აიაზმი- ნარდევანი - ბერთა – ავრანლო - გუმბათი - 19.06.11

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
აიაზმი- ნარდევანი - ბერთა – ავრანლო - გუმბათი - 19.06.11

Post by Tamari-ch. » 19 ივნ 2011, 23:58

ნამდვილად ციკლოპური დღე იყო - სავსე მისტიური შეგრძნებებით...

ვიჯერეთ გული მეგალითებით...

თრიალეთი ერთ ერთი ყველაზე საინტერესო რეგიონია საქართველოში და თანაც აბსოლუტურად გამოუკვლეველი... აქ დიიიდი აღმოჩენები გველის...
სავარაუდოდ 2 კვირის შემდეგ გავაკეთებთ კიდევ ერთ ციკლოპურ დღეს და ვივლით თეჯისის გარშემო - იქაც ბლომადაა მეგალითები....

1. რეგიონი:
ქართლი, წალკის რაიონი

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი- მანგლისი-წალკა - აიაზმი- ნარდევანი - ბერთა - ავრანლო - გუმბათი - თბილისი

3. ხანგრძლივობა:
1 დღე

4. სირთულე:
მარტივი

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
სხვადასხვა მანქანის მიხედვით - მე პირადად დამიჯდა 13 ლარი
საშუალოდ 12-15 ლარი

6. მონაწილეთა რაოდენობა
20 ადამიანი გადანაწილებული 4 ჯიპში

7. გასვლის, ლაშქრობის ორგანიზატორი
Tamari-ch.

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
წალკა

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
სულ 230 კმ

10. ფეხით გავლილი მანძილი:
ალბათ 2-3 კმ

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
გარშემო ბევრი ძეგლებია, რომელთა ნახვა ერთ დღეში ვერანაირად ვერ მოესწრებოდა
ავრანლოს გარშემო თითქმის ყველაფერი ვნახეთ, საინტერესო ძეგლებია კიზილ კილისაში და რეხაში...

12. საბანაკე ადგილები:
ყველგან კარგი ადგილებია

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
სოფლებში

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
არაფერი განსაკუთრებული, ავრანლოში ყოფილა გვირაბი რომელთანაც ასვლა თოკების გარეშე საშიშია

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
თბილი და უწვიმო სეზონი

16. რისკები, საფრთხეები:
არაფერი განსაკუთრებული

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი
ყველა სოფელში ძეგლი დგას.

18. პირობები სხვა და სხვა აქტივობისთვის
ავრანლოში ჩანჩქერია, კარგი საბანაო ადგილებია მდინარის პირასაც

19. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
ძირითადად იჭერს მობილურები

20. სასარგებლო საკონტაქტო ინფო
ავრანლოში დაგვეხმარა მერაბ ხუციშვილი.

21. რუკა, ჯი-პი-ეს-მონაცემები
Image
Last edited by Tamari-ch. on 20 ივნ 2011, 10:49, edited 2 times in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
აიაზმი- ნარდევანი - ბერთა – ავრანლო - გუმბათი - 19.06.11

Post by Tamari-ch. » 20 ივნ 2011, 00:02

მადლობა ყველას საინტერესო გასვლისათვის...

დილით გასვლა ცოტა დაგვაგვიანდა -
რაღაც მოდუნებულები ვიყავით მთელი დღე და თითქოს დინებას მივყვებოდით...
არც დროს ვაკონტროლებდით (რას წესით არ მჩვევია ხოლმე)
ამიტომ ცოტა აგვერია გრაფიკი, მაგრამ მაინც კმაყოფილები ვართ დღევანდელი დღით - ბევრი საინტერესო ძეგლი ვნახეთ...
ავრანლომ კი "დახურა", რასაც ჰქვია,
ხოლო დღის ბოლოს მზის ჩასვლას წალკის წყალსაცავზე შევხვდით რამაც მშვიდი განყობა დაგვიტოვა დღევანდელი დღის ბოლოს...
ყველაზე საინტერესო კი ამინდის ქცევა გახლდათ - ყველა პროგნოზით ჭექა ქუხილი და წვიმა უნდა ყოფილიყო - პროგნოზის ორ საიტზე წვიმას აჩვენეებდა და ამ დროს 1 წვეთი არ ჩამოვარდნილა მთელი დღე -
შეფიქრიანებული, ქუშტი ამინდი რაღაც უცნაურ და მისტიურ განწყობას გვიმატებდა...

