ვეძებთ, ვპოულობთ, მაგრამ რას? მანგლისი-არხოტი-ბეშთაშენი

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ვეძებთ, ვპოულობთ, მაგრამ რას? მანგლისი-არხოტი-ბეშთაშენი

Post by Tamari-ch. » 14 ივნ 2012, 23:08

1. რეგიონი:
ქართლი, მანგლისი - წალკის რაიონი

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი- მანგლისი- წალკა - ბეშთაშენი - ფარავანი- თბილისი

მანგლისის სიონი-არხოტის მენჰირი "მამუკას სვეტი"-არხოტის ნასახლარები და ეკლესია-ბეშთაშენი/ელი ბაბას მთა/-ფარავანი

3. ხანგრძლივობა:
1 დღე

4. სირთულე:
მარტივი

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
საშუალოდ 20 ლარი

6. მონაწილეთა რაოდენობა
5 ადამიანი 1 ჯიპში,
იყო მეორე ჯიპიც, მაგრამ იმან ჩვენს მარშრუტზე ვერ იარა და ცალკე იმოგზაურეს

7. გასვლის, ლაშქრობის ორგანიზატორი
მაკენა და Tamari-ch.

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
წალკა

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
სულ 250 კმ

10. ფეხით გავლილი მანძილი:
ალბათ ჯამში 5 კმ

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
გარშემო ბევრი ძეგლებია, რომელთა ნახვა ერთ დღეში ვერანაირად ვერ მოესწრებოდა

12. საბანაკე ადგილები:
ყველგან კარგი ადგილებია

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
სოფლებში

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
არაფერი განსაკუთრებული

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
თბილი და უწვიმო სეზონი

16. რისკები, საფრთხეები:
არაფერი განსაკუთრებული

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი
ყველა სოფელში ძეგლი დგას.

18. პირობები სხვა და სხვა აქტივობისთვის
წალკა, მდინარეები - იჭყუმპალავე რამდენიც გინდა...

19. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
ძირითადად იჭერს მობილურები

20. სასარგებლო საკონტაქტო ინფო
მანგლისში დაგვეხმარა რეინჯერი რობინზონ ბექაური
ბეშთაშენში კი ბერძენი საშა (გვარი დამავიწყდა)

21. რუკა, ჯი-პი-ეს-მონაცემები
Image
Last edited by Tamari-ch. on 21 ივნ 2012, 20:19, edited 2 times in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ვეძებთ, ვპოულობთ, მაგრამ რას? მანგლისი-არხოტი-ბეშთაშენი

Post by Tamari-ch. » 14 ივნ 2012, 23:20

ამ გასვლაზე მინდა მოგითხროთ, იმიტომ რომ მეტად საინტერესო გასვლა გამოგვივიდა...
ბევრი მოულოდნელობებით და საინტერესო ინფორმაციებით სავსე...
თან ისეთი გადახვევები გვქონდა, საერთოდ რომ არ დაგვიგეგმავს,
უცნაური დამთხვევებიც იყო, ცოტა თავგადასავლიც...

მოკლედ რაღაცეები ვნახეთ და რა ვნახეთ, ბოლომდე ვერ გავაცნობიერეთ....

ნელ ნელ მოვყვები და ვეცდები ყველა დეტალი გავიხსენო....

ყველაფერი კი დაიწყო იმით, რომ მოულოდნელად - ფაქტიურად ერთ საღამოში დაიგეგმა დიდი ხნის წინ დაგეგმილი მარშრუტის განხორციელება
უცებ მირეკავს მაკენა შაბათს საღამოს და კვირას წავიდეთ მცალიაო....
არადა ჯერ ორნი ვართ -
ხალხი მეთქი???
:shock:

გახსენი თემაო
http://karavi.ge/viewtopic.php?t=5654&start=0

მარა რად გინდა - თემა კი გავხსენი ექვსის ნახევარზე, მაგრამ სანამ სამსახურიდან სახლში მივედი - უცებ გაივსო ჯიპი და თემის გახსნა და დახურვაც ცირკივით გამოვიდა....
იკო და თეკლა (კარველები) დარჩნენ უმანქანოდ.
მერე რაღაც მეორე მანქანა იშოვეს (მსუბუქი) და გადაწყდა რომ ისინი მოგვიანებით გამოვიდოდნენ თბილისიდან...
ცოტა აბდაუბდა გამოგვივიდა, მაგრამ რაც იყო, იყო....

