ლაშქრობაი საკვირველი

ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ლაშქრობაი საკვირველი

Post by Gvalva » 05 აგვ 2010, 23:55

როგორაა ჩვენი მოგზაური? მაგარი რმე ჩაუფიქრებია

პირველი რაც გამიკვირდა, დავიჯერო უცნობებთან სახლში დაძინება გაუჭირდება საქართველოში? თუ თვითონ ერიდება და ნაცნობებს ამიტომ ეძებს?

ნეტავი ზურგჩანთაზე და წინიდან შუქის ამრეკლი საშუალებები დაეწებებინა, თუ ღამე მოგზაურობს. ფეხსაცმელზეც კაი იქნებოდა. რამდენი დღე ივლის კიდევ დაახლოებით?

ის 1001 რჩევა ხომ ჩაწერილი აქვს, არ დაავიწყდეს ამდენ სიარულში, ველოდებით :)

ჩვენგან მოკითხვები გადაეცი და მხნეობა უსურვე! :)

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ლაშქრობაი საკვირველი

Post by guruli » 06 აგვ 2010, 00:28

Gvalva
როგორაა ჩვენი მოგზაური? მაგარი რმე ჩაუფიქრებია
დღეს შედარებით ცოტა იარა და უფრო კარგადაა. თან გოგირდის აბაზანები მოუხდა.
პირველი რაც გამიკვირდა, დავიჯერო უცნობებთან სახლში დაძინება გაუჭირდება საქართველოში? თუ თვითონ ერიდება და ნაცნობებს ამიტომ ეძებს?
მას ერიდება, თორემ ღამეს ვინ არ გაათევინებს. მოგვარდა უკვე ეგ პრობლემაც - იმ პატარა დასახლებაშიც უპოვეს ნაცნობი. :)
ნეტავი ზურგჩანთაზე და წინიდან შუქის ამრეკლი საშუალებები დაეწებებინა, თუ ღამე მოგზაურობს. ფეხსაცმელზეც კაი იქნებოდა. რამდენი დღე ივლის კიდევ დაახლოებით?
ღამე არ დადის. ის რიკოთზე მოუწია მხოლოდ, როცა დასახლებებამდე უნდა ჩაღწევა.
ზუსტად არ ვიცი, რამდენ დღეს ივლის, მაგრამ ხვალ ჯვარს გაცდება უკვე, ზეგ კი ჭუბერში ავა.
ის 1001 რჩევა ხომ ჩაწერილი აქვს, არ დაავიწყდეს ამდენ სიარულში, ველოდებით
ეგენი გულის ფიცარზე უწერია. :D
ჩვენგან მოკითხვები გადაეცი და მხნეობა უსურვე!
გადავცემ. :wink:

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ლაშქრობაი საკვირველი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 07 აგვ 2010, 01:05

დღეს წესით, ხაიშში უნდა იყოს.
ასეა?
როგორ არის ფეხით მოსიარულე?
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ლაშქრობაი საკვირველი

Post by guruli » 07 აგვ 2010, 01:30

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:დღეს წესით, ხაიშში უნდა იყოს.
ასეა?
როგორ არის ფეხით მოსიარულე?
კი, ხაიშშია. უფრო სწორად, მაქედან 2 კმ-ში, რარაც პატარა დასახლებაა.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ლაშქრობაი საკვირველი

