მ ზ ი ს მ ა დ ე ვ ა რ ი

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

User avatar
masai11
ფანტომასის სიძე
Posts: 664
Joined: 12 იან 2007, 21:39
Location: შენს გვერდით
მ ზ ი ს მ ა დ ე ვ ა რ ი

Post by masai11 » 13 მაი 2010, 15:48

Image
მზე ალბათ მაინც ზღვიდან იბადება და ზღვაშივე ჩაესვენება. ასე უფრო სწორია ჩემს არქეტიპულ წარმოდგენებში :)

ბევრი ლამაზი განთიადი და მშვენიერი დაისი უნახავთ კარველბს, მაგრამ ზღვის ლურჯობიდან მზის დიდებული ამობრწყინება ალბათ :roll: ხო, ალბათ ბევრს არ ექნება ნანახი .... გასაგები მიზეზების გამო.

ამ "იდეა-თემის" ერთი-ერთი მიზანიც სწორედ ეგ არის, რომ ზღვიდან ამომავალი მზე, განთიადის მზის ბილიკი ვნახოთ და მერე იმავე მზეს ისევ ზღვაში (ოღონდ უკვე სხვა ზღვაში ) ჩამავალს დავუხვდეთ მნახველად.

ორ ზღვას შუა, კასპიიდან შავი ზღვის ნაპირებამდე, ერთი , ყველაზე ხანგრძლივი დღის მანძილზე - მზის ამოსვლა (ალბათ ბაქოში), მისი ზენიტი (ალბათ თბილიში) და დაისი (სასურველია გონიოში) და ეს ყველაფერი რათქმაუნდა ფოტოებში :roll:

არის ამ ყველაფერში, ჩემი აზრით, რაღაც არაჩვეულებრივიც, აზარტულიც და საბოლოო ჯამში დადებითიც.
კარგი იქნებოდა როდესმე მაინც თუ მოხერხდება ასეთი რამ. რომელიმე წლის 21 ივნისს
ბაქოდან გონიომდე კი სადღაც 990 კილომეტრია. არც ისე უსაშველო მანძილი
:wink:
Last edited by masai11 on 20 ოქტ 2018, 11:27, edited 3 times in total.

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
მ ზ ი ს მ ა დ ე ვ ა რ ი

Post by Mta Mkvarebia » 13 მაი 2010, 16:16

masai11
მე ვარ ერთერთი იმ ბედნიერთაგანი ვინც ერთ დღეში ზღვიდან მზის ამოსვლაც ნახა და ჩასვლაც :wink: ოღონდ ერთი და იმავე (შავი) ზღვიდან, კაპადოკიაში რომ ვიყავით კარველები მაშინ. მზის ამოსვლა თურქეთში ვნახეთ, ჩასვლა კი აჭარაში. ძალიან უჩვეულო განცდა გვქონდა :D .
მართლა კარგი იდეაა :) .
Image

User avatar
ნიმფა
იეტი
Posts: 1352
Joined: 12 ოქტ 2007, 15:23
Location: სამშობლო
Contact:
მ ზ ი ს მ ა დ ე ვ ა რ ი

Post by ნიმფა » 13 მაი 2010, 18:24

Mta Mkvarebia wrote:masai11
მე ვარ ერთერთი იმ ბედნიერთაგანი ვინც ერთ დღეში ზღვიდან მზის ამოსვლაც ნახა და ჩასვლაც :wink: ოღონდ ერთი და იმავე (შავი) ზღვიდან, კაპადოკიაში რომ ვიყავით კარველები მაშინ. მზის ამოსვლა თურქეთში ვნახეთ, ჩასვლა კი აჭარაში. ძალიან უჩვეულო განცდა გვქონდა :D .
მართლა კარგი იდეაა :) .
ეგრე იყო ნამდვილად :))

მახსოვს, გოგას ვეკამათებოდი, მზე შავი ზღვიდან არამც და არამც არ ამოვა-მეთქი:))))