მაკენას ჯიპი შეიკრიბა დილით 9-ზე რედისონთან
აცა, მიშა, ტომა, მე და თამაზი...

მეტად პუნქტუალურად შევიკრიბეთ და გავედით თრიალეთისკენ...

დილით ყველაზე ადრე მე მოვედი, იქვე დაცვა იდგა ფოსტასთან
მე სანამ ჩემს ბოტასებს ვეჭიდავებოდი (წინა დღეს მეწაღესთან მივიტანე და ისე მოახერხა რომ შიგ "სტალაქტიდები" ამომიზარდა... ჰოდა დილა უთენია ვაძრობდი წებოს სტალაქტიდებს, რომელიც ისარივით მესობოდა ფეხის თითში - რავარია ლაშქრობის წინ?)
გავესაუბრე დაცვის ბიჭებს ... თურმე გვიცნობენ.. კარავიც იცოდნენ, საუნჯე ჯიც და ლაშქრობაც ჰყვარებიათ...
მესიმოვნა და იმათაც ესიამოვნათ...
ცოტა ხანში მაკენაც დავინახე, სტალაქტიდებიც ამოვაძრე ბოტასიდან და გავუდექით გზას თრიალეთისკენ!



:shock: :lol: :D
Last edited by Tamari-ch. on 15 ივნ 2012, 15:29, edited 2 times in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ვეძებთ, ვპოულობთ, მაგრამ რას? მანგლისი-არხოტი-ბეშთაშენი

Post by Tamari-ch. » 14 ივნ 2012, 23:31

თრიალეთის მეგალითების ნახვა დიდი ხანია გვინდოდა...
შარშან ორი გასვლა გავაკეთეთ მაგ მიმართულებით და მაშინვე ვთქვით რომ კიდევ დარჩა ბევრი სანახავი...
მანგლისში რომ ვიყავით შარშან, იქ ბენზინგასამართ სადგურზე შემთხვევით (სხვა მანქანას რომ ველდოებოდით გავესაუბრეთ) და ბიჭებმა გვითხრეს - მანგლისში რაღაც დიდი ქვა დგას ტყეში - და გარშემო ქვებია შემოწყობილიო.. დიდი ხანია ჩამივარდა გულში მანგლისის მეგალითი და გადაწყდა ახლა გვენახა.. "ფერმებთან მიდით - იქ დგასო"...
ეს შარშან იყო...

მივედით წელს....
შევედით მანგლისში...
ცენტრია...
გავიხედ გამოვიხედეთ - მუშები აკეთებენ გზის პირად რაღაცას...
მივედით ამბის გასაგებად...
ხომ უნდა აუხსნა რაღაცნაირად - რა გინდა?

დავიწყეთ: - ქვები; ლოდები, მენჰირი, მეგალითი და ა.შ.
:shock: :P
პირდაღებულები გვიყურებენ...
ფერმა მეთქი - გამახსენდა შარშანდელი
- უი კი ფერმასთან ორი დიდი ლოდიაო!
გამოჩნდა სინათლე გვირაბის ბოლოს...

გამიხარდა!
მარა...

ეს ლოდები 10 წლის წინ მოიტანეს და ზედ ჯვარი დაადგესო!

:P :x :evil:

არა! ეგ არ გვინდა!
თურმე ბენზინგასამართ სადგურზე შარშან 10 წლის წინ მოტანილ ლოდებზე ამბობდნენ ????

მერე უცებ მაკენამ გაიხსენა
მე გოგასთან ერთად ვიყავით ადრე - მენჰირი ვნახეთო ტყეშიო!
ჰოდა შევეშვით პირდაღებულ მუშებს
ვრეკავთ გოგასთან.
- გოგას ემახსოვრება - შანსი არაა მეთქი!
ცოცხალი ცნობარია!

ჰოდა გოგამ "მამუკას სვეტი" იკითხეთო!
მანგლისის სიონის მერე რომ გზა გრძელდება - იმას უნდა გაჰყვეთ და ტყეშიაო!

ურაააააა!!!!!!!!!!!!!!


