


Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia
ზურა ვინ გითხრა რო 5 დღე გეყოფა კი მარა? რუკა ხო გაქ კაცო სახლში აბა ნახე 5 დღეში როგორ შეილება ჩაატიო? მე რაც გამოვთავლე რუკით და მაშინდელი ჩვენი შეკრებით 1 კვირა მინიმუმია პლიუს მაგას კიდევ გზა თბილისი-მუხური და მუხური-თბილისი...Wanderer wrote:ბოლო ლაშქრობის დროს რაღაცეები გავარკვიეთ ტობავარჩხილის გარშემო:
- როგორც გამოირკვა მუხურიდან ტბებამდე ასვლა-ჩამოსვლისთვის 5 დღე სავსებით გვეყოფა. ვინაიდან მუხურამდეც უნდა მივიდეთ 1 დღე მივუმატოთ. ბელა საერთოდ იძახის, რომ 1 დღეში ადიან ტბებამდეო.შეიძლება მართლა ადიან, მაგრამ სავარაუდოდ მძიმე ზურგჩანთების გარეშე...
- წარმოიშვა აზრი, რომ წავიდეთ 2 სხვადასხვა დროს: ერთი ჯგუფი ავა მხოლოდ ტბებამდე და ჩამოვა. მეორე - გააგრძელებს გზას ლენტეხისაკენ.
- სამწუხაროდ სულ ახლახანს გაირკვა, რომ მე 26-ში აუცილებლად უნდა ვიყო თბილისში.ასე რომ თუ 23-25-ში წახვალთ ჩემი ჯიპიესით გზას ვეღარ აგიბნევთ....
თუ ასე მოხდა შემიძლია გავაკეთო მეორე ჯგუფი, რომელიც წავა აგვისტოს დასაწყისში და ავა მხოლოდ ტბებამდე. ასე რომ ვისაც ჩემნაირად გცალიათ(27 ივლისის მერე) დაწერეთ.
სადამდეც არის იქამდეც რომ მიგვიყვანოს ეგეც კარგი იქნება. როგორც მახსოვს არც ისე პატარაა ეგ სამანქანო გზა. მე რომ ვიყავი მანდ კარგა ბლომად ვიარე ფეხით და მაგ სამანქანო გზის ბოლოდე ვერ მივედი...მერე უკვე მანქანის გზა აღარაა
უი ლუგელას ხო, მუხური მახსოვდა რატომღაცN67 wrote:მაგრამ გაცდები ლუგელას და ცოტა ხანში ისეთი ხდება, რომ თუნდაც ნივით ან ჯიპით ჰა, ჰა, 10 კმ-სთზე უფრო სწრაფად არ ივლის არავინ,
ეხლა დავხედე ისევ რუკას და რავიცი...Wanderer wrote:zura N.
მეზარება ხაზვა. ბელას დაელაპარაკე. იმან შთამაგონა...![]()
დახედე რუკას. დაახლოებით 24 კილომეტრი არის მუხურიდან ბოლო ტბამდე. ამ მანძილს თუ ჩვენ ნაწილობრივ მანქანით დავფარავთ 2 დღეში მგონი უნდა გავიაროთ. 2 დღე უკან(დაღმართია) და 1 დღე თბილისიდან მუხურში ჩასვლა ჩამოსვლა.
ისე მუხური არ ვიცი და ჩხოროწყუში რომ ჩავედი ადრე 4-5 საათზე მეტი არ დამჭირდა თბილისიდან...
რავიცი თუ ვცდები 1 დღე კიდევ მივუმატოთ, 6 დღე გავხადოთ და მგონი ჩავეტევით.