ბაკურიანი - ოლიმპიური სოფელი

ზამთრის სპორტი - თხილამურები, სნოუბორდი და სხვა

Moderators: Druides, Juni, Pirveli, Druides, Juni, Pirveli, Druides, Juni, Pirveli, Druides, Juni, Pirveli

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
ბაკურიანი - ოლიმპიური სოფელი

Post by Mrs. Robinson » 12 თებ 2007, 16:13

ბაკურიანელები ძალიან შეწუხებულები დაგვხვდნენ.
ასე გაუგიათ, რომ ოლიმპიური სოფლის გაშენებას ამჟამინდელი სოფელი ბაკურიანის არსებობა ხელს უშლის-თურმე!
ამიტომ ადგილობრივებს დღე-დღეზე სხვა სოფლებში გადასახლებას შესთავაზებენ, მათ სახლებს აიღებენ და დაიწყება გრანდიოზული მშენებლობა.
ასევე ამბობდნენ, რომ 25-იანების ფერდა უკვე გაიყიდა, ყაზახებმა შეიძინესო........

იქნებ ამ საკითხებში ვინმე ხართ გარკვეული, თორემ მე ძალიან უსიამოვნო განწყობით დავბრუნდი.
ჩაგვესვლება მერე კიდევ მანდ? თუ ყველაფერი უცხოელებზე იქნება გათვლილი და ჩვენ კი......... - არივედერჩი ბაკურიანი! :(

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ბაკურიანი - ოლიმპიური სოფელი

Post by Kakha » 12 თებ 2007, 16:38

რომელ ოლიმპიურ სოფლეზე ლაპარაკობ - ბაკურიანმა ვერ გაიმარჯვა და რასაც ეძხიან შორტ ლისტს იქაც კი ვერ მოხვდა.

გარდა ამისა კერძო საკუთრების ექსპროპირაციაზე და ისიც ისტორიულ ნაგებობებთან დაკავშირებით დიდი დავები იყო მაგრამ მანდაც კი არაფერია გარკვეული და მთავრობა საჯაროდ აცხადებს კერძო საკუთრებას არ შევეხებიო - ჰოდა ბაკურაინელებს რა ადარდებთ. რაღაცა ჭორებს აჰყებიან ხოლმე. სახლებს ვერავინ დაუნგრევს და ჩამოართვმებს. აი ფერიდი კი მართლაც შეიძლება რომელიმე ინვესტორმა აიღო და რაღაცას აკეთებს, მაგრამ ეს ისევ ბაუკირნელებისათვის უნდა იყოს კარგი.

Varvara
იეტი
Posts: 1279
Joined: 08 სექ 2006, 09:53
Location: თბილისი
ბაკურიანი - ოლიმპიური სოფელი

Post by Varvara » 12 თებ 2007, 16:46

არ შემეძლო აქ არ დამეწერა - სანამ ბაკურიანელები იმას არ ისწავლიან, რომ ჩამოსულ სტუმარს არაფერი არ უნდა მოპარონ, ჩვენი (და მაგათიც) საშველი არ იქნება.

შარშან იანვარში, მაშინ როდესაც ჯერ შორთ ლისტის ამბავიც არ იყო გარკვეული, ვამბობი (და პრინციპში ეხლაც ვამბობ) რომ ბაკურიანელები არ არიან ღირსები რომ ოლიმპიადა ჩატარდეს მეთქი.

ჩემი იქ ყოფნის დროს კაფეში შეტანილი ჩემი საკუთარი თხილამურები მომპარეს (საკმაოდ ძვირიანი მოდელი). პოლიციამ ხომ საერთოდ ვერ ივარგა.

ამის მერე ერთი რამის თქმა შეიძლება, რომ არაფერი არ გვეშველება. სანამ თითოეული სტუმარი პოტენციურ მოგების მომტან პირად არ იქნება აღქმული კონკრეტულ კურორტზე მცხოვრებლებისათვის, ასეთი რამეები ყოველთვის მოხდება.

