ვეძებთ, ვპოულობთ, მაგრამ რას? მანგლისი-არხოტი-ბეშთაშენი

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ვეძებთ, ვპოულობთ, მაგრამ რას? მანგლისი-არხოტი-ბეშთაშენი

Post by Tamari-ch. » 17 ივნ 2012, 21:52

Image

ეს ნაგებობა არ ჰგავს ამას

ნაოფლარის დასავლეთით მდებარეობს ციკლოპური სიმაგრე და ნამოსახლარი (ტაბ.I, სურ.I). გალავნის კედლები ნაგებია დიდი ზომის დაუმუშავებელი ბაზალტის ქვებით. კედლების სისქე 3-4 მ შორის მერყეობს. სიმაგრე ბუნებრივ კონცხზეა გამართული ხერთვისში. იგი ორი ნაწილისაგან შედგება და ორი შესასვლელი აქვს. ერთი შესახვლელი სამხრეთიდანაა. მისი თავდაპირველი სიგანე 5 მ უნდა ყოფილიყო. შესასვლელის მარჯვნივ, ბუნებრივ ბაქანზე, მდგარა ხუთკუთხა ნაგებობა, რომელიც ძლიერაა დაზიანებული. ამ შესასვლელით ვხვდებით სამაგრის ტერიტორიაზე. სიმაგრე ორადაა გაყოფილი.


რაღაც ნამდვილად ვნახეთ მეგალითური - მაგრამ ესაა ის, რასაც ვეძებდით?

ვეკითხებით ჩვენს მეგზურს საშას, რომელიც სოფლიდან გამოგვყვა -
სამძუძუიანი ქალი-ქვა სადაა თქო -
კაცი კინაღამ გადაირია - სამი ძუძუ არ მინახავსო....
მთელი გზა არკვევდა ბერძენი საშა რა გვინდოდა და ვინ ვიყავით
ჰოდა ახლა ძუძების ძებნა რომ დავიწყეთ, თვალები შუბლზე აუვიდა...


:lol:


არადა სტატიაში წერია ეს:
:lol:

ეკლესია რამდენიმე წლის წინ წალკელ ბერძენს "აღუდგენია", შეულესავს და შეუთეთრებია. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველი გეგმარება დარღვეულია. ეკლესიის ეზოში დადასტურდა საფლავის ქვები, რომლებზეც გამოსახულია ხმალი, გუთანი და სხვ. აქვე მდგარა ქალ-ქვა, რომელსაც სამი ძუძუ აქვს.

ჩაფიქრდა საშა...
იფიქრა ალბათ ეს რა გიჟებს გადავეყარეო...
:lol: :lol:

Image
Last edited by Tamari-ch. on 25 დეკ 2012, 23:40, edited 1 time in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ვეძებთ, ვპოულობთ, მაგრამ რას? მანგლისი-არხოტი-ბეშთაშენი

Post by Tamari-ch. » 17 ივნ 2012, 21:58

მოკლედ ძუძუები ვერ ვიპოვეთ.....

:lol:

ვერც ხუთოთახიანი ციხე...

ახლა ვცდილობთ ვიპოვოთ ეს


აღმოსავლეთის შესასვლელთან, აღმოსავლეთით, მთის წვერისკენ მიემართება ბაზალტის დიდი ქვებისაგან გაწყობილი "მენჰირი", რომელიც დაახლოებით 100 მ შემდეგ ორად იყოფა. "მენჰირი" ელი-ბაბას მთას გარშემო უვლის. მისი საერთო სიგრძე 1000 მ-ზე მეტია (ტაბ.I, სურ.1). მთის ფერდობზე და წვერზე, "მენჰირის" შიგნით, განლაგებულია ცალკეული კვარტალები. აქ გამოვლენილი სახლები განსხვავდებიან სიმაგრის შიგნით გათხრილი სახლებისაგან.

შემოვუარეთ ელი-ბაბას გარშემო - იქეთ აცა წავიდა აქეთ მე და მიშა....

