საქართველო-ხორვატია - დიდი ფეხბურთი თბილისში, 26.03.2011

ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
საქართველო-ხორვატია - დიდი ფეხბურთი თბილისში, 26.03.2011

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 14 მარ 2011, 23:24

2011ის 26 მირკანს, შაბათს თბილისში დიდი ფეხბურთია - ევრო2012ის შესარჩევში 1მანეთს
ხვდებიან 2010 წელს დაუმარცხებელი ნაკრებები საქართველო და ხორვატია.
რეიტინგში გუნდებს შორის დიდი სხვაობაა.
ხორვატია მე8 ადგილზეა, საქართველო - 72ეზე.
ამის მიუხედავად, თბილისში, პაიჭაძეზე დიდი ჯახია მოსალოდნელი, სადაც ქართველები თავის შერცხვენას არ აპირებენ.
ამისთვის საჭიროა ქომაგების მხარდაჭერა.
ჩვენ მე12 ფეხბურთელები უნდა ვიყოთ. ჩვენ ძალა უნდა შთავბეროთ ქართველ ფეხბურთელებს.
თამაში 26 მირკანს, 21.00ზე იწყება, პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე.
თუ დრო შეიცვალა, დავწერ.
კარაველი ქომაგების 1ად შეკრება მისასალმებელია
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
საქართველო-ხორვატია - დიდი ფეხბურთი თბილისში, 26.03.2011

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 14 მარ 2011, 23:25

ინფორმაცია საქართველო – ხორვატიის მატჩის ბილეთებზე
ვითვალისწინებთ 26 მარტს გასამართი – საქართველოსა და ხორვატიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრისადმი გულშემატკივართა დიდ დაინტერესებას და დაწვრილებით გაგაცნობთ ამ დროისთვის არსებულ მდგომარეობას ბილეთების რაოდენობასთან და გაყიდვასთან დაკავშირებით.

ბილეთების ფასი 5 ლარიდან 30 ლარის ჩათვლითაა. გაყიდვაში იქნება:
5 ლარიანი ბილეთი – 6 514 ცალი
7 ლარიანი ბილეთი – 17 538 ცალი
10 ლარიანი ბილეთი – 15 735 ცალი
20 ლარიანი ბილეთი – 8 326 ცალი.
რაოდენობრივად ყველაზე ცოტა იქნება 30 ლარიანი ბილეთები (დასავლეთი ტრიბუნა, მეორე იარუსი, მე–8 და მე–9 სექტორები).
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სამდივნოს ხელმძღვანელის – რევაზ შენგელიას განცხადებით, ბილეთების გაყიდვა დაიწყება 20 მარტიდან, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის სალაროებში.
სფფ– ს პრესსამსახური
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
საქართველო-ხორვატია - დიდი ფეხბურთი თბილისში, 26.03.2011

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 14 მარ 2011, 23:26

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – თემურ ქეცბაიამ იმ 23 ფეხბურთელის ვინაობა დაასახელა, რომლებიც 26 მარტს, საქართველოსა და ხორვატიის ნაკრებებს შორის გასამართი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩში, საქართველოს ღირსებას დაიცავენ.

მეკარეები
გიორგი ლორია – „დინამო“ თბილისი
ნუკრი რევიშვილი – „ანჟი“, რუსეთი
როინ კვასხვაძე – „ზესტაფონი“, საქართველო
მცველები
კახა კალაძე (კაპიტანი) – „ჯენოა“, იტალია
ზურაბ ხიზანიშვილი – „რედინგი“, ინგლისი
კახა ალადაშვილი – „ზესტაფონი“, საქართველო
გურამ კაშია – „ვიტესი“, ჰოლანდია
ლაშა სალუქვაძე – „ვოლგა“, რუსეთი
აკაკი ხუბუტია – „გაზ მეთანი“, რუმინეთი
ალექსანდრე ამისულაშვილი – „კრასნოდარი“, რუსეთი
დავით კვირკველია – „პანიონიოსი“, საბერძნეთი

