ვინ გამოიცნობს ეს რა ფრინველია?

მცენარეების და ცხოველების შესახებ

Moderators: Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ვინ გამოიცნობს ეს რა ფრინველია?

Post by ლეონტი » 11 თებ 2008, 19:33

ბუნებაში მრავალი ფრინველი გვხვდება.
მაგრამ სამწუხაროდ ქალაქში გაზრდილებს არ გვესმის ბუნების ენა, ვერ ვცნობთ მათ და არ ვიცით მათი სახელები.
აქ გთავაზობთ შემეცნებით-პოპულარულ თამაშს ფრინველთა ამოცნობაზე, და მათი თავისებურებების დახასიათებაზე.
ვისაც რაიმე ფოტო გადაგიღიათ ან იცნობთ რომელიმე ფრინველს, სხვასაც გააცანით.
24 საათში თუ ვერავინ ამოიცნობს, ავტორი თავად გაგვიმხელს ფრინველის სახელს და ზნეს.
პირველ ძალიან ადვილ გამოცანას გთავაზობთ.

ეს რა ფრინველია?

Image

Image

Image

Image

Image


Image

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ვინ გამოიცნობს ეს რა ფრინველია?

Post by ლეონტი » 11 თებ 2008, 19:34

გამოიცნო ქვევრმა:
qvevri wrote:როჭო :?:

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ვინ გამოიცნობს ეს რა ფრინველია?

Post by ლეონტი » 11 თებ 2008, 19:35

მართალია, ეს არის კავკასიური როჭო.
ლათ:Tetrao mlokosiewiczi.
ინგ:Caucasian Black Grouse.

წითელ წიგნშია და თუ შეგხვდათ., იცოდეთ რომ უიშვიათესი ფრინველი გინახავთ.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვინ გამოიცნობს ეს რა ფრინველია?

Post by qvevri » 11 თებ 2008, 19:36

ხოდა ეხლა ჩემი ჯერია, ოღონდ სურათები სამსახურში მაქვს და ხვალამდე რამენაირად მოვითმინოთ და...
თუმცა თუ ვინმეს დადება უნდა პაჟალუსტო. :wink:

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ვინ გამოიცნობს ეს რა ფრინველია?

Post by ლეონტი » 11 თებ 2008, 19:37

შემდეგ ქვევრMა დადო;
qvevri wrote:ვინაიდამ მე გამოვიცანი, თემის ავტორი არ მიწყენს თუ მეც დავდებ ერთ ფრინველს, რომელიც საქართველოშია გავრცელებული. მე პირადად მცხეთაშიც მინახია, არაგვზე გველებს იჭერს ხოლმე.
:?: :?: :?:
Image

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ვინ გამოიცნობს ეს რა ფრინველია?

Post by ლეონტი » 11 თებ 2008, 19:48

ამასაც ქვევრმა გასცა პასუხი:

qvevri wrote: მაშ ასე ეს არის გაგეცინებათ და ფასკუნჯი. ეს ფრინველი მცხეთასთან ახლოს, ერთ გამოქვაბულში ცხოვრობს, მე მინახია და ახლოსაც მივსულვარ.
მართლა იშვიათი და მისტიური ფრინველია, ტყვილად ხომ არ გამოსახავდნენ ტაძრის ბარელიეფებზე.

ფასკუნჯთან დაკავშირებული ადრეული მითოლოგიური მოტივები არ შემონახულა. უფრო გვიანდელ ტრადიციებში ფასკუნჯის სახემ ფრინველ სიმურგის შესახებ ირანული წარმოდგენების მნიშვნელოვანი გავლენა განიცადა. ფასკუნჯი უზარმაზარი ძალით და გაუმაძღრობით გამოირჩევა. მის ფრთებს მაგიური ძალა აქვთ. ფასკუნჯის ფრთის შეხება ჭრილობას კურნავს. ფრთის დაწვით მისი გამოძახება შეიძლება. ფასკუნჯი ქვედა სამყაროში ცხოვრობს და მისი შვილების გველეშაპისგან გადარჩენის სამაგიეროდ გმირი ზევით ამოჰყავს.

ფოლკლორში დემითოლოგიზებული ფასკუნჯი ადამიანურ არსებას ემსგავსება. არსებობს აგრეთვე წარმოდგენები ბოროტი ფასკუნჯების შესახებ, რომლებიც დევების მსგავსად მტრობენ ადამიანებს.


Image

ფასკუნჯი გახლავთ ლეშიჭამია მტაცებელი.


ლათ. Neophron percnopterus

ინგ: Vulture
Last edited by ლეონტი on 12 თებ 2008, 09:56, edited 1 time in total.

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ვინ გამოიცნობს ეს რა ფრინველია?

Post by ლეონტი » 11 თებ 2008, 20:28

სანამ ქვევრი დასვამს შეკითხვას მე გეკითხებით ეს რა ფრინველია?

Image



qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვინ გამოიცნობს ეს რა ფრინველია?

Post by qvevri » 11 თებ 2008, 20:48

კარგი მაშინ ერთ მინიშნებას გავაკეთებ, ამ ჩიტის სახელი ბე- ზე იწყება და ღურა- ზე მთავრდება :lol:

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ვინ გამოიცნობს ეს რა ფრინველია?

Post by Kakha » 11 თებ 2008, 21:26

ლეონტი

გვაშაყირებ? თუ ბეღურას ისეთი ნაირსახეობაა, რომ ცალკე სახელი აქვს ქართულადაც და ლათინურადაც?

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ვინ გამოიცნობს ეს რა ფრინველია?

Post by Kakha » 11 თებ 2008, 21:39

აბა ეს რა ფრინველია - საქართველოში გვხვდება, პოეტებიც მოიხსენიებენ ხოლმე
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვინ გამოიცნობს ეს რა ფრინველია?

Post by qvevri » 11 თებ 2008, 21:41

რაღაც წაიგნოლებს თუმცა უფრო კაკაბია

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ვინ გამოიცნობს ეს რა ფრინველია?

Post by Kakha » 11 თებ 2008, 21:45

qvevri

გნოლსაც და კაკაბსაც პოეტები მართლაც ხშირად მიმართავენ, მაგრამ ეს სხვა ფრინველია

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვინ გამოიცნობს ეს რა ფრინველია?

Post by qvevri » 11 თებ 2008, 21:46

დედალი ხოხობი :?:

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]