ზანავი–ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისი 2011წ.

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Jnosy
იეტი
Posts: 1716
Joined: 31 მარ 2005, 11:53
Location: თბილისი
Contact:
ზანავი–ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისი 2011წ.

Post by Jnosy » 10 მაი 2011, 11:32

1.ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს საქართველოს ცენტრალურ ნაწილში და წარმოადგენს მცირე კავკასიის ნაწილს.

2. მარშრუტი: თბილისი–ზანავი–ნუნისი–თბილისი

3. თბილისიდან ზანავამდე მოხვდებით სამარშრუტო ტაქსით–ფასი 110ლ.

4. ბოლო პუნქტიდან,ანუ ნუნისიდან წამოსვლა თბილისამდე შესაძლებელია ადგილობრივი სამარშრუტო ტაქსით(ფასი 150ლ.), ნუნისიდან რკინიგზის სადგურამდე(მოლითი) ფეხით(~8კმ.) ან სამარშრუტო ტაქსით (მგზავრი2ლ.)შემდეგ კი თბილისამდე მატარებლით ადახლოებით 4.5 სთ-ში.

5. მარშრუტის სიგრძე როგორც რეინჯერებმა გვითხრეს ~18–20 კილომეტრიაო. თუმცა ოფიციალურად ცნობილია,რომ ნაკლებია. (სავარაუდოდ რეინჯერების ინფორმაცია უფრო მართებულია) საშუალო სირთულის.

6. მარშრუტის ოპტიმალური ხანგრძლივობა 7–8სთ.

7. სანახავი და ყურადღება მისაქცევია მთა დედაბერა, რომელიც ზღვის დორნიდან 1838მ–ზე მდებარეობს, ნუნისის მამათა მონასტერი.

8. მარშრუტის ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე:
http://www.borjomi-kharagauli-np.ge/tra ... -large.jpg
ზოგადად ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის შესახებ კი :
http://www.borjomi-kharagauli-np.ge/ge/ ... ?ur=trails

9. აღნიშნული ტერიტორია საბანაკე ადგილების ნაკლებობას არ უჩივის. საწყისი წერტილიდან წყლისა და საკვების საკმაო მარაგია საჭირო. თუმცა ნუნისში ჩასულებს ეს პრობლემა აღარ უხვდებათ,წყალი უხვადაა, საკვების მოპოვება კი სოფელშია შესაძლებელი.

10. ...და ბოლოს: "გახსოვდეთ, რომ იმყოფებით დაცულ ტერიტორიაზე. გთხოვთ მოიქცეთ შესაბამისად და პატივი სცეთ ეროვნულ პარკს, რომელიც წარმოადგენს მრავალი სახეობის არსებობის ბუნებრივ გარემოს. გახსოვდეთ ბევრი სახეობისათვის ეს პარკი წარმოადგენს ერთადერთ თავშესაფარს. მკაცრადაა აკრძალული ნადირობა და მცენარეების შეგროვება. გთხოვთ თქვენი მოქმედებით არ დააფრთხოთ ცხოველები და არ დააზიანოთ მცენარეები. ნუ დატოვებთ, დაწვავთ ან დამარხავთ ნაგავს პარკის ტერიტორიაზე. ცეცხლის დანთება ნებადართულია მხოლოდ ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებზე. ცეცხლი არ დატოვოთ დანთებული. თავშესაფრებში და საგუშაგოებში მოწევა აკრძალულია. გთხოვთ დაიცვათ სისუფთავე და წესრიგი. და ბოლოს, ნუ იხმაურებთ, არამედ დატკბით ბუნების უმშვენიერესი ხმებით."


გასვლის ორგანიზატორი : Jnosy

ფოტო პრომოსთვის
Image

სამომავლო გეგმებში დაგეგმილის ბმული - http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... sc&start=0

ჩემი თხოვნაა მოერიდოთ "ჭორაობას", წარმოიდგინეთ, რომ წლების მერე (შეიძლება ათწლეულის მერეც) ეს უნდა ვნახოთ, და გაგვახსენდეს რა გადაგვხდა.

