http://7days.ge/index2.php?newsid=15084
სტატია ვნახე 7 დღეში ურბნისზე(ეს ტაძარი ყველაზე ნაკლებად დაგვამახსოვრდა ალბათ ჩვენს ტურში):
საქართველოს პატრიარქს დღეს ურბნისში ელოდებიან
როგორც "პრესა გე ტვ" "პირველზე" დაყრდნობით იუწყება, რუის-ურბნისის ეპარქია წმინდა ნეოფიტე ურბნელის ხსენების დღეს და ურბნისობას ზეიმობს.
სოფელ ურბნისში წმინდა სტეფანე პირველმოწამის სახელობის ტაძარში ამ დროისთვის რუის-ურბნისის მეუფე იობი და ბოლნელი ეპისკოპოსი ეფრემი პარაკლისს აღავლენენ.
წმინდა ნეოფიტე ურბნელის ხსენებასთან დაკავშირებით ურბნისში ჩავიდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მრევლი და სასულიერო პირები.
როგორც "ინტერპრესნიუსსთან" საუბრისას ტაძრის მოძღვარმა, მამა ლევანმა განაცხადა, ნეოფიტე ურბნელი წარმოშობით სპარსი არაბი იყო, რომელიც შიო მღვიმეში ნანახი სასწაულის შემდეგ ბერად აღიკვეცა. მისი სურვილი იყო, ისეთი მოწამეობრივი ცხოვრებით ეცხოვრა, როგორც - პირველმოწამე სტეფანეს, რომელიც ქვებით ჩაქოლეს. ნეოფიტე ურბნელიც VIII საუკუნეში ურწმუნოებმა ქვებით ჩაქოლეს.
წმინდა სტეფანე პირველმოწამის სახელობის ტაძარი V საუკუნეშია აგებული. მართლმადიდებელ ერს ურბნისობასა და ნეოფიტე ურბნელის ხსენების დღეს საქართველოს პატრიარქიც მიულოცავს, რომელიც დღეს ურბნისში ჩაბრძანდება.