:lol:
Last edited by Tamari-ch. on 15 ივნ 2012, 08:34, edited 1 time in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ვეძებთ, ვპოულობთ, მაგრამ რას? მანგლისი-არხოტი-ბეშთაშენი

Post by Tamari-ch. » 14 ივნ 2012, 23:42

Image

აი აქ მთავრდება ასფალტიანი გზა მანგლისის სიონთან...
მერე იწყება გრუნტის გზა

მივედით ამ გზის ბოლო სახლთან - იქ ორი კაცი დგას!

- გამარჯობათ! მამუკას სვეტი ხომ არ იცით სადაა თქო? .....გვიყურებს ზორბა კაცი
- მამუკას სვეტი ტყეშია, რთული მისაგნებიაო...
- ვინმე ბიჭი არაა რომ გამოგვყვეს და გვაჩვენოსო? ბთხოვეთ .....იღიმის ზორბა კაცი
- პატარა ბიჭზე უკეთესი არ ვარ მეო?
:D

თურმე იღბალი ჩვენკენაა
ჩავისვით ეს კაცი ჯიპში, ბატონი რობინზონი...
და აღმოჩნდა რეინჯერი, ზეპირად იცის ყველა ქვა და ლოდი ამ მიდამოებში... გამოგვკითხა ვინ ხართ, რა გაინტერესებთო... გაუხარდა რომ ძეგლები გვიყვარდა და ვათვალიერებდით...
კიდევ არისო რაღაც ნასახლარებიო ახლო მახლო...
კიდევ რაღაც გვირაბს მივაგენითო არხოტის ხეობაშიოა...
კიდევ განახებთო საინტერესო საფლავის ქვებსო...
იმდენი საინტერესო მოგვიყვა გზაში - ვინანე რომ მიკროფონი არ მქონდა რომ ყველა დეტალი ჩამეწერა...
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ვეძებთ, ვპოულობთ, მაგრამ რას? მანგლისი-არხოტი-ბეშთაშენი

Post by Tamari-ch. » 14 ივნ 2012, 23:53

როცა მიდიხარ სოფელ არხოტისაკენ გრუნტის გზით
გზა იყოფა 3 - 4 კმ-ის მერე...
წინ გზაზე რკინის ბარიერია (ეს არის საპინიკე ადგილისკენ გზა)
ჩვენ ჩავუხვიეთ მარცხნივ - ეს დეტალი დაიმახსოვრეთ, ვისაც აინტერესებს ეს მენჰირი...

აი ასეთი დიდი ლოდები შეგხვდებათ გზაში
აქ უნდა გაჩერდეთ!

Image

და ახვიდეთ გზიდან მარცხნივ - ფერდობზე!

რომ არა ბატონი რობინზონი - ჩვენ ვერ მივაგნებდით ან ძალიან ბევრ დროს დავხარჯავდით მის ძებნაზე

Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ვეძებთ, ვპოულობთ, მაგრამ რას? მანგლისი-არხოტი-ბეშთაშენი

Post by Tamari-ch. » 15 ივნ 2012, 00:00

Image

სულ რამდენიმე ნაბიჯი და გამოჩნდა კიდეც მენჰირი

Image

წარმართულ ხანაში ეს ნაყოფიერების სიმბოლო იყო
გარეგანი მსგავსებაც სახეზეა...
:lol:

Image

მერე ქვები შემოუწყვიათ, ხატებიც დაუდიათ და ახლა ქრისტიანულ სალოცავად უქცევიათ!
:shock: :lol:

აბა რა ვთქვა??
:roll:


ბატონი რობინზონი თან გზადაგზა საინტერესო ამბებს გვიყვება..
რატომ ჰქვია "მამუაკს სვეტი"?

მამუკა ყოფილა ვინმე მეწისქვილე - აი ქვემოთ მდინარეზე წისქვილი ჰქონდაო..
ჰოდა ამ სვეტის გარშემო მან გაუკეთა სალოცავიო...

ისე კი ეს ადგილი რაღაცნაირიაო... აქედან არაფრის წაღება არ შეიძლებაო.. აქ ვერავინ ბედავს ხმამათლა საუბარსაც კი-ო!


ერთი ისტორია მოგვიყვა...
თურმე მამუკას სვეტთან ჭალაში ხის მოჭრა დაუწყია რამდენიმე კაცს შეშისთვის...
რამდენიმე წუთში ყველა მათგან გონება დაუკარგავს და მიწაზე დაყრილები იპოვესო, უგონოდ...
რა დაემართათ ან რა მოხდა არცერთს არ ახსოვდაო...
იმის მერე ადგილობრივები ერიდებიან თურმე იმ ჭალადან თუნდათ ერთი ტოტის წამოღებასო!

