გუდარეხი 2009ის ქალთა დღეს, ექსპედიცია - ყოჩივარდები

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
გუდარეხი 2009ის ქალთა დღეს, ექსპედიცია - ყოჩივარდები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 09 მარ 2009, 02:09

1. რეგიონი:
თეთრი წყაროს რაიონი, ქვემო ქართლი

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-აბრამეთი-მადანი-გუდარეხი-მადანი-აბრამეთი-თბილისი

3. ხანგრძლივობა:
1 სრული დღე

4. სირთულე:
ზომიერად რთული

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
10 ლ მგზავრზე, მინიბუსის ქირა - 110 ლ

6. მონაწილეთა რაოდენობა
30

7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი
GAMARJOBA SAKARTVELO

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
მადანი, ქსოვრეთი, თეთრი წყარო

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
ცალი მხარე 68 კმ, სულ 136 კმ (მინიბუსით მადნამდე მივედით)

10. ფეხით გავლილი მანძილი:
16კმ

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
სოფელ გუდარეხის ციხე-კოშკი,
აგრეთვე, ტყეში მდებარე ციხე,
ქაქუცა ჩოლოყაშვილის სამალავი
სოფლიდან 3,5 კმში მდებარე სამონასტრო კომპლექსი და ტყე

12. საბანაკე ადგილები:
იქვე, მონასტრის გალავანს გარეთ

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
სოფელ გუდარეხში, აგრეთვე, იქვე, მონასტრის გალავანს გარეთ წყარო და ჩამომდინარე ხევის წყალი

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
მოხერხებული სალაშქრო ფეხსაცმელი.
აგრეთვე, გუდარეხში მოხვედრა შესაძლებელია როგორც აბრამეთიდან, ასევე, შედარებით მკ გზით თეთრი წყაროდან.

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
წლის ნებისმიერ დროს.
თუმცა, ფოთლოვანი ტყის გამო, განსაკუთრებით ლამაზი გვიან გაზაფხულსა და შუა შემოდგომას არის.

16. რისკები, საფრთხეები:
ზამთარში მტაცებელი ნადირი, განსაკუთრებით, მგელი

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების
შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს

ბირთვისები,
ფარცხისის ციხე,
აბელიანი, ჩხიკვთა,
პირღებული,
ასურეთის ძეგლები
(სხვაც ბევრი რამ)

18. პირობები სხვა და სხვა აქტივობისთვის
ნებადართული ნადირობა, თევზაობა სოფელ მადანთან ჩამომავალ ალგეთზე,
ჯიპ-ტური მადანი-მონასტრის გზაზე

19. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
სოფელ გუდარეხამდე კავშირი კგია, სოფლიდან მონასტრამდე ტყეში, მონასტრის ეზოში სერიოზული ხარვეზებია.
უკეთესი პირობები აქვს "ჯეოსელს".

20. სასარგებლო საკონტაქტო ინფო
კარაველი გიო ჰორუსი

21. რუქა, ჯი-პი-ეს-მონაცემები
PINKYს მიერ დადებული რუკა
Image

22. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით
9

23. სასარგებლო ბმულები
თემა ლაშქრობის დაგეგმვის შესახებ:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=3067&start=0

სხვა კარავული ლაშქრობები გუდარეხში:
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=856
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=173
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=395
Last edited by GAMARJOBA SAKARTVELO on 11 მარ 2009, 01:44, edited 1 time in total.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
გუდარეხი 2009ის ქალთა დღეს, ექსპედიცია - ყოჩივარდები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 09 მარ 2009, 02:21

მოლაშქთა სია გადმოვიტანე "სამომავლო გეგმებიდან"
(სია მცირეოდენით შევასწორე)

1. GAMARJOBA SAKARTVELO
2. burdula
3. Jimmy
4. z g a r b i
5. tiskrine
6. tiskrine+
8. Int3lig3nt
7. ln_ln
9. Lola
10. ლოლას ელენე
11. ლოლას მარიამი
12. Jimmy +
13. Sarajistka
14. მონადირე
15. del
16. okulone
17. ბურდულა +
18. BUSUSA
19. BUSUSA +
20. პატრიკა
21. პატრიკას +
22. თეოტირე
23. Gio-horus
24. მარიტა
25. მარიტას +
26. მოდერი ილია
27. აფციაურის ქალაი ფანდურით
28. ქალაის +
29. ქალაის +
30. Vanski


მგონი, სია არ შემშლია.
30 წავედით.
გურულმა გაგვაცილა.
პრინციპში, ამინდით უკმაყოფილონი არ ვართ.
მართლაც, ჟუჟუნა დეიდას საყვარელი წვიმა შუა დღით წამოვიდა.
მონასტერთან კი მზე გამოვიდა.
ინტერნეტპროგნოზებს ბოლო დროს დიდად არ დაეჯერებათ.[/b]
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
გუდარეხი 2009ის ქალთა დღეს, ექსპედიცია - ყოჩივარდები

