არშის და გველეთის ჩანჩქერები, გერგეტი და სხვაც - 7.07.13

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
არშის და გველეთის ჩანჩქერები, გერგეტი და სხვაც - 7.07.13

Post by Int3lig3nt » 08 ივლ 2013, 20:55

1. რეგიონი:
მცხეთა-მთიანეთი, ყაზბეგის რაიონი.

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი - არშის ქვედა ჩანჩქერი - არშის ციხე - ლარსის მონასტერი - გველეთის ჩანჩქერები - გერგეტი - თბილისი.

3. ხანგრძლივობა:
1 დღე

4. სირთულე:

არშის ჩანჩქერები - ქვედა ჩანჩქერამდე მარტივი აღმართებია. ზედა ჩანჩქერამდე წყალი უნდა გადაკვეთოთ და დახრილ ფერდობზე შედარებით რთული აღმართებით მიაღწევთ. ჩვენ იქ მისვლას არშის ციხის ნახვა ვარჩიეთ.
არშის ციხე - მკვეთრი აღმართებია და არ ვიცი ნაწვიმარის ბრალი იყო თუ რისი, საკმაოდ ბევრი ფეხის ჩასაჭყაპუნებელი ადგილები გვხვდებოდა.
ციხის ტერიტორიაზე ნაწვიმარზე ფეხის მოცურების საშიშროება არსებობს.
გველეთის ჩანჩქერები- საშუალო, სადამდეც მანქანა მიდის, იქიდან დიდი ჩანჩქერი დაახლოებით 15 წუთის სავალზეა, მერე გზა ორად იყოფა ერთი მარჯვენა მხარეს, მდინარეზე გადასასვლელი პატარა ხიდისკენ მიდის, ეს გზაა დიდი ჩანჩქერის გზა, გზა არ დაგეკარგებათ, ლოდებზე თეთრი და ცისფერი საღებავებით შესრულებული ნიშნულებია. ხიდის საპირისპირო მხარეს, ანუ მარჯვნივ რომ სამანქანო გზა მიდის- პატარა ჩანჩქერთან მიგიყვანთ. იმ მიდამოებში ადრე ბანაკი იყო, ახლაც მშვენიერი ადგილია კარვების გასაშლელად, თავის საცეცხლე ადგილებით და ლოდებისგან გაკეთებული "სკამებით". თუმცა შედარებით ქარიანი ადგილია, სამანქანო გზა რომ წყდება, ბილიკს გაყვებით და პატარა ჩანჩქერთან აღმოჩნდებით.
დევდორაკის ტბა -უადვილესი, რადგან მანქანა ტბამდე მიგიყვანთ. არც ამ ტბას აცდებით, ლოდები თეთრი და წითელი საღებავევითაა მონიშნული. ეს პატარა ტბა დევდორაკის მყინვარისკენ მიმავალ ტურისტულ ბილიკზეა გზად. ტურისტული ბილიკების შესახებ ინფორმაცია გადასახვევთან მდებარე ტურუსტულ დაფაზეა მოცემული.
გერგეტი საშუალო სირთულის ბილიკები სოფელ გერეგეტის შუა ნაწილიდან ადის, სადაც წყაროა. ადვილად შეამჩნევთ პატარა ბილიკს ტყეში რომ იკარგება, მერე სამანქანო გზის სერპანტინების გადაკვეთა, გზის ბილიკით მოჭრა და მკვეთრ ფერდობზე ასვლა მოგიწევთ, ამგვარად მონასტერს უკანა გზიდან მოადგებით, სადაც ქვაზე დამაგრებული ხის დიდი ჯვარი დგას. კარვული ტემპით 1 საათში ავედით :).
ჩამოსვლისას სამანქანო გზისკენ გავუყევით და იქიდან ჩამოვჭერით რაღაცა მოკლე გზით, რომელიც პატარა თეთრ შენობასთან იწყებოდა. ჩემი აზრით, ყველაზე კარგი მარშრუტი ეს არის, ასასვლელადაც და ჩამოსასვლელადაც.
კარველების ერთი ჯგუფი იაკოს ყაზბეგელმეგობართან ერთად ავიდა რაღაც მარშრუტით, რომელიც არანაკლებ კარგი უნდა იყოს. იმედია იაკო დაწერს რომელი და როგორი მარშრუტია.