User avatar
burdiani
მაწანწალა
Posts: 767
Joined: 29 ივნ 2009, 14:46
Location: სულ გზაში
მ ზ ი ს მ ა დ ე ვ ა რ ი

Post by burdiani » 13 მაი 2010, 19:33

მზის ამოსვლა
ირანი, გილანი _ 1 მარტი, 2009 წელი, დაახლოებით დილის 7 საათი :)

Image

Image

მზის ჩასვლა
თურქეთი, ხოფა _ 21 მარტი, 2010 წელი, დაახლოებით საღამოს 20 საათი

Image

Image
საქართველოსთვის!

User avatar
Monadire
იეტი
Posts: 1097
Joined: 04 დეკ 2007, 11:07
Location: ალპური ზონა
მ ზ ი ს მ ა დ ე ვ ა რ ი

Post by Monadire » 14 მაი 2010, 01:59

რომელიმე წლის 22 ივლისს
მშვენიერი იდეაზრია.
მაინც და მაინც 22 ივლისი რატომ?
21 ივნისი ჰომ არ სჯობს? თან ამ დღეს ყველაზე ხანგრძლივია დღე. :roll:
აუ ნეტა აქამდე სად ვიყავი?

User avatar
masai11
ფანტომასის სიძე
Posts: 664
Joined: 12 იან 2007, 21:39
Location: შენს გვერდით
მ ზ ი ს მ ა დ ე ვ ა რ ი

Post by masai11 » 14 მაი 2010, 09:01

Mta Mkvarebia wrote:masai11
მე ვარ ერთერთი იმ ბედნიერთაგანი ვინც ერთ დღეში ზღვიდან მზის ამოსვლაც ნახა და ჩასვლაც :wink: ოღონდ ერთი და იმავე (შავი) ზღვიდან, კაპადოკიაში რომ ვიყავით კარველები მაშინ. მზის ამოსვლა თურქეთში ვნახეთ, ჩასვლა კი აჭარაში. ძალიან უჩვეულო განცდა გვქონდა :D .
მართლა კარგი იდეაა :) .
ოოო , მართლაც კარგი რამ გიხილავთ :roll: მალЯადეც :)
დარწმუნებული ვარ, რომ პირადად შენ მაინც მთებში ნანახი განთიადი გხიბლავს, მაგრამ არც ზღვის მოტრფენი იქნებიან ცოტანი, იმედია.
თანაც თქვენს, უნებლიე მზის მადევარობას 2 "მნიშვნელოვანი" ხარვეზი ჰქონდა:
1. თქვენ მზის საწინააღმდეგოდ მოძრაობდით;
2. ერთი და იგივე ზღვის ნაპირებთან აკვირდებოდით ამ მოძრაოპბას

ასე რომ, იმედია ინტერესისათვის ინტრიგა მაინც დარჩა ;)
Last edited by masai11 on 21 ოქტ 2018, 15:34, edited 1 time in total.

User avatar
masai11
ფანტომასის სიძე
Posts: 664
Joined: 12 იან 2007, 21:39
Location: შენს გვერდით
მ ზ ი ს მ ა დ ე ვ ა რ ი

Post by masai11 » 14 მაი 2010, 09:02

Monadire wrote:
რომელიმე წლის 22 ივლისს
მშვენიერი იდეაზრია.
მაინც და მაინც 22 ივლისი რატომ?
21 ივნისი ჰომ არ სჯობს? თან ამ დღეს ყველაზე ხანგრძლივია დღე. :roll:
კი მართალია, მე შემეშალა და ჩავასწორე.
სწორედ 21 ივნისს :)

QEBURIUS
მასონი
Posts: 1064
Joined: 03 დეკ 2008, 16:38
Location: Planet Earth
მ ზ ი ს მ ა დ ე ვ ა რ ი

