დირბი-ბრეთი-სამწევრისი-წრომი-ხცისი -მზოვრეთი შიდა ქართლი

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
AIRMISHOO
ბოდიალა
Posts: 179
Joined: 29 მაი 2009, 08:48
Location: TBS
დირბი-ბრეთი-სამწევრისი-წრომი-ხცისი -მზოვრეთი შიდა ქართლი

Post by AIRMISHOO » 16 ოქტ 2012, 00:20

1. რეგიონი:
შიდა ქართლი

2.მარშრუტის დასახელება
თბილისი - ქარელი - ხაშური-ქარელი-თბილისი

3. ხანგრძლივობა
1 დღე

4. სირთულე:
ადვილი

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
17 ლარი (სამწვადე და სასმელი )

6.
დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:

ქარელი , ხაშური

7. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:

დაახლოებით 300 კმ-მდე

8. ფეხით გასავლელი მანძილი:
მცირე

9. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:

დირბი, სამწევრისი წრომი, ხცისი, მზოვრეთი

10. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
საწვიმარი მანდილოსნებისთვის ტაძრისთვის შესაბამისი ჩაცმულობა

11. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
წელიწადის ყველა დრო

12. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების
შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს

ქოზიფა, რუისი, ურბნისი, ყინწვისი

13. მონაწილეები


1. AIRMISHOO
2. AIRMISHOO+
3. AIRMISHOO++
4 .AIRMISHOO+++
5.ლელა ხუციშვილი
6. ავთანდილ ძიძიგური
7. anna_di
8. anna_di +
9. Geo-archi
10. Geo-archi +
11. გიორგი უღრელიძე
12.გიორგი უღრელიძე+
13. anna_di +


14. გასვლის ორგანიზატორი

airmisho

15. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით
9 ბალი.



16. სასარგებლო ბმულები

http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=5415
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=2301
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=3356&start=0

geo-archi
ბილიკზე მოარული
Posts: 84
Joined: 30 ივლ 2009, 13:40
Location: Tbilisi
დირბი-ბრეთი-სამწევრისი-წრომი-ხცისი -მზოვრეთი შიდა ქართლი

Post by geo-archi » 16 ოქტ 2012, 00:52

მადლობა ხალხ კარგები ხართ და ეს ძალიან მახარებს. მადლობა ამ გასვლის სულის ჩამდგმელს და ჩემს ახალ შეძენილ მეგობარს AIRMISHOOO _ს. მადლობა შემოდგომის შიდა ქართლს. :)
party without break .......

User avatar
AIRMISHOO
ბოდიალა
Posts: 179
Joined: 29 მაი 2009, 08:48
Location: TBS
დირბი-ბრეთი-სამწევრისი-წრომი-ხცისი -მზოვრეთი შიდა ქართლი