Image

აშკარად რაღაც ქვებია დაყრილი, აშკარად არის რაღაც, მაგრამ ბალახი გვიშლის, რომ რამე კონტური "წავიკითხოთ"

Image
Last edited by Tamari-ch. on 17 ივნ 2012, 23:10, edited 1 time in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ვეძებთ, ვპოულობთ, მაგრამ რას? მანგლისი-არხოტი-ბეშთაშენი

Post by Tamari-ch. » 17 ივნ 2012, 22:02

რამდენიმე ადგილას ეს უცნაურობა შევნიშნე

დიდ ლოდებზე ელაგა პატარა ქვები


Image

Image


საშას ვკითხე ეს რას ნიშნავს მეთქი - კიდევ ჭყიტა თვალები, არ ვიციო...
ისე კი ერთი ტრადიცია გაგვაცნო... თურმე ბერძნები ამოდიან ამ ეკლესიასთან აღდგომა დღეს და ეკლესიას ესვრიან ქვას - თუ რამე ცუდი მიფიქრია - ამ ქვას ვატანო.... რატომ ელაგა ეს პატარა ქვები დიდ ლოდზე, კი ეს ნამდვილად არ იცოდა საშამ.... ეტყობა ვიღაცამ დაიტოვა ბოღმა და არ ისროლა...

:lol:
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ვეძებთ, ვპოულობთ, მაგრამ რას? მანგლისი-არხოტი-ბეშთაშენი

Post by Tamari-ch. » 17 ივნ 2012, 22:16

მოკლედ ვერაფერი გავიგეთ... სტატიის მიხედვით თითქოს ვერ ვნახეთ ის, რაც იქ ეწერა..
არადა რაღაც მეგალითური მართლა ვნახეთ....
:roll:

ბოლოს შევჯერდით იმაზე, რომ უნდა წამოხვიდე აქ მაშინ, როცა ბალახი არაა
ამოსული, რომ რამე დაინახო - ჩვენ ცუდ დროს მოვედით...
მაინც გაირკვა რაღაც და უკვე ვიცით რა სადაა...

მაგრამ აი მელიქსედ ბეგს უწერია ეს...
სულ სხვა რამ!!!

:shock:


http://saunje.ge/index.php?id=983&optio ... =1&lang=ka

სოფლის ჩრდილოეთით 0,5 კმ-ზე, ციკლოპური ციხის ნანგრევები, მის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ბრინჯაოსა და ფეოდალური ხანის ნამოსახლარი, ბრინჯაოს ხანის გორასამარხები, ბრინჯაოსა და ანტიკური ხანის სამაროვნები,
"ბეშთაშენ" - ახალი სახელწოდებაა იმ სოფლისა, რომელსაც წინათ "ბეშკენაშენ" ეწოდებოდა. თვით ამ სახელწოდებას განმარტავენ როგორც თურქულს, ვითომდა ხუთი (ბეშ) ქვისაგან აგებულ ობიექტს Бешташен означает по татарски «пять камней», სწერს ა.ნ.გრენი, და განაგრძობს: «Жители говорили мне, что при переселении их туда они нашли в этой местности пять камней и потому и назвали так селение. Очевидно, тут был какой – нибудь менгир, или вообще мегалитический памятник». ასეთი განცხადება თუ ფილოლოგიური ნაწილის მხრივ კრიტიკას ვერ უძლებს, მეგალითზე მითითების მხრით სიმართლესთან მაინც ახლოს დგას, რამდენადაც ს.ბეშთაშენის მახლობლად, 1 კილომეტრის მანძილზე, ხევში მოიპოვება საკმაოდ დიდი მეგალითური სადგომი, რომელიც უმეტესად შემდგარია კარკნალისებრი ნაპრალ-გვირაბებისაგან, ნაწილობრივ კი ხელოვნურ ნაგებობათაგან დოლმენებისა და ბლინდაჟების ყაიდისა გალავნებითურთ.



ჩვენ არ ვიყავით ხევში!!!!
არც გვირაბი გვინახავს!


:shock: :?