გიორგი ხიდეშელი – "ზესტაფონი", საქართველო


ნახევარმცველები
გოგიტა გოგუა – „ვოლგა“, რუსეთი
მურთაზ დაუშვილი – „ზესტაფონი“, საქართველო
ჯაბა კანკავა – „კრივბასი“, უკრაინა
ჯანო ანანიძე – „სპარტაკი“, რუსეთი
ლევან კობიაშვილი – „ჰერტა“, გერმანია
ალექსანდრე გურული – „კარპატი“, უკრაინა
თავდამსხმელები
ალექსანდრე იაშვილი – „კარლსრუე“, გერმანია
დავით სირაძე – „სპარტაკი“ ნალჩიკი, რუსეთი
ლადო დვალიშვილი – „მაქაბი“, ისრაელი
მათე ვაწაძე – „ვოლგა“, რუსეთი
ოთარ მარცვალაძე – „ვოლგა“, რუსეთი
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
საქართველო-ხორვატია - დიდი ფეხბურთი თბილისში, 26.03.2011

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 14 მარ 2011, 23:29

ხორვატიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა – სლავენ ბილიჩმა გუნდის შემადგენლობა დაასახელა. ბილიჩის განკარგულებაში, ტრავმირებული ივიცა ოლიჩის გარდა, ამ ეტაპისთვის ყველა უძლიერესი მოთამაშეა.

მეკარეები
სტიპ პლეტიკოშა – „ტოტენჰემი“, ინგლისი
ვედრან რუნიე – „ლანსი“, საფრანგეთი
დანიელ სუბაშიჩი – „ჰაიდუკი“ სპლიტი, ხორვატია
მცველები
ვედრან ჩორლუკა – „ტოტენჰემი“, ინგლისი
იოსიპ შიმუნიჩი – „ჰოფენჰაიმი“, გერმანია
დარიო სრნა (კაპ) – „შახტარი“, უკრაინა
დანიელ პრანიჩი – „ბაიერნი“, გერმანია
ივან სტრინიჩი – „დნიპრო“, უკრაინა
გორდონ შინდენფელდი – „შტურმი“, ავსტრია
დეიან ლოვრენი – „ლიონი“, საფრანგეთი
შიმე ვრსალკო – „დინამო“ ზაგრები, ხორვატია
ნახევარმცველები
ნიკო კრანჩარი – „ტოტენჰემი“, ინგლისი
ლუკა მოდრიჩი – „ტოტენჰემი“, ინგლისი
ივან რაკიტიჩი – „სევილია“, ესპანეთი
ოგნიენ ვუკოევიჩი – „დინამო“ კიევი, უკრაინა
ტომისლავ დუიმოვიჩი – „დინამო“ მოსკოვი, რუსეთი
ივო ილიჩევიჩი – „კაიზერსლაუტერნი“, გერმანია
მილან ბადელი – „დინამო“ ზაგრები, ხორვატია
ივან პერიშიჩი – „ბრიუგე“, ბელგია
თავდამსხმელები
მლადენ პეტრიჩი – „ჰამბურგი“, გერმანია
ედუარდო – „შახტარი“, უკრაინა
ნიკიცა იელავიჩი – „რეინჯერსი“, შოტლანდია
ამ 23 ფეხბურთელის გარდა, ბილიჩს ე.წ. „სარეზერვო ოთხეულიც“ ჰყავს, რომლებიც ტრავმიანობის ან სხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევებისას, რომელიმე ფეხბურთელს ჩაანაცვლებენ:
მანუელ პამიჩი (მცველი. „სპარტა“, ჩეხეთი)
დომაგოი ვიდა (ნახევარმცველი. „ლევერკუზენი“, გერმანია)
სრდეიან ლაკიჩი (თავდამსხმელი. „კაიზერსლაუტერნი“, გერმანია)
მარიო მანძუკიჩი (თავდამსხმელი. „ვოლფსბურგი“, გერმანია)
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
meleksa
იეტი
Posts: 2161
Joined: 14 ივლ 2009, 21:16
Location: წინაპართა ნაკვალევი..
საქართველო-ხორვატია - დიდი ფეხბურთი თბილისში, 26.03.2011

