როგორ მოვიქცეთ ლაშქრობა-ექსკურსიებზე?

კითხეთ გამოცდილ (და არც ისე გამოცდილ) ადამიანებს

Moderators: Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
როგორ მოვიქცეთ ლაშქრობა-ექსკურსიებზე?

Post by Tamari-ch. » 26 ოქტ 2010, 08:38

ბარემ მეც დავწერ რა არ მომწონს კარავზე -


ხშირად მესმის ხოლმე - "მე ამასთან არ წავალ ლაშქრობაში",
იმასთან არ წავალ -
ამას არ ჩავისვამ მანქანაში -

და ა.შ.

ბევრჯერ მიმგზავრია სრულიად უცხო ხალხთან - და არასოდეს არ მქონია პრობლემა -თითქმის ყველა გასვლაში ვიღაც ყოფილა უცხო -
მერე რა?

რა მოხდა მერე?
ახალ ხალხს გაიცნობ - ვიღაც შეიძლება მოგეწონოს ან არ მოგეწონოს -
რა მოხდა...
უნდა გავუგოთ ერთმანეთს ყველა სიტუაციაში..
ნუ იკეტებით, არ გინდათ დისტანცირება...

:wink:
სადაა ქართული ხალხური ტოლერანტობა?
:D
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
როგორ მოვიქცეთ ლაშქრობა-ექსკურსიებზე?

Post by Hereti » 26 ოქტ 2010, 12:18

Tamari-ch.
ბედი მქონია არასოდეს გამიგია ეგ სიტყვები, ამასთან არ წავალ არ ჩავჯდები და ა.შ.

თუ ვინმე ეგრე ფიქრობს იჯდეს სახლში, :wink:

stranger
მაწანწალა
Posts: 846
Joined: 09 იან 2010, 21:45
Location: ჩემი ოთახი
როგორ მოვიქცეთ ლაშქრობა-ექსკურსიებზე?

Post by stranger » 26 ოქტ 2010, 13:13

Tamari-ch. wrote:ბარემ მეც დავწერ რა არ მომწონს კარავზე -


ხშირად მესმის ხოლმე - "მე ამასთან არ წავალ ლაშქრობაში",
იმასთან არ წავალ -
ამას არ ჩავისვამ მანქანაში -

და ა.შ.
დიდი მნიშვნელობა აქვს ისე ვისთან ერთად იმგზავრებ!შეიძლება ნანახი ადგილებით მონიჭებულმა სიამოვნებამ ისე არ იქონიოს გავლენა ,როგორც იმ ხალხთან ერთად მგზავრობამ ,რომლებიც არ გტვირთავენ თავიანთი უზნეო ,გოიმური გამოსვლებით!

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
როგორ მოვიქცეთ ლაშქრობა-ექსკურსიებზე?

Post by Tamari-ch. » 26 ოქტ 2010, 13:43

stranger
არასოდეს მქონია ასეთი შემთხვევა...
თუმცა კი – მაგისმაგვარი კი იყო.. მარა ყურადღება არ მიმიქცევია..

:D
იმათთანაც შეიძლება საერთო ენის გამონახვა...
;)
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
როგორ მოვიქცეთ ლაშქრობა-ექსკურსიებზე?

Post by Hereti » 26 ოქტ 2010, 14:06

stranger
თუ ვინმესგან რაიმე არ მოგწონს ან თვლი, რომ მისი გამოსვლები შენი შეურაწმყოფელია უთხარი და გაჩერდება, რავიცი ,რავიცი :roll:

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
როგორ მოვიქცეთ ლაშქრობა-ექსკურსიებზე?

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 14 მარ 2011, 00:29

ელვის დროს მობილური ტელეფონებისა
და სხვა ელხესაწყოების გამორთვა აუცილებელია.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
როგორ მოვიქცეთ ლაშქრობა-ექსკურსიებზე?

Post by Ketevan Guliashvili » 10 ოქტ 2012, 17:02

ლაშქრობისას აუცილებელი რამოდენიმე წესი ვთარგმენ, აქაც იყოს:

ლაშქრობაში ვუცდით ერთმანეთს!

1. ლაშქრობაში ყოველი მოლაშქრე არის კოლექტივის ცხოვრებისა და შრომითი საქმიანობის სწორუფლებიანი მონაწილე. მარშრუტის გავლისას არ არსებობს საინტერესო და არასაინტერესო საქმე. არსებს მხოლოდ აუცილებელი საქმიანობა რომლიც ლაშქრობის ყოველმა მონაწილემ რიგრიგობით უნდა შეასწრულოს. ტურისტის ავტორიტეტი მისი საქმისადმი სინდისიერი დამოკიდებულებით იქმნება. საქმე რომელიც კოლექტივმა დააკისრა წევრს დროულად და ინიციატივით უნდა შესრულდეს.

