წინადადებების წიგნი

ინფორმაცია ფორუმის წესების, წევრების და სხვა საკითხების შესახებ.

Moderators: Kakha, Druides, Kakha, Druides, Kakha, Druides, Kakha, Druides

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
წინადადებების წიგნი

Post by Archil » 14 აპრ 2010, 02:07

Mta Mkvarebia wrote:civciva
ეჰჰ, წივწივ, მართალია, არაა სასიამოვნო, მილოცვის და სამწუხარო თემები ერთანეთის გვერდით რომაა, მაგრამ სამწუხარო თემის ცალე განყოფილების გახსნისაგანაც ღმერთმა დაგვიფაროს, არ შემოგვეჩვიოს ცუდი ამბები :( , თუმცა ეს ჩემი აზრია, მთავარი სიტყვა ადმინს ეთქმის...
C'est la vie

კარგიც და ცუდიც უნდა განვიცადოთ. ღმერთმა ცუდი გვაშოროს და კარგი გვიმრავლოს

ისე და, სამწუხარო თემებში ვინ შევა რო?
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

Guest
წინადადებების წიგნი

Post by Guest » 29 მაი 2010, 17:33

Gvalva wrote:აქ ვიმსჯელოთ როგორ გვინდა რომ იყოს ეს ფორუმი. ახალ იდეებს დიდი სიამოვნებით გავეცნობით და ვეცდებით შეძლებისდაგვარად შევასრულოთ საინტერესო წინადადებები.
დარეგისტრირების მერე ლოდინი ცოტა არ იყოს და არასასიამოვნოა :roll:

Guest
წინადადებების წიგნი

Post by Guest » 02 ივნ 2010, 00:36

Anonymous wrote:
Gvalva wrote:აქ ვიმსჯელოთ როგორ გვინდა რომ იყოს ეს ფორუმი. ახალ იდეებს დიდი სიამოვნებით გავეცნობით და ვეცდებით შეძლებისდაგვარად შევასრულოთ საინტერესო წინადადებები.
დარეგისტრირების მერე ლოდინი ცოტა არ იყოს და არასასიამოვნოა :roll:

გამიაქტიურეთ რა ნიკი :(


User avatar
Sh@ko
ბილიკზე მოარული
Posts: 37
Joined: 26 აპრ 2010, 14:57
Location: კომპინფო
Contact:
წინადადებების წიგნი

Post by Sh@ko » 02 ივნ 2010, 11:33

სტუმარო, არასწორად აქტიურობ! :) ეს თემა რისთვის არის? http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=1491 შედი და აქ დაწერე შენი ნიკი ერთხელ! ასე უცნობი როგორ გაგააქტიუროს? :P

ერთადერთი ადმინი გვყავს და ბევრჯერ დაწერას აზრი არ აქვს, როცა წაიკითხავს, იმ ერთსაც წაიკითხავს ;)

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
წინადადებების წიგნი

Post by Gvalva » 04 ივნ 2010, 21:56

Sh@ko

შაკო, ძალიან მეხმარები და ძალიან დიდი მადლობელი ვარ!!

User avatar
nata-tbilisi
ბილიკზე მოარული
Posts: 95
Joined: 28 მაი 2010, 13:28
Contact:
წინადადებების წიგნი

Post by nata-tbilisi » 04 ივნ 2010, 23:41

:D
Image

Guest
წინადადებების წიგნი

Post by Guest » 28 ივნ 2010, 12:12

gvalva წერდა:
თქვენ თვითონ!

