წმინდა გიორგი გეწეოდეთ - 365 წმინდა გიორგის ეკლესია

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
წმინდა გიორგი გეწეოდეთ - 365 წმინდა გიორგის ეკლესია

Post by Archil » 23 აგვ 2011, 15:21

მრავალძალის წმინდა გიორგი

რაჭა

Image

Image

ინფორმაცია :

მრავალძალი — XI საუკუნის ხუროთმოძღვრების ძეგლი რაჭაში. წმინდა გიორგის სახელობის დარბაზული ეკლესია მდებარეობს ონის მუნიციპალიტეტის სოფელ მრავალძალის მიდამოებში. ეკლესია გამოირჩევა განუმეორებელი ბარელიეფებით. მასში რამდენიმე ისტორიული მნიშვნელობის საგანი იყო დაცული (მათ შორის ჯალალ-ედ-დინის მუზარადი და შაჰ აბას I-ის ხმალი). 1894 წელს დარბაზული ეკლესია გუმბათოვან ნაგებობად გადააკეთეს და დასავლეთის მხრიდან სამრეკლო მიუშენეს. 1991 წლის 29 აპრილს რაჭაში მომხდარმა მიწისძვრამ მნიშვნელოვნად დააზიანა, როგორც ეკლესიის ძველი, ასევე ახალი ნაწილები. 2009 წელს დასრულდა ტაძრის სარესტავრაციო სამუშაობი და ეკლესიამ თავდაპირველი სახე დაიბრუნა.

ისტორია

რაჭაში, სოფელ მრავალძალთან, უძველესი დროიდან იყო მონასტერი. სოფლიდან დაახლოებით 3 კილომეტრის დაშორებით, ჭოლევის კლდის დაბოლოებასთან, „ჭიქის ტბის“ ზევით, ახლაცაა შენობათა ხავსმოდებული ნანგრევები, რომელთაც ხალხი „ნაეკლესიევს“ უწოდებს. როგორც ჩანს, რაღაც მიზეზის გამო, ბერები აყრილან და კვინწიხის გორის კალთაზე გაუჩაღებიათ სამონასტრო მოღვაწეობა, იქ, სადაც ახლა მრავალძლის წმინდა გიორგის ტაძარია აღმართული.
მრავალძალის ეკლესიის აგება სავარაუდოდ ბაგრატ III-ის მიერ 1010 წელს რაჭის საერისთაოს დაარსებას უკავშირდება. ამ დროს რაჭა მთლიანად მოიფინა ახლადაგებული ეკლესია-მონასტრებით, ციხე-სიმაგრეებით, სასახლეებით. მაშინ აიგო რაჭაში ყველა გამორჩეული ეკლესია-მონასტრები: ნიკორწმინდა, პატარა ონი, ზემო კრიხი, ხიმში და მრავალი სხვა.
თავდაპირველად წმინდა გიორგის ეკლესია რაჭისათვის დამახასიათებელი ტიპური საშუალო ზომის (10.75 X 6.75) ცალნავიანი დარბაზული ეკლესია ყოფილა. იგი სახელგანთქმული იყო სილამაზით, დახვეწილი არქიტექტურული ფორმებით, ჩუქურთმებით, ლაპიდალური წარწერებით, შიგნიდან მთლიანად მხატვრობით დაფარული კედლებით, თაღ-კამარებით, ქვის მოჩუქურთმებული კანკელით, ძვირფასი ჯვარ-ხატებით, საეკლესიო ხელნაწერი წიგნებითა და ეკლესიისათვის შეწირული იშვიათი საერო ნივთებით.[1]
შუა საუკუნეებში მთელ დასავლეთ საქართველოში მის რელიგიურ „ავტორიტეტს“ ძნელად თუ შეედრებოდა სხვა რომელიმე საკულტო დაწესებულება. რაზეც მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ონის მუნიციპალიტეტში შემავალ სოფელ სორის საკმაოდ ძველი „ჯვარცმის მონასტერი“ (XIII საუკუნე) მის სახელობაზე ყოფილა აგებული.
XIX საუკუნეში რუსმა ეგზარქოსმა მრავალძლის მონასტერი გააუქმა და სამრევლო ეკლესიად გადააკეთა. იმავე საუკუნის მიწურულს, 1894 წელს, დეკანოზ მიხეილ სხირტლაძის ხელმძღვანელობით, ტაძარი განახლდა და გადიდდა. ახალი ეკლესია შედარებით დიდი ზომის (18.75 X 13.10 მ) ჯვრისსახა ნაგებობა იყო, რომელსაც ათწახნაგა გუმბათი ედგა. ძველი ეკლესიიდან მხოლოდ აღმოსავლეთი ნაწილი დარჩა.
1991 წლის 29 აპრილის რაჭის მიწისძვრამ XIX საუკუნის შენობა ჩამოაქცია, ასევე დააზიანა მისი ძველი ნაწილიც. 2007 წელს კულტურის სამინისტროს ძეგლთა დაცვის კომიტეტის მიერ წამოწყებული აღდგენითი სამუშაოები 2009 წლის შემოდგომაზე დასრულდა. იგი ადრინდელ სახეს დაუბრუნდა.


