწიფო პრემიებს შემოქმედის ცხოვრების გაიოლება არ გამოუწვევია. პირიქით, მიუხედავად იმისა, რომ ყველასათვის ცხადი იყო აღნიშნული ნაშპომის უნიკალურობა, წლების განმავლობაში. საბჭოთა სახელმწიფომ ვერ გამონახა სახსრები მის გამოსაცადად.

წიგნი გამოიცა 1994-95 წლებში „ოქროს კვეთა“ სერგო ქობულაძე (მხატვრის სპონსორობით, ვლადიმერ კანდელაკის ფონდიდან გამოყოფილი თანხით) გამოკვლევებში ძველი კლასიკური ძეგლების ანალიზის საფუძველზე განხილულია ნახატში, სკულპტურისა და არქიტექტურაში კომპოზიციის აგების შეგნებულად გათვალისწინებული სისტემის როლი და მნიშვნელობა.
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა
Tamari-ch.
იეტი
Joined: 23 აპრ 2008
წერილი: 10710
ადგილმდ.: Tbilisi
წერილიგამოგზავნილია: შაბ აპრ 25, 2009 10:14 pm    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

http://www.sergo-qobuladze.narod.ru/oqroskveTa_gag.htm

ცნობილია, რომ წინარე ელინისტური საბერძნეთის ხელოვნებაში „გეომეტრიული სიმეტრიაა“ გაბატონებული (იგი– კვლავ აღორძინდა ადრეული საუკუნეების ქრისტიანულ ხელოვნებაში).



„არითეტიკული სიმეტრია“ (დაცემის ერთი უმთავრესი ნიშანი) ელინიზმის პერიოდში ჩამოყალიბდა და ბერძნულ–რომაულ ხელოვნებაში გავრცელდა, ხოლო შემდეგ ახლად აღორძინდა და განვითარდა რენესანსის ეპოქაში.

იმპროვიზაციის ტენდენცია, მისთვის დამახასიათებელი გაუთვალისწინებლობის, შემთხვევითობის ელემენტებითურთ, ბაროკოს ხელოვნებაში იჩენს თავს.

შემდგომ, მაგალითად, კლასიციზმის დროს, კომპოზიციაში იმპროვიზაციის გაბატონებას რამდენადმე შეენაცვლა თავისუფალი ინტერპრეტაციის მოდული სისტემის გამოყეება. სადავო არაა, რომ შემოქმედებითი ინტუიციია შედეგად შეიძლება მივიღოთ მეტ–ნაკლებად ჰარმონიული კომპოზიცია. ამის დასტურია ახალი დროის შედევრები, რომელთა შექმნისათვის არავითარი კომპოზიციური სისტემისათვის არ მიუმართავთ.

არსებითად ყოველი კომპოზიცია თანაზომადობისა და რიტმის პრინციპს ემორჩილება. მაგრამ ინტუიციის შესაძლებლობანი, ე.ი. „თვალით“ კომპოზიციის აგების შესაძლებლობა ფრიად შეზღუდულია; ხოლო გაცნობიერებული აგება, რომელიც „სიმეტრიის“ კანონებს ემორჩილება, ინტუიციას უქმნის უმდიდრეს სამოქმედო არეს, რადგანაც ეს სისტემა მოჩვენებით ესთეთიკრ ნორმებს კი არ ემყარება, არამედ მას საფუძვლად უდევს ზუსტი მეცნიერების ობიექტურად შეცნობადი კანონები.



უნდა ვივარაუდოთ, რომ ძველ დროში ზუსტ მეცნიერებათა ყველა სფერო ხელოვნებასთან იყო დაკავშირებული. საქართველოში ყვლაზე მახლობელი კულტურის მქონე ქვეყანაში – კლასიკურ საბერძნეთში განხორციელდა ხელოვნებისა და მეცნიერების ჭეშმარიტი სინთეზი.

ნ. ბრუნოვი წიგნში „ანტიკური და შუა საუკუნის პროპორციები“ (მოსკოვი, 1935, გვ.17) აღნიშნავს, რომ, მესელის მიხედვითს, პროპორციის პრობლემა ესთეთიკურ პრობლემად მხოლოდ შემდეგ გადაიქცა, საბოლოოდ მხოლოდ რენესანსის ეპოქაში, და ეს მაშინ, როცა ძველ დროში, პროპორციის პრობლემა უმთავრესად იყო, ერთი მხრივ, ტექნიკური პრობლემა, ხოლო მეორე მხრივ, რელიგიურ-მაგიური პრობლემა, რამდენადაც არქაულ ეპოქებში არქიტექტურა რელიგიურ მიზნებს ემსახურებოდა და ქურუმთა კონტროლს ექვემდებარებოდა. ამ გარემოებამ, შესაძლოა, მნიშვნელოვანი დამხმარე როლი შეასრულოს აწ დაკარგული ძველი მეთოდების ამოხსნაში.
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა
Tamari-ch.
იეტი
Joined: 23 აპრ 2008
წერილი: 10710
ადგილმდ.: Tbilisi
წერილიგამოგზავნილია: შაბ აპრ 25, 2009 10:34 pm    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

ოქროს კვეთის ისტორია უძველესია -
და ათასწლეულების სიღრმეში მიდის -

ოქროს კვეთის პროპორციებს იცნობდა პითაგორი -
მან შექმნა ე.წ. პენტოგრამა -

რომელსაც ეწოდება დღეს პითაგორას პენტაკლი-
სადაც სწორედ ეს პროპრციებია დაცული..