Post by QEBURIUS » 14 მაი 2010, 18:40

ეგ მზე იქნება, ერთ მშვენიერ დღეს რამოდენიმეჯერ რომ გაიზრდება მოცულობაში და ჩვენს მშობლიურ პლანეტას, ყველა მის ბინადართან ერთად საყვარლად მოხრუკავს :twisted:

პ.ს. შეგიძლიათ მშვიდად იყოთ. ეს მშვენიერი პერსპექტივა 4-5 მილიარდი წლის შემდეგ იქნება. მანამდე ადამიანიც კაი ხნის გამქრალი იქნება :wink:
მადლობა ღმერთს, რომ ღმეთი არ არსებობს

User avatar
meleksa
იეტი
Posts: 2161
Joined: 14 ივლ 2009, 21:16
Location: წინაპართა ნაკვალევი..
მ ზ ი ს მ ა დ ე ვ ა რ ი

Post by meleksa » 16 მაი 2010, 21:25

masai11
იდეა მშვენიერია ნამდვილად :)
QEBURIUS
კაცი ოპტიმისტი :lol:

User avatar
Toma
იეტი
Posts: 2655
Joined: 27 ივლ 2005, 21:50
Location: Tbilisi
მ ზ ი ს მ ა დ ე ვ ა რ ი

Post by Toma » 16 მაი 2010, 21:55

ფრიდონ გენაცვალე მაგ ლამაზი იდეების გენერატორში :D

მეც მანდ მიგულეთ

ოღონდ ვერ ვხვდები როგორ იქნება, ბაქოში ჩავალთ მატარებლით, შევხვდებით განთიადს და მერე იქიდან წამოვალთ რა ტრანსპორტით????? რომ გონიოში ჩამოუსწროთ მზეს. ბაქოში ვიქირავებთ მინიბუსს???? თუ თბილისიდანაც მინიბუსით ჩავალთ ბაქოში მზესთან პაემანზე???? აუუუუ უკვე ძალიან მინდა. მზესთან პაემანი, მერე მთელი დღე მზესთან ერთად და ბოლოს ძილისპირული მზესთან (უმასგრეს). :roll:
ცხოვრება მშვენიერია :D

User avatar
masai11
ფანტომასის სიძე
Posts: 664
Joined: 12 იან 2007, 21:39
Location: შენს გვერდით
მ ზ ი ს მ ა დ ე ვ ა რ ი

Post by masai11 » 17 მაი 2010, 09:50

QEBURIUS wrote:ეგ მზე იქნება, ერთ მშვენიერ დღეს რამოდენიმეჯერ რომ გაიზრდება მოცულობაში და ჩვენს მშობლიურ პლანეტას, ყველა მის ბინადართან ერთად საყვარლად მოხრუკავს :twisted:

პ.ს. შეგიძლიათ მშვიდად იყოთ. ეს მშვენიერი პერსპექტივა 4-5 მილიარდი წლის შემდეგ იქნება. მანამდე ადამიანიც კაი ხნის გამქრალი იქნება :wink:
ანუ მანამდე არაფერი გეტკინოთო რომ ვითხრათ კარველებს დალოცვა გამოგვივა ...ფაქტიურად :roll:
ისე 4 მლრდ რავიციდა 2012 -შიც, მზის მიზეზით ელოდება ზოგერთი კატასტროფებს დედამიწაზე, ასე რომ მოვასწროთ სანამ დროა :lol:

User avatar
masai11
ფანტომასის სიძე
Posts: 664
Joined: 12 იან 2007, 21:39
Location: შენს გვერდით
მ ზ ი ს მ ა დ ე ვ ა რ ი

