ჩვენ ვერ შევცვლით მინებს

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

User avatar
ilia
Indoors Manager
Posts: 4263
Joined: 28 მაი 2005, 23:42
Location: tbilisi
ჩვენ ვერ შევცვლით მინებს

Post by ilia » 08 ნოე 2010, 14:53

http://cartintedwindows.wordpress.com/

ჩვენ არ ვართ არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრები და მიმდევრები. ჩვენ ჩვეულებრივი ავტომფლობელები ვართ რომელთაც ძალიან გვიყვარს ჩვენი ავტომობილები და რომელთაც ვიღაცის დაუდევრობის და უყურადღებობის გამო სერიოზული პრობლემა გვექმნება 2010 წლის 10 ნოემბრიდან. ჩვენ არ გვსიამოვნებს და არ გვიხარია პროტესტის გამოხატვა, მაგრამ ეს ერთადერთია, რაც შეგვიძლია. ჩვენი უფლებები უხეშად ირღვევა.

რას გვეუბნება კანონი

2010 წლის 29 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა მინისტრის #917 ბრძანებით, 2010 წლის 10 ნოემბრიდან იკრძალება იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, რომელთა შუშები, გარდა უკანა საქარე მინისა (მათ შორის მძღოლის, მის გვერდით მჯდომი მგზავრის, უკანა მგზავრების და ასევე საბარგულის გვერდით) დაბურულია 40%-ზე მეტით. არ აქვს მნიშვნელობა დაბურვა ქარხნულია თუ ე.წ. “პლიონკების” მეშვეობით გაკეთებული. აკრძალვა ეხება ყველას!


იმისათვის რომ მიხვდეთ რამდენად მცირეა 40%-იანი დაბურვა, დააკვირდით ქუჩაში მოძრავ ავტომობილებს, რომელთაც შუშები დაბურული არ აქვთ, არამედ მომწვანო ფერი გადაკრავთ. მსგავსი ტიპის შუშები დაბურულია 30%-ით (ანუ პრაქტიკულად 30-40%-ი გამჭვირვალეობას ვერ ცვლის, უბრალოდ მცირედ უცვლის ფერს მინებს.) მეტი თვალსაჩინოებისთვის დააკვირდით სურათს. ამ სურათზე ნაჩვენებია შუქგამტარობის პროცენტის მიხედვით შუშის გამჭვირვალეობა. (ანუ 40%-იანი დაბურვა ნიშნავს 60%-იან გამტარობას, ასეთი შუშა ამ სურათზე საერთოდ არ არის ნაჩვენები. ამ სურათზე ნაჩვენები 30%-ი კი ნიშნავს 70%-ზე დაბურულ შუშას.)


შუშები შუქგამტარობის მიხედვით

როგორც სურათიდან ხედავთ, 50%-მდე დაბურულ შუშას პრაქტიკულად აზრი არ აქვს, ვინაიდან ის თავისუფლად ატარებს სინათლეს და მხედველობაც არ იზღუდება. მაგრამ პრობლემა ის არაა, რომ ჩვენ უბრალოდ დაბურული მინებით გვინდა მოძრაობა, არამედ ის, რომ ჩვენს ავტომობილებზე ქარხნულად დაბურული მინები აყენია რომელტა დაბურვის პროცენტი 40%-ს ბევრად აღემატება. საინტერესო ამ ყველაფერში ის არის, რომ ოფიციალურად, უკანა მგზავრის შუშების დაბურვის აკრძალვა არანაირ ობიექტურ საფუძველს არ ეყრდნობა და აი რატომ:

როგორც ბრძანება გვეუბნება, უკანა საქარე მინის დაბურვა აკრძალული არ არის. უკუსვლისას სწორედ უკანა საქარე მინის გამოყენება ხდება და აქედან გამომდინარე, ბრძანება პირდაპირ თუ ირიბად გვეუბნება, რომ დაბურვა არ უშლის ხელს ავტომობილის ტარებას. შესაბამისად, თუ უკანა მინაზე არ გვიშლის ხელს, გაუგებარია რატომ გვიშლის წინაზე. მაგრამ თავი დავანებოთ ამ საკითხს, შევთანხმდეთ, რომ წინა საქარე მინის დაბურვა ხელს გვიშლის ტარებაში და გვიზღუდავს მხედველობას.