გირჩევთ დატვირთოთ ფოტოებით, გაიხსენოთ და დაწეროთ ყვეეელა (თუნდაც უმნიშვნელო) ისტორია, რომ ტოპიკის გადათვალიერებისას ზუსტად და სრულყოფილად გაგვახსენდეს ყვეალფერი

გაიხსენოთ გადმოსვლის დროს ყველა ეპიზოდი, რაც ალბათ უმნიშვნელოვანესია შემდგომი (მომავალი წლის) გასვლებისთვის

ეცადეთ დადოთ ბმულებიც, და რაც მთავარია დადოთ ფოტოები, ბეევრი ფოტოები.

ვიცი, რომ ბევრს დრო არ აქვს, თუმცა ამისთვის მოცლა და დროის გამოყოფა, ისევ თქვენ მოგანიჭებთ სიამოვნებას ბეეევრი დროის გასვლის შემდეგ. ასევე ვიცი, რომ აქ ბევრი ბლოგერი და ფოტომოყვარულია. მათგან განსაკუთრებით ველი ლამაზ ჩანაწერებს და ფოტოებს.

ფოტოები დავალაგოთ ქრონოლოგიურად, ვისაც ამ ტემპის აყოლის დრო არ აქვს, დადეთ გადმოსაწერი ბმული და ვისაც დრო აქვს ის მოგვეხმარება :)
ისტორიებიც სასურველია ქრონოლოიურად, თუმცა ამის გამო არ შეიზღუდოთ, მთავარია მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია მოხვდეს აქ, რომ შემდეგ იოლად გავიხსენოთ ყველაფერი :)

ასევე შევთანხმდით, რომ გვექნება შეკრება, სადაც ყველა ერთად მოვუყრით თავს გადაღებულ ფოტოებს, ვიდეოებს და ჩანაწერებს, ერთად გავიხსენებთ ისტორიებს, გავუზიარებთ გამოცდილებას და რაც მთავარია მოვილხენთ

ეს ეხება წივწივას ჯგუფსაც, რომლებიც ნუნისში შემოგვიერთდნენ და მათაც აქვთ ფოტო და ვიდეო მასალა :)

ყველას გმადლობთ
Last edited by Jnosy on 10 მაი 2011, 12:40, edited 1 time in total.
იმეტყველე გამართული ქართულით!!!

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ზანავი–ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისი 2011წ.

Post by lama » 10 მაი 2011, 11:44

Jnosy wrote: მცირე კავკასიის ნაწილს.
მცირე კავკასიონის ნაწილს

გენაცვალეთ
ძალიან მინდოდა მანდ ყოფნა, მაგრამ...

ეეეეჰ, არაუშავს მომავალ წელს წამოვალ!!!!
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ზანავი–ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისი 2011წ.

Post by lama » 10 მაი 2011, 11:51

Jnosy
შეკრებაზე მეც წამოვალ... ვიმღეროთ ერთად!!! მომენატრეთ!

არ გამომაპარო
!!!!
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ზანავი–ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისი 2011წ.

Post by CheLo » 10 მაი 2011, 12:16

კარგი მაშ მე დავიწყებ მაშინ მოყოლას : ) ესეიგი შევიკრიბეთ ტექნიკური უნივერიტეტრი გაჩერებაზე სააკაძის ძეგლთან. მიუხედავად იმისა რომ სიაში ბევრი ხალხი ეწერა რამოდენიმემ ბოლო მომენტში თქვა უარი და სულ 26 კაცი მოვგროვდით. ჩვენს გასაცილებლად რამოდენიმე კარაველი შეიკრიბა, მართალია ყველას სახელი არ ვიცი მაგრამ Qsovreli და Avtokh ვიცანი : ) სადღაც 8:30 წუთზე მოვიდა ორივე მინიბუსი და გოგამ გვითხრა ვინც გუდვილში მიდის ლურჯ მინიბუსში ჩაჯექითო. ასე გადავნაწილდით ვინაიდან მეც საყიდელი მქონდა საგზალი მეც დიღმისკენ გაუყევი გზას. ერთმანეთს კი შემდგომ 2ვე ნაკრები ხაშურში შევხვდით და გზა ერთად განვაგრძეთ. როგორც იქნა ჩავედით ზანავში სადაც ბუნტური და დოლიძელი შემოგვეგებნენ, ამ უკანასკნელის იქ ყოფნა მართლა სიურპრიზი იყო. ამინდი ცუდი იყო წვიმა უსიამოვნოდ ცრიდა და ტალახიც საკმაოდ დიდი. როგორც იქნა კოტეჯებამდეც მივაღწიეთ და იქ კიდევ 10 კაცი დაგხვდა. კოტეჯი არც თუ ისე დიდი იყო და თუ არ ჩავთვლით რამოდენიმე კარგ მდგომარეობაში მყოფ ავეჯს შეიძლება ითქვას ცარიელი რადგან ლოგინები ბოლომდე მოშლილი იყო და მე ჯნოსიმ და ბასილამ ვიწვალეთ გადაადგილებაში. შემდეგ ცოტა წავიხემსეთ და დაღლილებმა და დაქანცულებმა ყველამ გავშალეთ საგებლები.