ეტიმოლოგია



ხარისა და ძროხის გამოსახულებები
ტაძარი თავიდანვე წმინდა გიორგის სახელობის ყოფილა, ხოლო რატომ ეწოდა მას „მრავალძალი“, გადმოგვცემს 1894 წელს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებული სტატია:

„
ზეპირი გადმოცემა მოგვითხრობს, რომ თამარის მეფობის შემდეგ, როდესაც ოსმალეთის ჯარმა საქართველოზე გაილაშქრა, სოფელ მრავალძალთან მისვლა და მისი ამუსვრა გადაწყვიტეს.

ადგილობრივი ლეგენდის თანახმად, როდესაც ოსმალეთის ჯარი მიუახლოვდა სოფელს ორი ვერსის მანძილზე, ერთბაშად დაბნელდა, ნისლ-ბურუსის ზეწარი გადაეფარა არემარეს და ჯარი ვეღარაფერს ხედავდა. ოსმალებს აერიათ გზა-კვალი, დაიწყეს უგზო-უკვლოდ ხეტიალი, და მიუახლოვდნენ უზარმაზარ ჭოლევის კლდეს, რომლის ძირში ერთი ალაგას ჭაობიანი ტბა არის. კლდესაც იმიტომ ეძახიან ჭოლევის კლდეს. ეს კლდე სარტყელივით აქვს შემორტყმული სოფელს და სიმაღლით ორმოც-სამოცი საჟენი იქნება. ჭოლევის კლდიდან რამდენიმე ჯარისკაცი გადაცვივდა და რადგანაც თვალით ვეღარას ხედავდნენ, ბევრი გადაჰყვნენ ერთიერთმანეთს. ბოლოს შენიშნეს, რომ ჯარისკაცნი მიდიან და სადღაც სცვივან; ერთბაშად შედგნენ და დაუწყეს გზას ფთხილად სინჯვა; აღმოჩნდა, რომ გადასდგომოდნენ ზემოხსენებულს კლდეს და იღუპებოდნენ. აღარ იცოდენ, საით გაბრუნებულიყვნენ. სწორედ ღვთის განგებააო იფიქრეს: აქ სწორედ წმინდა გიორგის სალოცავი უნდა იყოსო.

ამ ფიქრის შემდეგ ოსმალოს ჯარმა, დაიწყო ლოცვა:


„დაგვიხსენ, ამ განსაცდელისაგან, ვევედრებით შენს დიდებას, დავსდებთ აღთქმას, და სადამდინაც შენი ზარის ხმა მიაღწევს, იქ ჩიტსაც არ ავაფრენთო.“
ამ ლოცვის შემდეგ ერთბაშად გადაიყარა ჯანღმა და მრავალძლის არემარესაც მოეფინა ჩვეულებრივი, დღის სინათლე. ჯარისკაცებმა გადაიხედეს და როდესაც დაინახეს ცოტა მოშორებით საყდარი, დაბრუნდნენ კლდიდან და მივიდნენ ეკლესიასთან. ერთი დღე და ღამე ამ ეკლესიის გალავანში დაჰყვეს ჯარისკაცებმა და შესთხოვეს: „წმინდა გიორგი ძლიერო, რადგანაც გადაგვარჩინე ამ განსაცდელს დაგვიხსენი და ეგრეთი სასწაულთ მოქმედი ხარ, ჰქმენ სასწაული და ამ შენს გალავანში მოიყვანე ის ძროხა და ხარი, რომელიც იმყოფება ჩვენის ზღვის პირზედ და უფრო მეტად დაგვიმტკიცე შენი ძლიერებაო.“