Post by meleksa » 14 მარ 2011, 23:29

5 ლარიანი ბილეთები საკმაოდ ცოტაა ჩემი აზრით, არც 7 იანებია ბევრი...
ძალიან ბევრს დაწყდება გული იმის გამო რომ 10 ლარს ვერ გადაიხდის და მთელი ტაიმის განმავლობაში უნდა ეხვეწონ დაცვას შეგვიშვიო...
როგორც წესი პირველი ნახევრის მერე გაივსება ტრიბუნები :)
Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
საქართველო-ხორვატია - დიდი ფეხბურთი თბილისში, 26.03.2011

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 14 მარ 2011, 23:30

როგორც ხედავთ, ხორვატია თბილისში უძლიერესი შემადგენლობით მოდის.
საქართველო ამ ქვეყანას 1ლად ხვდება.
იმედი მაქვს, გამარჯვებით დავიწყებთ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
საქართველო-ხორვატია - დიდი ფეხბურთი თბილისში, 26.03.2011

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 14 მარ 2011, 23:31

საინტერესო სტატცნობები საქართველოსა და ხორვატიის ნაკრებებზე:

საქართველო და ხორვატია – ვინ ვინ არის...
14.03.2011 10:32

14 მატჩია, ხორვატიის ნაკრებმა წაგება არ იცისევროპაში სულ 12 ქვეყანაა, რომლებსაც საქართველო ეროვნული ნაკრებების დონეზე არ შეხვედრია – არც შესარჩევში, არც ამხანაგურში. მათ შორისაა ხორვატიაც. 26 მარტს, თბილისის “ეროვნულზე” ისეთი მატჩია, რომელსაც მთელი საქართველო (და ცხადია, ხორვატიაც) მოუთმენლად ელის. ევროშესარჩევში 6-ქულიანი “ჯვაროსნები”, ჯგუფის 10-ქულიან ლიდერს უმასპინძლებენ და გთავაზობთ საინტერესო სტატისტიკურ მონაცემებს - ვინ არის საქართველო და ვინ - ხორვატია.
“მსოფლიო სპორტს” ერთი კი აქამდეც ეწერა - 2010 წელს, ევროპული ნაკრებებიდან მხოლოდ საქართველო და ხორვატია იყვნენ, რომლებსაც ერთი მატჩიც კი არ წაუგიათ.
საქართველო ბოლოს 2009 წლის 15 ოქტომბერს დამარცხდა - ბულგარეთთან 2:6, ხოლო ბალკანელებმა იმავე წლის 9 სექტემბერს ინგლისში 1:5 წააგეს. მას შემდეგ “ჯვაროსნებმა” 9 წაუგებელი შეხვედრა ჩაატარეს (4 მოგება, 5 ფრე), ხორვატებმა კი 14 (11 მოგება, 3 ფრე). “ვატრენის” (ხორვატთა მეტსახელი) სტატისტიკა მართლაც რომ შთამბეჭდავია.
უფრო ვრცლად, შესარჩევების საინტერესო ფაქტებიდან: ორივე ქვეყანამ პირველად 1996 წლის შესარჩევში მიიღო მონაწილეობა და 8 შესარჩევი ციკლი გაიარა.

საქართველო: 1996-ის შესარჩევი – მე-3 ადგილი (6 გუნდში), 1998 – მე-4 (5 გუნდში), 2000 – მე-6 (6 გუნდში), 2002 – მე-3 (5 გუნდში), 2004 – მე-5 (5 გუნდში), 2006 – მე-6 (7 გუნდში), 2008 – მე-6 (7 გუნდში), 2010 – მე-6 (6 გუნდში).
საშუალოდ: 4,8-ე ადგილი.