გადავიდეთ მძღოლისა და მგზავრის შუშებზე. ამ შემთხვევაში შეგვიძლია არგუმენტად ის ავიღოთ, რომ 1 დეკემბრიდან ძალაში შედის უსაფრთხოების ღვედებით მოძრაობის შესახებ ბრძანება. ეს ბრძანება ავალდებულებს მძღოლს და მის გვერდით მჯდომ მგზავრს, გაიკეთონ უსაფრთხოების ღვედები. თეორიულად დავუშვათ, რომ თუ გვერდითა მინები დაბურული იქნება, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ვეღარ შეძლებს გაარჩიოს უკეთია თუ არა ღვედი მძღოლს და მგზავრს. ამ შემთხვევაშიც შევთანხმდეთ რომ დაბურვის აკრძალვაზე მიზეზი ნაპოვნია.

ეხლა ყველაზე საინტერესო: უკანა მგზავრის შუშები + საბარგულის გვერდითა შუშები (ჯიპების და უნივერსალების შემთხვევაში). უკანა მგზავრებზე ღვედი სავალდებულო არ არის, შესაბამისად შესამოწმებელიც არაფერია. უკანა მგზავრის შუშა მძღოლს ტარებისას პრაქტიკულად არ ჭირდება. თუ პარკინგის ან უკანასვლისას სჭირდება, პრობლემა მაინც არ არის, ვინაიდან უკანა საქარე მინაზე შეზღუდვები არ არსებობს. საერთოდ კომიკური სიტუაციაა საბარგულის გვერდითა შუშებთან დაკავშირებით. რჩება შთაბეჭდილება რომ ისინი უბრალოდ “მარაქაში გარიეს” ვიღაცის არაკომპეტენტურობის გამო.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, არ არსებობს ობიექტური საფუძველი უკანა შუშების დაბურვის აკრძალვასთან დაკავშირებით, გარდა ერთისა: შესაბამისი ორგანოები დაბრკოლების გარეშე უნდა ხედავდნენ ვინ ზის უკანა სკამებზე და რას აკეთებს. ამას ცხადია ხმამაღლა არავინ ამბობს, მაგრამ სხვა მიზეზი არც არსებობს და მხოლოდ ეს რჩება.

რა ხდება სხვა ქვეყნებში?

მართალია შ.ს.ს.-ს საიტი გვარწმუნებს რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით “ლიბერალური” შეზღუდვები შემოიღეს, მაგრამ სხვა ქვეყნებში რატომღაც მანქანები, რომლებიც ჩვენთან პირობებს ვერ აკმაყოფილებენ, არათუ დადიან, არამედ იწარმოება (მაგალითისთვის იაპონია და ა.შ.შ.-ც კმარა). ძირითადად, 30%-40%-იანი შეზღუდვები არსებობს უმრავლეს ქვეყნებში და ეხება წინა საქარე, მძღოლის და მძღოლის გვერდით, მგზავრის შუშას, რაც შეეხება უკანა შუშებს, უკანა შუშებზე დამუქების შეზღუდვა ასეთი სახით, პრაქტიკულად არსად არ გვხვდება, თვით ჩვენს მტერ მეზობელთანაც. ჩვენი “ლიბერალიზმი” როგორც ჩანს “პირველი უნდა იყოს მსოფლიოში!”…

ვის ეხება შეზღუდვა

ახლა რაც შეეხება იმას, ვის ეხება ეს შეზღუდვა. ეს შეზღუდვა ეხება ყველას, მიუხედავად იმისა ქარხნულია დაბურვა თუ შემდგომ, ე.წ. “პლიონკებით” დაბურული. ეს შეზღუდვა არ ეხება ოპერატიულ მანქანებს, სპეცრაზმის მანქანებს და ა.შ. ანუ ძალოვანი სტრუქტურის მანქანებს. ეს შეზღუდვა ასევე არ ეხება იმ ავტომობილებს, რომლებზეც გაცემულია საპატრულო პოლიციის სპეციალური ცნობა. ამ ცნობას კი ეჭვი მაქვს რომ “რატომღაც” მიიღებს ყველა პარლამენტარი, პოლიტიკოსი, დიპლომატიური კორპუსი თუ უბრალოდ დიდი ფულის მქონე ბიზნესმენი.

