თავკვეთულა, ვარძია, ზემო ვარძია, კარწახი საღამო ფარავანი ბერთა

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
თავკვეთულა, ვარძია, ზემო ვარძია, კარწახი საღამო ფარავანი ბერთა

Post by Mta Mkvarebia » 15 სექ 2010, 00:06

გასვლის თარიღი: 11-12.09.10.

1. რეგიონი:
I დღე: თავკვეთულა, ვარძია, ზემო ვარძია - სამცხე-ჯავახეთი, ასპინძის რაიონი
II დღე - კარწახის ტბა(თურქეთის საზღვართან), საღამოს ტბა, ფარავნის ტბა- სამცხე-ჯავახეთი, ნინოწმინდის რაიონი, ბერთა- წალკის რაიონი

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-თავკვეთულა-ვარძია- ზემო ვარძიის დედათა მონასტერი- ახალქალაქი- კარწახის ტბა-ახალქალაქი-ნინოწმინდა-საღამოს ტბა-ფარავნის ტბა-ბერთა-თბილისი

3. ხანგრძლივობა:
2 დღე,

4. სირთულე:
ადვილი


5. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
სოფელი ხერთვისი, ფარავნის ტბის გარშემო 5 სოფელია -
ტამბოვკა, ასპარა, ფოკა (იგივე ფოკანი), როდიონოვკა, ვლადიმიროვკა
საღამოს ტბა - სოფელი საღამო იქვე, სოფელი სათხა 3 კმტში

6. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
თბილისი-ახალციხე-ვარძია- 250 კმ
ვარძია-ახალქალაქი-კარწახის ტბა-ახალქალაქი-საღამოს ტბა-ფარავნის ტბა- დაახლ. 90 კმ

7. ფეხით გავლილი მანძილი:
მცირე

8. სანახავი და ყურადღება მისაქცევი ობიექტები:

ვარძია - გამოქვაბულები, ეკლესია, რომელიც გარედანა მოხატული, შიგნით კი თამარ მეფის ფრესკაა, საიდუმლო გვირაბი
წუნდა - ეკლესიას ძნელად შესამჩნევი საძვალე აქვს. ეკლესიამდე გოგირდოვანი აბანო და აუზია.
თმოგვი - მთავარი შესასვლელიდან მარჯვნივ, ფერდობის ძირას გამოქვაბულში ეკლესიაა. გალავნიდან ეკლესიის მხოლოდ სარკმელი შეიმჩნევა.
ციხიდან მტკვრის ხეობის არაჩვეულებრივი ხედების სანახავად გალავნის ბოლო ნაწილების ნახვაა სასურველი.


ფარავნის ტბა - მდინარე ფარავნის შეერთეების და გამოსვლის (ფოკასთან) ადგილები,
აგრეთვე, სოფელ ფოკაში წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი, ადგილობრივი დედების ხელით შესრულებული წმინდა ნინოს მინანქრის ხატი. ფოკა-როდიონოვკას მე2 კმტში ქართველ მამათა მონასტერი, ღია სატრაპეზო.
საღამოს ტბა - სოფელშია 2 უძველესი ქართული ბაზილიკა, რომელთაგან 1-1ში თამარ მეფის სახელზე მონასტერი მოქმედებს.


9. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში,
შეიძლება ამ გასვლის ფარგლებში ინახოს:


ფარავნის ტბა- 12-14 კმტშია აბულის ვულკანური ტბის., სოფელ როდიონვკასთანაა ძველი აბრეშუმის გზის ქარვასლა
საღამოს ტბა 16 კმტში, სოფელ სპასოვკის გავლით, შესაძლებელია მადის ასევე ულამაზესი ტბის ნახვა

10. საბანაკე ადგილები და 10. სასმელი წყალი მარშრუტზე:

ვარძია - ვარძიამდე 200 მეტრში, ხიდამდე მე7 აუზი "ესენტუკია", რომლის ეზო საბანაკედაა განკუთვნილი. წინ მტკვარი ჩამოდის.
საბანაკე ადგილებია ხიდიდან 100 მეტრში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ხელოვნურად გაშენებულ ფიჭვნარში

წუნდა - 600 მეტრი
წუნდის ეკლესიამდე საბანაკე ადგილები გზადვე გვხვდება

თმოგვი - 600
ციხის სიახლოვეს რელიეფის გამო, ჯგუფისთვის დაბანაკება რთულია.
დაბანაკება შეიძება თმოგვიდან 4 კმტში, ხიდამდე მდებარე საამქროსთან, სადაც წყალიცაა

ვარძია - წყალია ადმინისტრაციის ეზოშიც, აუზის ტერიტორიაზეც, იქვე მდებარე ჯერ-ჯერობით 1ად1 სასტუმროშიც.