მოკლედ შესანიშნავი იყო...
მოგვიანებით დავდებ ფოტოებს...
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

leo1
მაწანწალა
Posts: 448
Joined: 13 ივნ 2010, 20:10
აიაზმი- ნარდევანი - ბერთა – ავრანლო - გუმბათი - 19.06.11

Post by leo1 » 20 ივნ 2011, 09:17

აბა სურათები!!!!
???

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
აიაზმი- ნარდევანი - ბერთა – ავრანლო - გუმბათი - 19.06.11

Post by Tamari-ch. » 20 ივნ 2011, 10:55

პირადად 4 ადამიანს ვუთხარი უარი წინა დღეებში, ადგილები არ არის თქო,
და თამიმ კი თავის 1 მეგობარს უთხრა უარი - ადგილები გამო,
საბოლოოდ კი ისე გამოვიდა, რომ კვირას დილით ერთი მანქანა დავტოვეთ სადგომზე, იმის გამო რომ მანქანა ვერ შეივსო.

მთავარი კი ისაა, რომ ძალიან კარგი გასვლა გამოვიდა, და მე პირადად ძალიან ვისიამოვნე გუშინდელი დღით...

2 კვირის თავზე - 3 ივლისს წავიდეთ კიდევ ერთ ციკლოპურ გასვლაზე - უკვე თეჯისის გარშემო....

ახლა კი სურათები...

Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
აიაზმი- ნარდევანი - ბერთა – ავრანლო - გუმბათი - 19.06.11

Post by Tamari-ch. » 20 ივნ 2011, 11:06

დილით რესპუბლიკის მოედანზე

Image



Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
აიაზმი- ნარდევანი - ბერთა – ავრანლო - გუმბათი - 19.06.11

Post by Tamari-ch. » 20 ივნ 2011, 11:11

შესანიშნავი გზა დააგეს წალკისკენ ახალქალაქამდე

მანქანა მიფრინავს....

Image

Image

წალკელი ყარყატები

Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
აიაზმი- ნარდევანი - ბერთა – ავრანლო - გუმბათი - 19.06.11

Post by Tamari-ch. » 20 ივნ 2011, 11:18

პირველი ძეგლი რომელიც ვნახეთ იყო აიაზმა,
მეტად საინტერესო ეკლესიაა,
და მე პირადად დიდი ხანია მისი ნახვა მინდოდა

ეკლესია აგებულია წყაროზე,
წყარო რომელიც გამოდის ეკლესიის ეზოში ფაქტიურად გადის საკურთხევლის ქვეშ და ამგვარად უკვე წმინდაა - ამის გამო ეწოდა მას აიაზმა,
აიაზმა წმინდა წყალს ნიშნავს ბერძნულად...
არადა ადრე ამ ეკლესიას თეთრიწყარო ერქვა და აქ ქართული მოსახლეობა იყო.
ახლა კი აქ ქართველები თითქმის არაა - სომხები და ბერძნები ცხოვრობენ

საერთოდ წყაროზე ეკლესიის აგების ტრადიცია ამ რეგიონისათვის ყოფილა დამახასიათებელი - ასეთივე ეკლესიაა აგებული ბერთაში და როგორც მერაბ ხუციშვილმა მოგვითხრო კიდევ რამდენიმე სალოცავი ყოფილა ასე აგებული იმ ხეობაში - წყალი უკვე ნაკურთხი ხდება, როცა ის გაივლის საკურთხევლის ქვეშ......


Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
აიაზმი- ნარდევანი - ბერთა – ავრანლო - გუმბათი - 19.06.11

Post by Tamari-ch. » 20 ივნ 2011, 11:22

სოფელში მდებარეობს ღვთისმშობლის ეკლესია. აიაზმა ისტორიული თრიალეთის უძველესი სოფელია. ვახუშტი ბატონიშვილის რუკაზე (XVIII ს.) იგი თეთრი წყაროს სახელითაა აღნიშნული. აიაზმა შეარქვეს XIX საუკუნის 20 -იან წლებში აქ ჩამოსახლებულმა ბერძნებმა. აიაზმა „წმინდა წყალს“ ნიშნავს. სოფელში დგას VI – VII სს -ის მიჯნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ღვთისმშობლის ერთნავიანი ეკლესია - აიაზმის ეკლესია. ეკლესიის კედელზე, კარის თავზე წარწერაში ნათქვამია, რომ ძეგლი 1045 წელს აღუდგენიათ. აქვე მოხსენიებულია კათალიკოსი ოქროპირი (მოღვაწეობდა ბაგრატ IV - ის დროს). ეკლესია ნაგებია უხეშად დამუშავებული ქვების სწორი რიგებით. არქიტექტურული ფორმებითა და სტილისტიკური ნიშნებით აიაზმის ეკლესია ახლოს დგას ისეთ ძეგლებთან, როგორიცაა ბოლნისის სიონი, ქვემო ბოლნისისა და ოლთისოს ეკლესიები. საინტერესო ისააა, რომ ეკლესიის იატაკზე დაგებული ქვის ფილების ქვეშ მოედინება წყალუხვი წყარო, რომელიც მილებით გორაკის ფერდობზე მოწყობილ აუზში ჩადის.

