ველო გასვლების იდები (სწრაფი გასვლები)

ველო მოგზაურობების შესახებ

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

User avatar
hillside
ბილიკზე მოარული
Posts: 39
Joined: 05 დეკ 2009, 11:08
ველო გასვლების იდები (სწრაფი გასვლები)

Post by hillside » 14 მაი 2011, 06:17

Gio-horus

კარგი რამე ჩანს :) ამჟამად საქართველოში იმყოფები? სად შეიძინე? ანუ ღირს ხომ ყიდვა?

geo-archi
გეთანხმები. მაგრამ რამდენად გამძლეა მისი ამორტიზატორი scott equalizer-ი?
რომ გაფუჭდეს ვინ გამიკეთებს? ან საერთოდ გამოცვლა და ახლის შეკვეთა შესაძლებელია?

როცა ველოში ამხელა თანხას ვიხდი, მინდა რომ დიდხანს მემსახუროს. 10 წელი თუ გაძლებს მაგის უკანა ამორტიზატორი შეიძლება დაფიქრება.

Skier
რატომ? რაც ოფიციალურ საიტებზე უწერიათ ფასებიც მაგის შესაბამისია ლარებში, ზოგჯერ უფრო ნაკლებიც. თუმცა თუ მეორად ველოსიპედებს გულისხმობ მაშინ შესაძლებელია მასეც იყოს.

User avatar
pauna
მაწანწალა
Posts: 1991
Joined: 29 მარ 2005, 10:49
Location: ვარკეთილი
ველო გასვლების იდები (სწრაფი გასვლები)

Post by pauna » 14 მაი 2011, 12:20

hillside
როცა ველოში ამხელა თანხას ვიხდი, მინდა რომ დიდხანს მემსახუროს. 10 წელი თუ გაძლებს მაგის უკანა ამორტიზატორი შეიძლება დაფიქრება.
10 წელიი? ? ?

10 წელი ვერფერი გაძელბს:) ამორტიზატორი თუ გაზლებს 2 წელს კაი იქნება... ალაბტ 1 წელს იმუშავებს ოფტიმალურად გაჩნია როგრ დატვირთავ...

5 წელში რამ უნდა გამოცვალო თუ შესაძლებლობა გავს, მერე ალუმინის ვადა გადის იღლება ლითონი და იმსხვრევა... ჩვენ რომ დავდიავრთ 5 წლსი ველოსიპეტებით განა კაია...

ჩემი ამორტიზატორი კაი ხანია გადასაგდებია მარა რა ვქნაა :(

10 წელს ვერფერი გაძლებს ნებისმერი ფასიანი გინდ ველო და გინდ მოტო აიგე :)

რაც შეეხება შეკეტებას... შესაძლებელია ძირითადად რეზინები ცვდება და პრუჟინა სლაბდება გამოცვლი და ზეთს გამოუცვლი და ახალივით იქნება :)_


ისე ესეთი შეკითხვები ველო ნაწიელბში რომ დავსვათ კაი იქნება...
ImageImage

User avatar
hillside
ბილიკზე მოარული
Posts: 39
Joined: 05 დეკ 2009, 11:08
ველო გასვლების იდები (სწრაფი გასვლები)

