ნადირობა თუ არნადირობა-საკითხავი,აი,ეს არის..ეს არის..ის..ს

ნადირობის და თევზაობის მოყვარულთათვის

Moderators: Druides, Druides, Druides, Druides

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ნადირობა თუ არნადირობა-საკითხავი,აი,ეს არის..ეს არის..ის..ს

Post by ARCHILI » 25 იან 2011, 23:10



ნადირობა თუ არნადირობა - საკითხავი, აი, ეს არის :)

რაკიღა თემამ მსჯელობის ფორმა მიიღო, ვცვლი სათაურს :)
Last edited by ARCHILI on 03 თებ 2011, 14:46, edited 7 times in total.
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ნადირობა თუ არნადირობა-საკითხავი,აი,ეს არის..ეს არის..ის..ს

Post by qvevri » 25 იან 2011, 23:34

ARCHILI wrote:საინტერესო მაღაზია გაიხსნა და აი, საიტიც:

http://www.inadire.ge

მონადირეები და არა მხოლოდ, დაინტერესდებიან..

:)
თავს უფლებას ვაძლევ, რომ ვთქვა: ნადირობა საქართველოში ნამდვილად არაა "გასაპიარებელი"....
Last edited by qvevri on 26 იან 2011, 09:02, edited 3 times in total.

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ნადირობა თუ არნადირობა-საკითხავი,აი,ეს არის..ეს არის..ის..ს

Post by ლეონტი » 25 იან 2011, 23:36

ნუ მოკლავ, ნუ იქნები ნადირი,მონადირე კარგია როცა გშია, და ესეც ხშირია.
მაგრამ რა მ დალია კალბასტი და მსობლიური #8–?
აზზე მოდით ცრუ მონადირეებო.
:P

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ნადირობა თუ არნადირობა-საკითხავი,აი,ეს არის..ეს არის..ის..ს

Post by qvevri » 25 იან 2011, 23:40

ლეონტი
ან დაეთანხმე ამ თემას ან არა :!: ყველაფერჩიკი ნუ იქნები :!:
მოკლედ რისი მომხრე ხარ?

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ნადირობა თუ არნადირობა-საკითხავი,აი,ეს არის..ეს არის..ის..ს

Post by ლეონტი » 25 იან 2011, 23:54

ვახ ვინა ხარ ტო ვერ გავ~იგე , გამო ძმაო გარეთ ვიბაზროთ.

User avatar
Kavtaradze
იეტი
Posts: 1151
Joined: 27 მაი 2007, 23:34
Location: კოსმოს
ნადირობა თუ არნადირობა-საკითხავი,აი,ეს არის..ეს არის..ის..ს

Post by Kavtaradze » 26 იან 2011, 03:10

ტექნიკურად ნაგავია, თევზაობის გვერდი არ მუშაობს...
ნადირობის PR ს რაც შეეხება ვეთანხმები გიორგის... მარა მოძღვრისგან კურთხევის აღება საიტის (ბიზნესის) გაკეთებაზე ჩემი აზრით მარაზმია :)

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ნადირობა თუ არნადირობა-საკითხავი,აი,ეს არის..ეს არის..ის..ს

Post by qvevri » 26 იან 2011, 09:03

ლეონტი
და თოფი გაქვს?
განა არ ვიცი ჩუმ-ჩუმად რომ ნადირობ და არ გინდა ეხლა ესეთები.
Last edited by qvevri on 26 იან 2011, 09:14, edited 1 time in total.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ნადირობა თუ არნადირობა-საკითხავი,აი,ეს არის..ეს არის..ის..ს

Post by qvevri » 26 იან 2011, 09:09

გარდა ამისა საქართველოში დათვზე ნადირობა კანონითაა აკრძალული და მაგათ მთავარ გვერდზე კი დევს სურათი სადაც კაცი კლავს დათვს...
რაც შეეხება ზემორე წერილს მიზეზთა გამო წავშალე, რადგან თემის ავტორს შესაძლოა სწყენოდა, თუმცა ამ შემთხვევაში არჩილთან არანაირი პრეტენზია ან მსგავსი რამ არ გამივლია გულში და ჩემი რისხვა გამოიწვია თავად ფაქტმა. ისე ამ ბოლო დროს თუ გაზსოვთ ვიღაც რეგვნებმა ავტომატებით ჯიხვები რომ დახოცეს და მერე იუთუბიზე დადეს და დაიჭირეს კიდეც, რასაც მიველსალმები და ვთვლი, რომ მასე მოუხდებათ. პაწა დაფერთხავენ და გამოყრიან გარეთ. ასევეა ამ სარეკლამო გვერდის ამბავიც, დათვზე ნადირობა აკრძალულია და ამათ კი მიზანში ყავთ ამოღებული და მისი ჟლეტვის პროპაგანდას ეწევიან. ვცხოვრობდეთ ნორმალურ ქვეყანაში კი ვიცი რასაც უზავდნენ მაგ ვაჟბატონებს...

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ნადირობა თუ არნადირობა-საკითხავი,აი,ეს არის..ეს არის..ის..ს

Post by ლეონტი » 30 იან 2011, 23:52

qvevri wrote:ასევეა ამ სარეკლამო გვერდის ამბავიც, დათვზე ნადირობა აკრძალულია და ამათ კი მიზანში ყავთ ამოღებული და მისი ჟლეტვის პროპაგანდას ეწევიან. ვცხოვრობდეთ ნორმალურ ქვეყანაში კი ვიცი რასაც უზავდნენ მაგ ვაჟბატონებს...
მაიცა და ადამიანზე ნადირობაც რომ აკრძალულია და მშობლიური ტელევიზიები 24 საათი რომ კაცის კვლას გვიჩვენებენ ეგ სადაური რეკლამაა?
დათვის კვლის სცენა უცენზუროა და ტელევიზია კიდე უწყინარი გასართობი? იქ არაა კაცის კვლის პროპაგანდა?
საწყალი დათუჩა. დავიცვათ მისი უფლებები.
ისე დღეს გურჯაანის ტყეში ვიყავით და 7 გურჯანელი ვნახეთ 7 თოფით, ცეცხლი გაეჩაღებიათ და 1 შემწვარ შაშვს მიირთმევდნენ. მეტი ტყეში არაფერი ჩუჩუნებს.

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ნადირობა თუ არნადირობა-საკითხავი,აი,ეს არის..ეს არის..ის..ს

Post by ARCHILI » 31 იან 2011, 00:23

ყველაფერი გაცილებით მარტივია, რამდენადაც ცნობილია, ნადირობა აკრძალული არაა (ზოგადად) და მონადირის მაღაზიებიც არსებობს, ასევე საიტები, ფორუმები, თუნდაც მოცემული თემა...

ჰოდა, ეს საიტი დაინტერესებული პირებისათვის დამატებითი ინფორმაციაა, ეგ არის და ეგ...

:)
Image

User avatar
Falcon
მაწანწალა
Posts: 646
Joined: 22 ივლ 2009, 22:46
Location: აქ
ნადირობა თუ არნადირობა-საკითხავი,აი,ეს არის..ეს არის..ის..ს

Post by Falcon » 31 იან 2011, 15:57

საიტი (როგორც ბევრი ქართული საიტი) მხოლოდ პირველ გვერდზე რაცაა ეგაა და მეტი არაფერი მგონი. სხვა განყოფილებებში ფაქტიურად ინფო არ დევს.

ვერსად ვნახე ინფორმაცია, რომ ნადირობა დაიშვება ამ დროიდან იმ დრომდე (სეზონები), რომ ნადირობა (გარდა გადამფრენ ფრინველებზე ნადირობისა) დასაშვებია მხოლოდ სამონადირეო მეურნეობებში, არსად არ წერია სად არის ეს სამონადირეო მეურნეობები და როგორ დავუკავშირდეთ, არ არის ინფო რომელ ნადირ-ფრინველზე დაიშვება ნადირობა, რა ტიპის იარაღით არის ნადირობა დასაშვები კანონით, რა წესები უნდა იქნეს დაცული ნადირობისას და ა.შ. მსგავსი პრაქტიკული ინფო უნდა იდოს ასეთ საიტებზე მემგონი.

ეგ კიარა და, დათვი, რომელიც საქართველოში წითელი ნუსხის სახეობა და მასზე ნადირობა მკაცრად აკრძალულია, სამიზნედ არის გამოყვანილი ლოგოზე.

ერთი სიტყვით, ჩემი აზრით მარაზმი და აბსოლუტურად არაინფორმატიული (და შეიძლება შეცდომაში შემყვანიც) საიტია.

საერთოდ მე ნადირობას არ ვეტრფი და არც მიყვარს (და არც მესმის რა სიამოვნება შეიძლება მოგანიჭოს) და მის პოპულარიზაციასად დიდად არ ვემხრობი, თუმცა ისიც მესმის რა ძნელია ადამიანი გადააჩვიო ნადირობას (მითუმეტეს ქართველები), ჰოდა რაც არის მაქსიმალურად წესებისა და ზომიერების დაცვით უნდა იყოს.

პრინციპში საიტი მაღაზიაა, მაგრამ მგონია ფორუმის განყოფილებაში მაინც უნდა იყოს მსგავსი თემები.

mamuka.....
ასფალტზე მოარული
Posts: 16
Joined: 27 სექ 2008, 16:00
Location: rustavi
Contact:
ნადირობა თუ არნადირობა-საკითხავი,აი,ეს არის..ეს არის..ის..ს

Post by mamuka..... » 31 იან 2011, 22:36

Falcon როცა საიტი გადაათვალიერე აბლათ მიხვდი, რომ საიტი ჯერ სატესტოდ არის გაკეთებული. ამიტომ არის განყოფილებები ასე ცარიელი და ამიტომაა ფორუმზეც უბრალო და უინტერესო თემები გახსნილი :)
დარწმუნებული ვარ, მალე საიტი საინეტერესო პროდუქციით შეივსება და ფორუმზე საინტერესო და ინფორმაციული თემები გაიხსნება.

რაც შეეხება ლოგოს, ეს უბრალოდ ლოგოა და არა "დათვზე ნადირობის" მოწოდება.

User avatar
Falcon
მაწანწალა
Posts: 646
Joined: 22 ივლ 2009, 22:46
Location: აქ
ნადირობა თუ არნადირობა-საკითხავი,აი,ეს არის..ეს არის..ის..ს

Post by Falcon » 31 იან 2011, 23:42

mamuka..... wrote:Falcon როცა საიტი გადაათვალიერე აბლათ მიხვდი, რომ საიტი ჯერ სატესტოდ არის გაკეთებული. ამიტომ არის განყოფილებები ასე ცარიელი და ამიტომაა ფორუმზეც უბრალო და უინტერესო თემები გახსნილი :)
დარწმუნებული ვარ, მალე საიტი საინეტერესო პროდუქციით შეივსება და ფორუმზე საინტერესო და ინფორმაციული თემები გაიხსნება.
ჰო რავი, არსად იყო წარწერა რომ საიტი ტესტურ რეჟიმშია ან შექმნის პროცესშია. იმედია მალე გაეშვება დასრულებული სახით და ყველა საჭირო ინფორმაციით. (თუმცა, არ გეწყინოს, მაგრამ გულახდილად რომ ვთქვა თუ სულ არ გაეშვება და არ "გააპიარებს" ნადირობას ეგ უფრო გამიხარდება :roll: )

რაც შეეხება ლოგოს, ეს უბრალოდ ლოგოა და არა "დათვზე ნადირობის" მოწოდება.
აქ ვერ დაგეთანხმები და თანაც კატეგორიულად. ლოგო, თუნდაც ასეთი "უბრალოდ ლოგო" (თუმცა ეგეც საკამათოა, რამდენად "უბრალოა" ლოგო სადაც დათვი პირდაპირ მიზანშია ამოღებული), გარკვეული მესიჯის ვიზუალური გამოხატულებაა და თავისთავად ეწევა "პროპაგანდას" და შეიძლება ტექსტურ ინფორმაციაზე ეფექტურადაც. ვიღაცა შეიძლება ისე შემოვიდეს საიტზე, არც არაფერი წაიკითხოს მაგრამ ვუზუალურად გამოსახული "დათვი" და "ნადირობა" ასოცირებული ინქნება ერთმანეთთან მის გონებაში. და ეს არის შეცდომაში შეყვანა და არასწორი ინფორმაციის მიწოდება.

შეიძლება კარგად ვერ ავხსენი, მაგრამ დათვის გამოსახვას მაგ საიტზე ვერანაირ გამართლებას ვერ მოვუძებნი, მაშინ როცა ამ ცხოველზე ნადირობა აკრძალულია.
Last edited by Falcon on 01 თებ 2011, 10:40, edited 2 times in total.

User avatar
Kavtaradze
იეტი
Posts: 1151
Joined: 27 მაი 2007, 23:34
Location: კოსმოს
ნადირობა თუ არნადირობა-საკითხავი,აი,ეს არის..ეს არის..ის..ს

Post by Kavtaradze » 01 თებ 2011, 00:59

mamuka.....
მაშინ რა საჭიროა მსგავსი საიტის რეკლამა თუ შინაარსობრივი დატვირთვა 0 ია?

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ნადირობა თუ არნადირობა-საკითხავი,აი,ეს არის..ეს არის..ის..ს

Post by ARCHILI » 01 თებ 2011, 21:00

ნადირობის სეზონის დაწყებისას მედიასაშუალებებით ხშირად საზეიმოდ აცხადებენ, ნადირობის სეზონი დაიწყოო...

არსებობს კონკრეტული არხი "ნადირობა და თევზაობა" - სადაც ნადირობის დეტალებია განხილული და ა.შ.

ამიტომ, ამ საიტს ბუნებრივი არსებობის უფლება აქვს და ბუნებრივია, რომ ცხოველთა დამცველები ასეთ რამეს დადებითად არ მიესალმებიან..

თუმცა, ასეთი საიტების, მაღაზიების, თუნდაც ნადირობის კურსების და სხვა მსგავსი საქმიანობის არსებობა სავსებით ლეგალურია, თუ, რა თქმა უნდა, არ ეწინააღმდეგება მოცემული ქვეყნის მოქმედ კანონმდებლობას.
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]