ჩემი მცირე გამოცდილებიდან დავადგინე რამდენიმე მომენტი -ilia wrote:როცა დაღმართზე ეშვები ქვიან გზაზე, ამორტიზატორი წარმოშობს ვერტიკალურ ვიბრაციას და სიჩქარეს გიკარგავს, ამორტიზატორი ველოსიპედს წონასაც მატებს, დიდ დისტანციაზე კი წონას დიდი მნიშვნელობა აქვს.
1) ამორტიზატორები - გააჩნია რას გულისხმობ ქვიან გზაში, როდესაც ქვები საშუალოდ 20-30 სანტიმერისაა მაშინ რა სიჩქარუს დაკარგვაზეა ლაპარაკი. სულ ფეხზე თუ იდგები, მართვა რთულდება და უეცარი დამუხრუჭებაც სახიფათოა.
თუ წინა ამორტიზატორი არა აქვს მაშინ ხელებს გტკენს მაგრა, თითქოს ხელისგულებზე კეტები გირტყესო. მართალია ცოტა მძიმეა მარა ამ დამატებით სიმძიმეს მნიშვნელობა აქვს ძალიან გამხადარისთვის და ცოტა წონიანისთვის (როგორიც მე ვარ ) დიდი მნიშვნელობა არა აქვს, მე ვერც ვიგრძენი განსხვავება, სამაგიეროდ ვიგრძენი რომ ველიკს მარტო საჯდომის და ხელების დაბეგვა არ შეუძლია და თან შენ ძალას ბოლომდე ხარჯავ. ერთადერთი ნაკლი რაც მგონი ასევე უმნიშვნელოა - აღმართზე უაკანა ამორტიზატორი გაკარგვინებს მქკ-ს იმიტომ რომ ყოველ ბრუნზე ისიც იკუმშება და იშლება მარა მაინც გამიკვირდა როცა გადავჯექი ამორტიზატორიანზე იმის მერე რაც ჩვეულებრივზე 2 დღე ვიარე და მეგონა რომ აღარაფრის თავი მქონდა, ისევ დავფრინავდი თითქოს არც ყოფილიყოს ეს 2 დღე
2) რული - დიდი მნიშვნელობა აქვს რულსაც, როგორც ვხედავ შენ მოდელს დამატებითი დასაყრდნობი არა აქვს (არ ვიცი რა ქვია მაგას), არადა გრძელ ტრასაზე ხელები მაგრა გეღლება, განსაკუთრებით თუ წინაც არაა ამორტიზატორები.
3) სიჩქარეების გადამრთველი, ცხადია უფრო კომფორტულია სატრიალებელი, რომელსაც აყენებ სასურველ მდგომარეობაზე და აღარ ფიქრობ მეტს ჯაჭვზე.
თუმცა შეიძლება ჩემი შთაბეჭდილება არაობიექტური იყოს იმიტომ რომ ამორტიზატორებიანი მოდელი ბევრად უკეთეს მდგომარეობაში იყო ვიდრე ჩვეულებრივი.