ვერაფერი გავიგეთ!
:?
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ვეძებთ, ვპოულობთ, მაგრამ რას? მანგლისი-არხოტი-ბეშთაშენი

Post by Tamari-ch. » 17 ივნ 2012, 22:29

ბეშთაშენის „დაშლეხი“. „დაშლეხ" || „ტაშლეხ", როგორც უკვე ნათქვამი გვქონდა, თურქული სიტყვაა, რაც ლოდოვანს აღნიშნავს. ასე ეწოდება საკმაოდ დიდ მეგალითურ სადგომს სოფელ ბეშთაშენის მახლობლად, 1 კილომეტრის მანძილზე, ხევში, რომელიც, კარკნალისებრ ნაპრალ - გვირაბებს გარდა, დოლმენ-ბლინდაჟისებურ ნაგებობათაგანაც შედგება. ეს ნაგებობანი ადგილ-ადგილ ზღუდე-გალავნებითაც არიან შემორტყმული. უთუოდ, ერთ ერთ პრიმიტიულ სადგომთაგანია ციკლოპურ ნაგებობათა შორის. თურქული სახელწოდება, რომელიც ქართული "ლოდოვანი"ს სიტყვა-სიტყვითი თარგმანია, იმის მაჩვენებელია, რომ იგი ამ ადგილის ძველი მოსახლეობისაგან მომდინარეობს, იმის ანალოგიით, როგორც ესევე სახელწოდება დღემდე შენახულია ბედენის კალთაზე ღრმა ღელეში მდებარე სადგომისათვის. იმავე ხეობაში, სადაც „დაშლეხ"-ი მდებარეობს, აუარებელი გამოქვაბულებია, შესაძლებელია, პალეოლითის ადამიანის სადგომები.

:?

არაფერი მსგავსი ჩვენ არ გვინახავს... მოვიარეთ ელი ბაბა... მხოლოდ ეს ერთი ნაგებობა იყო - რომელიც წააგავდა მეგალითურს... სიტუაციამ დაგვაბნია... თუმცა....


ელი ბაბაზე რომ მოვდიოდით - საშა გზაში რაღაცეებს გვიყვებოდა...
კომუნისტების დროსო, ვმუშაობდიო ქვის სატეხელ საამქროშიო...

я работал там, мы камни делали... разделяли камни... клянусь богом один раз мы резали большой камень, который лежал на другом большом камне! когда верхный камень разрезали на нижнем увидели свастику!
:shock:

ვაუ! ეს უკვე საინტერესოა....
ორი დიდი ლოდი იდო ერთმანეთზეო და ქვედას თავზე და ზედას ძირის ქვეშ სვასტიკას გამოსახულება უპოვიათ! ჩვენ კი ვიცით, რომ სვასტიკა და ბორჯღალო უძველესი სიმბოლოებია - ნაყოფიერების სიმბოლოა და დაკავშირებულია დედა ღვთაებასთან - კავკასიაში ბრინჯაოს ხანის მთავარ კულტთან!
მერე და რა უყავით მაგ ქვებს მეთქი?
ფილებად დავჭერითო და სსრკ-ში გავაგზავნეთო ფილები!
:twisted:

უცებ თავში რაღაც აზრმა გამიელვა:

пещеры там есть?
да
там ещё есть одна пещера - дальше нет пути - говорят что тунель выходит на другой стороне деревни!
но посередине пещеры камень и не пройдёшь! говорят что нельзя трогать этот камень - а то беда случится!

ტაკს!
ეს უკვე საინტერესო ხდება..
ვუთხარით რომ მიგვიყვანე თქო იმ ქვებთან.....
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ვეძებთ, ვპოულობთ, მაგრამ რას? მანგლისი-არხოტი-ბეშთაშენი

Post by Tamari-ch. » 17 ივნ 2012, 22:34

მივედით....
ჩვეულებრივი ქვის სატეხელი საამქროსავით იყო...
ეტყობა ფილებად ჭრიდნენ ლოდებს და უშვებდნენ სამშენებლო მასალებად!

მაგრამ.....


:shock:


Image

ეს უზარმაზარი ლოდები საოცრად მაგონებდა გოხნარის ლოდოვანებს!
არ შეიძლება რომ შეცდე - ეს ლოდოვანია!
ნამდვილად ლოდოვანია!

