15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში
Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი
15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში
კეთილი მგზავრობა ხალხ, უძლიერესი შთაბეჭდილებებით

15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში
ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ. ზრაპარში მიდიხართ. თან დღეობებს ემთხვევა თქვენი ასვლა. გფარავდეთ მთა-ბარის სალოცავები.
15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში
წავიდნენ
მე და ადმინმა გავაცილეთ

ყოჩაღ თქვენ! მეც ვფიქრობდი გაცილებას მაგრამ გამთენიისას დავიძინე ლამის და თავი ვეღარ ავწიე დილითpaata_ wrote:წავიდნენ
მე და ადმინმა გავაცილეთ
ახლა ველაპარაკე მთაშენკას და გზაში ვართო. კოტეტბელის გაფრთხილება ღორის ხორცის შესახებ უმეტესობას ხუმრობა ეგონა და ახლა წამოღებულ ძეხვეულს ვასაღებთო
15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში
paata_
მეც მინდოდა გასაცილებლად მოსვლა, მაგრამ მიზეზთა გამო, ვერ მივიცალე.
Naia
არადა, კოტეტბელის მერე აღარ დავწერე ეგ.
კოტეტბელს ველაპარაკე რამდენიმე წუთის წინ და ალვანში შევდივართო.
ადმინი არ წასულა?წავიდნენ
მე და ადმინმა გავაცილეთ
მეც მინდოდა გასაცილებლად მოსვლა, მაგრამ მიზეზთა გამო, ვერ მივიცალე.
Naia
უპს!!!კოტეტბელის გაფრთხილება ღორის ხორცის შესახებ უმეტესობას ხუმრობა ეგონა და ახლა წამოღებულ ძეხვეულს ვასაღებთო
კოტეტბელს ველაპარაკე რამდენიმე წუთის წინ და ალვანში შევდივართო.
15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში
ომალოში არიან უკვე. იქაც უწვიმია. გზაზე ცოტა ნაშალები კი იყოო, მაგრამ არ შევუფერხებივართო. იმედოვნებენ, რომ ხვალ უკეთესი ამინდი იქნება. ღმერთმაც ჰქნას!
15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში
ამ წუტებში დოჭუში არიან. უამინდობის გამო ცოტა შეცვალეს გეგმები - ჯერ გომეწარში წავიდნენ. იქ დოჭუს გარდა, სხვა სოფლების ნახვას არ აპირებენ, ომალოში დაბრუნდებიან და თუ იდარა, დიკლო-შენაქოსკენ წავლენ.
15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში
გთავაზობთ მორიგ ჩართვას მთა-თუშეთიდან. ამჯერად შენაქოდან. ხაზზეა კარვის მარგალიტი:
- ეს-ესაა დიკლოდან დავბრუნდით შენაქოში და ახლა აქაურ ეკლესიაში შევდივართ. დიკლოში ძველი ნაციხარიც ვინახულეთ. აქ არ წვიმს, მაგრამ მოღრუბლულია. ისე ჩამობნელდა, ფოტოების გადაღებაც არ ღირს.
მარგალიტი მეტად აღარ მოგვიცდენია, რადგან კარაველები ის-ის იყო ეკლესიაში შედიოდნენ. ანუ ამ წუთას კარაველები ბერხვნეს ულამაზეს მინდორს თელავენ. გული დამწყდა, რომ კოტეტბელს დილის ჩართვაზე ვერ ვურჩიე, დიკლოდან შენაქოში ტყის გზით გადმოსულიყვნენ და არა სამანქანო გზით. ესაა ნიამორების გადასახედი ბილიკი, სადაც ორი წლის წინ ჩვენ გირას დაჟინებით გავედით. დიკლოს ძველი ნაციხარიდან იოლად მოხვდებოდნენ იქ და ულამაზეს ტყეშიც გაისეირნებდნენ, მაგრამ ეგენი დოჭუში დაკარგავდნენ დროს. მართლაც, მარგალიტმა გვითხრა, რომ იქ ლამის შუადღემდე იხეტიალეს - დოჭუ ისეთია, არც მიკვირს. ხეობის სიღრმეში, ვიწრო ქედზე გაშენებული ეს სოფელი ზევიდან ხეობაში ჩაფრენილ ფრაგაშლილ არწივს გაგონებს, ადგილზე კი სულ სხვა, არქაულ გარემოში ხვდები.
დაელოდეთ მორიგ ჩართვას თუშეთიდან, რომელიც ხვალ დილით იქნება.