Image
Image

გათენდა თუ არა და სიცივემ შემაწუხა საათს დავხედე და 7 საათი იყო. ავდექი და დავიწყე ხალხის გაღვიძება, მაგრამ მხოლოდ ბასილას აღარ ეძინებოდა :D

Image

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ზანავი–ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისი 2011წ.

Post by CheLo » 10 მაი 2011, 12:23

უკვე 8 საათი იყო როდესაც ყველანი ავდექით, გავშალეთ სუფრა და ვისაც რა ქონდა ყველამ ამოალაგა განსაკუთრებით იანო და ბარტყი აქტიურობდნენ, ძალიან მძიმე ჩანთები ჰქონდათ და ლიკვიდაციას უპირებდნენ :D ჭამის შემდეგ ნახევარი ჯგუფი წავიდა წყაროზე ნახევარი კი ვალაგებდით კოტეჯს.

Image
Image
Image
Image
Image
Image

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ზანავი–ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისი 2011წ.

Post by CheLo » 10 მაი 2011, 12:30

10 საათზე დავადექით გზას წინ ყველას გასაკვირათ გაიქცა არა კარაველი ქეთი უკან კი მე იანო და ნიკოლოზი მივყვებოდით. ასევე აღსანიშნავია რომ საოცრად ორგანიზებულად მივდიოდით, რაციები გქვონდა და უკან ასე ვთქვათ ლაშქარს კეტავდა კონსტანტინე. საოცრად გამაოცა ზანაველმა ბიჭებმა ვისაც 30 კილოიანი ჩანთები ეკიდათ და თითქმის 2 კილომეტრის გავლის შემდეგ დაგვეწიენ და ჩაგვირბინეს :D :D ამ დროს ვაკეზეც გავედით და ძალიან რომ არ დავშორებოდით ერთმანეთს წამოვჯექით მინდორზე. დანარჩენები 15 წუთის დაგვიანებით მოვიდნენ.

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ზანავი–ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისი 2011წ.

Post by CheLo » 10 მაი 2011, 12:39

სულის მოთქმის შემდეგ კვლავ გაუყევით გზას. და დაახლოებით 3 კილომეტრის გავლის შემდეგ მეორე დასვენების პუნქტი შეგვხვდა. იქვე ახლოს წყაროც იყო და წყალი მოვიმარაგეთ. მიუხედავად იმისა რომ აღმართზე ვიარეთ ენერგია სავსე გვქონდა და ბურთიც გავაგორეთ. (ამ დრომდე ჯერ შეძლებისდაგვარად კარგი ამინდი იყო)

Image
Image
Image

ამ შესვენებამ 1 საათი მაინც დაგვაკარგინა, უკანა ჯგუფს ძალიან დააგვიანდა მოსვლა. შემდეგ კი ფოტოებზეც ჩანს წავიდა ტაშ ფანდური და სიმღერები და სადღეგრძელოები.

Image
Image
Image
Image
Last edited by CheLo on 10 მაი 2011, 13:33, edited 1 time in total.

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ზანავი–ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისი 2011წ.

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 10 მაი 2011, 12:40

სიკეთე თვენს დაბრუნებას.
ყოჩაღები ხართ.
სიამოვნებით გავეცნობი თქვენს მონაყოლს.
ისე კი, ზაფხულშიც თუ წახვალთ ამ მიმართულებაზე, ენით აუწერელ სილამაზეს ნახავთ.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ზანავი–ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისი 2011წ.