ხორვატია: 1996-ის შესარჩევი – პირველი ადგილი (6 გუნდში), 1998 – მე-2 (5 გუნდში), 2000 – მე-3 (6 გუნდში), 2002 – პირველი (5 გუნდში), 2004 – მე-2 (5 გუნდში), 2006 – პირველი (6 გუნდში), 2008 – პირველი (6 გუნდში), 2010 – მე-3 (6 გუნდში).
საშუალოდ: 1,75-ე ადგილი.

როგორც ხედავთ, ხორვატები მე-3 ადგილს ქვემოთ არასოდეს ჩასულან და ასეთი შედეგიც სულ ორჯერ ჰქონდათ. განვლილი 8 შესარჩევიდან, მხოლოდ ორჯერ გამოტოვეს ფინალური ეტაპი (ევრო-2000 და მუნდიალ-2010). და კიდევ, “ვატრენი” ორჯერ მოხვდა ფლეი ოფში და ორჯერვე სძლია მეტოქეს –მუნდიალ-1998-ზე გასასვლელად უკრაინა (2:0, 1:1) დაამარცხა, ხოლო ევრო-2004-ზე მოსახვედრად სლოვენიას (1:1, 1:0) აჯობა.
ანუ, ბალკანელებს სამ-სამჯერ უთამაშიათ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატზე. საუკეთესო შედეგი კი (რა შეხსენება გინდათ), 1998 წელს აჩვენეს, როცა მე-3 ადგილს უწიეს.
დავორ შუკერი, ზვონიმირ ბობანი, რობერტ პროსინეჩკი, ალან ბოქშიჩი, ალიოშა ასანოვიჩი, რობერტ იარნი, თავად ხორვატთა ნაკრების ამჟამინდელი თავკაცი, სლავენ ბილიჩი - ასეთი ვარსკვლავებით სავსე გუნდი ჰყავდა ნაკრების მაშინდელ მწვრთნელ მიროსლავ ბლაჟევიჩს.
საინტერესოა, მთლიანობაში, ყველა შესარჩევ ეტაპზე ერთად აღებული, როგორი შედეგი აქვთ საქართველოსა და ხორვატიას.

საქართველო:
სულ: 82 მატჩი, 20 მოგება, 16 ფრე, 46 წაგება, ბურთები 90:131, ქულა 76.
შინ: 41 მატჩი, 14 ნოგება, 12 ფრე, 15 წაგება, ბურთები 49:48, ქულა 54.
სტუმრად: 41 მატჩი, 6 მოგება, 4 ფრე, 31 წაგება, ბურთები 41:83, ქულა 22.

ხორვატია:
სულ: 84 მატჩი, 52 მოგება, 23 ფრე, 9 წაგება, ბურთები 161:63, ქულა 179.
შინ: 42 მატჩი, 28 მოგება, 13 ფრე, 1 წაგება, ბურთები 92:25, ქულა 97.
სტუმრად: 42 მატჩი, 24 მოგება, 10 ფრე, 8 წაგება, ბურთები 69:38, ქულა 82.

