კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by Archil » 22 აგვ 2007, 12:33

ბუნებაში გასვლა პოეზიის მოზღვავებას იწვევს და ზოგჯერ ლექსად თქმაც მოგვაწვება ... გადავხედე და სალექსო ადგილი ვერ ვნახე.. სიმღერებისათვის არის, ლექსებისათვის კი ვერა.. ჰოდა გადავწყვიტე, აქ გვეწერა.....
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by Archil » 22 აგვ 2007, 12:38

ხან ცა მინდა რომ ვიყო, ხანაც ჩანჩქერი მთისა,
ვიყო უხმო და უჩინო, გული კი ამბობს მისას
სადაც ვიყავ და წავალ, მუდამ თან დამსდევს რისხვად
გახსოვდეს ვისი გორისა ხარ, სად გაიზარდე, ვისად...

მიყვარს, მხიბლავს და თან მკლავს
ეს ბედი ქართლის ქვეყნის
დავბორიალობ მთა-მთა
რატომ არავინ მეტყვის

ქართულ ცხოვრების არსი
ყოფილა თურმე ძველი
სალაღობოდო ადვილ,
გასაგებად კი ძნელი

ამ მიწის სილამაზე, ამ ბარისა და მთისა
დადის ამ სოფლად ჩუმად, თუ გამიღიმებს - ყისტად
მიუჩნევია ყმა-ცა და ყველაფერი მისად
მაგრამ ეს ჩემი გული, ნეტაი დარჩება ვისად?

დავბორიალობ მთა მთა, ბილიკს ბილიკზე ვკეცავ
ხან ხევის პირას ჩავალ, ხანაც ზღვის ტალღის ზვირთსა
დავაღრიალებთ არხოტს, სალი კდლისასას ვფიცავთ,
ლექსად "არწივოს" ვიტყვით ერთი ფშაველი ყმისას

ალბათ არავინ მეტყვის, ლექსად რამ გაგამწარა
ანდა მთაწმინდის მადლი აგრე რამ დაგამადლა....

დავბორიალობ მთაში, ნაპირს გავყურებ მტკვრისას
ნეტაი რა ჭია მღრღნის, ასეთი რაი მჭირსა...
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
tama
მაწანწალა
Posts: 502
Joined: 28 ივნ 2007, 00:07
Location: tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by tama » 23 აგვ 2007, 22:57

მეც შემოგიერთდები :D :D :D


მგზავრის წურბელნი სრიალობენ ლალის პეშვებით.
ყარამფილს აბნევს მზის ტევრების ნელი კალმასი.
ყვითელ ალმურში ილეწება თეთრი ალმასი.
მიწის მკერდები ალებს სვამენ აზარფეშებით.

ცხელ ნირვანაში მოთენთილი მძიმედ ვეშვებით:
ვით მდინარეში შეძირული ნელი კალასო,
ხელდება ჟინი ალესილი ქარვის კალოსი!
დიდი შუადღის ავხორცობით დავიკარგებით.

მწიფე მარცვლები ცვივა ხვატის გამსკდარ ბროწეულს,
თვლემის ბადეში აზმორებენ ყველა რიტმები.
ნათელი ჩქერი ერთვის ვნებით სივრცის ძოწეულს.

ღვთის სიახლოვით მეწამულნი: ვიწვით, ვითვრებით.
რახსებ-შებმულნი ტყდება პანის სპილენძის კევრი.
და სიყვარულით ბნედას გვაყრის მზის ავი ტევრი.
ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by caucasica » 23 აგვ 2007, 23:29

ციხისგორობას მეც დავლიე ლუდი სვიანი,
სასანთლის კართან მლოცავები იდგნენ დრინჯები,
ხევისბრის ღაღადს- საქართველო იყოს მზიანი,
ამინს ეტყოდნენ დაჩოქილი, ფშავლის ბიჭები.

წამოაჩოქეს სასანთლესთან ნისლა ზვარაკი,
უკანასკნელი შეკივლებით მისწვდა ქარაფებს,
გადმომაწოდეს ჯიხვის ყანწით პანტის არაყი,
დალიე ძმაო, დღეს ქეიფში უნდა დაღამდეს.