Post by CheLo » 10 მაი 2011, 12:46

3 საათიც გახდა და ისევ ჩვენი 5-ეული (მე, ქეთი, იანო, იაკო და დათო) გავემართეთ გზაზე იმ იმედით რომ დაგვეწეოდნენ. წინ საშინლად რთული აღმართები იყო და როცა შესვენება დავიწყეთ უკან არავინ ჩანდა და ცოტა შეგვეშინდა გზას ხო არ ავცდით თქო რადგან პირველი აღმართის შემდეგ გზა ორად იყოფოდა და ჩვენ მარჯვნივ წავედით. (ამ დროის ისინი ჯერ კიდევ მდელოზე იყვნენ) შემდეგ წავიდა რეკვები და ქეთის შეეშალა და მარჯვენას მაგივრად მარცხენა უთხრა ტელეფონში და ძებნაც დაგვიწყეს არადა სწორი მიმართულებით მივდიოდით. ბოლოს დათომ იყოჩაღა და ეს პრობლემაც მოგვარდა.

Image
Image
Image
Image
Image

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ზანავი–ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისი 2011წ.

Post by CheLo » 10 მაი 2011, 12:55

ცოტახანში გავედით მთავარ ბილიკზეც და დავიწყეთ სურათების ჩხაკუნი : ) სავარაუდოთ ეს დედაბერას ასასვლელი იყო რადგან თოვლი მსუბუქად იდო უკვე და 1 კილომეტრში ამინდიც გაუარესდა და ყველაფერი ნისლში გაეხვა.

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ზანავი–ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისი 2011წ.

Post by CheLo » 10 მაი 2011, 12:58

ეს უკვე რიგით 3 გაჩერების და სულის ამოსუნთქვის ადგილი იყო. სამწუხაროდ მე არ მაქ ის სურათები სადაც ვიმხიარულეთ და ვიცეკვეთ.

Image
Image
Image
Image

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ზანავი–ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისი 2011წ.

Post by CheLo » 10 მაი 2011, 13:05

ამითი მთავრდება ჩემი ფოტო კოლაჟი და დანარჩენს სიტყვით გავაგრძელებ. ამის შემდეგ დაიწყო რაც დაიწყო. ჯერ იყო და თოვლიანი აღმართი დაიწყო შემდეგ ქედზე ირიბად ვიარეთ რაც არც ისე ადვილია და ბოლოს დიდი დაღმართი და მუხლსაც დააწვა ძალა :D :D :D სულ ყველაფერი თეთრი იყო ბილიკი კი არა ხეების მეტი არაფერი ჩანდა.. ნისლი იყო და მაქსიმუმ წინ 5-6 ხე დაგეთვალა :) გზას წინ არჩილი, ჯნოსი და ბაქარი გვიკვლევდნენ მაგრამ ბევრი კამათიც იყო რადგან ბაქარი ერთ მხარეზე იძახდა აქეთო არჩილი მეორე მხარეს :D :D :D ახლა კი სახალისოდ მაგონებდა მართლა და უკვე ბრაზმაც გაიარა ამინდის მიმართ მაგრამ იმ მომენტში ცუდი განცდაა დაკარგვა როცა თავზე გაღამდება. (ძალიან ბევრი საინტერესო ფაქტები მოხდა ამ დროს ყველაფერს ვერ მოვყვები და იმედია მონაწილები შემეშველებიან.) წაქცევებით მგონი რეკორდი მე მოვხსენი და მეორე პერწკლი მაიკო და იანო იყვნენ :D

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ზანავი–ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისი 2011წ.

Post by CheLo » 10 მაი 2011, 13:12

2 საათის შემდეგ ჩამოვედით ბილიკის ადგილას ყოველშემთხვევაში GPS არჩილს ასე ანახებდა და გაუყევით ამ ვიწრო საცალფეხო ბილიკს. გზად დეკება და გაყინული მდინარეები გვხვდებოდა, რაც სიარულს კიდევ მეტად ართულებდა. ბეწვზე გადაურჩნენ იანო და ჯნოსი ხევში დაგორებას. ერთ-ერთ ეპიზოდში დაგორდნენ და წინ ერთი უზარმაზარი ხე იყო და რომ დაეტაკნენ რაღაცა ქვემოთ დაგორდა ყველას იანოს ჩანთა გვეგონა და საშინლას შევწუხდით იმას იქიდან ვეღარავინ ამოიტანდა მაგრამ აღმოჩნდა რომ იანო დაჯახებია ხის მორს და მოუგლეჯია და რომ არა მისი სიმარჯვე და ხეს არ დაბღაუჭებოდა ისიც გაყვებოდა იმ მორს. შემდეგ ჩემი ჯერიც მოვიდა დეკებზე გავლის და მეც დავგორდი და კიდევ კარგიც ერთ ერთმა ზანაველმა დამიჭირა ჩანთით თორემ ჩემ ქვემოთ ხე არ იყო და ჩავიდოდი ხევში :) :) :) ფეხებში ყველას წყალი ჩაგვივიდა მე კი კანკალმა ამიტანა.