Пифагор утверждал, что пентаграмма, или, как он её называл, гигиея (ύγιεια) (в честь греческой богини здоровья Гигиеи) представляет собой математическое совершенство, так как скрывает в себе золотое сечение (φ = (1+√5)/2 = 1.618…). Если разделить длину любого цветного сегмента пентакла на длину самого длинного из оставшихся меньших сегментов, то будет получено золотое сечение (φ).
http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%9F%D0%B8%D1%84%D0%B0%D0%B3%D0%BE%D1%80%D0%B5%D0%B9%D1%81%D0%BA%D0%B8%D0%B9_%D0%BF%D0%B5%D0%BD%D1%82%D0%B0%D0%BA%D0%BB



ისე კი ცნობილია , რომ პითაგორმა შექმნა თავისი უძლიერესი სკოლა
მხოლოდ იმის მერე რაც დიდი ხანი იმოგზაურა ეგვიპეში და ბაბილონში და იქ ეზიარა უძველეს ცოდნას...
ანუ ოქროს კვეთას იცნობდნენ ეგვიპტელები და ბაბილონელი ქურუმები
ცნობილია, რომ ოქროს კვეთსი პროპორციები იპოვეს ხეოფსის პირამიდაში და ტუტანქამონის განძეულში (ნივთებში, ბარელიეფებში, სხვადასხავ გამსახულებებზე აკლდამაშI)
პითაგორას სკოლა იყო უძლიერესი ძველ საბერძნეთში
და იმის მერე რაც არისტოტელეს სკოლამ ეს მიმდინარეობა
ფაქტიურად "ჩაძირა"
აი იმის მერე დაიწყო ღრმა კრიზისი ბერძნულ მეცნიერებაში...
თუმცა კი ეს ცალკე თემაა.
Wink


История "золотого сечения" уходит вглубь тысячелетий. Многие ученые приписывают открытие этой пропорции Пифагору. Но не следует забывать, что большинство своих открытий, в частности знаменитую "Теорему Пифагора", ученый позаимствовал в египетской и вавилонской культурах. Если верить сохранившимся источникам, Пифагор провел в Египте 22 года, а в Вавилоне - 12 лет. Считается, что знание о "золотом сечении" он позаимствовал у древних вавилонян. Неизвестно, употреблял ли Пифагор сам термин "золотое сечение". Часто введение термина "золотое сечение" приписывается Леонардо да Винчи. Но это не так. По мнению белорусского философа Эдуарда Сороко, автора книги "Структурная гармония систем" (1984) и признанного авторитета в области "золотого сечения", термин "золотое сечение" идет от Клавдия Птолемея - александрийского астронома, математика и географа. Он дал это название числу 0,618, убедившись в том, что рост человека правильного телосложения естественно делиться именно в таком отношении.
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა
Tamari-ch.
იეტი
Joined: 23 აპრ 2008
წერილი: 10710
ადგილმდ.: Tbilisi
წერილიგამოგზავნილია: შაბ აპრ 25, 2009 10:36 pm    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით




მონა ლიზა შექმნილია ოქროს კვეთის პროპორციების დაცვით...

იცოდა ლეონარდომ ..
Wink
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა
lama
იეტი
Joined: 03 მაისი 2004
წერილი: 12570
ადგილმდ.: ისნის კარავი
წერილიგამოგზავნილია: შაბ აპრ 25, 2009 11:14 pm    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

Tamari-ch.
საინტერესო თემაა Wink

_________________
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა Send email მომხმარებლის ვებ-გვერდის ნახვა MSN Messenger
Display posts from previous:   
ახალი თემის შექმნა   პასუხი თემაზე    კარავი -> ზოგადი საუბრები All times are GMT + 4 Hours
გვერდი ნომერი 1(სულ - 1)

 
აირჩიე:  
ამ განყოფილებაში თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
ამ განყოფილებაში თქვენ არ შეგიძლიათ, თემებზე პასუხის გაცემა
ამ განყოფილებაში თქვენ არ შეგიძლიათ საკუთარი წერილების რედაქტირება
ამ განყოფილებაში თქვენ არ შეგიძლიათ საკუთარი წერილების წაშლა
ამ განყოფილებაში თქვენ არ შეგიძლიათ ხმის მიცემა კენჭისყრისას
You cannot attach files in this forum
You can download files in this forum


Powered by phpBB © 2001, 2002 phpBB Group

Igloo Theme Release v0.9 Created By: Igloo Inc. and PROX Designs in association with Kazer0 Designs.