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
ბაკურიანი - ოლიმპიური სოფელი

Post by Mrs. Robinson » 12 თებ 2007, 17:06

Kakha

ბაკურიანმა ამჯერად კი, ვერ გაიმარჯვა, მაგრამ ხელი საბოლოოდ მგონი არავის ჩაუქნევია. პირიქით, აქტიურად ფიქრობენ მომავალზე. ბაკურანი რაიმეს თუ არ დაამსგავსეს ვერასდროს ვერსად ვერ გაიმარჯვებს.
რაც შეეხება ყაზახი ინვერსტორების შემოსვლას, დამიჯერე ისე ავარდება ფასები, ძალიან ვეჭვობ ჩვენ იქ შეგვიშვას ვინმემ....
Kakha wrote: მთავრობა საჯაროდ აცხადებს კერძო საკუთრებას არ შევეხებიო - ჰოდა ბაკურაინელებს რა ადარდებთ. რაღაცა ჭორებს აჰყებიან ხოლმე. სახლებს ვერავინ დაუნგრევს და ჩამოართვმებს.
აი მაგაში კი მთლად დარწმუენებული არ ვარ. :wink:

Varvara
უჰ, თხილამურის მოპარვის ამბავი გულწრფელად მეწყინა....
მე მაგას ვერ გადავიტანდი.
ისე კი ბაკურიანი ისაა, რაც მთელი საქართველო. ყველგან ეგეთი სიტუაციაა არაა?! და მაგალითები იცოცხლე, რამდენიც გინდა და სადაც გინდა........

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ბაკურიანი - ოლიმპიური სოფელი

Post by lama » 13 თებ 2007, 15:14

Mrs. Robinson
არა არ იქნება არანაირი პრობლემა


პირიქით განვითარდება და უკეთესი სიტუაცია იქნება...

ასე ვთვლი მე ;)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ბაკურიანი - ოლიმპიური სოფელი

Post by ARCHILI » 26 ივნ 2007, 11:01

ლამას ამ რუბრიკაში გახსნილი ერთი თემა არ მოეწონა და ამიტომ ამ თემას მივცეთ გასაქანი, ჯობია.. ვიდრე "ის" თემა დაბოდიალებდეს უშნოდ..

მით უმეტეს, რომ მნიშვნელოვანი საკითხია....

და ზაფხული ამ საქმისათვის სამუშაო პერიოდია... რა შეიძლება გაკეთდეს?...
Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ბაკურიანი - ოლიმპიური სოფელი

Post by Archil » 05 ივლ 2007, 09:46

ბაკურიანელებო !!!
სასწრაფოდ დაუბრუნეთ ვარვარას თავისი თხილამურები !!!

Image Image Image
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ბაკურიანი - ოლიმპიური სოფელი

Post by lama » 01 აგვ 2007, 16:29

Archil
:D მაგარი მოწოდებაა :D:D:D:D
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

Ablabuda
Posts: 3
Joined: 01 სექ 2007, 19:53
ბაკურიანი - ოლიმპიური სოფელი

Post by Ablabuda » 09 სექ 2007, 16:25

ბაკურიანელებო !!!
სასწრაფოდ დაუბრუნეთ ვარვარას თავისი თხილამურები !!!

Image Image Image
გამარჯობა, კეთილო ხალხო!