დაღამდა, ვიღაც შეერკინა ღამეს ჩონგურით,
ცეკვა-სიმღერით ქალ-ვაჟები დუმილს ბზარავდნენ,
დავნებდებოდი ბედისწერას მე უბედური,
თუ არაგველი ასულები მომიპარავდნენ.

ირემთ კალოზე იყო დოღი, ნალის პრიალი,
ლამაზი ჩანდა საარაგვო იმ სიმაღლიდან,
არაგველად რომ დამბადებდეს ბედი ტიალი,
გულს არაგველთა სიყვარული როგორ დაღლიდა?

User avatar
tama
მაწანწალა
Posts: 502
Joined: 28 ივნ 2007, 00:07
Location: tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by tama » 23 აგვ 2007, 23:37

მალადეც :D :D :D :D :D :D :D


უცებ ცხელ გულზე დამადგეს ფეხი,
როცა მედეა მომგლიჯეს მკერდით.
ძველი ქართულით, ნუსხურ-მთავრულით
ბოლნისის ქვაზე ჩემს ვარამს ვწერდი.

ხელში ბატის ფრთით, გაშლილ ეტრატზე
მე სიყვარულის პოემას ვწერდი.
ჩემი ხატია, გულს მახატია:
იყალთო, გრემი და ალავერდი.

ზედ გულზე შემდგა მე თემურ ლენგი,
კოჭლი ფეხებით როცა გამთელა,
მაშინ მამულის საკურთხეველზე
ჩემი თითები ენთო სანთლებად.

მე თავი მედო გატენილ თოფზე,
მე ძილვფხიზლობდი, მე არ მეძინა.
ხან თეირანში და ხან სტამბოლში,
როგორც სამკაულს მყიდდნენ მე ძვირად.

ერთხელ ვარსქენმა თმებით მათრია,
განუკურნები დამრჩა იარა.
მაწამა და ვერ გადამარჯულა,
მომკლა და კერპებს ვერ მაზიარა.

გაზით დამგლიჯეს ათივე ფრჩხილი
და წამებული მიწოდა ხალხმა,
თუმც კაცი რაა, სიკვდილის წინაც,
მე დაჩოქილი ვერავინ მნახა!

ჩემს დაჩოქებას ნურცვინ მოელის,
უტეხი სული ჩემი განძია.
ასე ავაგე სვეტიცხოველი
და გამოვკვეთე კლდეში ვარძია.

ჩემს თვითეულ ქვას სიმღერა ჰქვია,
ჩემი ციხენი ძლევის ხმებია.
გულში მრავალჯერ მომარტყეს ტყვია,
ზურგში, - არც არვის უმიზნებია!

მე ტყვე ვიყავი ძალიან ხშირად
და არ ვიცოდი, რა იყო მონა.
თან წამოვიღე ფერეიდანში
ჩემი ქართული სიტყვების კონა.

ვერ ამომგლიჯეს პირიდან ენა:
შანთით, წამებით, მუქარით, ძღვენით
და... მღერის მთელი ფერეიდანი
ქართულ ჩონგურზე ქართული ენით.

ვერ დამავიწყეს ჩემი მამული,
ჩემებრ ტანჯული ქართული ენა,
მტერმა ვერასდროს გადამაგვარა,
მტერმა ვერასდროს გადამაშენა.

წიწამურს მომკლეს, ჰერეთს მაწამეს,
მიჯაჭვული და მკვდრეთით აღმდგარი.
ვუძლებდი ნგრევის წლებსა და წამებს
და ერთხელ მერქვა ჯურღაის ფარი.

ბევრჯერ მიმუხთლა ბედის სასწორმა,
რამდენს გავუძელ, რა შემძლებია, -
ჩემი სამგორის სამივე გორა
ჩემი სისხლი და ჩემი ძვლებია!

ამოვჭერ ქვაზე, ამოვჭერ ხეზე
და ყოველივე გულზე სწერია!
ამდენ ლეგენდებს და ამდენ ლექსებს
საქართველოზე მისთვის მღერიან.