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
15 ლარი

6. მონაწილეთა რაოდენობა:
21

7. გასვლის, ლაშქრობის ორგანიზატორი
int3lig3nt

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
სოფელი არშა
გერგეტის სამებასთან სოფელი გერგეტი, დაბა სტეფანწმინდა,


9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
თბილისი - არშა - 144 კმ
არშა - ლარსი - 16 კმ
ლარსი - გველეთი - 3 კმ
გველეთი - სტეფანწმინდა - 8 კმ

10. ფეხით გავლილი მანძილი:
არშის ჩანჩქერები და ციხე - დაახლოებით 3 კმ, ორივე გზა
გველეთის ჩანჩქერები- დაახლოებით - 3 კმ, ორივე გზა.
გერგეტის სამება-დაახლ 5 კმ. ორივე გზა,

11. სანახავი და ყურადღება მისაქცევი ობიექტები:
ალექსანდრე ყაზბეგის საგვარეულო ეკლესია და იქვე მდებარე მუზეუმი ყაზბეგში,
გერგეტის სამება ულამაზესი მთიანი, მათ შორის - მყინვარწვერიანი ხედებით


12. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება ამ გასვლის ფარგლებში ინახოს:

ყაზბეგის რაიონი ბუნებისგან ისე უხვად არის გალამაზებული, მრავალი დღეც არ იქნება საკმარისი სრულად სანახავად.
ახლო-მახლოს კი შეიძლება ინახოს:
ყუროს მთა იქვე, დარიალის ხეობა (ყაზბეგიდან 18-20კმ), თრსუსოს ხეობა (20 კმ), სნოს (6კმ) კოშკი და ეკლესიები, მათ შორის
საქართველოში ვახტანგ გორგასლის სახელობის 1ად1 ეკლესია, აგრეთვე, აჩხოტის ეკლესია (4კმ), სიონის ეკლესია
ძველი კოშკით (5კმ), ხოლო ფანშეთის კოშკები თერგის მარცხენა სანაპიროს (4 კმ)

13. საბანაკე ადგილები:
არშის ჩანჩქერებთან სიახლოვეს არ არის საბანაკე ადგილები. არშის ციხისკენ, მთაზე შეიძლება დაბანაკება, ოღონდ წყალი იქნება პრობლემა.

გველეთის ჩანჩქერის გზაზეც გაჭირდება დაბანაკება.
რაღაც კერძო კემპინგი არის, მაგრამ კარვების გაშლის ნებართვას მოგვცემენ თუ არა, ეგ არ ვიცი.

გერგეტის სამებასთან მამების მიერ დაბანაკება არაა ნებადართული.
დაახლოებით 300 მეტრში, ტყის სიახლოვეს გაკარვება შესაძლებელია.
სოფელ გერგეტისა და სამების საბილიკეზე, ხუციშვილების მცირე სასაფლაოსთან ცივილურად მოწყობილი საქეიფო და საბანაკე ადგილია, აქვეა წყაროც.

14. სასმელი წყალი მარშრუტზე:
არშის ჩანჩქერის გზაზე, სოფლის ბოლოში არის წყარო.
გველეთის ჩანჩქერის გზაზე არ არის.
სოფელ გერგეტში ბილიკის დასაწყისთან არის წყარო.
წყალი მოდის გერგეტის სამების გალავანის გარეთაც.

15.საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
განსაკუთრებული არაფერი. მარტ-აპრილში გუდაური-კობის გზა ზვავსაშიშროების გამო, 11:00დან 17:00მდე იკეტება ხოლმე.
სასურველია ნასვამ მოხევეებთან თავის არიდება.

16.გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
მაისი-ნოემბერი

17.რისკები, საფრთხეები:
ქვათაცვენა, ფხვიერი ფერდობები.
ნაწვიმარზე არშის ციხის ტერიტორიაზე ქვაზე დაცურების საშიშროებაა.

18. რუკა:
http://wikimapia.org/#lang=en&lat=42.63 ... 2&z=12&m=b

P.S. ინფორმაციის ნაწილი მთაშენკას ამ თემიდან ამოვკრიფე:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=4542
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
არშის და გველეთის ჩანჩქერები, გერგეტი და სხვაც - 7.07.13

Post by MIRANDA » 09 ივლ 2013, 20:26

მოუთმენლად ველოდები ბუნებისგან უხვად გალამაზებული ყაზბეგის რაიონის ფოტოებს :)

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
არშის და გველეთის ჩანჩქერები, გერგეტი და სხვაც - 7.07.13

Post by Int3lig3nt » 09 ივლ 2013, 20:59

რადგან არ გვყავს მოხალისეები, მე დავდებ რამდენიმე ფოტოს:

ტრავერტინები

Image

არშის ჩანჩქერის გზაზე

Image

"ქალის თმა" - ასე ეძახიან არშის ქვედა ჩანჩქერს

Image

ამ ფოტოზე კარგად ჩანს მასშტაბები

Image

წყობა მომწონს :)

Image

რქები შლაპაზე ახალი ხილია :)

Image

მოულოდნელი სიურპრიზი - თეოტირე

Image

"კაცის წვერი" - ასე ეძახიან არშის ზედა ჩანჩქერს.
დროის სიმცირის გამო აქ ასვლას, არშის ციხის დალაშქვრა ვარჩიეთ

Image

არშის ციხისკენ

Image

არშის ციხის შესასვლელი

Image

სველ ქვებზე მოცურების დიდი რისკი იყო

Image

კარველი გოგონები არშის ჩანჩქერთან

Image

ჯგუფური ფოტო:

Image
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
არშის და გველეთის ჩანჩქერები, გერგეტი და სხვაც - 7.07.13

Post by Int3lig3nt » 09 ივლ 2013, 21:37

ლარსის მშენებარე მონასტერი

Image

ეს ალბათ ბერების საცხოვრებელი კელიაა?

Image

გველეთის ჩანჩქერისკენ ჯერ საჯიპე გზას მიუყვები

Image

შემდეგ მდინარეზე გადადიხარ ამ ხიდით.
გველეთის ჩანჩქერის გზაზე ლურჯ-თეთრი ნიშნულებით მიდიხარ. ხიდიც ამ ფერებშია გადაწყვეტილი

Image

და ვიწრო ხეობის აღმართებით აგრძელებ გზას

Image

ეფექტური იყო ჩანჩქერის უცებ გამოჩენა

Image

აქ არ ჩანს მასშტაბები

Image

ყველაზე გაბედულები დასველებას არ შეუშინდნენ.
გოგოებმაც გაბედეს, მაგრამ ამის დამადასტურებელი ფოტო-მასალა მე არ მომეპოვება

Image

გველეთის ჩანჩქერი

Image

უკანა გზაზე

Image

პირქუშია გველეთის ხეობა

Image

გველეთის ჩანჩქერის გზაზე კერძო კემპინგია მოწყობილი.
დეტალებით არ დავინტერესებულვართ და მხოლოდ გარედან შევხედეთ.

Image
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
არშის და გველეთის ჩანჩქერები, გერგეტი და სხვაც - 7.07.13

Post by Int3lig3nt » 09 ივლ 2013, 21:57

სოფელ გერგეტის ბინადარი ფისო

Image

აღმართს ავუყევით

Image

კარვული ტემპით 1 საათში ამოვედით

Image

და ქვემოდან მივეპარეთ გერგეტის სამებას

Image

სტეფანწმინდა და სოფ. გერგეტი

Image

არაა, სულ არ დავღლილვართ

Image

მართალია მზე არ დაგვენახა, მაგრამ სამაგიეროდ არც უწვიმია.

Image

ფეხები უკვე გვაგინებენ, მაგრამ წინ კიდევ 1 საათის გზაა

Image

აქ უკვე სოფელთან ვართ ჩამოსული

Image

გერგეტის სამება სტეფანწმინდიდან

Image
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
bambina
მაწანწალა
Posts: 859
Joined: 07 ივნ 2009, 11:27
არშის და გველეთის ჩანჩქერები, გერგეტი და სხვაც - 7.07.13

Post by bambina » 09 ივლ 2013, 22:18

ძალიან კარგი რეპორტაჟია, რომ არაფერი ვთქვათ თვითონ გასვლაზე. ყაზბეგში პირველად ვიყავი და რა თქმა უნდა ძააააალიან კმაყოფილი ვარ :) ფეხის კუნთები კი მტკიოდა მეორე დღეს და უკიდურესად მეძინებოდა, მაგრამ იმედია მომდევნო ლაშქრობისთვის ფორმაში ჩავდგები :D მადლობები არ მინდაო, მაგრამ მაინც დიდი მადლობა ორგანიზატორს ამ გამაბედნიერებელი ლაშქრობისთვის <3
Stay Hungry, Stay Foolish

User avatar
bambina
მაწანწალა
Posts: 859
Joined: 07 ივნ 2009, 11:27
არშის და გველეთის ჩანჩქერები, გერგეტი და სხვაც - 7.07.13

Post by bambina » 09 ივლ 2013, 22:19

ჰო, სამწუხაროდ მე ფოტოაპარატი არ მქონდა და სურათებს ვერ შემოგთავაზებთ : ( :D
Stay Hungry, Stay Foolish