ერთადერთხელ წაუგია ხორვატიას შინ, შესარჩევის მატჩი და ეს მოხდა 2008 წლის შემოდგომაზე – ინგლისთან 1:4 განადგურდა. ბალკანელებმა გასვლაზე ჩატარებული მატჩებიდან, თითქმის ნახევარი (19 შეხვედრა) გოლგაუშვებლად ჩაამთავრეს და მხოლოდ 9 შემთხვევა იყო, როცა სტუმრად გოლი ვერ შეაგდეს. თუმცა, აქედან ექვსჯერ 0:0 დაფიქსირდა.
ხორვატებს სტუმრად ექვსჯერ მოუგიათ დიდი ანგარიშით და მხოლოდ ერთხელ წააგეს – 1:5 უკვე ნახსენებ ინგლისთან.
საქართველოს ნაკრებს შინ დიდი ანგარიშით ორჯერ მოუგია (უელსთან 5:0 და პოლონეთთან 3:0) და 4-ჯერ წაუგია. “ჯვაროსნებმა” საკუთარ მოედანზე 15 მატჩი ჩაატარეს გოლგაუშვებლად და 12 გოლგაუტანლად.
საქართველოს ბოლო 10 საშინაო მატჩი შესარჩევში: 2 მოგება, 5 ფრე, 3 წაგება, ბურთები 6:8.
ხორვატიის ბოლო 10 გასვლითი მატჩი შესარჩევში: 7 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება, ბურთები 22:12.
უშუალოდ მარტის თვეში რომ საქართველოს ნაკრებს ძალიან ცუდი სტატისტიკა აქვს, ახალი არავისთვისაა – 8 შესარჩევი მატჩიდან მხოლოდ ერთხელ მოიგეს და ერთხელ ფრედ ითამაშეს, დანარჩენი კი წააგეს. მარტში ხორვატებსაც 8 შეხვედრა ჰქონიათ: 6 მოგება და 2 ფრე.
26 მარტიც ვერაა ქართველებისთვის იღბლიანი დღე - 2005 წელს, საბერძნეთთან 1:3 მარცხი, ალენ ჟირესის მწვრთნელობის პერიოდში. ხორვატებსაც ერთხელ უთამაშიათ გაზაფხულის პირველი თვის 26 რიცხვში და ისლანდიას 4:0 სძლიეს. ესეც 2005 წელს იყო.
ამ ყველა მონაცემის შემხედვარე, ხორვატია საქართველოსთან შედარებით ტოპ-კლასია და მე-2 ეშელონის გრანდებს შორის ერთ-ერთი უძლიერესია, თუმცა, სტატისტიკა ძალიან გულშემაღონებელი რომ არ იყოს, ისიც ვთქვათ, რომ ბალკანელებს სხვადასხვა დროს წაუგიათ სტუმრად მაკედონიასთან (0:2), ფრედ უთამაშიათ მალტასთან (1:1) და შინ ვერ მოუგიათ ესტონეთისთვის (0:0).
ერთიც, ხორვატებს გველის ნაკბენივით ახსოვთ თემურ ქეცბაიას ერთი დარტყმა - 1997 წელს, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, “ნიუკასლმა” შინ 2:1 სძლია ზაგრების “კროაციას” (ახლანდელი “დინამო”), სტუმრად, ძირითად დროში 1:2 დამარცხდა და 120-ე წუთზე, ქეცბაიამ მკვლელი გოლი (ვიდეო) გაიტანა, რითაც “ნიუკასლი” ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა, “კროაცია” კი...

ილია ნანობაშვილი
წყარო: http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=17682&lang=1
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
საქართველო-ხორვატია - დიდი ფეხბურთი თბილისში, 26.03.2011

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 14 მარ 2011, 23:33

meleksa wrote:5 ლარიანი ბილეთები საკმაოდ ცოტაა ჩემი აზრით, არც 7 იანებია ბევრი...
ძალიან ბევრს დაწყდება გული იმის გამო რომ 10 ლარს ვერ გადაიხდის და მთელი ტაიმის განმავლობაში უნდა ეხვეწონ დაცვას შეგვიშვიო...
როგორც წესი პირველი ნახევრის მერე გაივსება ტრიბუნები :)
ამიტომ, ბილეთები დროულად არის საყიდელი.
ამასთან, ეს არის უეფას ეგიდით გასამართი თამაში, რაც იმას ნიშნავს, რომ სტადიონზე უბილეთო მაყურებელი მე2 ნახევარზეც ვერ შემოვა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
საქართველო-ხორვატია - დიდი ფეხბურთი თბილისში, 26.03.2011