თუკი სპარსეთის ტყვე მერქვა ერთხელ,
ბერლინზე დროშა მე ავიტანე.
და ვდგავარ, როგორც ალაზნის მუხა,
ნაგრიგალევი ძლიერი ტანით.

მქონია დარდი, ენით უთქმელი,
და არ ვქცეულვარ სევდა-წუხილად,
მე ერთ დღეს ვშობე დიდი რუსთველი,
საუკუნენი თავს რომ უხრიან.

ამირანის და არსენას დედა, -
ვინ გამაკვირვოს შვილთა დიდებით,
ცად და მიწად რომ მისი ხმა რეკდა
მე ისეთ ქართველს კიდევ გპირდებით.

მსურს კიდევ ახალ ხმებად დამრეკონ,
გპირდებით ახალ დავითს და საბას.
დე, კაბადონზე ცათა სამრეკლო
მათი დიდების ყვებოდეს ამბავს.

საუკუნენი მათ სადიდებლად
ყანწებით სვამდნენ ჩემს კახურ ღვინოს,
მეც ვიდგე, ვიდრე ქართველს ქართველის
ნამუსის ქუდი არ შემერცხვინოს!
ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by caucasica » 23 აგვ 2007, 23:52

ირაკლის დავასწრებ მეც ძალიან მიყვარს ეს ლექსი

მშვიდობით!

მშვიდობით! მივალ, დე, არხოტს აჩნდეს
ჩემი ლურჯაის დაკრული ტორი;
მწამს თავს გაიტანს და გამომაჩენს
ფხა ვაჟკაცური და სწრაფვა სწორი!

დაიქცნენ ძველი ბურჯების ბჭენი,
ბინდი არ ბოჭავს გულს მარწუხივით;
გამყვება ქალაქს ტრფიალი შენი
და დედაჩემის ჩემზე წუხილი!..

შევხვდები ბარში ვაჟკაცებს ნარჩევს,
მოვალ და ნათელს მოვიტან შორით.
მშვიდობით, ქალავ! - დე, არხოტს დარჩეს
ჩემი ლურჯაის დაკრული ტორი!
გაბრიელ ჯაბუშანური

User avatar
tama
მაწანწალა
Posts: 502
Joined: 28 ივნ 2007, 00:07
Location: tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by tama » 24 აგვ 2007, 00:43

ხან სერს ვამწვანებ, ხან სიტყვას ვრანდავ,
ხან მომატარებს ცხრა ცას ოცნება, -
მაინც ამქვეყნად, სამშობლოს გარდა,
ჯერ არ მინახავს სხვა საოცრება.

ჯერ ვარსკვლავების ასე შემკრები
სხვა ცაფირუზი მე არ მინახავს;
არ მომივლია უცხო ქვეყნები,
არც ოკეანე გადამილახავს.

თითქოს ბავშვი ვარ, თმათეთრა ბავშვი,
თითქოს ვაზი ვარ, ჭიგოს ჩაკრული,
წინანდლის ზვარში, ვარციხის ზვარში
ხელმადლიანი კაცის ჩარგული.

ხან სერს ვამწვანებ, ხან სიტყვას ვრანდავ,
ხან მომატარებს ცხრა ცას ოცნება, -
მაინც ამქვეყნად, სამშობლოს გარდა,
ჯერ არ მინახავს სხვა საოცრება.
ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by zura N. » 24 აგვ 2007, 00:48

,,ჩქარა მომიყვანეთ, მომაგებეთ!
ჩემი ნისლისფერი რაში.
ანდა სხვის გულში ჩამახედეთ,
ანდა წამიყვანეთ მთაში!
თორემ შეშლილია სივრცე.
თორემ გადავყვები ქარებს.
აღარ დარეკავენ მერე
არდოტ ჭალაურის ზარებს!"
\მურღვა არდოტელი\
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
tama
მაწანწალა
Posts: 502
Joined: 28 ივნ 2007, 00:07
Location: tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by tama » 24 აგვ 2007, 01:00