სულმოუთქმელად ველი გულდათუშული კარველების ჩართვასguruli wrote:დაელოდეთ მორიგ ჩართვას თუშეთიდან, რომელიც ხვალ დილით იქნება.
15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში
NINUCA

ჩვენ აქ გვეთუშება გული უთუშეთობით, ისინი კი იქ ითუშებიან იქაურობით.სულმოუთქმელად ველი გულდათუშული კარველების ჩართვას
15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში
აბა, აბაა... სწორედ დღეს ავღნიშნავდი მეგობრებთან საუბრისას რომ არცერთ კარვულ გასვლაზე ასე არ დამწყვეტია გული, ამ გამოცდებს რა ვუთხარი თორემ ახლა თბილისში რა მინდაguruli wrote:NINUCAჩვენ აქ გვეთუშება გული უთუშეთობით, ისინი კი იქ ითუშებიან იქაურობით.სულმოუთქმელად ველი გულდათუშული კარველების ჩართვას
-
GAMARJOBA SAKARTVELO
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში
ყოჩაღ გურულო.
ველი მორიგ ჩართვებს
ველი მორიგ ჩართვებს
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში
NINUCA
GAMARJOBA SAKARTVELO
ტექნიკური ხარვეზების გამო დღევანდელი ჩართვა იგვიანებს - ხელოსანი მყავს სახლში და პარალელურ რეჟიმში კავკასუსის ბრიყვებს ვეჩხუბები.
ინტერნეტი ვერ მუშაობს გამართულად და მითხრეს, კაბელის პრობლემააო, მაგრამ ორსაბათამდე ვერ მოვლენ ტექნიკოსები, რადგან მანამდე სან ზონაში არ მუშაობს ჩვენი ბრიგადაო...
მე ვთქვი, ესე იგი, შეფერხება იმის მიხედვით უნდა მოხდეს, თქვენი ჯგუფები რომელ უბანში მუშაობენ-მეთქი... 
ეჰ, შენ ჩემი იკითხე.ჩემი სული და გული იქ არის ახლა
GAMARJOBA SAKARTVELO
როგორ მოხდა, თუშურად რომ არ მომიხსენიე?ყოჩაღ გურულო.
ველი მორიგ ჩართვებს
ტექნიკური ხარვეზების გამო დღევანდელი ჩართვა იგვიანებს - ხელოსანი მყავს სახლში და პარალელურ რეჟიმში კავკასუსის ბრიყვებს ვეჩხუბები.
15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში
საღამომშვიდობისა მეგობრებო
ვისარგებლე რა გურულის ტექნიკური პრობლემებით, ჩართვა თუშეთიდან...
სულ ახლახანს ვესაუბრე falcon-ს. ახლა ამ წუთებში სასტუმროში არიან, კარვები კი ეზოში ქონიათ გაშლილი. ძალიან კარგად გრძნობენ თავს. დღეს ცხენებით ვიარეთ ძალიან ბევრი და საშინლად ვართ დაღლილებიო, მაგრამ მაინც ძალიან კარგად ვართო. ამინდები რაც მთავარია პატივს გვცემსო და კარგი ფოტოები ჩვენზეაოოოო
. კიდევ ორეთის ტბა ვნახეთ დღეს და წარუშლელი შთაბეჭდილებების ქვეშ ვართო (აბა რა იქნება!). უგემრიელესი ხინკალიც გეახელითოოო
მოკლედ არ დაგვინდო აქაური გულდათუშულები და მთელი სიმძაფრით შეეცადა გადმოეცა იქაური შეგრძნებები
ვისარგებლე რა გურულის ტექნიკური პრობლემებით, ჩართვა თუშეთიდან...
სულ ახლახანს ვესაუბრე falcon-ს. ახლა ამ წუთებში სასტუმროში არიან, კარვები კი ეზოში ქონიათ გაშლილი. ძალიან კარგად გრძნობენ თავს. დღეს ცხენებით ვიარეთ ძალიან ბევრი და საშინლად ვართ დაღლილებიო, მაგრამ მაინც ძალიან კარგად ვართო. ამინდები რაც მთავარია პატივს გვცემსო და კარგი ფოტოები ჩვენზეაოოოო
15-18.07. ვისაც სიცხეში გული ეთუშება - ცხენჯიპტური თუშეთში
ნინი 85-ს რომ ვესაუბრე შუადღეს ცხენის ჭენების ხმა მესმოდა ისე გემრიელად მიაქროლებდა წაბლისფერ რაშს.