გამოდის რომ შეზღუდვა ეხებათ რიგით მოკვდავებს. რიგითი მოკვდავები კი ვართ მე და თქვენ, ვისაც არც საპატრულოში არ მოგვცემენ ცნობას და ვისაც არც ზედმეტი 1000$-1500$ (საშუალოდ ასე ჯდება მინების იგივე ხარისხის გამჭვირვალე მინებზე) არ გვაქვს რომ მინების კომპლექტი შევცვალოთ ჩვენს ავტომობილებზე.

რა გვემუქრება?

განსაკუთრებული არაფერი, კვირაში “სულ რაღაც” 50 ლარიანი ჯარიმა. (რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, დაჯარიმებიდან 1 კვირის თავზე საპატრულო პოლიციას შეუძლა თავიდან გამოწეროს ჯარიმა) რაც თვეში საშუალოდ 200, ხოლო წელიწადში საშუალოდ 2400 ლარია…

რას ვითხოვთ?

არაფერ განსაკუთრებულს, უბრალოდ ვითხოვთ, რომ გადაიხედოს ბრძანება და შევიდეს მასში შესაბამისი კორექტირება: გაიზარდოს დასაშვები დაბურვის ხარისხი უკანა მგზავრისა და საბარგულის გვერდითა მინებზე, რათა ქარხნული მინების მქონე ავტომობილის მეპატრონეებს არ მოგვიწიოს 1000$-ი და მეტის გადახდა მინების შეცვლაში (ისიც იმ შემთხვევაში თუ ვიშოვით შესაბამის მინებს.)

რა გვეშველება?

თუ არ გავინძრევით არაფერი. რათქმაუნდა არის საშიშროება, რომ პროტესტის შემთხვევაშიც არაფერი გვეშველოს, ვინაიდან უცნაურ ქვეყანაში ვცხოვრობთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი უნდა გავაკეთოთ. გაიხსენეთ მარჯვენა საჭიან ავტომობილებთან დაკავშირებული აჟიოტაჟი, მაშინ პროტესტმა შედეგი მოიტანა. განძრევაში კი პროტესტის გამოხატვა იგულისხმება. პროტესტი მკაცრად მშვიდობიანი და უვნებელია, გამოიხატება ავტომობილზე შესაბამისი სტიკერების მიკვრაში, საპროტესტო ავტომსვლელობებში მონაწილეობის მიღებაში და თუ საჭიროა ერთობლივი სარჩელის სასამართლოში შეტანაში. სამწუხაროდ პრაქტიკა აჩვენებს, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს ურჩევნია ფული გადაიხადოს და მინები შეცვალოს (თუ რათქმაუნდა ასეთს იშოვის) ვიდრე საკუთარი უფლებები დაიცვას.

თუ მეშინია, მეზარება და პროტესტს ვერ შევუერთდები?

მაშინ არჩევანი რამდენიმე გაქვთ:

თუ შუშები ე.წ. “პლიონკით” გაქვთ დაბურული, მიდიხართ იქ სადაც ადრე შუშებს ბურავდნენ და 50-100 ლარად “პლიონკებს” აცლიან. თუ ამდენის გადახდა არ გინდათ, აცლით თქვენით, საფხეკით, აცეტონით, ფენით და შუშის საწმენდი სითხით.