წამოდი ცაში!
მაგ სნეულ სხეულს
მე ვუდასტაქრებ შუქის ლექსებით;
მზეს მაცოცხლებელს გამოვთხოვ სხივებს
მაინც გამოვთხოვ,
არ მოვეხსნები!
და თუ მნათობი მაინც გაკუშტდა,
არ გაიმეტა შენთვის წამალი,
გულს ამოვიგლეჯ, მზექალ, საკუთარს
და შენ ჩაგიდგამ!
დაე ალალი
იყოს ის შენთვის
თუ ბედნიერი
იქნები მგოსნის ქალღმერთი ჯიქი;
ჩემთვის კი, აბა, რა ბედენაა,
თუ რომელ მკერდქვეშ იბორგებს იგი!

გაბრიელ ჯაბუშანური
ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!

User avatar
tama
მაწანწალა
Posts: 502
Joined: 28 ივნ 2007, 00:07
Location: tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by tama » 24 აგვ 2007, 01:12

შატილს ვართ, ღრინავს არღუნი,
ქარი ქარაფებს შეწკმუის...
დგას რწმენად მთათა წარსულის
ქავ-ციხე მუშტად შეკრული.
ღამე თბილია - ფიცივით,
გიცქერ... ქიცი-ქიც ვიშლები,
თვალებში - ცისკრის სიცილი,
მკერდზე - ყვავილი ნისლების.
მთვარე სარკმელში ირხევა
(თეთრი სიზმრების ვალი მდევს!),
გულს ამოვიტან მთის ხელას
და ხელის გულზე დაგიდებ.
სიტყვაც ნაღდია, ღიმილიც,
აქ მყარად ვდგავართ მიწაზე,
რომ დაგყვებოდი ჩრდილივით -
ქალაქით გამოგიტაცე.
მოვედით უცხო ფერისთვის,
ცა მხურავს - შენი ფარაგით...
აქ ნათქვამს სხვაგან ვერ იტყვი -
მზედ მოდუღს გრძნობის ბადაგი.
და ზეცა - ღამის ბალიში
ვიდრე ქონგურებს გასცურავს,
თმებში ქარიშხალს გაგიშლი,
გულს - არღუნივით დავწურავ.
დღეს სიხარული ეყოფა,
ხასხასი - მდელოს ნაირფერს.
კოშკებში დაგსვამ დედოფლად,
დაბლა გარიჟრაჟს გაგიფენ.
მერე გინდ ხმალი დამკარით,
გინდ წყალს ჩავქონდე მოდენილს...
მე - უგერშ დასაკარგავი,
შენ - მზის და მთვარის სწორფერი.
ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!

User avatar
tama
მაწანწალა
Posts: 502
Joined: 28 ივნ 2007, 00:07
Location: tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by tama » 02 სექ 2007, 22:17

ზაფხულში, არაგვზე, სალუდე დუქანთან,
უკრავდა დაირა და დათვი ბუქნავდა.
ფიცხობდა, სხიოდა მზის ცხელი დაირა,
სიცხე ძუნძულებდა მთლად დათვისნაირად.
ღრეობდნენ ხევსურნი... და ზორბა ხინკლები
პეშვიდან სხლტებოდნენ, როგორც თხის ჯიქნები.
დაჩეხილ ცხვირ-პირზე ეფინათ ხაშხაში
აგვისტოს პირდაპირ ისხამდნენ ხახაში.
გზაზე კი სურათი კაცს ღიმილს მოჰგვრიდა:
ერთ ახმახს იაბო დაუფრთხა ბოგირთან.
რაც ვნახე, როგორ ვთქვა ან როგორ გიამბოთ,
გოლიათს ლაჯებში მოეხრჩო იაბო.
ჩამოხტა დევკაცი და ცხენი მშიშარა
ვეება იღლიის ქვეშ ამოიჩარა.
გადმოვლო ბოგირი და მთვრალი ხევსურნი
შემოხვდნენ ყიჟინით, აზარტში შესულნი.
ჩამოსვეს, მაგიდა ჩასცილდა მუხლისთავს,
ჯამში აშიშინდა თვალები ბუღისა.
რაც იყო სუფრაზე - ერთიან მოხოცა,
დათვიც კი დაფრთხო იმისმა ხორხოცმა.
დაჩეხილ ცხვირ-პირზე ეკიდათ ხაშხაში,
აგვიტოს პირდაპირ ისხამდნენ ხახაში,
ერთურთს ხანჯლებივით უღერდნენ ტაეპებს
და ჰგავდნენ ლანდები წარმართულ ღვთაებებს.
ფიცხობდა, სხიოდა მზის ცხელი დაირა,
სიცხე ძუნძულებდა მთლად დათვისნაირად.
ცხენს გადაახუხა ხევსურმა არაყი,
დეზი ჰკრა და... ფეხით გასტოპა არაგვი.