Post by hillside » 16 მაი 2011, 19:56

pauna
10 წელი ვერფერი გაძელბს ამორტიზატორი თუ გაზლებს 2 წელს კაი იქნება... ალაბტ 1 წელს იმუშავებს ოფტიმალურად გაჩნია როგრ დატვირთავ...
რატომ? ინსტრუქციის მიხედვით თუ მოუვლი რატომ არ გაძლებს? ცხადია საექსპლუატაციო თვისებებს ცოტა დაკარგავს, მაგრამ გაძლებით გაძლებს. მე პირადად 10 წელი არ მიმაჩნია დიდ დროდ, მითუმეტეს ისეთი პროდუქტისთვის, რომელშიც მინიმუმ 500 მწვანეს იხდი (წინა ჩანგალი მაქვს მხედველობაში). რავი საზღვარგარეთ ხალხს უყენია 2001, 2002, 2003 წლის ვილკები და ჩვეულებრივ დადიან.
5 წელში რამა უნდა გამოცვალო თუ შესაძლებლობა გაქვს, მერე ალუმინის ვადა გადის იღლება ლითონი და იმსხვრევა... ჩვენ რომ დავდიავრთ 5 წლსი ველოსიპეტებით განა კაია...10 წელს ვერფერი გაძლებს ნებისმერი ფასიანი გინდ ველო და გინდ მოტო აიგე
ისე მეც მსმენია ეგ. თუმცა თუ მოუვლი კარგად უნდა გაძლოს 10 წელი. ჩემი აზრით კარგი იქნება თუ რამდენიმე ველო გეყოლება და სეირნობისთვის განკუთვნილ დროს რამდენიმეზე გადაანაწილებ. მოტოების რამებისთვის მცირე წონა კრიტიკულად მნიშვნელოვანი არ არის, ამიტომ უფრო კარგად უნდა გაძლოს რადგან ალუმინის უფრო მსხვილი ფენისგან მზადდება. მასე აბა გადასაყრელი ყოფილა 2005 წელს და უფრო ადრე გამოშვებული ალუმინისრამიანი მოტოები და ველოები. 7-10 წელი მაინც უნდა გემსახუროს ველო ჩემი აზრით. ახალს ნაყიდ ველოს ვგულისხმობ თორემ მეორადი და დატანჯული მართალი ხარ შეიძლება მალევე დაიმსხვრეს.
რაც შეეხება შეკეტებას... შესაძლებელია ძირითადად რეზინები ცვდება და პრუჟინა სლაბდება გამოცვლი და ზეთს გამოუცვლი და ახალივით იქნება
ხო მოვლაში ეგ იგულისხმება ალბათ. თუმცა ჩვენთან მასეთი სახის სერვისები როდის შეიქმნება ძნელი სათქმელია.
ისე ესეთი შეკითხვები ველო ნაწიელბში რომ დავსვათ კაი იქნება...
მართალს ამბობ, თუმცა აქაც არ იქნება ურიგო ერთმანეთისთვის რჩევებისა და გამოცილების გაზიარება. მე მაინც მგონია რომ საქართველოს პირობებისთვის ოლმაუნტინ/ენდურო ტიპის ჰარდთეილი სჯობს. გაძლებითაც გაძლებს და უკანა ამორტიზაციის პრობლემასაც მოხსნის. ძალიან მომწონს Santa Cruz Chameleon. თან რამის MSRP 600 $ უწერია მხოლოდ. ეგეთი რამა 160 მმ-იან ვილკაზე და გამძლე დისკებით პირდაპირ იდეალური ვარიანტი იქნება :D

geo-archi
ბილიკზე მოარული
Posts: 84
Joined: 30 ივლ 2009, 13:40
Location: Tbilisi
ველო გასვლების იდები (სწრაფი გასვლები)

Post by geo-archi » 19 მაი 2011, 16:39

Skier wrote:burusport -ში ველოსიპეტი როგორ უნდა იყიდო? 2 ჯერ ნაკლებად შეიძლება იყიდო იგივენაირი სხვაგან

შეგიძლია მიმასწავლო სად ? მე მინდა scott genius lt 30 ....
party without break .......

geo-archi
ბილიკზე მოარული
Posts: 84
Joined: 30 ივლ 2009, 13:40
Location: Tbilisi
ველო გასვლების იდები (სწრაფი გასვლები)

Post by geo-archi » 19 მაი 2011, 16:55

hillside wrote:


geo-archi
გეთანხმები. მაგრამ რამდენად გამძლეა მისი ამორტიზატორი scott equalizer-ი?
რომ გაფუჭდეს ვინ გამიკეთებს? ან საერთოდ გამოცვლა და ახლის შეკვეთა შესაძლებელია?

როცა ველოში ამხელა თანხას ვიხდი, მინდა რომ დიდხანს მემსახუროს. 10 წელი თუ გაძლებს მაგის უკანა ამორტიზატორი შეიძლება დაფიქრება.

scott- ს 2 წლიანი გარანტია აქვს ყველა ნაწილზე და ველოსიპეტზე. უფასო გაგზავნა გამოგზავნა და რაც დაჭირდება ყველაფერი....