ამავე ლეგენდის თანახმად, ამ ადგილის მახლობლად უზარმაზარი ხარი და ძროხა ბინადრობდა, რომელთა მოკვლა არავის შეეძლო. გადმოცემით, უფლის ძალით ხარი და ძროხა ეკლესიასთან გაჩნდნენ. ხარი და ძროხა ადვილად დანებდა ჯარს დასაკლავად. ოსმალებმაც დაკლეს ცხოველები, ხოლო სასწაულის აღსანიშნად ძროხისა და ხარის მარჯვენა რქები ვერცხლით შეაჭედვინეს და მრავალძლის ეკლესიას შესწირეს. ეს რქები დღესაც ამ ეკლესიაში ინახება ძველის ვერცხლით შეჭედილი.

ამდენი სასწაულის მნახველმა, ოსმალეთის ჯარმა უწოდეს ამ ეკლესიას: „მრავალძალი“, ანუ მრავალძლიერი. ეკლესიის წყალობით სოფელსაც ეს სახელი ეწოდება. ზემოხსენებულ ყანწებს ხმარობენ ეკლესიაში დღეობისას, აგრეთვე ქორწილისას. ყანწები ფერათ წითელის სისხლივით არიან. ბევრს არა სჯერა, რომ ყანწები ბუნებით არის წითელი. თითო ყანწში ჩადის თითქმის თითო თუნგი. ხალხი იმ აზრისაა, რომ როდესაც იმ ყანწებით ღვინოს სვამს ვინმე, უსათუოდ ფეხზედ უნდა წამოდგეს ქუდი მოიხადოს, პირჯვარი დაიწეროს, სამჯერ ემთხვიოს ყანწს, და ისე დალიოს, თუ ასე არ მოიქცა, ვერ გამოცლისო.“
აღსანიშნავია, რომ XIX საუკუნეში ტაძრის გადიდებისას, დასავლეთ კედელზე, ტაძრის კარიბჭის თავზე გამოუსახავთ ხარისა და ძროხის თავები, რომელთა ნახვა დღესაც შეიძლება.

ზემოთხსენებული ყანწები აღწერილი აქვს ექვთიმე თაყაიშვილს, რომელმაც მრავალძლის ეკლესია 1920 წელს მოინახულა. ტაძარში დაცული ნივთების აღწერისას მას მოხსენიებული აქვს წყვილი ყანწი, ვერცხლით შემკული. მარი ბროსეს ცნობით ამ ყანწებს აწერია მეფე ალექსანდრე.


წყარო: ვიკიპედია



Image

Image

Image

Image

Image

Image

Image
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
წმინდა გიორგი გეწეოდეთ - 365 წმინდა გიორგის ეკლესია

Post by Tamari-ch. » 23 აგვ 2011, 15:50

Archil
ამ გასვლაში რაც ეკლესიები ვნახეთ – ყველა იყო წმ. გიორგის სახელობის

http://www.karavi.caucasus.net/viewtopi ... d22a72a00d
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
წმინდა გიორგი გეწეოდეთ - 365 წმინდა გიორგის ეკლესია

Post by Archil » 14 ნოე 2011, 12:26

წვერის წმინდა გიორგი

ზღარბის ორგანიზებული გასვლა

წვერის წმინდა გიორგი - ბეთანია 17-18-19.04.09

მარი ჯაფოშვილის ფაცედან

Image

Image

ვანოს სურათებიდან ზღარბის გასვლიდან

Image

Image

ესეც ახლოდან

Image
წვერის წმ გიორგის სახ ეკლესია by nunci_nunciii, on Flickr





ვიკიმეპია აქ ნახავთ რუკაზე სად მდებარეობს ეს ეკლესია
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
წმინდა გიორგი გეწეოდეთ - 365 წმინდა გიორგის ეკლესია

Post by Archil » 24 იან 2012, 18:56

გერის წმინდა გიორგის ეკლესია - ნიქოზის ეპარქია.