Post by tamuna_gudarexi » 09 მარ 2009, 10:40

სულმოუთქმელად ველი ფოტოებს და ამბებს!!! ოოოჰ, რა კარგ დროს გაატარებდით!
GAMARJOBA SAKARTVELO
11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
სოფელ გუდარეხის ციხე კოშკი
სოფლიდან 3,5 კმში მდებარე სამონასტრო კომპლექსი და ტყე
ამათ კიდევ გუდარეხის ციხე უნდა დაუმატოთ. არ გინახავთ? :roll: ტყეშია, ნაკადულს რომ გადახვალთ, ზემოთ უნდა იაროთ, არც ისე ბევრი და იქ წამოიმართება ციხე...
თუ არ გინახავთ, მიზეზიც არის, კიდევ უნდა წავიდეთ! :wink:
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
გუდარეხი 2009ის ქალთა დღეს, ექსპედიცია - ყოჩივარდები

Post by Naia » 09 მარ 2009, 10:57

მეც მოუთმენლად ველი ფოტოებსა და შთაბეჭდილებებს

ძალიან მინდოდა გუდარეხის მონახულება. მაგრამ 16 კმ-ის გავლა ამ ეტაპზე ნამდვილად გამიჭირდებოდა და თქვენც გაგაწვალებდით

ცოტა რომ შემწვანდება გარემო, აუცილებლად მოვაწყოთ კიდევ ერთი გასვლა გუდარეხში :)



User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
გუდარეხი 2009ის ქალთა დღეს, ექსპედიცია - ყოჩივარდები

Post by Naia » 09 მარ 2009, 11:47

Jimmy
რა ლამაზი ყოჩივარდებია :)

QEBURIUS
მასონი
Posts: 1064
Joined: 03 დეკ 2008, 16:38
Location: Planet Earth
გუდარეხი 2009ის ქალთა დღეს, ექსპედიცია - ყოჩივარდები

Post by QEBURIUS » 09 მარ 2009, 11:51

Naia wrote:Jimmy
რა ლამაზი ყოჩივარდებია :)

ყოჩივარდები კი არა და შენ როგორ არ მოხვდი ამ გაუგებრობაში? ამხელა გზაზე ბავშის მარტო გაშვება შეიძლებოდა? :twisted: :twisted: :twisted: :twisted: რა ვიცი, რა ვიცი.................
მადლობა ღმერთს, რომ ღმეთი არ არსებობს


User avatar
Jimmy
მაწანწალა
Posts: 462
Joined: 07 თებ 2009, 09:52
Location: tbilisi
Contact:
გუდარეხი 2009ის ქალთა დღეს, ექსპედიცია - ყოჩივარდები

Post by Jimmy » 09 მარ 2009, 11:58

Naia wrote:Jimmy
რა ლამაზი ყოჩივარდებია :)
ძნ ბევრი იყო, ხალიჩებივით იყო მოფენილი :)




User avatar
burdula
იეტი
Posts: 1674
Joined: 11 სექ 2008, 12:10
Location: city of blinding lights
გუდარეხი 2009ის ქალთა დღეს, ექსპედიცია - ყოჩივარდები

Post by burdula » 09 მარ 2009, 13:04

Jimmy
გაიხარე,კაი სურათებია... ისადა სხვები სად არიან თავისი ფოტოებით? :P
ისეკი მართლაც მშვენიერი ლაშქრობა გამოგვივიდა და დიდი მადლობა ყველას ამისათვის :wink:
bag,music and a long road...

User avatar
bususa
ბოდიალა
Posts: 148
Joined: 24 ივლ 2008, 14:52
Location: Tbilisi...
გუდარეხი 2009ის ქალთა დღეს, ექსპედიცია - ყოჩივარდები

Post by bususa » 09 მარ 2009, 13:13

მოგესალმებით ყველას კიდევ ერთხელ ... აწ უკვე გადარჩენილი და მოსულიერებული ... :lol: ...

მართლაც რომ ულამაზესი და დაუვიწყარი დღე იყო ,,... ამისათვის კი უდიდესი მადლობა თითოეულ თქვენგანს ...

ჰო, ახლა რაც შეეხება უშუალოდ გუდარეხს, რამოდენიმე კითხვა გამიჩნდა, დარწმუნებული ვარ კარავზე აუცილებლად მოიძებნება ჩემი კითხვის მოპასუხენი, ამიტომაც მოუთმენლად ველი მათ პასუხებს.... :wink:

ჩემი დიდი ყურადღება მიიქცია ერთმა საოცარმა ფრესკამ, კერძოდ ჩემი მცირეოდენი ლოგიკით, წმინდა გიორგია გამოსახული თეთრ ცხენზე, ხოლო გვერდით (დაზიანებულია ძალიან, მაგრამ მაინც შეიმჩნევა) კი თითქმის იდენტური ფრესკაა, მაგრამ ცხენის ფერი მუქია ... ქნებ ვიმემ მითხრათ რამე ამ ორი თითქმის იდენტური ფრესკის შესახებ??? :roll:

Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]