Post by AIRMISHOO » 16 ოქტ 2012, 01:01

14 ოქტომბერს , სვეტიცხოვლობა ავღნიშნეთ შიდა ქართლში , ტაძრების მოლოცვით. ყველაფერი კი დაიწყო იმით რომ დავგეგმე ტური შიდა ქართლისკენ და 13 ადამიანმა (ჩემი ჩათვლით) გამოთქვა სურვილი მოელოცა ქარელისა და ხაშურის რაიონების სალოცავები.
შეკრების ადგილი ჩვეულებრისამებრ სამთო ქიმიის შენობა იყო. დრო 8-ის ნახევარიდან 8-მდე და ყველა მონაწილე დროულად გამოცხადდა :) ზუსტად 8 საათზე გავემართეთ ქარელისკენ. როგორც ყოველთვის "სმარტთან" გავჩერდით, ბოლო შენაძენის გასაკეთებლად. სმარტში კი აღმოვაჩინე წივწივა რომელიც ყაზბეგში მიდიოდა , როგორც თვითონ მითხრა მეგობრის ქორწილში , სადაც მეჯვარე უნდა ყოფილიყო. წივწივამ სცადა anna_di მოეტაცა ჩვენი მინიბუსიდან, მაგრამ არაფერი არ გამოუვიდა და დიდი
წინააღდეგობის შემდეგ როგოც უბილეთო მგზავრმა მინიბუსი დატოვა. 9-ის ნახევარზე უკვე მცხეთის მისადგომებთან ვიყავით, შორიდან თვალი მოვკარით სვეტიცხოვლის დიდებულ ტაძარს, წინ კი ბრეთი გველოდებოდა.. დაახლოებით ერთ საათში უკვე ბრეთში ვიყავით. საკმაოდ მზიანი ამინდი დაგვხვდა, თუმცა დილის სუსხი იყო ქართან ერთად და ცოტა არ იყოს შეგვაცივა. ტაძარში რომ შევედით წირვა-ლოცვა მიმდინარეობდა,მესანთლემ ცოტა ხანი მოცდა გვირჩია და გვითხრა რომ შეგვიყვანდა ღვთისმშობლის ტაძარში სადაც ერთ-ერთი ასურელი მამის- პიროს ბრეთელის საფლავი იყო.

როგორც ცნობილია ბრეთის მართლმადიდებლური ცენტრის დაარსება ათცამეტი ასურელი მამის საქართველოში მობრძანების მნიშვნელოვან ფაქტს უკავშირდება. იოანე ზედაზნელის მიერ მამათა ,,განტევების” შემდეგ ბრეთი წმიდა პიროსმა აირჩია სამოღვაწეოდ. მცირე ეკლესიის აგებაც მისი მესიანური ღვაწლის ნაწილია: ,,მტკვრის ჩრდილოეთ, ამ მდინარის აღმოსავლეთით არის ბრეთის მონასტერი . . . რომელი ქნა პიროს იგ მამათაგანმან” (ვახუშტი ბაგრატიონი, ,,საქართველოს გეოგრაფია”). დიდი მამისადმი ხასგასმული სიყვარულისა და ერთგულების ნიშნად ხალხი საყდარს იმთავითვე მამა პიროსისი ეკლესიას უწოდებს


Image



Image



Image



Image



Image



Image




Image



Image



Image


Image


Image


Image

User avatar
AIRMISHOO
ბოდიალა
Posts: 179
Joined: 29 მაი 2009, 08:48
Location: TBS
დირბი-ბრეთი-სამწევრისი-წრომი-ხცისი -მზოვრეთი შიდა ქართლი