ამ საიტზე დაახლოებით ერთი წლის წინ შემთხვევით შემოვბორიალდი. უნდა მოგახსენოთ, რომა იმთავითვე ძაან მომეწონა, მაგრამ დროის დეფიციტის გამო, ხშირად სტუმრობს ვერ ვახერხებ. დიდი სიამოვნებით ვათვალიერებ აქ გამქვეყნებულ თემებს და ძალიან მრცხვენია, რომ მონაწილეობას ვერ ვიღებ ამ სიმპათიურ ფორუმში. განსაკუთრებით მომწონს ფორუმის წევრთა ურთიერთობის კორექტული ატმოსფერო და მით უფრო დამაღონა :cry: Varvara-ს უაპელაციო განცხადებამ, რომ თხილამურები ბაკურიანელებმა მოპარეს! ბაკურიანელებს ქურდობის ნიჭი გენეტიკურად არ მოსდევთ და თუ ათასში ერთხელ, ვინმემ, რაღაცა მიზეზების გამო, მაინც დააპირა რამის მოპარვა–ჯერ ერთი კვირა იფიქრებს მოსალოდნელ შედეგებზე, მერე გეგმების დაწყობა შეიწირავს კიდევ ერთ კვირას, ამასობაში ყურადღების ობიექტს ვინმე გასტროლიორი მიოპარავს და ჩვენი პოტენციური ქურდიც შვებით ამოისუნთქავს. კაფედან თხილამურების მოპარვა სპონტანური გადაწყვეტილების მიღებას საჭიროებს, რაც მხოლოდ ისეთ ქურდებს ძალუძთ რომლთა პროფესიული დონე საკმაოდ მაღალია. ის ფაქტი, რომ ბაკურიანი ზამთრის სეზონზე ნებიმიერი დონის გასტროლიორი ქურდების ნაკლებობას არ განიცდის, სადაო არ გახლავთ და რაღა მაინცდამაინც ბაკურიანელი დოყლაპია ქურდი მოიპარავდა იმ თხილამურებს?

Varvara
იეტი
Posts: 1279
Joined: 08 სექ 2006, 09:53
Location: თბილისი
ბაკურიანი - ოლიმპიური სოფელი

Post by Varvara » 10 სექ 2007, 11:48

Ablabuda

ამ ფორუმზე ყველაზე მეტად ე.წ. ჩათაობას არ მიესალმებიან, თანაც ფორუმის 1200 წევრისთვის შეიძლება სულაც არ იყოს საინტერესო იმის კითხვა თუ ვიღაცას როგორ მოპარეს თხილამურები.

პმ-ში შემიძლია მოგწერო და აგიხსნა რომ თხილამურები ნამდვილად ადგილობრივებმა (ბაკურიანელებმა) მოიპარეს (უაპელაციო განცხადებები საერთოდ არ მახასიათებს და რასაც ვამბობ, ის ფაქტებს ეფუძნება).
ერთსაც ვიტყვი - ,,გასტროლიორ'' ქურდებს არ უღირთ თხილამურის ქურდობა, ისინი უფრო ფულზე და სხვა რამეებზე ,,ჩალიჩობენ''. თხილამურის უცბად მოშორება თავიდან მათთვის ცოტა ძნელია.

დანარჩენზე პმ-ში, ok?

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
ბაკურიანი - ოლიმპიური სოფელი

Post by popins » 24 სექ 2007, 09:09

წავიდეთ გადავქექოთ ბაკურიანი და ვიპოვოთ ვარვარას თხილამურები,სეზონი ისე მალე მოვაააააააააააააა. 8)






პ.ს

თხილამურებზე დგომა არ ვიცი. :(


მინდა 8)
lenchiamal

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ბაკურიანი - ოლიმპიური სოფელი

Post by Archil » 24 სექ 2007, 09:48

მე ვფიქრობ რომ ვარვარას ბაკურიანელებმა უნდა დაუბრუნონ თხილამურები. ნებისმიერ ვარიანტში, მაგათი უბანია და მაგენი არიან ატვიჩაები რა ხდება მაგათთან, აბა მე ხომ არ გავუკონტროლებ აქედან სიტუაციას.