თუ შუშები ქარხნულად გაქვთ დაბურული, ჯერ არკვევთ თუ უშვებს მწარმოებელი თქვენი ავტომობილისთვის დაუბურავ შუშებს, შემდგომ არკვევთ სად და როგორ შეიძინოთ ეს შუშები, იხდით 1000$ ან მეტ თანხას (მაგალთისთვის ახალ ფოლკსვაგენ ტუარეგზე სრული კომპლექტის შეცვლა 12 000 ევრო ჯდება, არ შემშლია, 12 000 და არა 1200) ელოდებით, ანბაჟებთ, მიდიხართ ელიავაზე, ასმევინებთ ვინმეს შუშებს და ლოცულობთ რომ არ გატეხოს და ნორმალურად ჩასვას. თუ არ გაგიმართლათ შუშები იხმაურებს და ყოველ ჯერზე, როცა წვიმა მოვა, ავტომობილში ტაშტების ჩადგმა მოგიწევთ. თუ დაუბურავ შუშებს მწარმოებელი არ უშვებს, პირდაპირ მიდიხართ ელიავაზე, ჩამოასხმევინებთ შუშებს (რომელიც კენჭის მოხვედრაზე იბზარება) და იქვე ჩაასმევინებთ. (ლოცვის შესახებ პუნქტი აქაც მოქმედებს.)

არის მესამე არჩევანიც, არაფერს არ აკეთებთ და იხდით კვირაში 50 ლარს.

და მეოთხეც: უბრალოდ მანქანას აჩერებთ და საზოგადოებრივი ტრანსპორტით იწყებთ მოძრაობას.

არჩევანი თქვენზეა

ეს ყველაფერი კარგი და რამე ქენით?

ყოველ შემთხვევაში შევეცადეთ. გავაკეთეთ სტიკერები და მივაკარით ჩვენს ავტომობილებს:







ასევე გასულ კვირას შევიკრიბეთ და დაახლოებით 50 მანქანიანი საპროტესტო ავტომსვლელობა მოვაწყვეთ მთელი ქალაქის მასშტაბთ. 50 ცოტაა? ჩვენც ვიცით რომ ცოტაა, მაგრამ მეტი არ მოვიდა. იმედია პირველი 50 ლარიანი ჯარიმების მერე აქტიურობა უფრო დიდი იქნება

მსვლელობის შესახებ სიუჟეტები შეგიძლიათ იხილოთ ბმულებზე:

სიუჟეტი “რუსთავი 2″-ზე

სიუჟეტი IPTV-ზე

მეც მინდა გავაპროტესტო ეს ყველაფერი, რა ვქნა?

პირველ ეტაპზე ამობეჭდეთ სტიკერი რომელიც მოგწონთ ჩვეულებრივ თაბახის ფურცელზე და გააკარით მანქანაზე. თუ არცერთი არ მოგწონთ, შექმენით თქვენი, და გააკარით ის. (თქვენი ვარიანტები მოგვაწოდეთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით cartintedwindows(at)gmail.com და დავდებთ საიტზე.) შეუერთდით საპროტესტო გვერდს ფეისბუქზე, თვალი ადევნეთ საპროტესტო თემას ინტერნეტ-ფორუმ forum.ge-ზე. რაც მთავარია, გააგებინეთ თქვენს ნაცნობებს, მეგობრებს, ნათესავებს, მეზობლებს და ყველას, ვისაც ეს პრობლემა ეხება და ინფორმირებული არ არის, რეალური სიტუაცია! და ბოლოს თვალი ადევნეთ ამ ბლოგს სადაც პერიოდულად დავდებთ სიახლეებს.
Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ჩვენ ვერ შევცვლით მინებს

Post by Naia » 08 ნოე 2010, 15:56

ilia
მარტო განცხადებები ამ საქმეს არ ეყოფა. ვფიქრობ, რომ უფრო მეტი აქტიურობაა საჭირო.

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
ჩვენ ვერ შევცვლით მინებს

Post by teo- » 08 ნოე 2010, 16:01

რა საშინელებაა ქარხნული ვისაც აქვს დაუფაროს მაშინ სახელმწიფომ ხარჯები,
არა ექსკურსიას! Image

User avatar
აცაბაცა
იეტი
Posts: 1760
Joined: 27 ივნ 2005, 13:02
Location: ირმის ნახტომი
ჩვენ ვერ შევცვლით მინებს

Post by აცაბაცა » 08 ნოე 2010, 16:03

ისე ჩაწეული მინებით, რომ იაროთ???? :idea:
ჩაისუნთქე! ამოისუნთქე! ჩაისუნთქე! ჩაისუნთქეეეეე!