II

როდესაც სიკვდილი იქ, ბარში, მოყვრებთან
ვენახებს მოხრავდა და მტკვრის წყალს მოხვრეპდა,

მთიდან ჩამორბოდნენ ხარები ბარადა
და რქებით ჩხვერავდნენ კრწანისს თუ მარაბდას!

მთიდან ჩამორბოდნენ, მტრის ჟლეტა ნებავდათ -
და ბარში რჩებოდნენ სამარის ჯვრებადა.

ბარში მოდიოდნენ "ვოჟები" კერკეტა -
მთაში ბრუნდებოდნენ ზღაპრად და ლეგენდად.

და სიკვდილს, სიმწრისგან ყელზე რომ დაადგა,
ხევსურის ფარია სხვა მრავალ ფართაგან.

ე მაგის სისხლია, ე მაგის ძვლებია,
ჩვენს ქართულ ციხეებს რომ ჩაფიცხებია.

ე მაგის სისხლია, ე მაგის სინდისი,
ომში რომ არ წავხდეთ სიკვდილის პირისპირ.

მის გორდას მამულის გზა გაუკაფია,
გორდასებრ ჩინჩხლებს ჰყრის ე მაგის კაფია.

მოდის საქართველო ე მაგის ჯიშისა,
რომ მტერი ვერაგი კვდებოდეს შიშისგან!

შ. ნიშნიანიძე
ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!

User avatar
chuna
იეტი
Posts: 1877
Joined: 14 თებ 2006, 00:46
Location: tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by chuna » 03 სექ 2007, 08:07

რა ლექსები აღმოვაჩინე! გაიხარეთ პოეტებო!

ვაპირებ პრინტერი გავჩითო სადმე და ამოვიბეჭდო!!!!

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ZVIOSULI » 03 სექ 2007, 10:51

მე კი მეგონა მარტო ვიყავი, მეგონა არავინ აღა მჭირდება,
მაგრამ გილისთქმის ამონაშთობი რომ ვერაფერმა ვერ შეიპირა,
მაშინ გავწირე ჩემი სათქმელი და მოვისმინეი სხვისი სულთაღთქმა,
თურმე სხვასაც ვუყვარვარ, მე კი არავის არ მწამდა........... :roll:

(ექსპრინტი მაინც სულ ის არის........ ისარი) :D :D
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by guruli » 03 სექ 2007, 11:44

თქვენ გაიხარეთ, რა კარგი თემა გაგიხსნიათ. :lol:
caucasica
ირაკლის დავასწრებ მეც ძალიან მიყვარს ეს ლექსი
:D :D :D ჯაბუშანური მაგარია. ყველას გირჩევთ, წაიკითხოთ მაგისი "ბალადა ქვაკაცზე". ახმეტელების ფორუმზე დევს.
tama - ანას კიდევ ერთ მოყვარულს მივესალმები. :lol: მაგრამ ძველი ავატარი ჯობდა. :wink:

User avatar
tama
მაწანწალა
Posts: 502
Joined: 28 ივნ 2007, 00:07
Location: tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by tama » 03 სექ 2007, 13:59

chuna wrote:რა ლექსები აღმოვაჩინე! გაიხარეთ პოეტებო!

ვაპირებ პრინტერი გავჩითო სადმე და ამოვიბეჭდო!!!!
შენ ოღონდ ამობეჭდე და კიდევ ბევრ ლექსებს დავდებ :D :oops: :D
ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]