Post by AIRMISHOO » 16 ოქტ 2012, 05:22

ბრეთიდან გავეშურეთ დირბის დედათა მონასტრისაკენ..მცირევე ხანში მივადექით მონასტრის ტერიოტორიას.. როგორც ბრეთში, ასევე დირბშიც წირვა-ლოცვა მიმდინარეობდა. ტაძარში ფოტო გადაღება აკრძალულია.სამონასტრო კომპლექსი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მეტოქე მონასტერი იყო და მრავალი ისტორიული მოვლენის მოწმე.
იგი სოფელთან ერთად სვიმონ I-ს (1556-1600) შეუწირავს იერუსალიმის ჯვრის მონასტრისთვის.დირბის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის თავდაპირველი, მცირე დარბაზული ეკლესია, როგორც აღმოსავლეთ ფასადზე არსებული წარწერიდან ირკვევა, ლეონ III აფხაზთა მეფის ზეობისას 957-967 წლებს შორის აუშენებიათ. ამ დროს ქართლს აფხაზთა მეფის მოხელე იოანე ერისთავი განაგებდა, რომელიც წარწერაში მეფის შემდგომ მოიხსენიება. დირბის ეკლესიის აგების ინიციატორი აბრაჰამ დეკანოზი ჩანს. ეკლესიის მშენებლობის უშუალო შემსრულებელი, დამფინანსებელი ვინმე ოთინისძეა.ეკლესიის სამხრეთით ორსართულიანი სამრეკლო დგას, გვიან ფეოდალურ ხანაში XVII საუკუნეში ეკლესიის გადაკეთებისას აგებული.ღვთისმშობლის ტაძრის უკან დღემდე დგას დირბის ციხე, რომელსაც გალავანი უერთდება.
ეკლესიის მოლოცვის შემდეგ, დედაოს ვთხოვეთ ციხე-სიმაგრეზე ასვლის ნებართვა , თუმცაღა უარი მივიღეთ, რამეთუ ციხემდე მისასვლელად მონასტრის შიდა ტერიტორია უნდა გაგვევლო , რაც აკრძალული ყოფილა. დედაომ შემოვლითი გზა მიგვასწავლა და ჩვენც შეუდექით ციხისკენ მიმავალ ვიწრო ბილიკს... სამწუხაროდ ციხის კარი ჩარაზული დაგვხვდა. მე და რამოდენიმე მონაწილე მაინც ავძვერით(ავფოფხდით) ციხეზე და სამახსოვრო ფოტოებიც გადავიღეთ. ციხის მოპირდაპირედ, გორაკზე ,ახლადნაშენი ერთნავიანი ბაზილიკა მოსჩანდა. როგორც ადგილობრივება გვითხრეს, იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია იყო. ეკლესიის წინ გადასახედია მოწყობილი, საიდანაც თვალწარმტაცი ხედები იშლება. დირბშიც სუსხიანი ამინდი იყო და საკამოდ ციოდა... გორაკიდან ჩამოსულებს აშკარად გათბობა გვესაჭიროვებოდა, ხოოდაა გზად ხცისისაკენ მცირეოდენი შევზარხოშდით, გასვლის მონაწილეებმა უკეთ გაიცნეს ერთმანეთი და გზაც შედარებით მოკლე მოგვეჩვენა:)




Image


Image


Image


Image


Image


Image


Image



Image



Image



Image




Image


Image


Image


Image



Image



Image



Image

User avatar
anna_di
ბილიკზე მოარული
Posts: 63
Joined: 29 მაი 2007, 22:34
დირბი-ბრეთი-სამწევრისი-წრომი-ხცისი -მზოვრეთი შიდა ქართლი

Post by anna_di » 16 ოქტ 2012, 10:16

გასვლა იყო არაჩვეულებრივი!

მადლობა მიშოს (AIRMISHOO) მარშრუტის საინტერესოდ დაგეგმვისთვის, გზა-კვალის აბნევისთვის და შესაბამისად გახალისებისთვის, ბასტურმისთვის, საღამოს (ღამის) მუსიკალურად გაფორმებისთვის, ასეთი კარგი ხალხის შეკრებისთვის.

მადლობა ყველას. მძღოლსაც მადლობა, მშვიდობით რომ გვატარა...

ყველაზე მეტად ციციშვილების რეზიდენცია მომეწონა...

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
დირბი-ბრეთი-სამწევრისი-წრომი-ხცისი -მზოვრეთი შიდა ქართლი

Post by shoda1121 » 16 ოქტ 2012, 10:20

anna_di wrote:გასვლა იყო არაჩვეულებრივი!

მადლობა მიშოს (AIRMISHOO) მარშრუტის საინტერესოდ დაგეგმვისთვის, გზა-კვალის აბნევისთვის და შესაბამისად გახალისებისთვის, ბასტურმისთვის, საღამოს (ღამის) მუსიკალურად გაფორმებისთვის, ასეთი კარგი ხალხის შეკრებისთვის.

მადლობა ყველას. მძღოლსაც მადლობა, მშვიდობით რომ გვატარა...