კარავზე ვცდილობდი ეს პრინციპი გამეტარებინა მოდი ეხლა დამარცვლით ჩამოვაყალიბებ:

არავინ თქვენ პოსტებს არ დაარედაქტირებს, არავინ ლაშქრობებს არ მოგიწყობთ, არავინ თქვენ ტვირთს ლაშქრობაში არ ატარებს. ეს ყველაფერი თქვენ თვითონ უნდა გააკეთოთ!
აი მორიგი რაუნდიც ვიხილეთ ურთიერთ დაპირისპირების უერთიერთ შეურაცხყოფის.
ის ფაქტი, რომ ყოველი ასეთი შემთხვევა ცუდად "ილექება" თითოეული კარველის ფსიქიკაში და იმ ცნობიერებას ანადგურებს რომლითაც გამორჩეოდა "კარავი" (სხვა ფორუმებისაგან) და რის გამოც იყო ის ასე მიმზიდველი ერთდროს - მგონი უკვე აღარავი ადარდებს, მგონი აღარც შენ გადარდებს ეს ჩემო gvalva.
შეეგუე?
ჩემი აზრით,
ასეთი საკითხებისადმი შენი დამოკიდებულება პრიცპით - თქვენ თვითონ არ არის სწორი. შენ ხარ ამ ფორულის შემქნელი და გაქვს სხვებისგან გასხვავებული პასუხისმგებლობა როგროც შემოქმედს ქმნილებისადმი :lol: და თუ აქ, შენს მიერ შექმნილ ფორუმზე ისეთი რამეები ხდება რაც შენ არ მოგწონს ( ან იმ იდეებ ეწინააღმდგება რაც საფუძვლად დაედო ამ ფორუის შექმნას) აქტიური ზომები უნდა მიიღო ამის აღსაკვეთად. თუ ფიქრობ რომ ეს დემოკრატიული პრინციპებისგან გადახვევა და ავტორიტარიზმი იქნება (და ეს ასე არ არის) მაშინ რაღაც "ინსტიტუტი" უნდა არსებობდეს კარავზე, ხალხის ჯგუფი რომელზეც შენი როგროც, შემოქმედის განსაკუთრებულ პასუხისმგებლობისა და უფლებების დელეგირებას მოახდენ. მდერატორთა არსებული სისტემა არაეფექტურია, საქმეს ვერ შველიან.
თავის დროზე, "რამკებისათვის" რეალური წონის მინიჭების და იეთტა საბჭოს შექმნის იდეა არ გავიდა და დარჩა იეტობა ასე .... "სტროჩკების" სიმრავლის ამსახველ, ცარიელ ტიტულად.
რაღაც უნდა იღონო.
ალბათ შეამჩნიეთ "კანონზომიერება", რომ ყველა კონფლიქტი ისეთ თემებში ვითარდება რომლებიც არაა კარავისათვის "პროფილური", და ძირითადი მნიშვნელობის . შესაბამისად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ასეთი თემების სიჭარბე თავისთავად ზრდის რისკს კონფლიქტებისა. ამიტომ ასეთი ,"არაპროფილური" თემების მიმართ მოდერირება გაცილებით მკაცრად უნდა ხორცილედებოდეს.... და თუ ვინმეს ეს არ მოეწონება არა უშავს, სხვა უამრავი ფორუმია (და თითოეული კარველი სხვა "დიიდი" ფორუმების უსერიც რომაა ეს საიდუმლო აღარაა, ყველამ ვიცით) და იქ უფრო ნაყოფიერად იკამთებენ ამ საკითხებზე (თუ მართლა ოპონირება სურთ და არა ვინმეს დაგესლვა). კარავ კი ის სპეციფიკა აქვს რომ ასეთი მსოფლმხედველობრივი თემები მისმა "უსრებმა" ლაშქრობებში, კოცონის ირგვლივ მსხდომებმა, ან სუფრის ირგვლივ შეკრებილებმა გაარჩიონ ისე ერთმაეთს, რომ თვალებში უყურებდნენ. ყოველ შემთხვევაში ადრე ასე იყო.

gvalva, ძვირფასო იმ პერველყოფილ ღმერთებს ნუ დაემსაგავსები სამყაროს რომ გააჩენენ (ვთქვათ თიამათი) მერე "დაიძინებენ", მეორე და მესამე თაობის ღმერთები თავის წესრიგს და კანონებს აყალიბენ, პირველს კი სძინავს თავდაჯერებით იქამდე ვიდრე ეს ყვალფერი მასაც არ შეაწუხებს და ..... მერე იწყება დიიდი, სამკვდრო-სასიცოცხლო ომი :wink:
[/u]