Post by guruli » 08 აგვ 2010, 01:21

guruli
კი, ხაიშშია. უფრო სწორად, მაქედან 2 კმ-ში, რარაც პატარა დასახლებაა.
ჰაი ჯორჯია - აქ შეცდომაში შეგიყვანეთ ყველა - ხაიშში კი არა, ჯვართან იყო, სვანური კოშკი სადაცაა, იმ დასახლებაში.
ახლა უკვე ჭუბერშია, თავისიანებთან. წარმოიდგინეთ - ჯვარიდან ერთ დღეში ავიდა ჭუბერში. 52 კილომეტრი გაიარა დღეს! ეს ყველაზე გრძელი მარშრუტი იყო.
ჯვარიდან გასულმა სოფელ ბარჯაშში კუბდარი და ნამცხვარი მიირთვა.
ძალიან მაგარი იყოო, კარგი დასვენება გამომივიდა და ენერგიაც შემმატაო, ასე მითხრა, როცა შუადღისას ველაპარაკე. სამწუხაროდ, აქამდე ვერ მოვხვდი კომპთან, რომ დამეპოსტა.
თავიდან ქარმა დამაბრკოლა ზალიანო - ძლიერი ქარი ქროდა და სიარული დიდ ენერგიას მოითხოვდაო. სამეგრელოსკენ ცხელი ქარი ქროდაო, სვანეთის ხეობაში კი, პირიქით - ცივმა დაუბერაო. ერთ-ერთ ქუსლზე ახალი იარა გამიჩნდაო, მაგრამ ახლა მომზადებულია და ვიმკურნალეო. თუმცა ტკივილებს უკვე ყურადღებას არ ვაქცევ და მაინც მივდივარო...
ხვალაც ჭუბერში დარჩება და მერე გაუყვება გზას უშგულისკენ.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ლაშქრობაი საკვირველი

Post by guruli » 08 აგვ 2010, 19:26

ლევანი დღეს ჭუბერშია, ბიძამისის ოჯახში და ხვალაც იქ დარჩება ფეხის პრობლემების გამო. თუ საჭირო გახდება, ზეგაც, მაგრამ იმედოვნებს, რომ ამდენი არ დასჭირდება და ზეგ გაუდგება უკვე გზას. უშგულამდე დარჩა 115 კმ, ამ მანძილის გავლას კი 5 დღეში გეგმავს. მანძილი ასე დაჰყო:
1 დღე: ჭუბერი-ლახამულა
2. ლახამულა-ბეჩო
3. ბეჩო-მესტია
4. მესტია-იფარი
5. იფარი-უშგული
უშგულში დარჩენას არ აპირებს - თუ ტრანსპორტი იქნება, ეგრევე გამოვტრიალდები და ქობულეთში მინდა წასვლა 5 დღითო.
როგორც დავწერე, გუშინ ყველაზე გრძელი გზა იარა - 52 კმ-მდე, მაგრამ ისეთი სვანეთი ვნახე, იმდენად ლამაზი და განსხვავებული, ღირდა ამათო, ტკივილები არც მახსოვდაო. ხაიშში ბიძაშვილი დახვედრია მანქანით, აქედან მაინც აგიყვანთ ჭუბერშიო, მაგრამ არ ჰქნა და სამართლიანად - სადაც ამდენი, იქაც ის 9 კმ! ჭუბერში მთელი სოფელი შესასვლელში დახვედრია - ადგილობრივიც, დამსვენებელიც, ახალგაზრდაც, მოხუციც... ოლიმპიურ ჩემპიონებს რომ ხვდებოდნენ, ისე დამხვდნენო. :D ყველას უნდოდა ჩემტან ფოტოების გადაღება, მე კი სათვალესაც ვერ ვიხსნიდი, სახე ისეთ დღეში მაქვს ამდენი დღის ნასიცხარი, ნაოფლარი და დამტვერილიო...
მოპკლედ, ახლა ჭუბერში ისვენებს მართლაც საოცარ ადგილას. ეგ თბილისის ფორუმზე დებდა ბიძამისის სახლ-კარისა და ეზოს, აგრეთვე იმ ხედების ფოტოებს, რაც მაგ ეზოდან ჩანდა და ეს იყო ფანტასტიკა! უმაგრესი ხედებია ირგვლივ. თან, ეტყობა, რომ ბიძის ოჯახიც ძალიან გამრჯე ხალხია - მოქარგული ეზო-კარი აქვთ.
მაგრამ პრობლემებიც ემატება - ახლა მარცხენა ფეხის კოჭი გასიებია. არ მტკივაო, მაგრამ გასიებულიაო. ტელეფონზე ექიმებტან კონსულტაციების მერე გაირკვა, რომ ესაა ხანგრძლივი სიარულით გამოწვეული მოვლენა, რომელიც დასვენების შემთხვევაში თავისით გაივლის. არის ახალი წყლულებიც, მაგრამ ამას დასვენება უშველის. ამასთან, ჩიპიც თითქმის გადაევსო უკვე - ცოტა ადგილია დარცენილი, ძირითადად ვიდეოებს ვიღებო, მაგრამ დრეს ბიცოლამისია სამტრედიაში წამოსული და ამ პრობლემასაც მოაგვარებს. რაც მთავარია, თვითონ მხნედაა და კვლავაც შეუპოვრად მიიწევს მიზნისკენ :!: :!: :!:
ბარაქალა ამ კაცის შემართებას.