ყველაზე მეტად ციციშვილების რეზიდენცია მომეწონა...
სამწევრისის მოხატულობა მართლაც ყველაზე მაგარია!!!
ნებისმიერ ტურისტულ მარშუტს დაამშვენებს!!!
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
domciko
მაწანწალა
Posts: 640
Joined: 14 ივლ 2011, 14:05
Location: tbilisi
დირბი-ბრეთი-სამწევრისი-წრომი-ხცისი -მზოვრეთი შიდა ქართლი

Post by domciko » 16 ოქტ 2012, 12:04

ყოჩაღ მიშო... შენი იმედი ყოველთვის მქონდა :*:****

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
დირბი-ბრეთი-სამწევრისი-წრომი-ხცისი -მზოვრეთი შიდა ქართლი

Post by shoda1121 » 16 ოქტ 2012, 12:27

ყველაზე მაგარი ამბავი მოხდა ამ დროს: ხცისში გზა აგვებნაო და მირეკავს აირმიშო: მე ღამე ხცისში დავრჩი (ჯავახეთის მერე) და მეორე დღეს ძამას მივდიოდი: მეგობრებთან ერთად :) ჰოდა ხცისში დამრჩა ქურთუკი და უკვე იმედი აღარ მქონდა, ჰოდა მიშომ ჩემი ქურთუკი წამოიღო: ანუ ამ ზამთარს აღარ გავიყინები: ასეთი კარგია ეს სალაშქრო სამყარო: 1 ჯგუფი რომ ჩამოვა მეორე ადის და ეგრე :)
===
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
AIRMISHOO
ბოდიალა
Posts: 179
Joined: 29 მაი 2009, 08:48
Location: TBS
დირბი-ბრეთი-სამწევრისი-წრომი-ხცისი -მზოვრეთი შიდა ქართლი