:shock:

Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ვეძებთ, ვპოულობთ, მაგრამ რას? მანგლისი-არხოტი-ბეშთაშენი

Post by Tamari-ch. » 15 ივნ 2012, 00:04

აი ამ საინტერესო ქვამ მიიქცია აცას ყურადღება

ზედ ბურთებია - მე მგონი 7 ცალი იყო...
იქნებ კალენდართანაა კავშირში?
რაღაც არ ჰგავს ქრისტიანული ტაძრებისათვის დამახასიათებელ ორნამენტს...
ხვნა თესვა, ნაყოფიერების სიმბოლოები - კალენდართან იყო ძველად დაკავშირებული

:roll:

Image

Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ვეძებთ, ვპოულობთ, მაგრამ რას? მანგლისი-არხოტი-ბეშთაშენი

Post by Tamari-ch. » 15 ივნ 2012, 00:08

Image


ეს ქვაჯვარია - ხის ჯვარს არჭობდნენ ხოლმე ამ ქვაში


Image

Image

ესეც ხედი ქვემოდან

Image

ამ ადგილას მაკენამ ფეხი იღრძო - რაღაც უცნაურად დაეცა...
ეს გვინდოდა ახლა?

:shock: :x
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ვეძებთ, ვპოულობთ, მაგრამ რას? მანგლისი-არხოტი-ბეშთაშენი

Post by Tamari-ch. » 15 ივნ 2012, 00:13

წამოდით კიდევ რაღაც განახებთო ბ-ნ რობინზონმა


და მივედით ამ დიდ ლოდებთან - ზუსტად იმ მენჰირის მოპირდაპირე მხარესაა
და აი ასეთი უცნაური ორმოებია ამ და მეორე ლოდზე

ხელოვნურია თუ ბუნებრივი?

:roll:

Image

Image

Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ვეძებთ, ვპოულობთ, მაგრამ რას? მანგლისი-არხოტი-ბეშთაშენი

Post by Tamari-ch. » 15 ივნ 2012, 00:19

ბ-ნ რობინზონმა ახლა წამოდით არხოტში აგიყვანთ - აქვეა და იქ უცნაური საფლავის ქვებიაო ეკლესიასთან

და კიდევ რაღაც ნასახლარებია ტყეშიო..... დიდი ლოდებითაა ნაშენიო (მეგალითური??? :roll: )
მაგ ნასახლარებთან შემთხვევით ერთმა იპოვაო ბრინჯაოს თასიო
ზედ რაღაც წარწერებივით იყოო -
:roll:
აი ლურსმანი რომ ჩაარჭო ისეთი წარწერებივით იყოო!
:roll:

მერე და ის თასი სად წავიდა თქო ვკითხეთ
რავი - დაიკარგაო... მეზობელს რომ მოვკითხე - აღარ ჰქონდაო...

კიდევ ეძებესო იმ ადგილასო რაღაც და ძვლები ამოვიდაო...
სავარაუდოდ სამარხი იყო!
:roll:

იმ ნასახლარებთან რომ მივიდეთ - ეს მდინარე უნდა გადავიაროთ!

Image

Image

მე ამიკიდა გუდასავით ბ-ნ რობინზონმა და გადამიყვანა
ტომამ იუარა...
მაკენა დარჩა მდინარესთან - ფეხი უნდა ჩავაციო თორემ გამისივდებაო...

მე, აცა და ტომა წავედით ნასალარების სანახავად!

აი ისიც


Image
Last edited by Tamari-ch. on 15 ივნ 2012, 10:08, edited 2 times in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ვეძებთ, ვპოულობთ, მაგრამ რას? მანგლისი-არხოტი-ბეშთაშენი

Post by Tamari-ch. » 15 ივნ 2012, 00:23

- ასეთი ნასახლარები ამ არემარეში ალბათ 60-მდე იქნებაო
მთელს ფერდობზეა გაშლილიო...
გზადაგზა გვიყვება ამბავს ბ-ნ რობინზონი


Image

Image

Image

ფოტოები არაა მთლად ხარისხიანი, მაგრამ ჩანს რომ დიდი ლოდებითაა ნაგები ეს ნასახლარები! - მართლაც ბევრი იყო და ყველს რა თქმა უნდა ვერ ვნახავდით

რამდენიმეს გადავუღე ფოტო


Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ვეძებთ, ვპოულობთ, მაგრამ რას? მანგლისი-არხოტი-ბეშთაშენი

Post by Tamari-ch. » 15 ივნ 2012, 00:24

Image

აი აქ იპოვეს ის ბრინჯაოს თასი, რომელსაც ზედ წარწერები ჰქონდა!