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ლაშქრობაი საკვირველი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 09 აგვ 2010, 01:38

ყოჩაღი კაცი ყოფილა.
კგდ უვლია.
1 დღე უშგულში კი უნდა დარჩეს.
უმალ გამოტრიალება რა ბედენაა.
იქ დასივენოს და ქობულეთისკენ მერეც გასწიოს.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

Iako.
მაწანწალა
Posts: 523
Joined: 07 მაი 2009, 23:06
ლაშქრობაი საკვირველი

Post by Iako. » 09 აგვ 2010, 10:40

ჩვენ სამწუხაროდ ვერ ვნახეთ, მაგრამ ლიკამ დაურეკა და სოფელში იყო

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ლაშქრობაი საკვირველი

Post by guruli » 10 აგვ 2010, 00:31

ხვალ გადის ლახამულაში და წინ ისევ 35-კილომეტრიანი გზა უდევს. კოჭის შესიება თითქმის ბოლომდე დამიცხრაო, ჩიპიც უშოვია და გახარებულია. ახალი ენერგიით აღვსილი ემზადება გზის გასაგრძელებლად. უკვე ისეა, ვერ ჩერდება ერთ ადგილზე - სულ მინდა, ვიაროო.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ლაშქრობაი საკვირველი

Post by guruli » 10 აგვ 2010, 21:28

დღეს ემა გოგოხიას და რ2-ის გადამკიდე ვერ წავიდა ლახამულაში. :D გადაღება უნდოდათ მაგათ (ახლა იქნებ კურიერში ეგ რეპორტაჟი). ლევანმა დილის 06,30-ზე დაიბარა. იმათ 07-ზე დაურეკეს, მოვდიოდით, მაგრამ გზაზე ცხენი გადმოგვიხტა და პატარა ავარია მოგვიხდა, ახლა სხვა მანქანაში გადავედით და 2 საატი დაგვჭირდება ამოსასვლელადო. ესეც დაელოდა და 9-ზე კი მივიდნენ, მაგრამ 15 საათამდე ვერ მორჩნენ გადაღებასო! ლევანი თავიდან მაინც ფიქრობდა წასვლას და მესტიიის გზამდე 8 კილომეტრი ფეხითაც გაიარა, მაგრამ 15 საათზე ისევ ჭუბერში დაბრუნება გადაწყვიტა - იმ დღეს გასასვლელი 45 კმ-დან მხოლოდ 8 ჰქონდა გათელილი. ამიტომ დაბრუნდა ჭუბერში, თუმცა იმათ აიყვანეს და გამიჭირდა მანქანაშიო. :) არადა, თბილისში სულ მანქანით დადის.
რაც მთავარია, ძალიან უხაროდა, რომ ის 8 კმ მშვენივრად ვიარე, არც დავღლილვარო. კოჭის შესიება ლამის ბოლომდე დაუცხრა და წყლულებიც მეტ-ნაკლებად მოშუშდა.
პ.ს. ახალი ამბების მორიგი გამოშვება ხვალ ამ დროს იქნება. :)

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ლაშქრობაი საკვირველი

Post by guruli » 10 აგვ 2010, 22:51

ესეც რ2-ის რეპორტაჟის ბმული. დააკვირდით, ბიძამისი - მელორ ცინდელიანი რა ლამაზ ეზოში დგას და უკან რა მთებია. თუმცა მაგ მთების და მაგ ეზო-კარის სილამაზე მანდ კიდევ არ ჩანს კარგად, მე ლევანის ფოტოებზე მინახავს და უმაგრესია!
http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rus ... 10%2021:34

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ლაშქრობაი საკვირველი

Post by Naia » 11 აგვ 2010, 12:25

guruli
მეც ვნახე ეგ რეპორტაჟი :) ვიფიქრე კარავზე დავწერ-თქო და უკვე ბმულიც დაგიდია... აღვფრთოვანდი ამ კაცით, ეგეთი რამე მგონი არავის არ გაუკეთებია. იქიდანაც ფეხით აპირებს დაბრუნებას?