Post by AIRMISHOO » 16 ოქტ 2012, 18:45

ბუჟბუჟ-ბუჟბუჟში კინაღამ ხცისის გადასახვევს ავცდით. მალევე სოფლის შუაგულში მდგარ წმინდა გიორგის სახელობის საყდარს მივადექით.თარიღდება XIX საუკუნით. დასავლეთიდან ეკლესიას თანადროული სამრეკლო ეკვრის. ეკლესია დარბაზულია. ნაგებია წითელი აგურით. საკმაოდ ლამაზი და კოხტა ეზო აკრავს ეკლესიას. მანამ სანამ სხვა მონაწილეები ფოტო-სესიით იყვნენ დაკავებული მე და სერგომ გადავწყვიტეთ ადგილობრივ მოსახლეობას გამოვლაპარაკებოდით და გაგვერკვია, შეძლებდა თუ არა ჩვენი მინიბუსი ხცისის იოანე ნათლისმცემლის ტაძართან მისვლას. როგორც ხცისელებმა გვითხრეს , პრობლემა არ უნდა ყოფილიყო. დაახლოებით კილომეტრზე ცოტა მეტი მანძილი მინიბუსით გავიარეთ, გზა ოდნავ ატალახებული იყო და მძღოლმა უარი განგვიცხადა ბოლომდე მიყვანაზე. ჩვენც ფეხით გაუყევით გზას... მიახლოებით 300 მეტრის გავლის შემდეგ "ცენტრალური" გზიდან იყო გადასახვევი და როგორც google map-იდან მახსოვდა ხელმარცხნივ უნდა გადაგვეხვია და მალევე უნდა მივდგომოდით ტაძარს... ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ერთი სიტყვით არასწორად გაუყევით გზას , და გამახსენდა რომ შოდაც ხცისში აპირებდა ამოსვლას. დაურეკე შოდას და როგორც მან მითხრა ცენტრალურ გზას უნდა გავყოლოდით და მერე მარჯვნივ უნდა გადაგვეხვია.. აშკარა იყო რომ არასწორ გზას შევმდგარიყავით,მობრუნებას კი აზრი აღარ ქონდა, საკმაოდ დიდი მანძილი გვქონდა გავლილი. იხტიბარს არ ვიტეხდი და მონაწილეებს ვეუბნებოდი-- რა საჭიროა ისეთი გზა რომელიც ტაძრამდე არმიგვიყვანს მეთქი.. და არც შევმცდარვარ.. შორიდან ხისმჭრელების ხმა მოისმა, საჩქაროთ მივაჭერი მათთან და გამოვკითხე თუ რომელ გზას უნდა გავყოლოდით. 3 ჯგუფად აღმოვჩნდით დაყოფილი და ერთმანეთს მობილურების საშუალებით ვუკავშირდებოდით.. და აი გამოჩნდა ნანატრი გზა .. გზად გაგვაბედნიერა იმ ფაქტმა რომ , ჩვენი გასვლის სამი მანდილოსანი შემოგვხვდა რომელთაც უკვე მოელოცათ ნათლისმცემელი და ეგონათ რომ ჩვენ კიდევ ერთი ტაძრის მოსალოცად ვიყავით ზემოთ ასულები. აღმოჩნდა რომ ისინი ცენტრალურ გზას გაყოლიან და მალევე მისულან ნათლისმცემელთან..შორიდან გამოანათა ფერებში ჩაფლულმა ტაძარმა .. მესამე ჯგუფიც შემოგვიერთდა და ეს ვის ყბებში ჩავვარდი :D :D ბევრი ვიარეთ თუ ცოტა როგორც იქნა მივაღწიეთ მონასტერს. მართლაც საოცარი რამ დაგვხვდა ხცისში...მონასტრის ეზოში ბერ-მონაზვნები და მორჩლები ისხდნენ,ერთერთმა მონაზონმა გვიწინამძღოლა და მოგვიყვა მონასტრის დაარსების ისტორია. ეკლესია დარბაზული ტიპისაა, ნაგებია კარგად მოსწორებული მოყვითალო და მონაცისფრო ქვის კვადრებით. ტაძრის მშენებლობა დაწყებულა ბაგრატ III-ის მეფობის დროს. სამშენებლო წარწერის მიხედვით ეკლესიის აშენება 1002 წელს დაუწყია გურანდუხტ დედოფლის დაახლოებულ პირს, ძლიერ ფეოდალს ანანია მთავარეპისკოპოსს. ბევრ ხატს მირონი სდიოდა,ასევე საკურთხევლის კარებსაც. შუაგულ ტაძარში ორი ქვევრიც ვნახეთ რომლებშიაც თავის დროზე ზედაშე მზადდებოდა.სამხრეთით და ჩრდილოეთით მინაშენებია სამკვეთლო და კარიბჭე, სამხეთით რესტავრირებულია ხოლო ჩრდილოეთი მხარე კონსერვაციის ქვეშაა და მალევე უნდა ჩაუტარდეს აღდგენითი სამუშაოები. იქვეა ბერ-მონაზონთა საძვალე . შემორჩენილა წარწერები, ფასადებზე რელიეფებია - ჯვრის ვარიაციები, ცხოველთა და ფრინველთა გამოსახულებანი. დასავლეთ ფასადზე სამი ასომთავრული წარწერაა... მადლიერების გრძნობით გამოუდექით უკან გზას..შოდას ქურთუკის წამოღებაც არ დაგვიწყებია.. აღმოჩნდა რომ გადასახვევიდან სულ რაღაც 50 მეტრში ტრაფარეტი დგას და ჩვენ კი ზედმეტი კილომეტრნახევარი ვიარეთ. მიუხედავათ ამისა დროში ვჯდებიდით, რადგანაც მინიბუსმა სოფლიდან კილომეტრნახევარი ამოგვიყვანა.. სალაპარაკო და საღადაო თემა ყველასთვის ერთი იყოო.. მიშო და მისი google earth და რომ რუკა უკუღმა არ უნდა მეჭიროს და ასე შემდეგ...:):) მთელ გასვლას ლაიტ-მოტივად ჩემი სანავიგაციო უნარები დაედო....
ხაშურის რაიონიდან ისევ ქარელის რაიონისკენ გავემართეთ.შემდეგი გაჩერება წრომი, ციციშვილების რეზიდენცია და სამწევრისი იყო


Image


Image


Image


Image


Image


Image


Image


Image


Image


Image


Image


Image


Image


Image


Image


Image


Image


Image


Image


Image


Image


Image


Image


Image


Image

Image




Image
Last edited by AIRMISHOO on 17 ოქტ 2012, 00:17, edited 2 times in total.