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ზანავი–ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისი 2011წ.

Post by CheLo » 10 მაი 2011, 13:18

დეკების შემდეგ გადასალახი გვქონდა გაყინული მდინარე. რომელიც მოჩუხჩუხებდა შიგნიტ მაგრამ ზემოდან მარტის თოვლი ისე იდო რომ გადასვლა შეიძლებოდა. ყველა მშვიდობიანად გადავედით არჩილის გარდა რომელსაც თურმე ჩასტყდომია მაგრამ ამოსულა :roll: :roll: :roll:

უკვე 8 საათი ხდებოდა და ვხვდებოდით რომ დაღამება გარდაუვალი იყო. ჯნოსიმ მართლაც რომ ორგანიზატორულად ივაჟკაცა და ტელეფონს ხელიდან არ უშვებდა. სად არ დარეკა ვის არ კითხა. ბოლოს დაუკავშირდა ნუნისელ რეინჯერს და მან გვითხრა რომ ერთ ადგილზე გავჩერებულიყავით თორემ მერე ვეღარ გვიპოვნიდა. ჩვენც გავჩერდიტ მაგრამ იმედი მაინც ნაკლებად გვქონდა რომ ვინმე გვიპოვნიდა და დაიწყო უკვე საუბარი იქნებ სადმე სწორი ადგილი ვნახოთო და კარვები გავშალოთო. :D :D მაგრამ ეს წარმოუდგენელი იყო რადგან მთაზე სადაც სულ დამრეცია და 1 მეტრა გაყინული თოვლი დევს კარავს კი არა ქვეშაგს ვერ გაშლი დაცურდები. მე უკვე სასოწარკვეთილი ვიყავი რადგან საძილე ტომარაც არ მქონდა და მომივიდა ასეთი აზრი იქნებ გაუყვეთ დაღმართს და როდისმე ხო ჩავალტ ხევში ტქო მერე კი სოფლამდე გაუყვეთ გზას თქო :roll: ამ ნერვიულობაში გამოჩნდა რეინჯერი და ასე მგონი საკუთარი მშობლების ნახვა არ გამხარებია ისე ავხტი ჰაერში და გადავხტი წინ მომავალ მდინარეში და გავტოპე :D

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ზანავი–ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისი 2011წ.

Post by CheLo » 10 მაი 2011, 13:24

რეინჯერს დიდი მადლობა გადაუხადეთ და ხელიც სათიტაოდ ჩამოვართვით. გზად 4 კილომეტრიღა გვქონდა გასავლელი. რათქმაუნდა ბილიკს პირველი მე გაუყევი, უკვე ღამდებოდა და ფანარით ვიკვლევდი გზას. ამ სიარულში რამოდენიმეჯერ გავგორდი ტალახში და ბატინკი გავაფუჭე. ძირი მთლიანად გასწვლა და ქეჩა იკავებდა ფეხი რომ არ გამომვარდნოდა. შემდეგ გადავწყვიტე დასვენება და წინ მთელი კოლონა გავატარე და ბოლოს კოსტა რომ დავინახე მეც წამოვდექი. მთელი ტალახი და თოვლი ფეხებში მქონდა. ისეთი სიბნელე იყო თითს ცხვირთან ვერ მიიტანდი და ვცდილობდიტ ერთმანეთისთვის გაგვენათებინა. ეს ბილიკი კი ხან საერთოდ წვრილდებოდა ხან პირიქით. და დიდი მადლობა კოსტას ეს რომ არ ავღნიშნო არ შეიძლება, შიმშილისგან გული მერეოდა უკვე და მან თავის სნიკერსი გამიყო და ენერგიაც შემმატა :D :D :D

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]