კოლექტივის კანონი: "რაც ყველამ გადაწყვიტა - შეასრულე, თუნდაც არ ეთანხმებოდე". კიდევ ერთი კანონი, "გასვლაში ყვლაფერი საერთოა".

ამხანაგობის კანონი: "შვიდი ერთს არ უცდის". ტურისტი ვალდებულია დააფასოს კოლექტივის დრო. გასვლაში არ არსებობენ პრივილეგირებული მოლაშქრეები.

პატივისცემის კანონი: პატივი ეცი ადამიანებს, მათ წეს ჩვეულებას, ტრადიციებს, პატივი ეცი უფროსებსა და უმცროსებს. თუკი მეგობრისაგან რაიმე აიღე დაუბრუნე. თუკი ლაშქრობისას ადგილობრივებს რაიმეს დაპირდი აუცილებლად აუსრულე. ლაშქრობისას მამაკაცები ზრუნავენ ქალბატონებზე.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
როგორ მოვიქცეთ ლაშქრობა-ექსკურსიებზე?

Post by Ketevan Guliashvili » 10 ოქტ 2012, 17:11

ქცევის წესები მთაში ლაშქრობისას

თუკი ურბანულ გარემოში ჩვენი ცხოვრება წვრილმანებამდეა გაწერილი და ნაცნობი, მთა სრულიად სხვა გარემოა, აქ რამოდენიმე მარტივი წესია დასაცავი.


პუნქტი პირველი - ესაა ალკოჰოლური სასმელების მიღების სრული აკრძალვა. ნასვამი და მთვრალი ადამიანის ადგილი მთაში არაა! დალევის შემდეგ ჩნდება ალალი გმირობის სურვილისა და თავზეხელაღებულობის მონაცვლეობა, მაშინვე ჩნდება სადღაც აძრომისა და საიდანღაც ჩამოხტომის სურვილი. ნასვამ მდგომარეობაში ადამიანი იმას აკეთებს რასაც ფხიზელ მდგომარეობაში აზრადაც არ გაივლებდა. ამიტომ ნასვამი ადამიანისათვის მთაში სიარული და ყოფნა უბრალოდ სახიფათოა!
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
როგორ მოვიქცეთ ლაშქრობა-ექსკურსიებზე?

Post by Ketevan Guliashvili » 10 ოქტ 2012, 17:16

პუნქტი მეორე - ჯგუფის ერთმთლიანობა. გამოცდილება აჩვენებს რომ მთაში
სახიფათო შემთხვევების მთავარი მიზეზი ჯგუფის დანაწევრება და დაყოფაა.
ეცადეთ ლაშქრობის პერიოდში დაივიწყოთ თქვენი პირადი ამბიციები, ლაშქროა ხომ კოლექტიური საქმიანობაა. თუ რაიმე გაქვთ გასაკეთებელი სადღაც უნდა გადაუხვიოთ, ან თUნდაც რაიმეს ნახვა გსურთ ან სადმე გადახედვა, გააფრთხილეთ ინსტრუქტორი.

ინსტრუქტორი ყოველთვის მოდის ჯგუფის ბოლოს და გაჩერდება როდესაც ვინმე დაიღალა და დასვენება გადაწყვიტა.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
როგორ მოვიქცეთ ლაშქრობა-ექსკურსიებზე?

Post by Ketevan Guliashvili » 10 ოქტ 2012, 17:38

პუნქტი მესამე - ის რაც მთებში წაიღეთ უკან უნდა წამოიღოთ! ეს ეხება უპირველეს ყოვლისა მინის ქილებს და ბოთლებს, თუნუქის ანუ კონსერვის ქილებს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ მოწევას. ნუ დაყრით სიგარეტის ნარჩენებს მინდორში. გაიკეთეთ საფერფლე.

პუნქტი მეოთხე - თუ თქვენთვის რულია ჯგუფის საერთო ტემპში სიარული, არ შეიძლება თავის გაწვალება და ღონემიხდილის ძალით სიარული. დროულად შეატყობინეთ ჯგუფს ამის შესახებ, თორემ შემდგომაში სათრევი გახდებით, ეს კი ბევრად უარესია.

აუცილებელია სიარულის ტემპის შენარჩეუნება. აღმართებისას დაუშვებელია ტემპის აჩქარება. ყველას უნდა ხოლმე რომელიმე სიმაღლე სხვაზე ადრე დაიპყროს , როგორც წესი შედეგად მოყვება ქოშინი და ქრება სიარულის სურვილი. უპირველეს ყოვლისა აუცილებელია ვისწავლოთ ზომიერ ტემპში დასვენებებით სიარული. დაუშვებელია 2 საათი გადაბმულად სიარული, ყოველ საათზე 10 წუთი შესვენება უნდა იყოს გათვალისწინებული. თუკი თქვენ ენერგიის უშრეტი წყარო და გამძლეობა გაქვთ, ზურგჩანთაში ზედმეტი წოა ჩაიდეთ და ამით დააბალანსეთ თქვენი და ჯგუფის სიარული.

მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]