რაც შეეხება 10 წელი უნდა მემსახურუსო, გააჩნია როგორ მოუვლი და როგორ მოიხმარ, შეიძლება 20 გემსახუროს, მაგრამ რეალობას მოკლებულია ეგ ყველაფერი თუ აქტიური მომხმარებელი ხარ ველოსი მითუმეტეს all mountain ....
party without break .......

User avatar
hillside
ბილიკზე მოარული
Posts: 39
Joined: 05 დეკ 2009, 11:08
ველო გასვლების იდები (სწრაფი გასვლები)

Post by hillside » 19 მაი 2011, 18:51

geo-archi
scott- ს 2 წლიანი გარანტია აქვს ყველა ნაწილზე და ველოსიპეტზე. უფასო გაგზავნა გამოგზავნა და რაც დაჭირდება ყველაფერი....

რაც შეეხება 10 წელი უნდა მემსახურუსო, გააჩნია როგორ მოუვლი და როგორ მოიხმარ, შეიძლება 20 გემსახუროს, მაგრამ რეალობას მოკლებულია ეგ ყველაფერი თუ აქტიური მომხმარებელი ხარ ველოსი მითუმეტეს all mountain ....
გმადლობ ინფოსთვის :wink:
10 წლის ვადაში ვგულისხმობ ჩარჩოს გამძლეობას. თორემ ცხადია დისკებისა და მუხრუჭების, ამორტიზაციის გამოცვლა მოგიწევს დროთა განმავლობაში. რომც არაფერი ჭირდეს თავად ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს ნაწილების განახლების სურვილი.

ცხადია გააჩნია როგორ მოუვლი. ოლ მაუნთინზე იმიტომ გავაკეთე აქცენტი, რომ მთებში სამოგზაუროდ ეგაა საუკეთესო. მე არ ვგულისხმობ ციცაბო ფერდობებიდან თავპირისმტვრევით დაშვებასა და დიდი ტრამპლინებიდან ხტუნაობას, ამისთვის სხვა ველოებიც არსებობს, უბრალოდ იმისთვის მინდა რომ რთულ,ქვიან-ღორღიან ზედაპირზე და ძნელად გასავლელ ადგილებში დარწმუნებულად ვიგრძნო თავი. და იმისგათვალისწინებით, რომ კარგი ოლ მაუნთინის ფასები 2500$-დან იწყება, ჩემი მოთხოვნა რამის 10 წლის განმავლობაში გაძლების შესახებ სავსებით რეალურად მიმაჩნია. არ ვარ მდიდარი ადამიანი და ყოველ 3-5 წელიწადში ახალ-ახალ ველოსიპედებს ვერ შევიძენ. ესაა და ეს.

User avatar
KSOVRELI
მაწანწალა
Posts: 922
Joined: 03 სექ 2008, 19:04
Location: თბილისი
ველო გასვლების იდები (სწრაფი გასვლები)

Post by KSOVRELI » 21 მაი 2011, 22:41

აი, ამაზე სწრაფი გასვლა წარმოუდგენელია:

დიდუბე-წყნეთი-მანგლისი-ფარცხისი-კოდა-ორთაჭალა-დიდუბე.

გასვლის დრო 7:15;
წყნეთში #34 ავტობუსის ბოლო გაჩერება - 19 კმ;
წყნეთი-კოჯორის გზაგასაყარი (9:56) - 23.4 კმ;
წვერი (10:38 ) - 30 კმ;
ორბეთი (11:17) - 36.5 კმ;
დიდგორი (12:40) - 45.8 კმ;
მანგლისი (13:09) - 55.3 კმ;
სოფელი ალგეთი (13:24) - 60 კმ;
სოფელი ამლევი (15:33) - 75 კმ;
ფარცხისის-თეთრიწყაროს გზაგასაყარი (15:54) 83 კმ;
კოდა (17:26) - 102.7 კმ;
რუსთავის გზადკეცილი (18:33) - 120.6 კმ;
ორთაჭალის აბანოები (19:02) - 128.6 კმ;
სახლი (გარკვეული მიზეზების გამო დრო არ განიხილება) - 137.5 კმ.

მაქსიმალური სიჩქარე: 61.6 კმ/სთ;
ბორბლის ტრიალის ხანგრძლივობა: 9:02:29;
აქედან გამომდინარე საშუალო სიჩქარე: 15.1 კმ/სთ.