ეს ის ადგილია ზუსტად, სადაც სვასტიკა იპოვეს მუშებმა!

:(

ეეეეჰ......


Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ვეძებთ, ვპოულობთ, მაგრამ რას? მანგლისი-არხოტი-ბეშთაშენი

Post by Tamari-ch. » 17 ივნ 2012, 22:38

Image

გამოდის, რომ უძველეს მეგალითურ ნაგებობას მიადგნენ სუსურუკუს დროს და ფილებად დაშალეს????
კი მაგრამ ძეგლის დაცვა? ისტორიული ღირებულება???
ის სვასტიკაც დაიკარგა! ვეძებთ ლოდებში რაღაცას ხელმოსაჭიდს, ვცილობთ რომ რამე ვიპოვოთ, დავძვრებით მე და აცა, თხებივით დავხტივართ უზარმაზარ ლოდებზე - მაგრამ არაფერია! სულ არაფერი!



:twisted: :?


Image

Image

Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ვეძებთ, ვპოულობთ, მაგრამ რას? მანგლისი-არხოტი-ბეშთაშენი

Post by Tamari-ch. » 17 ივნ 2012, 22:40

უცებ რაღაც შევნიშნეთ!
ძლივს!



Image

დოლმენია!! ნამდვილად დოლმენია!


Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ვეძებთ, ვპოულობთ, მაგრამ რას? მანგლისი-არხოტი-ბეშთაშენი

Post by Tamari-ch. » 17 ივნ 2012, 22:47

გაგვიხარდა!

უცებ კიდევ რაღაც დაინახა აცამ და დამიძახა!

კი! ნამდვილად მეგალითური ნაგებობაა!!!


Image

Image

ესაა სწორედ ის გვირაბი საშა რომ გვიყვებოდა - სადღაც გადის და შუაში ქვაა გახიდულიო..

და ესაა ის დიდი სადგომი - დაშლეხი, რომელზეც წერდა მელიქსედ ბეგი აქ!


http://saunje.ge/index.php?id=984&optio ... =1&lang=ka

ბეშთაშენის „დაშლეხი“. „დაშლეხ" || „ტაშლეხ", როგორც უკვე ნათქვამი გვქონდა, თურქული სიტყვაა, რაც ლოდოვანს აღნიშნავს. ასე ეწოდება საკმაოდ დიდ მეგალითურ სადგომს სოფელ ბეშთაშენის მახლობლად, 1 კილომეტრის მანძილზე, ხევში, რომელიც, კარკნალისებრ ნაპრალ - გვირაბებს გარდა, დოლმენ-ბლინდაჟისებურ ნაგებობათაგანაც შედგება. ეს ნაგებობანი ადგილ-ადგილ ზღუდე-გალავნებითაც არიან შემორტყმული.

მაგრამ აღარაფერია დარჩენილი ამ ციხისგან!
მეგალითური ციხე განადგურებულია!

:twisted:
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ვეძებთ, ვპოულობთ, მაგრამ რას? მანგლისი-არხოტი-ბეშთაშენი

Post by Tamari-ch. » 17 ივნ 2012, 22:51

Image

აი ასეა!

სახლში რომ მოვედი, ეს წავიკითხე:
ბოლო წლებში გამოშვებული წიგნია და ყველაფერი ნათელი გახდა

:evil:

http://saunje.ge/index.php?id=986&optio ... =1&lang=ka

ბეშთაშენში ყოფილა ციკლოპური წყობის ციხე, სადაც 1938-39 წლებში არქეოლოგიური გათხრები ჩაატარა ბ.კუფტინმა. ამ ციხისგან ახლა თითქმის აღარაფერია დარჩენილი, ქვები მოსახლეობას საკუთარი სახლების მშენებლობაზე გამოუყენებია. სოფლის ჩრდილო-აღმოსვლეთით, ქედზე, დაახლოებით 150 წლის წინ აგებული პატარა ეკლესია დგას. ეკლესიაში ძველი მოზრდილი ქვაჯვარია, რომელსაც ნუსხურად აწერია: "ქ.წმიდა ნათლისმცემელი". მეორე ეკლესია სოფლის ჩრდილო - დასავლეთითა. ის ძველი ქართულ სალოცავის ნაშთია, ბერძნების მიერ გვიან შეკეთებული. საკურთხეველში სატრაპეზოს ლოდზე რელეფური ჯვარია გამოსახული. ეკლესიის ირგვლივ ახალი ბერძნული სასაფლოა.