წუნდა - სასმელი და ბუნებრივად ცხელი გოგირდოვანი წყალია ეკლესიამდე 300 მეტრში მდებარე აბანოსთან

თმოგვი - სასმელი წყლის არსებობა უცნობია. წყალი მოდის საბანაკედ რეკომენდირებულ ადგილას, ქვის დამამუშავებელ საამქროსთან

ფარავნის ტბა ტბის გაშლილი ტერიტორია დაბანაკების საშუალებას ყველგან იძლევა.
აგრეთვე, სოფელ როდიონოვკაში მეტეოროლოგიური კვლევის სადგურის ტერიტორია
საღამოს ტბა - სოფლის ბოლოს, აგრეთვე, ხელოვნურად გაშენებულ ფიჭვნარში, სოფლიდან 2 კმტში
ფარავნის ტბა - სოფლებში, მონასტრებთან წყალი ყველგანაა. ტბის დაუსახლებელ ნაწილში სასმელი წყლის არსებობა უცნობია
საღამოს ტბა - სოფელი საღამოს მოსახლეობა ტბის წყალს შენაკადიდან სვამს. სასმელი და გოგირდოვანი წყლის წყაროა ხშირფიჭვნარ


11.საჭირო აღჭურვილობა, რეკომენდაციები:

საცურაო კოსტიუმები (ზაფხულში),
მზისგან დამცავი ნელსაცხებლები
ანკესები სათევზაოდ

12.გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
მაისი-ნოემბერი, მაგრამ ვარძია ზამთარშიც ლამაზია, როცა თოვლის საბურველსია გახვეული, ასეთი ვიხილეთ 2 წლის წინ 1 იანვარს რამოდენიმე კარველმა.

13.რისკები, საფრთხეები:
განასკუთრებული საფრთხეები არაა.

14.მონაწილეთა რაოდენობა

1. ნამცეცუნა
2. მე - ჰხათო - პატაპუტინა
3. ნამცეცუნას პატარა +
4. თამუსია
5. დოროთეა
6 კინალოკო
7 ნინინუცა
8. ქევხო
9. ნუსა
10 გიორგი ბუნტური(
11 გიორგი ბუნტური+
12. Karvelebis + giorgi.
13. Karvelebis + giorgis + Daviti
14. გიორგი ბუნტურის +
15. მთა მყვარებია
16. keto
17. ჯნოსი
18. თამუნა ჯაჯანიძე, ninininuca-ს პლიუსიი

თუმცა ტავკვეათულაზე ბაქო ვნახეთ მეგობრებთან ერთად, რომელიც ჩვენთან ერთად დაბანაკდა ვარძიის მოპირდაპირე მხარეს, გოგირდის აბანოების ახლოს.

საღამოს მოულოდნელად ნინი 85 და ბასილა გვესტუმრნენ, თუმცა მალევე დაგვტოვეს, ისევ თბილისისკენ გაეშურნენ კვლავ ავტოსტოპით. შებინდებულზე კიდევ აცა დაგვადგა თავზე ნატოსთან და მეგობართან ერთად.

15.გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი

ნამცეცუნა


16.სასარგებლო საკონტაქტო ინფო:
კავშირი "ასპინძა"
899 573298
ელ ფოსტა:aspindza@mail.ru


საოჯახო სასტუმროები:

ახალციხე:
ყაზბეგის ქუჩა #48 ეთერ ზუბაშვილი 899 967330
"არიალი"გრ. ხანძთელის ქუჩა # 30, ქეთევან მელიქიძე 893353305 899 710110
"ახალი სახლი", გვარამაძის ქუჩა# 33 მარინა აღოშაშვილი, 899 937343
"ედემი", რუსთაველის ქუჩა #105ა მარინა ნარიაშვილი, 899 185159 899 937338
"იკასო", ასპინძის ქუჩა #35 ზაზა ლომიძე, 893 140024

დაბა ასპინძა:
"ჩიკო", ვარძიის ქუჩა #9 ტიტიკო ნემსაძე, 893 906405 (ამ სასტუმროსი 2-ჯერ ვართ კარველები გაჩერებული, რეკომენდაციას ვუწევთ, სასიამოვნო საოჯახო სასტუმროა)
"ბერმუხა", გოგებაშვილის ქუჩა #1, გულიკო ლეკიშვილი 899 181763, 855 124978

ასპინძის რაიონი, სოფ. ვარძია:
"ტაოსკარი", გოჩა მაისურაძე, ნოდარ გიორგაძე , 898 169915, 899 543540
"ვალოდიას კოტეჯი", ვალოდია ზაზაძე, 899 116207


17. რუქა:
http://nona.net/features/map/placedetai ... /Aspindza/
http://www.fallingrain.com/world/GG/10/Aspindza.html
http://fruti.site.ge/samtske.gif


