განვაგრძობ:
მოლაშქრეთა ნაწილმა შაბათსვე მოინახულა გოგირდის აუზები. არჩილი, ფაუნა, სოფო, ამირანი და მე კი კვირას დილით გავეშურეთ. გზად პატაპუტინა, მირანდა და ნიკუშა შემოგვხვდნენ, ციხეებზე იყვნენ და იქიდან ბრუნდებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ნამყოფი იყვნენ გოგირდებზე, მაინც წამოვიყვანეთ, სხვანაირად არ შეიძლებოდა, თურმე იმდენი რამ ჰქონდათ საკადრებელი
ეს ციხე-გოჯის გალავნში რომ შედიხარ, იქვეა:
ასეთი გაწუწულები დავდიოდით
ნიკუშა, არჩილი, მირანდა და პატაპუტინა ფანტასტიკურ გარემოში.
მე მალევე წამოვედი, სულ გალუმპული ვიყავი და მარტო გამოვუყევი გზას. არ მიკადრია ის, რაც მათ იკადრეს

გზად კი ასეთი რამ შემომხვდა

Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir