ვაზი და ვაზის კულტურა

მცენარეების და ცხოველების შესახებ

Moderators: Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვაზი და ვაზის კულტურა

Post by qvevri » 01 აპრ 2010, 22:42

maare
ჩემს ბროშურას მივცემ თუ უნდა "ვაზის მწვანე ოპერაციები და მავნებელ დაავადებები" თბილისი 2008წ.
შემიძლია ასე ათიოდე მივცე და თავის მეგობრებს გაუნაწილოს.

<NINI88>
ბოდიალა
Posts: 102
Joined: 11 აპრ 2010, 22:01
ვაზი და ვაზის კულტურა

Post by <NINI88> » 14 აპრ 2010, 00:13

qvevri
ხიხვის შესახებ გსმენიათ? მამაჩემი მეგვინე იყო და კარდენახის ღვინის ქარხანაში მუშაობდა ჩემს ბავშვობაში. იქიდან მოიტანა სახლში ხიხვის ღვინო, ეხლა როგორც ვიცი აგარ არსებობს მაგის ვენახები, რადგან ნაკლებმოსავლიანი იყო და კომუნისტების დროს გაჩეხეს, მხოლოდ ცალკეული ძირებიგა შემორჩა ვენახებში. (თუმცა ისიც გავიგე ნანის ვენახებში თუ სადგაც ისევ აშენებენო. არ ვიცი რამდენად მართალია) დედაჩემს ჰქონდა 2 ბოთლი შენახული და ეხლა იქიდან 200 გრამიღა თუ მექნება შემორჩენილი. იქნება 30 წლის ან მეტი ხნის. საოცარი გემო აქვს, ტკბილი, თითქოს დასპირტულიაო. ქალების დასალევია, თუმცა გრადუსი მაღალი აქვს. თუ იცი რამე იქნებ მოყვე უფრო ვრცლად

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ვაზი და ვაზის კულტურა

Post by ლეონტი » 19 აპრ 2010, 19:50

qvevri
გტხოვთ დროულად უპასუხოთ დასმულ კითხვებს.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვაზი და ვაზის კულტურა

Post by qvevri » 20 აპრ 2010, 10:04

ხიხვი ადგილობრივი მცირედ გავრცელებული სტანდარტული ვაზის ჯიშია. იძლევა მაღალხარისხოვან სუფრის თეთრ ღვინოს, ხოლო ზოგიერთ მიკრორაიონში (მაგ. ქიზიყის რამოდენიმე სოფელი. გ.ბ.) მაღალხარისხოვან სადესერტო ღვინოს. თელავისა და ახმეტის რაიონებში ჯიში ატარებს "ჯანაანურას" სახელწოდებას, რომელიც მიღებული აქვს მას ახმეტის რაიონის სოფელ ჯანაანიდან. აღსანიშნავია, რომ ხიხვისა და მისი მსგავსი სახელწოდებით საქართველოში სხვადასხვა ბევრი ჯიშია ცნობილი; კახეთში- ხიხვი, რაჭაში- ხიხვა, ლეჩხუმში- ხიხვი, სამეგრელოში- ხუმხუ და გურიაში ხემხო. სოკოვან ავადმყოფობათა და ფილოქსერას გამოჩენამდეხიხვი საკმაოდ ფართოდ იყოს გავრცელებული კახეთში. ახმეტის, რუისპირის, იყალთოს, ბაკურციხის, კოლაგისა და სხვა სოფლების ღვინოების მაღალი ხარისხი მიეწერება ძირითადად ხიხვს, რომელიც გავრცელებული ყოფილა, როგორც წმინდა ვენახების, ისე ნარევის სახით მწვანესთან და რქაწითელთან ერთად. ხიხვის მტევანი საშუალო და საშუალოზე მცირეა. საშუალო მტევნის სიგრძე მეტყეობს 12-დან 16 სანტიმეტრამდე, სიგანე კი 6დან 8 სმ.მდე. მტევნისსაშუალო წონა მეტყეობს 80-დან 200 გრამამდე. ხიხვის მოსავლიანობა საშუალოზე მცირეა. მისი გამძლეობა სოკოვან დაავადებათა მხრივ საშუალო და საშუალოზე დაბალია, ხოლო ნაცრის მიმართ სუსტია. ჯიშის დადებითი მხარეებია: პროდუქციის მაღალი ხარისხი, მისი ფართო გამოყენების დიდი პოტენციალი- სუფრის ევროპული, კახური ბუნებრივად ნახევრადტკბილი და სადესერტო (საჩაროზე-გ.ბ.) ტიპის ღვინოების სადამზადებლად, შედარებით კარგი გამძლეობა ზამთრის ყინვებისა და ფილოქსერას მიმართ და ასევე ნაადრევი სიმწიფე.
მისი უარყოფითი მხარეებია: ნაცრის მიმართ სუსტი გამძლეობა, საშუალოზე მცირე მოსავლიანობა და გარემო პირობებისადმი შედარებით ზედმეტი მგრძნობიარობა.
სხვა რა გითხრათ??? მე მაგალითად დიდი სურვილი მქონდა ხიხვის ღვინის დაყენებისა და დიდი ხანია ვეძებდი ადამიანს, ვინაც ყურძნად მომყიდიდა და აი შარშანწინ გურჯაანის რაიონში ვიპოვე კაცი, რომელმაც მომყიდა ასე 80 კილომდე, რომელიც კახურად დავაყენე და 45 ლიტრი ღვინო მივიღე, რომლისგანაც 20 ლიტრი შემომრჩა. როგორც მე შევატყვე ამ ჯიშს ერთ წელზე ადრე ტუჩი არ უნდა გააკარო და ამის გარდა დაძველების დიდი პოტენციალი უნდა გააჩნდეს, ამიტომაც გადავწყვიტე ზემოხსენებული 20 ლიტრი შევინახო და ასე 10 წლამდე დავაძველო და თუ ჩვენმა დედამიწამ ეს პერიოდი კიდევ იტრიალა და ამასთან უფლის შეწევნით ჩვენც ცოცხლები ვიქენით მობრძანდით ბატონო და გაგასინჯებთ.
ლეონტი როგორია წავა?

<NINI88>
ბოდიალა
Posts: 102
Joined: 11 აპრ 2010, 22:01
ვაზი და ვაზის კულტურა

Post by <NINI88> » 21 აპრ 2010, 15:56

qvevri წერდა
იძლევა მაღალხარისხოვან სუფრის თეთრ ღვინოს
არა თეთრი სულაც არაა :roll: დამწვარი შაქრის ფერი აქვს

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვაზი და ვაზის კულტურა

Post by qvevri » 23 აპრ 2010, 10:22

<NINI88> wrote:qvevri წერდა
იძლევა მაღალხარისხოვან სუფრის თეთრ ღვინოს
არა თეთრი სულაც არაა :roll: დამწვარი შაქრის ფერი აქვს
ეგ თეთრი ღვინოების კატეგორიაში გადის საქართველოს კანოონის თანახმად.

User avatar
chuna
იეტი
Posts: 1877
Joined: 14 თებ 2006, 00:46
Location: tbilisi
ვაზი და ვაზის კულტურა

Post by chuna » 16 მაი 2010, 20:42

qvevri
qvevri
qvevri
დონე ხარ!!!! თანაც უმაღლესი...უმაგრესი....უუუუუუუუსაზღვროდ და უგზოუკლოდ "ნაკითხი-განათლებული"....შენ გაიხარე შენს ცოლ-შვილსა და ვაზის ჯიშებში...

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ვაზი და ვაზის კულტურა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 18 იან 2011, 02:53

რამდენი სახეობის ვაზია ცნობილი მსოფლიოში და აქედან რამდენია საქართველოში და მათგან ქართული?
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვაზი და ვაზის კულტურა

Post by qvevri » 18 იან 2011, 09:57

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:რამდენი სახეობის ვაზია ცნობილი მსოფლიოში და აქედან რამდენია საქართველოში და მათგან ქართული?
მსოფლიოში დაახლებით 25-მდე სახეობა არსებობს. სხვათა შორის ამერიკის კონტინენტზეა არაერთი სახეობა. საქართველოში, თუ არ ჩავთვლით შემოტანილ სახეობებს ძირითადად ორი სახეობა გვხვდება ვიტისის გვარიდან. ძირითადად ვხვდებით ვიტის სილვესტრის და ვიტის ვინიფერას. ვიტის ვინიფერას სახეობას წარმოადგენენ ყველა ის ვაზის ჯიშები, რომლებიც წარმოადგენენ მაგალითად ქართულ ვაზის ჯიშებს. სახეობები ერთმანეთს არ ეჯვარებიან! საქართველოში ხუთასზე მეტი ვაზის ადგილობრივი ჯიშია. ეს რიცხვი ყოველთვის იცვლებოდა, რადგან ზოგი ვაზის ჯიში "კვდებოდა" ზოგი კი "იბადებოდა", ან ჩათლახი თურქები და სპარსელები შემოვიდოდნენ და გაჩეხავდნენ ვაზს და ასე შემდეგ. ვიტის სილვესტრის ლათინურიდან ქართული თარგმანით ნიშნავს ტყის ვაზს. მოკლეს სახეობა 25-მდეა მსოფლიოში, ხოლო ჯიში 500-ზე მეტია საქართველოში. არსებობს კიდევ სახეობათა შორის ჰიბრიდები, გლეხურად რომ ვთქვათ უწამლები, ან მოკლედ - ჰიბრიდები, რომლებიც დიდი ნაგავი რამე ღვინის დასაყენებლად და სუფრის ყურძნათ კიდევ ცუდი ნამდვილად არ არის.
მოკლედ ვპასუხობ და რომ მოვიცლი განვავრცობ.

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
ვაზი და ვაზის კულტურა

Post by avtokh » 18 იან 2011, 11:31

ერთი შეკითხვა მექნება ასეთი: დასავლეთ საქართველოში ფართოდ და ლოკალურად გავრცელებული ვაზის ჯიშები რომლებია? ან სად შეიზლება ვნახო წიგნი ქართულ ვაზის ჯიშებსა და მეღვინეობაზე?
შეიძლება ეს სადმე წინ წერია უკვე და თუ ასეა ბოდიშის მოხდით მიმითითეთ სადაა :)
Image

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ვაზი და ვაზის კულტურა

Post by ლეონტი » 18 იან 2011, 12:32

მაინტერესებს სოკოს შემოსვლის მერე რამდენი ქართული ჯიში გადაშენდა და თუ არსებობს ვაზის უწამვლელად, როგორც ძველად იყო მოვლის წესი, ყოველგვარი შაბი მაბი გოგირ მოგირდის გარეშე.
თან იმ ჯიშზე ვკითხულობ რომელიც იწამლება და არა უწამლზე.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვაზი და ვაზის კულტურა

Post by qvevri » 18 იან 2011, 14:25

avtokh
ასეთი სია მეცა მაქვს და ასევე შეგიძლია მოიძიო ინტერნეტშიც. ამის გარდა ელკანა პერიოდულად გამოსცემს კედლის კალენდრებს გადაშენებისპირა ვაზის ჯიშების შესახებ. შარშანწინ გამოსცა და წელსაც გამოუშვა უკვე. სადღAც წინა გვერდებზე ნახავ ქართულ ვაზის ჯიშთა სრულ (არასრულ) ჩამონათვალს. მეღვინეობაზე რა გაინტერესებს კონკრეტულად?
ლეონტი
სოკოს შემოსვლის შემდეგ არცერთი ვაზის ჯიში არ გადაშენებულა, რაც შეეხება სოკოვან დავადებებს, რომელიც პირველად 1850-იან წლებში გამოჩნდა, მათ შემოსვლას ძალიან საშინელი შედეგები მოჰყვა და ზოგან (გურია, სამეგრელო) თითქმის მთლიანად გადაშენდა მევენახეობა. საერთოდ ზუსტად ვერ გეტყვი, მაგრამ შესაძლოა ასე 100-ოდე ჯიში ემსხვეპლა ამ ყველაფერს, თუმცა ინფორმაცია გადასამოწმებელია. რაც შეეხება შესაწამლი ვენახის არწამლობას ეს შესაზლებელია, ისევე, როგორც, მაგალითად ფუტკარის მოვლა შეუწამლავად, მაგრამ ამისათვის ძალიან მაგარი უნდა იყო მევენახეობაში, რაც ბოდიში და არა ხარ :oops: და როცა იქნები ამ შეკითხვას აღარ დამისვავ :wink:
მე ვთვლი, რომ შესაძლებელია და ამ ყველაფრის პრინციპს ცოტა არ იყოს მივუახლოვდი, მაგრამ ამას სერიოზული კვლევები, ლაბორატორია და დაფინანსება უნდა.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვაზი და ვაზის კულტურა

Post by qvevri » 20 იან 2011, 09:57

ლეონტი
ერთი დაკვირვება, რომელსაც მე დიდი ხანია ვდარაჯობ:
ვაზის ირგვება ზღვის დონიდან 800-1000(შეიძლება უფრო დაბლაც) მეტრის სიმაღლეზე. ისეთი ალაგი უნდა შეირჩეს, რომ კარგად ნიავდებოდეს, ანუ ქარიანი. ვაზს უნდა შეედგას შესადგემელი მასალა, ნიადაგი ღრმად უნდა დაუმუშავდეს და ეს ოპერაცია ყოველ წელს უნდა განმეორდეს, ხოლო ფორმირება უნდა მოხდეს ქართული წესით. ამის შემდეგ ვაზი 5-7 წელიწადში ერთხელ უნდა გაისხლას და ისიც ძლიერ სუსტად, ისევ ქართული ფორმირების მიმართულებით. მორწყვა არ არის სასურველი, თუმცა ძლიერი გვალვების დროს შეიძლება, ოღონდ ივლისის ბოლო-აგვისტოს დასაწყისში (უკიდურეს შემთხვევაში). არავითარი წამლობა, არც კონტაქტური, არც სისტემური, არც ჰომეოპატიურია თუ რაღაც და არც ბიოდინამიური (ამ უკანასკნელს მე პირადად ვკრძალავ მთელი ძალღონით, რადგან ასეთი რამ ქართველებისათვის დაუშვებელია და სხვებმა თავად განსაჯონ). მოკლედ ვაზი ეგუება წამლობის არჩატარებას და რამოდენიმე წელიწადში (ალბათ 4-5 წლიწადში) და ამის შემდეგ იძლევა რეგულარულ, თუმცა გაცილებით დაბალ მოსავალს. ამგვარი რამ მინახავს უცხოეთში, პრაქტიკებზე ყოფნის დროს, თუმცა იქ ვენახი ზღ. დონიდან 200 მეტრზე იყო გაშენებული, ხოლო საქართველოში კი ვნახე იმ სიმაღლეზე რა სიმაღლეზეც ცოტა ზემოთ მქონდა საუბარი. დამატებით შეკითხვებზე მომმართე მე, ოღონდ პასუხებს კრემიანი პონჩიკების გარეე არ ვიძლევი!

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ვაზი და ვაზის კულტურა

Post by ლეონტი » 20 იან 2011, 10:14

ზუსტად ყველა მოთხოვნას პასუხობს ჩემი ნაკვეთი, ტუმცა შენი გატნეული ნასხლავები, რომლებმაც ჯერ იხარეს, მერე კი მიუხედავად მორწყვისა ზაფხულის გვალვამ 80 პროცენტი გაახმო.
ფესვიანი მაიტა.
პონჩიკი ყველაზე იაფიანი საყეყია, ესე მოგშივდა?

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვაზი და ვაზის კულტურა

Post by qvevri » 20 იან 2011, 10:18

მაშინ აჯობებს, რომ სადმე "დაბლა" დააფესვიანო და მერე გადაიტანო ზემოთა ნაკვეთში, ფესვიანი ერთი მაქვს მხოლოდ და იმას ვერ მოგცემ, თან დიდი აუკვე. თუ არ დამავიწყდა და თან შენს შემახსენებ ჩემთAნ დავაფესვიანებ და გადმოგცემ მაგრამ სამაგიეროდ შენ რას გამოხვალ?

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]