პ.ს. ზოგიერთი სასარგებლო ცნობა წინა თემებიდან გადმოვიტანე.
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
თავკვეთულა, ვარძია, ზემო ვარძია, კარწახი საღამო ფარავანი ბერთა

Post by Mta Mkvarebia » 15 სექ 2010, 00:08

Mta Mkvarebia wrote:უმაგრესი გასვლა იყოოოო :)) იმ ღამეს დილის 4 საათზე სახლსი შესულს, 1 წუთიც კი არ მძინებია, ამიტომ პირველ დღეს სადაც კი საშუალება მეძლეოდა ყოველი ხის და ლოდის ძირში მეძინა ბომჟივით :D მაგრამ მაინც უმაგრესი, მოულოდნელობებით სავსე გასვლა იყო.ჯერ იყო და მოულოდნელად ისეთი ხალხი დაგვადგა თავს რომ გული გაგვინათა :))) პირველი სტუმრები ნინი 85 და ბასილა იყვნენ. თუმცა მალევე დაგვტოვეს, ისევ თბილისში ეჩქარებოდათ. მერე შებინდებულზე კოცონთან ვიღაც მოგვეპარა, აცა აღმოჩნდა ნატოსთან და მის მეგობარ სოფოსთან ერთად. მაგარი სურპრიზი გაგვიკეთეს. სწორედ აცამ იმოქნედა ჩვენი გეგმების შეცვლაზე. კენჭისყრის შედეგად თავდაპირველი გეგმა შევცვალეთ და ვანის ქვაბების და თმოგვის ნაცვლად ფარავნის, და საღამოს ტბების გავლით დავბრუნდით თბილისში. ულამაზესი იყო ნისლიანი ფარავანი, მზიან ამინდში მოულოდნელად ჩამოწოლილი ნისლი ზღაპრულ ელფერს აძლევდა იქაურობას, ნისლის ღრუბლების თავზე რომ მაღალი მთები ჩანდა, მართლა ულამაზეს სურათს ქმნიდა. რა დროს არ მქონდა აპარატი! :(. მანამდე კიდევ გზა აგვებნა და ნინოწმინდის ნაცვლად თურექთის საზღვართან აღმოვჩნდით და კარწახის ტბაც "შემოგვენახა", ისე რომ არც ვაპირებდით თავდაპირველად მის მონახულებას. კიდევ ვერ მივხვდებოდით კარწახისკენ რომ მივდიოდით, აცას მანქანა რომ არ შეგვხვედროდა გზად ;), თუმცა ტბასთან რომ მივიდოდით კი ვიცნობდი იმ ადგილებს. 2 წლის წინ სწორედ იმ ფიჭვნარში ვიყავით დაბანაკებული ტბების ჯიპტურის გასვლისას. მოკლედ უმაგრესი გასვლა იყო :)))))
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
თავკვეთულა, ვარძია, ზემო ვარძია, კარწახი საღამო ფარავანი ბერთა

Post by Mta Mkvarebia » 15 სექ 2010, 00:10

ასე გაგვაცილა დაუზარელმა დოლიძელმა :*
dolidzeli wrote:დილით გავაცილე თავკვეთილაზე წამსვლელები და ერთი ორი ფოტოც გადვუღე

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image
Image

User avatar
აცაბაცა
იეტი
Posts: 1760
Joined: 27 ივნ 2005, 13:02
Location: ირმის ნახტომი
თავკვეთულა, ვარძია, ზემო ვარძია, კარწახი საღამო ფარავანი ბერთა

Post by აცაბაცა » 15 სექ 2010, 10:41

აქ ტირილის სუნი მცემს..........
ჩაისუნთქე! ამოისუნთქე! ჩაისუნთქე! ჩაისუნთქეეეეე!

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
თავკვეთულა, ვარძია, ზემო ვარძია, კარწახი საღამო ფარავანი ბერთა

Post by lama » 15 სექ 2010, 10:49

Mta Mkvarebia
ეს ფოტოები ხო "ფეისბუქზე" მაქვს ნანახ გადაღეჭილი

ცოტა სხვა რამ თუ შეიძლება :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
აცაბაცა
იეტი
Posts: 1760
Joined: 27 ივნ 2005, 13:02
Location: ირმის ნახტომი
თავკვეთულა, ვარძია, ზემო ვარძია, კარწახი საღამო ფარავანი ბერთა

Post by აცაბაცა » 15 სექ 2010, 10:59

ამათმა ჩვენც გადაგვიჯოკრეს თუშეთის თემა გავხსენი მესამე დღეს და თქვენ რას ჩადიხართ ქართველებოოოოოოო
ჩაისუნთქე! ამოისუნთქე! ჩაისუნთქე! ჩაისუნთქეეეეე!