User avatar
AIRMISHOO
ბოდიალა
Posts: 179
Joined: 29 მაი 2009, 08:48
Location: TBS
დირბი-ბრეთი-სამწევრისი-წრომი-ხცისი -მზოვრეთი შიდა ქართლი

Post by AIRMISHOO » 17 ოქტ 2012, 00:05

ჩემი ფოტოების ბმულები


ნაწილი პირველი


http://allshares.ge/download.php?id=3B69756747



ნაწილი მეორე


http://allshares.ge/download.php?id=13CE937150




ნ-----------------------------------------------------------------------

User avatar
AIRMISHOO
ბოდიალა
Posts: 179
Joined: 29 მაი 2009, 08:48
Location: TBS
დირბი-ბრეთი-სამწევრისი-წრომი-ხცისი -მზოვრეთი შიდა ქართლი

Post by AIRMISHOO » 17 ოქტ 2012, 00:10

geo-archi wrote:მადლობა ხალხ კარგები ხართ და ეს ძალიან მახარებს. მადლობა ამ გასვლის სულის ჩამდგმელს და ჩემს ახალ შეძენილ მეგობარს AIRMISHOOO _ს. მადლობა შემოდგომის შიდა ქართლს. :)
გაიხარე გიო.. დიდი მადლობა ყველას ამ ლამაზი დღისთვის , მართლა ძაან მაგრები ხართ..არაჩვეულებრივი გასვლა გამოვიდა ,რაც თითოეული მონაწილის დამსახურებაა :)

User avatar
AIRMISHOO
ბოდიალა
Posts: 179
Joined: 29 მაი 2009, 08:48
Location: TBS
დირბი-ბრეთი-სამწევრისი-წრომი-ხცისი -მზოვრეთი შიდა ქართლი

Post by AIRMISHOO » 17 ოქტ 2012, 00:13

anna_di wrote:გასვლა იყო არაჩვეულებრივი!

მადლობა მიშოს (AIRMISHOO) მარშრუტის საინტერესოდ დაგეგმვისთვის, გზა-კვალის აბნევისთვის და შესაბამისად გახალისებისთვის, ბასტურმისთვის, საღამოს (ღამის) მუსიკალურად გაფორმებისთვის, ასეთი კარგი ხალხის შეკრებისთვის.

მადლობა ყველას. მძღოლსაც მადლობა, მშვიდობით რომ გვატარა...

ყველაზე მეტად ციციშვილების რეზიდენცია მომეწონა...

გაიხარეე ყველანი ძაან მაგრები ხართ.. მტკვრის პირას როგორი დისკოთეკა მოვაწყეთ :) :) :)

User avatar
AIRMISHOO
ბოდიალა
Posts: 179
Joined: 29 მაი 2009, 08:48
Location: TBS
დირბი-ბრეთი-სამწევრისი-წრომი-ხცისი -მზოვრეთი შიდა ქართლი

Post by AIRMISHOO » 17 ოქტ 2012, 00:16

shoda1121 wrote:ყველაზე მაგარი ამბავი მოხდა ამ დროს: ხცისში გზა აგვებნაო და მირეკავს აირმიშო: მე ღამე ხცისში დავრჩი (ჯავახეთის მერე) და მეორე დღეს ძამას მივდიოდი: მეგობრებთან ერთად :) ჰოდა ხცისში დამრჩა ქურთუკი და უკვე იმედი აღარ მქონდა, ჰოდა მიშომ ჩემი ქურთუკი წამოიღო: ანუ ამ ზამთარს აღარ გავიყინები: ასეთი კარგია ეს სალაშქრო სამყარო: 1 ჯგუფი რომ ჩამოვა მეორე ადის და ეგრე :)
===
შოდა შენი ქურთუკი ჩემთან ინახება და ამ ზამთარს გაყინვა არ გიწერია :) :)