http://saunje.ge/index.php?option=com_c ... =1&lang=ka

Image

ამ ლაპიდარულ წარწერაზე მუშებს საღებავით დაუდღაბნიათ ჯვარი და ასოები - არადა მე-11 საუკუნის უნიკალური წარწერაა...
:x :cry:
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
აიაზმი- ნარდევანი - ბერთა – ავრანლო - გუმბათი - 19.06.11

Post by Tamari-ch. » 20 ივნ 2011, 11:25

ახალ კი ყველაზე საინტერესო....

8)

მე პირადად აიაზმას აღმწერ ლიტერატურაში ვერაფერი ვნახე ამ ნაგებობეზე...

აღწერილობაში მხოლოდ ეკლესიაა ნახსენები, არადა ეკლესიაზე მეტად ჩემი ყურადღება მიიქცია აი ამან....

Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
აიაზმი- ნარდევანი - ბერთა – ავრანლო - გუმბათი - 19.06.11

Post by Tamari-ch. » 20 ივნ 2011, 11:38

აიაზმას ეკლესია გარშემოტყმულია უზარმაზარი ლოდებით აგებული გალავანით...
უნდა ვთქვა, რომ სადაც კი ვიყავით გუშინ - ყველგან ერთი ხელწერაა - ყველგან ასეთი სტილის ნაგებობები გვხვდებოდა - მშრალი წყობით დალაგებული დიიიდი ლოდები, ძირითადად ციხე- გალავანი...
ეკლესიის სამხრეთით ფერდობზე და კიდევ უფრო ზემოთ - გაშლილი ფერდობზე - აშკარად გვხვდება მეგალითური ნაგებობებსი კვალი! მთელი ფერდობი მოფენილია ასეთი უცნაური ნაგებობებით - კონტურში იკითხება ოთკუთხა ფორმის ნაგებობების კვალი...
ჩემი აზრით აიაზმაში იყო რაღაც უძველესი 4000 წლის წინანდელი საკულტო ცენტრი, ქრისტიანობის მიღებისას ტაძარი სავარაუდოდ დაანგრიეს და იმ ადგილას ააშენეს ეკლესია, ხოლო გალავანი დატოვეს...

Image

Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
აიაზმი- ნარდევანი - ბერთა – ავრანლო - გუმბათი - 19.06.11

Post by Tamari-ch. » 20 ივნ 2011, 11:44

Image


Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
აიაზმი- ნარდევანი - ბერთა – ავრანლო - გუმბათი - 19.06.11

Post by Tamari-ch. » 20 ივნ 2011, 11:47

აი ასეთი ფერდობია ეკლესიის სამხრეთით -

მთელი ველი მოფენილია ასეთი ლოდებით - ზოგან აშკარაა შენობის და კედლის კონტური


ეტყობა აქ ოდესღაც დიდი დასახლება იყო!

Image


Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
აიაზმი- ნარდევანი - ბერთა – ავრანლო - გუმბათი - 19.06.11

Post by Tamari-ch. » 20 ივნ 2011, 11:52

Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
აიაზმი- ნარდევანი - ბერთა – ავრანლო - გუმბათი - 19.06.11

Post by Tamari-ch. » 20 ივნ 2011, 11:59

თავად ეკლესიაში წავაწყდი ძალიან საინტერესო ბარელიეფს
ის არაა აღწერილი ბიბლიოგრაფიულ ლიტერატურაში

ჯვართამაღლების სცენა

და ასევე ბოლნურ ჯვრები, აქა იქ ეკლესიის კედლებში
წავაწყდით ასევე მზის სიმბოლიკასაც, რაც დამახასიათებელი ადრეული ქრისტიანული ქართული ძეგლებისათვის...

ეკლესია უძველესი ქართული კულტურის ძეგლია!

Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
აიაზმი- ნარდევანი - ბერთა – ავრანლო - გუმბათი - 19.06.11

Post by Tamari-ch. » 20 ივნ 2011, 12:00

ესეც მზის სიმბოლიკა ერთ ერთ ბოძზე

Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]