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
თავკვეთულა, ვარძია, ზემო ვარძია, კარწახი საღამო ფარავანი ბერთა

Post by Mta Mkvarebia » 15 სექ 2010, 11:15

lama
ჰოდა ფეისბუქზე თუ გაქვს გადაღეჭილი, რაც იქ დაიდო, მეტი რაღა გინდა? როგორც წესი ფეისბუქზე უფრო მეტი ფოტო იდება, იმიტომ რომ ატვირთვის მექანიზმი იქ უფრო ადვილია. 5 წუთში იქ რა რაოდენობის ფოტოებიც იტვირთება, აქ 2 დღე დასჭირდება.
ჰოდა, ჩემს ფოტოებს კიდევ ტყუილად ელოდები, ფოტოაპარატი აღარ მაქვს. თემა გავხსენი და დანარჩენი ამათ იციან.

აცაბაცა
ჰოდა გავხსენი ბატონო, ჰოდა აი თქვენ ფოტოაპარატებიანებო ბურთი და მოედანი!
Image

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
თავკვეთულა, ვარძია, ზემო ვარძია, კარწახი საღამო ფარავანი ბერთა

Post by lama » 15 სექ 2010, 11:17

Mta Mkvarebia
მერე აქაც გამოვასწოროთ ატვირთვის მექანიზმი თუ რაცაა და ყველაფერი კარგად იქნება :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
ninininuca
მაწანწალა
Posts: 336
Joined: 08 ივლ 2009, 08:22
თავკვეთულა, ვარძია, ზემო ვარძია, კარწახი საღამო ფარავანი ბერთა

Post by ninininuca » 15 სექ 2010, 11:20

ექსკლუზიურად კარავს :)

დილით უთენია ავდექი,წყნარად გავემზადე და ჩუმჩუმად გავედი სახლიდან :)
მგონია კარაველები დაიგვიანებენთქო და არც ისე მიჩქარია,წვიმაში სეირნობით მივედი სპორტისასახლესთან.
დროულად გავედით თბილისიდან.

ჩემი სურათები იწყება ბორჯომიდან როცა ნუსა და პაუნა შეოგვიერთდნენ.

Image

სამარშუტოში
Image

Image

გზად შიმშილმა შეგვაწუხა,ხოდა აი პურის გაგლეჯვის სცენები

Image

Image

Image
Image

User avatar
ninininuca
მაწანწალა
Posts: 336
Joined: 08 ივლ 2009, 08:22
თავკვეთულა, ვარძია, ზემო ვარძია, კარწახი საღამო ფარავანი ბერთა

Post by ninininuca » 15 სექ 2010, 11:33

თავკვეთულასაც მივადექით,

Image

Image

ჩვენები

Image

Image

Image

Image

Pauna

Image
Image

User avatar
ninininuca
მაწანწალა
Posts: 336
Joined: 08 ივლ 2009, 08:22
თავკვეთულა, ვარძია, ზემო ვარძია, კარწახი საღამო ფარავანი ბერთა

Post by ninininuca » 15 სექ 2010, 11:42

მე თავკვეთულას ფონზე

Image

Image

ბუნტური და ზაზა

Image

გვანცა და კარაველების მეგობრები

Image

ბუნტური თავისი ნახტომით
Image

ზაზა
Image

ისევ მე

Image

Image

გვანცას პატარა პლიუსი :) გიორგი

Image

Image
Image


User avatar
ninininuca
მაწანწალა
Posts: 336
Joined: 08 ივლ 2009, 08:22
თავკვეთულა, ვარძია, ზემო ვარძია, კარწახი საღამო ფარავანი ბერთა

Post by ninininuca » 15 სექ 2010, 11:59

მძინარე მარგალიტი

Image

მისი მონამორჩილი ბუნტური,არ დაისიცხოსოო :) :)

Image

მეუფე ნიკოლოზი

Image

Image

Image

Image

Image
Image

User avatar
ninininuca
მაწანწალა
Posts: 336
Joined: 08 ივლ 2009, 08:22
თავკვეთულა, ვარძია, ზემო ვარძია, კარწახი საღამო ფარავანი ბერთა

Post by ninininuca » 15 სექ 2010, 12:08

მე და ბუნტურიკო

Image

როგორ მიყვარს ჩემი სურათები რა :lol: :lol:

Image

Image

ზემო ვარძია,დედათა მონასტერი

Image

Image

Image

მონასტერში ლამაზ ყვავილებს წავაწყდი

Image

Image

Image

Image
Image

User avatar
ninininuca
მაწანწალა
Posts: 336
Joined: 08 ივლ 2009, 08:22
თავკვეთულა, ვარძია, ზემო ვარძია, კარწახი საღამო ფარავანი ბერთა

Post by ninininuca » 15 სექ 2010, 12:11

დაბანაკება

Image

Image

ულამაზესი ხედი იშლებოდა წინ

Image

Image
Last edited by ninininuca on 15 სექ 2010, 12:20, edited 1 time in total.
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]