ყოჩაღ მიშო... შენი იმედი ყოველთვის მქონდა :*:****

გენაცვალეე :* :*

User avatar
AIRMISHOO
ბოდიალა
Posts: 179
Joined: 29 მაი 2009, 08:48
Location: TBS
დირბი-ბრეთი-სამწევრისი-წრომი-ხცისი -მზოვრეთი შიდა ქართლი

Post by AIRMISHOO » 17 ოქტ 2012, 01:00

პირველი გაჩერება წრომის გუმბათოვანი ტაძარი იყო, როგორც ისტორიული წყაროებიდანაა ცნობილი IV საუკუნეში წრომში ყოფილა საკმაოდ მნიშვნელოვანი ეკლესია, სადაც მემატიანის გადმოცემით, 457 წელს, აგვისტოში, წამებით მოუკლავთ რაჟდენი, რომელმაც ვახტანგ გორგასლის დროს ქრისტიანობა მიიღო.ტაძარი რამდენჯერმე დაზიანდა და გადაკეთდა: XI და XII საუკუნეებს შორის და XVI-XVII საუკუნეებში. ტაძარს გააჩნია მეორე სართული სადაც ვიწრო კიბეებით ადიხარ. სავარაუდოდ მგალობელთა ადგილია. სხვა ,წინა მოლოცვილ ტაძრებთან შედარებით, წრომი ყველაზე დიდი და ძველი ტაძარი იყო . სამახსოვრო ფოტოების გადაღების შემდეგ წინ გველოდებოდა ციციშვილების რეზიდენცია.. მინიბუსის მძღოლმა არასწორ ადგილას გააჩერა და იქვე მიმავალი ბილიკისკენ მიგვითითა რომელიც ციხისკენ მიდიდოდა. აღმოჩნდა არასწორი გზა, და კინაღამ ვეებერთელა მეცხავრის ლუკმა გავხდი, იქვე ღობეზე გადავძვერი და აღმოვჩნდი ციხის შესასვლელთან და დანარჩენებს გავძახე რომ მინიბუსი მეორე მხრიდან ამოსულიყო.. ციხე ოდნავ შემაგლებულ ადგილზე მდებარეობს და მდინარე მტკვრის ხეოაბს გადაჰყურებს. ეზოში პატარა ბაზილიკა დგას რომლის მხატვრობამაც ყველა განგვაცვიფრა.. მე პირადად საქართველოში არსად მინახავს ასეთ ფერებში მოხატული ტაძარი, .. ციხის მოპირდაპირედ სამწევრისის ტაძარი მოსჩანს , ჩვენი შემდეგი გაჩერება.. ციხის ეზოში 2 "აზიური" წარმომავლობის ადამიანი გამომელაპარაკა. აგარიდან ფეხით ჩამოსულან აქამდე და უკან მიმავალი გზა აღარ ახსოვდათ და მთხოვეს დახმარება, ჩვენც შეძლებისდაგვარად დავეხმარეთ.. ქარელის ცენტრალურ გზამდე გავიყვანეთ.