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 14 მარ 2011, 23:36

წამოსვლის მსურველების სია ჩამოიწეროს, აბა.
მერე, ეგებ, რომელიმემ ვითავოთ სტადიონის სალაროში ბილეთების აღება
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
meleksa
იეტი
Posts: 2161
Joined: 14 ივლ 2009, 21:16
Location: წინაპართა ნაკვალევი..
საქართველო-ხორვატია - დიდი ფეხბურთი თბილისში, 26.03.2011

Post by meleksa » 14 მარ 2011, 23:36

GAMARJOBA SAKARTVELO

თუ გინდა დაელოდე გარეთ პირველ ნახევარს და დარწმუნდები რომ შეუშვებენ :) რას არაერთხელ მომხდარა იგივე უეფას ეგიდით გამართულ თამაშებზე :)
Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
საქართველო-ხორვატია - დიდი ფეხბურთი თბილისში, 26.03.2011

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 14 მარ 2011, 23:53

meleksa wrote:GAMARJOBA SAKARTVELO

თუ გინდა დაელოდე გარეთ პირველ ნახევარს და დარწმუნდები რომ შეუშვებენ :) რას არაერთხელ მომხდარა იგივე უეფას ეგიდით გამართულ თამაშებზე :)
შენ თუ ხორვატიასთან თამაშზე 2-3 უბილეთოდ შემოსულ პირს მაჩვენებ, ლუდს ვიკისრებ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
meleksa
იეტი
Posts: 2161
Joined: 14 ივლ 2009, 21:16
Location: წინაპართა ნაკვალევი..
საქართველო-ხორვატია - დიდი ფეხბურთი თბილისში, 26.03.2011

Post by meleksa » 15 მარ 2011, 00:04

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
meleksa wrote:GAMARJOBA SAKARTVELO

თუ გინდა დაელოდე გარეთ პირველ ნახევარს და დარწმუნდები რომ შეუშვებენ :) რას არაერთხელ მომხდარა იგივე უეფას ეგიდით გამართულ თამაშებზე :)
შენ თუ ხორვატიასთან თამაშზე 2-3 უბილეთოდ შემოსულ პირს მაჩვენებ, ლუდს ვიკისრებ
ყოველ 2-3 ზე კისრულობ თითო კათხას? :D:D:D გაიყიდები :D:D:D
Image

nodarsho
ბილიკზე მოარული
Posts: 57
Joined: 24 სექ 2009, 22:17
საქართველო-ხორვატია - დიდი ფეხბურთი თბილისში, 26.03.2011

Post by nodarsho » 15 მარ 2011, 06:28

წავიდეეთ... და მოვიგოოთ! (ღმერთისა და ბიჭების ჟინის წყალობით)...
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რა საშინელი საერთო ბალანსი გვაქვს :cry:
თაობები დაჭირდება საქმის გამოსწორებას...

nodarsho
ბილიკზე მოარული
Posts: 57
Joined: 24 სექ 2009, 22:17
საქართველო-ხორვატია - დიდი ფეხბურთი თბილისში, 26.03.2011

Post by nodarsho » 15 მარ 2011, 06:35

ლუდი?
სანაძლეოსი რა გითხრათ, მაგრამ, მატჩის შემდგომ...
მოგების შემთხვევაში,- ძალიან სიხარულით...
ფრეს შემთხვევაში,- ისე, რა, სიხარულით....
მესამე ვარიანტის განხილვა არ მაწყობს... :wink:

tutmaji
ბოდიალა
Posts: 141
Joined: 19 თებ 2011, 15:47
საქართველო-ხორვატია - დიდი ფეხბურთი თბილისში, 26.03.2011

Post by tutmaji » 15 მარ 2011, 21:37

ბილეთები გაყიდვაში როდიდან იქნება ?

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]