"VI ს. შუა წლებში, 541 წელს აშენებულ გერის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დიდმოწამის წმიდა ნაწილი მისივე სახელობის შეჭედილ ხატში იყო დაბრძანებული. 1186 წელს ეს ხატი წმიდა მეფე თამარის მიერ აშენებულ არბოს წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ჩააბრძანეს და მას შემდეგ ამ ტაძარშია დაბრძანებული. საბაწმინდის დედათა მონასტერში წმიდა მოწესეთა უხრწნელი ნაწილები ოდითგანვე ინახებოდა. ვახუშტის ცნობით - „ერედვის მთასა შინა არს მონასტერი გუნბათიანი, ძეს მოწესე მკუდარი დღემდე დაუშლელი“."

წყარო: http://www.orthodoxy.ge/tsnobarebi/eparqiebi/nikozi.htm

რატომღაც მგონია, რომ საქართველოს გამარჯვება ამ ეკლესიაში ლოცვიდან დაიწყება
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
nalbo
ბილიკზე მოარული
Posts: 39
Joined: 22 ივლ 2009, 19:36
Location: ხზ
Contact:
წმინდა გიორგი გეწეოდეთ - 365 წმინდა გიორგის ეკლესია

Post by nalbo » 04 თებ 2012, 19:14

ჯიმითის თავი წმინდა გიორგი
Image
ხაშხინკალა თელაურო, დალაქხანასიღნაღურო, ბიჭო და ველისციხურო,

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
წმინდა გიორგი გეწეოდეთ - 365 წმინდა გიორგის ეკლესია

Post by Archil » 09 მარ 2012, 12:33

nalbo

გმადლობ ჯიმითის წმინდა გიორგისათვის. თუ რამე ისტორია იცი მის შესახებ, დამატებითი ინფორმაცია, სადაა და როდისაა აგებული, კარგი იქნება
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
წმინდა გიორგი გეწეოდეთ - 365 წმინდა გიორგის ეკლესია

Post by shoda1121 » 09 მარ 2012, 12:50

Archil
დანახვისის წმინდა გიორგის ვგეგმავ 6 მაისს :) მთის წვერზეა 7კმ; მტელი ქართლი ჩანს; ერთდღიანი ლაშქრობაა რა :)
==
თეთრიწყაროს 2დღიან გასვლას რომ გავაკეთებ გაზაფხულზე მაშინ წვერით დავიწყებ;
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
წმინდა გიორგი გეწეოდეთ - 365 წმინდა გიორგის ეკლესია

Post by Archil » 09 მარ 2012, 12:53

ბურნაშეთის (წალკის რაიონი) წმინდა გიორგი

საჭიროებს მიხედვას, ფაქტიურად უპატრონოდაა მიტოვებული.

სომხებით დასახლებულ სოფელ ბურნაშეთშია.

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us


Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Image

Uploaded with ImageShack.us
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
წმინდა გიორგი გეწეოდეთ - 365 წმინდა გიორგის ეკლესია

Post by Tamari-ch. » 09 მარ 2012, 18:17

Archil
http://saunje.ge/index.php?id=468&optio ... =1&lang=ka

ბურნაშეთი წალკასთან არაა - ახალქალაქის რაიონშია..
არჩილ სახელი ხომ არ გეშლება?

ეკლესიის კედლებზე დაცულია ორი წარწერა (X და X III სს.). ერთი წარწერა აღმსოავლეთ ფასადზეა, რელიეფური კომპოზიციის გვერდით, რომელზეც გამოსახულია დანიელ ლომთა ხაროში. ასომთავრულ წარწერაში ეკლესიის მშენებელთა უფლისადმი მავედრებელი ფორმულაა: „უფალო ვითარცა იხსენ დანიელ პირისაგან ლომთაისა ეგრე იხსნენ ამის წმიდისა ეკლესიისა მაშენებენი ხელთაგან ჯოჯოხეთისათა“.