Image

ბ-ნ რობინზონი თითით აჩვენებს ამ ადგილს!


Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ვეძებთ, ვპოულობთ, მაგრამ რას? მანგლისი-არხოტი-ბეშთაშენი

Post by Tamari-ch. » 15 ივნ 2012, 00:26

Image

Image

http://amigo.ge/saunjegallery/thumbnails.php?album=329


სრულად ეს ალბომი აქ ნახეთ!


Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ვეძებთ, ვპოულობთ, მაგრამ რას? მანგლისი-არხოტი-ბეშთაშენი

Post by Tamari-ch. » 15 ივნ 2012, 00:35

ახლა წამოდით და არხოტის ეკლესია უნდა განახოთ - იქ უცნაური ქვებიაო!
ბ-ნ რობინზონმა

მაღლა მთაში არისო ღვთისმშობლის ეკლესიაო - ზედ უცნაური ბარელიეფიაო - უკანა ფეხებზე დამდგარი თხის გამოსახულებითო!
კიდევ არისო ერთი ეკლესია მეორე ფერდობზე - იქაც საინტერესო დეტალებიაო....

გზის გაგრძელებაზე ხეობაში მაღლა სოფელ ზაზასსოფელში წვიმის მერე მიწამ დაიწია და რაღაც გვირაბი გამოჩნდაო მიწის ქვეშო!
:shock:

მოკლედ არტოხის ხეობამ ჩაგვითრია... სანახავი არ ილეოდა!

გადაწყდა რომ კიდევ ერთხელ მხოლოდ ამ ხეობაში წამოვსულიყავით და ყველაფერი გვენახა ბ-ნ რობინზონთან ერთად!

გამოჩნდა ეკლესია სოფლის ცენტრში - იქაც რაღაც საინტერესო გველოდა!


Image
Last edited by Tamari-ch. on 21 ივნ 2012, 20:29, edited 1 time in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ვეძებთ, ვპოულობთ, მაგრამ რას? მანგლისი-არხოტი-ბეშთაშენი

Post by Tamari-ch. » 15 ივნ 2012, 00:43

Image

ამ ეკლესიის შესახებ ცნობები მწირია.

1.არხოტი //საქართველო:ენციკლოპედია.-თბ.,1997.-გვ.222.
ცნობები სოფ. არხოტის ორი ეკლესიის -"ღვთისმშობლისა" და თლილი ქვით ნაგები დარბაზული ეკლესიის შესახებ.
2.ქვემო ქართლი //"ღია საზოგადოება საქართველო" ფონდი. ეროვნული კულტურული მემკვიდრეობა პროგრამა: საანგარიშო კრებული.-თბ.,1997.-გვ.11-13; გვ.XIII. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე.
ისტორიულ-ხუროთმოძღვრული გზმკვლევის მომზადების მიზნით ფონდის მიერ მოწყობილი ექსპედიციის შედეგების შესახებ. მოცემულია მოკლე ცნობა სოფ.არხოტის ღვთისმშობლის სახ. შვერილაფსიდიანი, თლილი ბაზალტით ნაგები ეკლესიის თაობაზე. ტექსტს დართული აქვს საილუსტრაციო მასალა.
3.წიკლაური მ. მატერიალური კულტურის ძეგლები არხოტის თემში //ისტორიულ-ეთნოგრაფიული ძიებანი.-თბ.,2003.-ტ.V.-გვ.414-432.
არხოტში ციხეთა და ბანიანი სახლების დახასიათება.




საფლავის ქვები ამ ეკლესიის ეზოში კი მართლაც უცნაურია!
:shock:

Image

Image

Image

Image

Image

სრულად ალბომი ნახეთ აქ

http://amigo.ge/saunjegallery/thumbnails.php?album=330
Last edited by Tamari-ch. on 21 ივნ 2012, 20:30, edited 2 times in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]