User avatar
masai11
ფანტომასის სიძე
Posts: 717
Joined: 12 იან 2007, 21:39
Location: შენს გვერდით
წინადადებების წიგნი

Post by masai11 » 28 ივნ 2010, 12:14

რაის სტუმარიო კაცო ჩემი პოსტია ეგა :shock:

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
წინადადებების წიგნი

Post by Makena » 28 ივნ 2010, 13:08

ეს სტუმარი ვინ არის? ჯეიმს ბონდია? 8)

Guest
წინადადებების წიგნი

Post by Guest » 28 ივნ 2010, 13:40

Makena wrote:ეს სტუმარი ვინ არის? ჯეიმს ბონდია? 8)
მე ვარ კაცი ეგ სტუმარი, პოსტის წერა როგორც masai11-მა დავიწყე და როგორც სტუმარმა დავამთავრე რატომღაც :roll:
რომ არფერს "ვინკოგნიტობ" იმის თქმა მინდა მოკლედ :D

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
წინადადებების წიგნი

Post by ARCHILI » 21 ივლ 2010, 12:24

წინადადება მაქვს, თევზაობისა და ნადირობის თემის მოდერატორებად მონადირე და ქავთარაძე დაინიშნონ პროფილურად.

დარწმუნებული ვარ, საწინააღმდეგო არავის არაფერი ექნება და არც ადმინსაც...

:)

ცხადია, თუ მათაც სურთ.

:)
Image

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
წინადადებების წიგნი

Post by Ketevan Guliashvili » 08 აგვ 2011, 00:22

მეგობრებო, ლაშქრობას ბევრი იმდენად საინტერესოდ აღწერს, ვიფიქრე
კარავის ჟურნალი რომ გამოგვეცა. რას იტყვით?
ფოტო მასალაც გვაქვს.
წელიწადში ერთი ნომერი რომ გამოდიოდეს (პიველ ეტაპზე), მაინც კარგი იქნება.
შესაძლებელია ელექტრონული ჟურნალი იყოს. საინტერესო გასვლის კარგი მონთხრობი, ასევე უცხოელი მოგზაურებისა და მოგზაურობების შესახებ ფაქტები შევიდეს. ფლორასა და ფაუნაზე განყოფილებაც შეიძლება გვქონდეს.

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
წინადადებების წიგნი

Post by Nika » 05 ნოე 2011, 22:38

ადმინ (მაოს ხმით)! :roll:
ეგებ სოჩიკი მოხსნა თორე გვერდების ჩატვირთვისას სანამ არ მიხვდება რო ეგ საიტი აღარ არსებობს კაი ხანი ჭედავს.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
Ismail
მაწანწალა
Posts: 447
Joined: 28 სექ 2009, 17:09
Location: Қырҭтәыла, Қарҭ
წინადადებების წიგნი

Post by Ismail » 02 თებ 2012, 11:26

ერთი წინადადება მაქვს:

დარეგისტრირების დროს დაემატოს ველი "სახელი ფორუმზე", სადაც მომავალ ფორუმელს შეეძლება ჩაწეროს ის სახელი, რითაც უნდა, რომ ფორუმზე ჩანდეს.

დღეს Login და ფორუმული სახელი ერთი და იგივეა, რაც ადამიანს არ აძლევს საშუალებას, დაირქვას ფორუმზე ის, რაც სურს, რადგან Login-ში გარკვეული სიმბოლოების გამოყენება შეზღუდულია, ისევე როგორც ქართული ასოებისა. სხვა ფორუმებზე არის შესაძლებლობა, ეს ორი სხვადასხვა იყოს. მაგალითად, მე თუ მინდა ფორუმზე ქართული ასოებით მერქმევა სახელი, ხოლო Login-ად ქართულ ასოებს ვერ გამოვიყენებ.
Fátt er svo illt, að einugi dugi.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]