ზამთარში დავადგეთ, იქ იქნებიან ბაკურიანელებიც და გასტროლიორებიც. დავდოთ კაფესთან თხილამურები და დავაკვირდეთ რა მოხდება. ვინც გაიწევს მათკენ, შარშანდელიც იმას მოვსთხოვოთ - მერე ამტკიცოს რომ შარშან მე არ ამიღიაო - ლოგიკურად მისი აღებული უნდა იყოს.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ბაკურიანი - ოლიმპიური სოფელი

Post by lama » 27 სექ 2007, 19:04

Archil wrote: ატვიჩაები
.
სწორია:


პასუხისმგებელნი

ან კიდევ

"ატვეჩაები"
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

Ablabuda
Posts: 3
Joined: 01 სექ 2007, 19:53
ბაკურიანი - ოლიმპიური სოფელი

Post by Ablabuda » 01 ოქტ 2007, 23:14

popins wrote:წავიდეთ გადავქექოთ ბაკურიანი და ვიპოვოთ ვარვარას თხილამურები,სეზონი ისე მალე მოვაააააააააააააა. 8)
კატეგორიულ პროტესტს ვაცხადებ! ჰააგის ტრიბუნალში გიჩივლებთ!
popins wrote:

პ.ს

თხილამურებზე დგომა არ ვიცი. :(


მინდა 8)
თქვენ შალაში გაქვთ მზეზე. მე ექსპერტი გახლავართ თხილამურებში... :D

Ablabuda
Posts: 3
Joined: 01 სექ 2007, 19:53
ბაკურიანი - ოლიმპიური სოფელი

Post by Ablabuda » 02 ოქტ 2007, 00:10

Archil wrote:მე ვფიქრობ რომ ვარვარას ბაკურიანელებმა უნდა დაუბრუნონ თხილამურები. ნებისმიერ ვარიანტში, მაგათი უბანია და მაგენი არიან ატვიჩაები რა ხდება მაგათთან, აბა მე ხომ არ გავუკონტროლებ აქედან სიტუაციას.

ზამთარში დავადგეთ, იქ იქნებიან ბაკურიანელებიც და გასტროლიორებიც. დავდოთ კაფესთან თხილამურები და დავაკვირდეთ რა მოხდება. ვინც გაიწევს მათკენ, შარშანდელიც იმას მოვსთხოვოთ - მერე ამტკიცოს რომ შარშან მე არ ამიღიაო - ლოგიკურად მისი აღებული უნდა იყოს.
1982 წელს ბაკურიანში მომავალ იტალიელებს სჩუქრებით და სუვენირებით დატენილი ჩანთები რომ მოპარეს აეროპორტში... თბილისის სპორტკომიტეტის ჩინოვნიკ–ფოკუსნიკებმა ავსტრიელების მიერ ჩამოტანილი ექვსი "იზერანიდან" ოთხი რომ უგზო–უკვლოდ რომ ააორთქლეს, ან კიდევ წლობის მანძილზე ბაკურიანის სპორტსკოლისთვის პოლონეთიდან და იუგოსლავიიდან გამოგზავნილ ასეულობით წყვილ თხილამურს რომ იპარავდნენ იმას რაღა ვუყოთ? ქურდობას მთლიანად ქვეყნის მასშტაბით თუ არ ვებრძოლეთ, მართლაც ვერასოდეს ვერაფრის ღირსები გავხდებით. (რაცხა ბრტყლად გამოვიდა, მარა ეგრეა და...). კერძოდ ბაკურიანში ნამდვილად არ არის ქურდობის მხრივ კატასტროფული მდგომარეობა. ასე რომ კაფესთან ტყუილად დროის კარგვას სჯობს ისევ მთაზე ამობრძანდეთ სასრიალოდ :D ვარვარას თხილამურების დავუბრუნებას ნამდვილად ვერ შევპირდებით, მაგრამ თუ გვიკადრა, სხვა, მის შესაფერის თხილამურებზე, ვასრიალებთ.
Last edited by Ablabuda on 02 ოქტ 2007, 00:14, edited 1 time in total.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]