თეთრიწყაროს რაიონი კი ამ დროს ულამაზესი და სუნებით გაჟღენთილია.
Last edited by KSOVRELI on 22 მაი 2011, 23:49, edited 1 time in total.

User avatar
Lado meleksishvili
მაწანწალა
Posts: 841
Joined: 03 სექ 2009, 16:59
ველო გასვლების იდები (სწრაფი გასვლები)

Post by Lado meleksishvili » 21 მაი 2011, 23:39

KSOVRELI
ბრავოოოო
ჩემი გმირი ხარ ალექსს..... :D

User avatar
KSOVRELI
მაწანწალა
Posts: 922
Joined: 03 სექ 2008, 19:04
Location: თბილისი
ველო გასვლების იდები (სწრაფი გასვლები)

Post by KSOVRELI » 12 ივნ 2011, 14:37

კიდევ ერთი სწრაფი გასვლა:

Image

11.05.2011
გავლილი მანძილი - 165 კმ.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ველო გასვლების იდები (სწრაფი გასვლები)

Post by Tamari-ch. » 12 ივნ 2011, 14:39

KSOVRELI
ის მოუყევი ხალხს, როგორ კინაღამ ჩარჩი გარეჯში...

:D
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
KSOVRELI
მაწანწალა
Posts: 922
Joined: 03 სექ 2008, 19:04
Location: თბილისი
ველო გასვლების იდები (სწრაფი გასვლები)

Post by KSOVRELI » 12 ივნ 2011, 20:44

Tamari-ch. wrote:KSOVRELI
ის მოუყევი ხალხს, როგორ კინაღამ ჩარჩი გარეჯში...

:D
პირწიგნაკზე დევს.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ველო გასვლების იდები (სწრაფი გასვლები)

Post by Tamari-ch. » 12 ივნ 2011, 21:57

KSOVRELI wrote:
Tamari-ch. wrote:KSOVRELI
ის მოუყევი ხალხს, როგორ კინაღამ ჩარჩი გარეჯში...

:D
პირწიგნაკზე დევს.
ფაცებოკე არ ვიცი მე
კარავი ფაცებოკე არაა
:D
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
KSOVRELI
მაწანწალა
Posts: 922
Joined: 03 სექ 2008, 19:04
Location: თბილისი
ველო გასვლების იდები (სწრაფი გასვლები)

Post by KSOVRELI » 16 აგვ 2011, 14:34

შაბათს გომბორის უღელტეხილზე მინდა ასვლა და ვინმე რამე ხომ არა? - ჰა?

რავი, ისე დავწერე, ყოველი შემთხვევისთვის.

User avatar
KSOVRELI
მაწანწალა
Posts: 922
Joined: 03 სექ 2008, 19:04
Location: თბილისი
ველო გასვლების იდები (სწრაფი გასვლები)

Post by KSOVRELI » 20 აგვ 2011, 21:11

Image

გასვლის თარიღი: 20.08.2011.
მარშრუტი: დიდუბე - გომბორის ტეკი - სასადილო - გომბორის უღელტეხილი - და ეს ყველაფერი უკუღმა.

დიდუბე (6:45) - გომბორის ტეკი (8:44) - 34 კმ;
გომბორის ტეკი (8:55) - უჯარმის შემდეგ რომ არის ეკლესია (10:19) - 55.5 კმ;
უჯარმის შემდეგ რომ არის ეკლესია (10:40) - სასადილო (11:15) - 61.9 კმ;
სასადილო (11:20) - რუსიანი (12:04) - 67.8 კმ;
რუსიანი (12:10) - გომბორის უღელტეხილი (13:40) - 76.4 კმ;
მაქსიმალური სიჩქარე - 58.3 კმ/სთ;
საშუალო სიჩქარე - 14.2 კმ;
სულ გავლილი მანძილი - 153.9 კმ.

სასადილოს შემდეგ გზა არ არის გავლებული - არ არის დეტალური ფოტოები.

qochgisher
ასფალტზე მოარული
Posts: 6
Joined: 13 აპრ 2011, 09:42
ველო გასვლების იდები (სწრაფი გასვლები)

Post by qochgisher » 14 სექ 2011, 01:19

გახვედით გომბორზე? თუ არ შემდგარა ეს გასვლა?

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]