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ლაშქრობაი საკვირველი

Post by guruli » 11 აგვ 2010, 17:35

Naia
აღვფრთოვანდი ამ კაცით, ეგეთი რამე მგონი არავის არ გაუკეთებია. იქიდანაც ფეხით აპირებს დაბრუნებას?
იქიდან ფეხით - არა, ტრანსპორტს გამოჰყვება (თავიდანვე ასე ჰქონდა ჩაფიქრებული), მაგრამ აღფრთოვანება ახლა ნახე - დღეს ლახამულაში უნდა დარჩენილიყო, რომელიც ჭუბერიდან 45 კმ-შია, და ხვალ წასულიყო ბეჩოში, მაგრამ რადგან გუშინდელი დღე მაგ რეპორტაჟის გადაღების გამო გაუცდა, ეს მანძილი დღეს აანაზღაურა - კარგა ხანია, ლახამულა უკან მოიტოვა და დღესვე მიდის ბეჩოში. ერთი საათის წინ ველაპარაკე და ეცერის აღმართებს მიუყვებოდა. ბეჩოში ჩასულს - მაზერში რჩება ღამე, 58 კმ-ზე ცოტა მეტი გამოუვა გავლილი!!! მოდი და ნუ გაიკვირვებ ამ კაცის შესაძლებლობებს. ეს დღე ყველაზე უგრძესია ამ გასვლაში. სირთულის თვალსაზრისით ყველაზე ძნელი პირველი სამი დღე იყო ტკვივილების გამოო, როცა ხაშურამდე ჩავიდა, მაგრამ ეს ყველაზე გრძელი მარშრუტია.
მოკლედ, ხვალ მესტიაში ჩავა - ეს პატარა მონაკვეთია, ზეგ იფარში ავა და მასზეგ - უშგულში, ლამარის ეკლესიის ეზოშიც შეაბიჯებს.
კოჭი დამიცხრაო, მაგრამ ტკივილმა ახლა ტერფზე გადაიბნაცვლა, რაც ისევ ფეხის გადაღლილობითაა გამოწვეული. მთლიანობაში, გადაღლილი ფეხები სტკივა, მაგრამ ძველი ნაჭყლულევები - თითქმის აღარ. ახლა რაც აწუხებს, დაჭიმული კუნთების ბრალია. ამიტომ გზაში ხშირ-ხშირად ისვენებს, მაგრამ ხვალ მოკლე მანძილი აქვს გასავლელი...
ეტყობა, იმ რეპორტაჟმა იმოქმედა - გზაში ტრანსპორტიდან სვანურად მამხნევებენ, საყიდლებზე კი სადაც მივდივარ, ყველას უნდა, მაჩუქოს, მაგრამ უფულოდ არ მომაქვსო.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ლაშქრობაი საკვირველი

Post by guruli » 11 აგვ 2010, 23:02

ვსო - 58-კილომეტრიანი მარშრუტი დაძლეულია, ჩავიდა უკვე ბეჩოში და როგორც თვითონ დაუმესიჯა ჩვენთვის ნაცნობ ეკა ონიანს, უშბას ეხუტება. :)

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ლაშქრობაი საკვირველი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 12 აგვ 2010, 05:13

guruli
შენ მიერ დადებული ბმული ვნახე.
კგ რეპორტაჟია.
მიუხედავად მცირე უზუსტობებისა.
მოგზაური მხნედ გამოიყურება.
იმედია, 1 კგ საგაზეთო რეპორტაჟს შენც გააკეთებ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]