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
არშის და გველეთის ჩანჩქერები, გერგეტი და სხვაც - 7.07.13

Post by Int3lig3nt » 09 ივლ 2013, 22:25

150 გრადუსიანი პანორამა არშის ციხიდან:
(დააკლიკეთ გასადიდებლად)
Image
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
არშის და გველეთის ჩანჩქერები, გერგეტი და სხვაც - 7.07.13

Post by Mrs. Robinson » 09 ივლ 2013, 23:09

როგორ კაგადაც ჩაიარა ლაშქრობამ, ასეთივე კარგი თემა გაუხსნია ვანოს. სრულყოფილი აღწერა, კარგი რეპორტაჟი და ბოლოს უუუგემრიელესი პანორამა :)

საუცხოო დღე იყო 07.07
ვიყავით ჩემს უსაყვარლეს ხევში, ძველ და მონატრებულ მაგარ ხალხთან ერთად, გავიცანი ასევე უტკბილესი ადამიანები. მოკლედ დიდუბიდან დაწყებული და ისევ დიდუბით დამთავრებული ყველაფერი საუკეთესოდ აეწყო, არც ლოდინით შევუწყხებივართ ვინმეს, არც წვიმით და არც მხიარულება გვაკლდა...
ისე ვანო სიმართლე გითხრა ნამდვილად არ მეგონა ყველაფრის ნახვას თუ მოვასწრებდით იმიტომ, რომ სხვა დროს ერთ დღეში ამ ოთხი ძირითადი სანახავიდან ვირჩევდით-ხოლმე რომელიმე ორს.
თან რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს კუნთები სულაც არ მტკივა. :)

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
არშის და გველეთის ჩანჩქერები, გერგეტი და სხვაც - 7.07.13

Post by Int3lig3nt » 09 ივლ 2013, 23:16

ხედი გერგეტის სამებადან (180 გრადუსზე მეტია ეს პანორამა)

დააკლიკეთ გასადიდებლად
Image
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
არშის და გველეთის ჩანჩქერები, გერგეტი და სხვაც - 7.07.13

Post by guruli » 10 ივლ 2013, 00:56

Int3lig3nt
ეს ალბათ ბერების საცხოვრებელი კელიაა?
კი და პატრიარქის რეზიდენციაც მანდვეა...
ბელი ნახეთ მაგ მონასტერში?
დაბლა თუ ჩახვედით - პირველ სართულზე, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში? საოცარი მასშტაბებია...
პ.ს. ქალის თმას შაბათს მეც შევავლე თვალი გზიდან და კბილებიც ამიკაწკაწდა, მაგრამ გადახვევის შანსი არ იყო. :)

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
არშის და გველეთის ჩანჩქერები, გერგეტი და სხვაც - 7.07.13

Post by teo- » 10 ივლ 2013, 01:16

ჰა დავალომბარდო ფოტოაპარატი თუ გამოუჩნდებ პატრონი????????? :lol:
არა ექსკურსიას! Image

marita 777
მაწანწალა
Posts: 642
Joined: 31 ოქტ 2007, 14:09
Location: tbilisi
არშის და გველეთის ჩანჩქერები, გერგეტი და სხვაც - 7.07.13

Post by marita 777 » 10 ივლ 2013, 22:10

არშის ჩანჩქერისკენ მიმავლები
Image

არშის ჩანჩქერიიი!!
Image
Image
ეს მე ბედნიერი :)
Image
amindi moqmedebs

marita 777
მაწანწალა
Posts: 642
Joined: 31 ოქტ 2007, 14:09
Location: tbilisi
არშის და გველეთის ჩანჩქერები, გერგეტი და სხვაც - 7.07.13

Post by marita 777 » 10 ივლ 2013, 22:18

გველეთის ჩანჩქერი
Image
კიკი გველეთის ჩანჩქერთან :*
Image
ჩემი დაორთქლილი ობიექტივიდან გადაღებული ჩემი ძმა, მირიანი. თითქმის ჩანჩქერის სიმაღლე :D :D :P
Image
amindi moqmedebs

marita 777
მაწანწალა
Posts: 642
Joined: 31 ოქტ 2007, 14:09
Location: tbilisi
არშის და გველეთის ჩანჩქერები, გერგეტი და სხვაც - 7.07.13

Post by marita 777 » 10 ივლ 2013, 22:22

გერგეტზე

Image
ამიგო
Image
amindi moqmedebs

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]