სამწევრისის ტაძარს რომ მივადექით უკვე იკეტებოდა.. რამოდენიმე ბიჭი შევედით ტაძარში და მამაოს დავეკითხეთ შეიძლებოდა თუ არა გოგოების შემოსვლა (ჯინსებში გამოწყობილი), მამაომ გვითხრა რომ ვიცოდით შეიძლებოდა თუ არა და მე კიდევ ერთხელ ჩავეკითხე : "და მაინც თუ შეიძლება თქო" , გაეცინა და დართო ნებართვა გოგოებს შემოსულიყვნენ. სამწევრისის წმინდა გიორგის ტაძარი სტილისტური ნიშნებით თარიღდება VII საუკუნის I მესამედით.ეკლესია წარმოადგენს "თავისუფალი ჯვრის" ტიპის შენობათა რიგს ..
სამწევრისის შემდეგ ორთუბნის დედათა მონასტერი უნდა მოგველოცა და მზოვრეთის ციხე... გზაში იმდენად მოგვშივდა ( მიუხედავად იმისა რომ გზად ხაჭაპურებიც მივირთვით და სხვა რამეც ) რომ ძროხის და ღორის დანახვაზე ეგრევე მწვადები გველანდებოდა.. სალაპარაკო თემაც საჭმელი იყო.. ბაყაყები, კალიები.. იფ იფ რა ციკანმა ჩაგვიარა ხომ არ გაგვეყოლებიაო :) ორთუბნისკენ გზა საკამოდ ცუდ მდგომარეობაში დაგვხვდა,, უამრავი თხრილები და ორმოები.. მონასტერთან რომ მივედით მძღოლმა გარკვეული პრეტენზიები გამოთქვა , თუმცაღა ეგრევე მოვაკეტინე :) :) მონასტრის შესასვლელში დედაო დაგვხვდა და დაგვათვალიერებინა მონასტრის ტერიტორია.. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტაძრის რეკონსტრუქცია, რომელიც ცივი ზამთრის შემოსვლამდე უნდა დასრულდეს. საკმაოდ უცხო და ლამაზი აგებულების ღვთისმშობლის სახელობის ტაძარია, დედაომ პატარა ექსკურსი ჩაგვიტარა და მოგვითხრო მონასტრის ისტორია.ორთუბნის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტერი მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით ამოქმედდა 1997 წელს.. თავდაპირველად ყოფილა მამათა მონასტერი ხოლო მოგვიანებით დედათა მონასტერმა დაიდო ბინა . ტაძარი XVII საუკუნით თარიღდება, ხოლო XVIII საუკუნის II ნახევარში ტაძრის დასავლეთ კედელზე სამსართულიანი სამრეკვლო მიუშენებიათ. მამათა მოანსტერი კი მზოვრეთის ციხეშია განთავსებული. დედაოს თქმით გოგოებს არ შეუშვებდნენ და ამიტომაც გადავწყვიტეთ საპიკნიკე ადგილი მოგვეძია და მწვადების შეწვას შევდგომიდით..
ქარელს გავცდით თუ არა ეგრევე გავჩერდით მტკვრის პირას. საკმაოდ კარგი საპიკნიკე ადგილი იყო. ნაწილი შეშას ეზიდებოდა ნაწილი სუფრას აწყობდა მოკლედ მალევე მწვადების შეწვის პროცესიც დაიწყო.. უკლებლივ ყველა მონაცილე მწვადებს გარს შემორტყმოდა და თითქოს ერთმანეთIსაგან იცავდნენ: არცერთი ნაჭერი რომ არ მოკლებოდა..ფაქტიურად ყველამ მიიღო მონაწილეობა მწვადის შეწვაში : GOOD TEAM WORK) მალევე სუფრას შემოუსხედით, მუსიკალურ გაფორმებას ჩემი ლეპტოპი და დინამიკები უზრუნველყოფდა, სასმელით მომარაგებაზე ვიზრუნე თქვენმა მონა მორჩილმა.. ერთი სიტყვით არაჩვეულებრივი საღამო გავატარეთ თავისი დისკოთეკითურთ..
დიდი მადლობა გასვლის თვითოეულ მონაწილეს რომელმაც შექმნა ეს დაუვიწყარი დღე

P.S. სუფრის გარშემო მივიღეთ გადაწყვეტილება შევქმნათ რამოდენიმე ჯგუფი : საკრაოტენი, ნაკრაოტალნი, გადანაკრაოტალნი და გადასანაკრაოტებელნი :) :)

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
დირბი-ბრეთი-სამწევრისი-წრომი-ხცისი -მზოვრეთი შიდა ქართლი

Post by shoda1121 » 17 ოქტ 2012, 01:26

AIRMISHOO
სურათები???
ბოლო ბოლო ახვედით მზოვრეთზე?
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]