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ჩვენ ვერ შევცვლით მინებს

Post by Naia » 08 ნოე 2010, 16:08

აცაბაცა
რატომ 'იაროთ'?
'იაროთ' :)

User avatar
აცაბაცა
იეტი
Posts: 1760
Joined: 27 ივნ 2005, 13:02
Location: ირმის ნახტომი
ჩვენ ვერ შევცვლით მინებს

Post by აცაბაცა » 08 ნოე 2010, 16:30

მე არ მაქვს დაბურული შუშები!!!!
ჩაისუნთქე! ამოისუნთქე! ჩაისუნთქე! ჩაისუნთქეეეეე!

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ჩვენ ვერ შევცვლით მინებს

Post by Naia » 08 ნოე 2010, 16:32

აცაბაცა
არც მე!

მაგრამ, აბა საპატრულოს კითხე? :)
Last edited by Naia on 08 ნოე 2010, 16:33, edited 1 time in total.

User avatar
ilia
Indoors Manager
Posts: 4263
Joined: 28 მაი 2005, 23:42
Location: tbilisi
ჩვენ ვერ შევცვლით მინებს

Post by ilia » 08 ნოე 2010, 16:32

აცაბაცა
დღეს არსებული წესებით შენს დაჯარიმდები, შენი წინა საქარე მინა 10-15% დამუქებულია ქარხნულად. ბრძანებაში კი წერია:
წინა საქარე მინის დაბურვა დაუშვებელია, ანუ 0%
Image

User avatar
აცაბაცა
იეტი
Posts: 1760
Joined: 27 ივნ 2005, 13:02
Location: ირმის ნახტომი
ჩვენ ვერ შევცვლით მინებს

Post by აცაბაცა » 08 ნოე 2010, 16:33

წინა საქარე მინა ქარხნულად არ იბურება ბიჭო!!!!
ჩაისუნთქე! ამოისუნთქე! ჩაისუნთქე! ჩაისუნთქეეეეე!


User avatar
ilia
Indoors Manager
Posts: 4263
Joined: 28 მაი 2005, 23:42
Location: tbilisi
ჩვენ ვერ შევცვლით მინებს

Post by ilia » 08 ნოე 2010, 17:19

აცაბაცა
აი ეს ნახე და მიხვდები რომ შენს დაგაჯარიმებენ
http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rus ... 2010+13:31


ზუსტად ჩვენნაირ CR-V-ს ამოწმებს პატრული
Image

User avatar
ilia
Indoors Manager
Posts: 4263
Joined: 28 მაი 2005, 23:42
Location: tbilisi
ჩვენ ვერ შევცვლით მინებს

Post by ilia » 08 ნოე 2010, 19:08

ახალი წესები

http://police.ge/index.php?m=8&newsid=1682

წინა საქარე მინები ყველა მანქანაზე არის 10-15% ქარხნულად დამუქებული.
პატრულმა თავისი პასატის საქარე მინა შეამოწმა და აპარატმა 25% აჩვენა.

და მეორე, ჩემი ქარხნული დაბურვა 78% რომ გამოვიდეს ესეიგი მაინც დამაჯარიმებენ.
Image

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ჩვენ ვერ შევცვლით მინებს

Post by lama » 08 ნოე 2010, 21:05

ilia
ახალი წესები შემოიღეს კი არა და* შეცვალეს !

კაია

დიდი მადლობა პატრულს :)


ნ--------------------
* ხათახუთინას სტილი
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
ჩვენ ვერ შევცვლით მინებს

Post by pataputina » 08 ნოე 2010, 23:21

:roll:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ჩვენ ვერ შევცვლით მინებს

Post by Naia » 08 ნოე 2010, 23:29

ქარხნული დაბურვა მისაღებიაო, საინფორმაციოში თქვეს

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]