Image

Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ვეძებთ, ვპოულობთ, მაგრამ რას? მანგლისი-არხოტი-ბეშთაშენი

Post by Tamari-ch. » 17 ივნ 2012, 22:54

და კიდევ, როცა იმის გარკვევას ვცდილობდით, თუ რა ვნახეთ ამ დღეს - ერთმა ნაცნობმა მომაწოდა ეს რუკა...
ამ რუკის მიხედვით გამოდის, რომ ბეშთაშენის ტერიტორიაზე ორი კი არა სამი მეგალითური ნაგებობა ყოფილა!!!!

:o

Image


მე მგონი ჩვენ ვნახეთ კნოლე და საბეჭდავი (ელი-ბაბა)
ანუ სოფელშიცაა თურმე კიდევ ერთი - რომელიც იმ დღეს აღარ გვინახავს!
არც კი გვიფიქრია, რომ შეიძლება კიდევ ერთი სადგომი ყოფილიყო!
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ვეძებთ, ვპოულობთ, მაგრამ რას? მანგლისი-არხოტი-ბეშთაშენი

Post by Tamari-ch. » 17 ივნ 2012, 23:18

თუ ამ რუკას დავაკვირდებით - ერთ საინტერესო დეტალს შევამჩნევთ:

სამივე მეგალითური სადგომი განლაგებულია მდინარე ბეიუკ ჩაის გასწვრივ!

ის იწყება სოფელში - ბეშთაშენში და მოჰყვება აქეთ ელი ბაბასკენ..

ელი ბაბაზე როცა ვიყავით, მთის იქეთა მხარეს მართლაც იყო მდინარის ხმა!

ლოდოვან სადგომებთნაც შევამჩნიეთ მდინარე, როცა ლოდებზე დავრბოდით მე და აცა!
ანუ როცა წამოვლათ კიდევ ერთხელ -
და უნდა წამოვიდეთ აუცილებლად უბალახო სეზონზე (გაზაფხული ამ გვიანი შემოდგომა)
- უნდა დავიწყოთ სიარული სოფლიდან და უნდა გამოვუყვეთ აქეთ მდინარის გასწვრივ!
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ვეძებთ, ვპოულობთ, მაგრამ რას? მანგლისი-არხოტი-ბეშთაშენი

Post by Tamari-ch. » 17 ივნ 2012, 23:21

რომ მოვრჩით ბეშთაშენს - უკვე გვიანი იყო...
თეჯისს ვეღარ მოვასწრებდით

გადაწყდა ავსულიყავით ფარავანის ტბასთან - თევზის საჭმელად...

:D

Image

Image

Image

Image

Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ვეძებთ, ვპოულობთ, მაგრამ რას? მანგლისი-არხოტი-ბეშთაშენი

Post by Tamari-ch. » 17 ივნ 2012, 23:23

შორიდან ჭიქიანის მენჰირი დავლანდეთ და ჩავაფოტოსურათეთ!


მეგალითური დღის მშვენიერი ფინიშია!


მადლობა ყველას!


:D


Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
TuTa
იეტი
Posts: 1392
Joined: 29 ოქტ 2007, 14:11
Location: where the streets have no name...
ვეძებთ, ვპოულობთ, მაგრამ რას? მანგლისი-არხოტი-ბეშთაშენი

Post by TuTa » 19 ივნ 2012, 16:18

Tamari-ch.

რა კარგი გასვლა გქონიათ, დიდი სიამოვნებით დაგეგმგზავრებოდით, მაგრამ სოფო ამდენს არ გვაცლიდა. თან სულ სხვა მისიით ვიყავით ასულები მანგლისში.

ძალიან გამიხარდა თქვენი ნახვა:) კარგი დრო გამახსენა

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]