მეორე ასომთავრული წარწერა ეკლესიის შიგნით ჩრდილოეთ კედელზეა, რომლის მიხედვით ვინმე გიორგი თავის ნასყიდ ყანას აძლევს „ბურნაშელ“ მღვდლებს: „სახელითა ღმრთისაითა და შუამდგომლობითა წმიდისა გიორგისათა დაგიწერე მე გიორგიმან თქუენ ბურნაშნელთა მღდელთა, - მოგეც ყანაი თიქაროანს (?) ჩემგან ნასყიდი“.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
წმინდა გიორგი გეწეოდეთ - 365 წმინდა გიორგის ეკლესია

Post by Archil » 09 მარ 2012, 23:57

Tamari-ch.

არ მეშლება, ორი ბურნაშეთია, ერთი წალკაში და მეორე ახალქალაქში.

მე თვითონ ვარ მანდ ნამოფი და დანამდვილებით ვიცი.

შენ თუ შეგიძლია მანდ რა წერია, ის წაიკითხო, მადლობელი დაგრჩები.

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Image

Image
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
წმინდა გიორგი გეწეოდეთ - 365 წმინდა გიორგის ეკლესია

Post by Archil » 09 მარ 2012, 23:59

ეს ლურჯი ფერი გეცნობათ ალბათ

Image

Image

Image
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
წმინდა გიორგი გეწეოდეთ - 365 წმინდა გიორგის ეკლესია

Post by Tamari-ch. » 10 მარ 2012, 09:20

Archil
არ მეშლება, ორი ბურნაშეთია, ერთი წალკაში და მეორე ახალქალაქში.

წალკის ბურნაშეთზე ვერაფერი ვიპოვე აქ....
http://dato.nplg.gov.ge/publishers/monu ... ?do=search

რუკაზე მანახე რა წალკის ბურნაშეთი....


წარწერებს ქვევრი ეგრევე წაიკითხავს...
მეც შევეცდები
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
nalbo
ბილიკზე მოარული
Posts: 39
Joined: 22 ივლ 2009, 19:36
Location: ხზ
Contact:
წმინდა გიორგი გეწეოდეთ - 365 წმინდა გიორგის ეკლესია

Post by nalbo » 10 მარ 2012, 10:14

Archil
სადაა მეგობარო ეს ეკლესია და სოფელ ჯიმითში, როდისააა აგებული ნამდვილად არ ვიცი და ისტორია კი აქვს ასეთი რომელიც ჩემა პაპამ მომიყვა რომელიც თავისი პაპისგან იცოდა და იმან კიიდე მისი პაპისგან რო ამ ეკლესსიის ქვეშ წმინდა გიორგის თავი არის დამარხულიო და იმიტომ ეძახიან თავი წმინდა გიორგისო ასეთი ისტორია აქვს ამ ეკლესიას ოდითგანვე :wink:
ხაშხინკალა თელაურო, დალაქხანასიღნაღურო, ბიჭო და ველისციხურო,

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
წმინდა გიორგი გეწეოდეთ - 365 წმინდა გიორგის ეკლესია

Post by Archil » 20 მაი 2012, 19:40

Tamari-ch. wrote:კავთისხევის ფოტოლბომს დაემატა კატაუალას წმ.გიორგის ეკლესიის ფოტოები

http://amigo.ge/saunjegallery/displayim ... play_media


ეს უცნაური ფრესკა შემხვდა და რას ნიშნავს ნეტა?

:roll:

Image
Image
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
წმინდა გიორგი გეწეოდეთ - 365 წმინდა გიორგის ეკლესია

Post by Archil » 20 მაი 2012, 19:50

Tamari-ch. wrote:Archil
არ მეშლება, ორი ბურნაშეთია, ერთი წალკაში და მეორე ახალქალაქში.

წალკის ბურნაშეთზე ვერაფერი ვიპოვე აქ....
http://dato.nplg.gov.ge/publishers/monu ... ?do=search

რუკაზე მანახე რა წალკის ბურნაშეთი....


წარწერებს ქვევრი ეგრევე წაიკითხავს...
მეც შევეცდები
ესეც რუქა

Image

Uploaded with ImageShack.us

ბურნაშეთი წითელი ისრით ავღნიშნე. წალკის წყალსაცავიდან იმედია ადვილად აიღებ ორიენტაციას.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]