Post by masai11 » 17 მაი 2010, 10:25

Toma wrote:ფრიდონ გენაცვალე მაგ ლამაზი იდეების გენერატორში :D

მეც მანდ მიგულეთ

ოღონდ ვერ ვხვდები როგორ იქნება, ბაქოში ჩავალთ მატარებლით, შევხვდებით განთიადს და მერე იქიდან წამოვალთ რა ტრანსპორტით????? რომ გონიოში ჩამოუსწროთ მზეს. ბაქოში ვიქირავებთ მინიბუსს???? თუ თბილისიდანაც მინიბუსით ჩავალთ ბაქოში მზესთან პაემანზე???? აუუუუ უკვე ძალიან მინდა. მზესთან პაემანი, მერე მთელი დღე მზესთან ერთად და ბოლოს ძილისპირული მზესთან (უმასგრეს). :roll:
მე ასე წარმომედგინა- ექსპედიცია ჯიპებით, შეიძლება ოფ-როუდერებთან ერთად,
ხალხი ჩადის წინად ღით ბაქოში გათიადს ხვდება იქ და მოუყვება გზას დასავლეთისაკენ. საშუალოდ 90 კმ/სთ სავსსებით საკმარისი სიჩქარეა იმისათვის, რომ უკვე გონოში (ან სხვა უკეთეს ადგილზე) ჯგუფი დროულად ჩავიდეს და ზღვაზე დაისი ნახოს/დააფიქსიროს.

მაგრამ მეორე, ა.ვ. "ეკონომ-პლანიც" სავსებით შესაძლებელია.
ანუ როცა ჯგუფი წინა დღით მატარებლით ჩავა ბაქოში, მოისეირნებს, მოისვენებს, მიკრო ავტობუსს შეუთანმდებ თბილისამდე მგზავრობის თაობაზე.
ჰოდა ასე, მეორე დილით, განთიადის შემდეგ, ამ დაჯავშნილი მინიბუსით, ესქსპრესად თბილისამდე (ალბათ სადღაც 7 სთ) და მერ უკვე თბილისიდან, ისევ წინასწარ გახაზირებული სხვა მინიბუსით გონომდე.
”ეკონომ-პლანში” დროის ბიუჯეტი უფრო შეზღუდულია მაგრამ .... მოგზაურობის საწყისიც, თვად პროცესიც და საბოლოო მიზანი იმედია სრულად აანაზღაურებს ყველა შესაძლო უხერხულობას და დროებით დისკომფორტებს.


თუმცა
მე პირადა პირველი, ჯიპ-ტურ ვარიანტი უფრო უკეთესი მგონია და არა კომფორტის გამო, არა აქ სხვა რეზოანებია.
1. კარგი და სერიოზული ხალხია ოფროუდერებ და მათთან ერთად მეტი შანსია რომ სერიოზული, ექსპედიციური სახე მიეცემა ამ ღონისძიებას;
2. უფრო რეალური ხდება ”მზის მადევარობის” ტრადიციად ქცევა თავისი ლოგო-სლოგანებით და შემდგომი ”პაბლიკ რილეიშნებით.... ”ზის მადევარი”2011; 2012 და ა.შ. :wink:
3. დაზოგილი დრო.

მოკლედ ვნახოთ, როდის და როგრო მოხერხდება ეს ყველაფერი :roll:
Last edited by masai11 on 21 ოქტ 2018, 16:20, edited 1 time in total.

QEBURIUS
მასონი
Posts: 1064
Joined: 03 დეკ 2008, 16:38
Location: Planet Earth
მ ზ ი ს მ ა დ ე ვ ა რ ი

Post by QEBURIUS » 17 მაი 2010, 11:19

2012 დიდი არაფერი. მზის აქტიურობის ციკლი ზენიტში ადის(ანუ მზიდან ლავების ამოფრქვევის ინტენსივობა იზრდევა, შავი ლაქების მოცულობა ზედაპირზე მცირდება და ამოსროლილი ლავა კოსმოსში მაგნიტურ ქარიშხალს იწვევს). ეგ ყოველ 12 წელიწადში ხდევა. მზე 14 მილიარდი წელია არსებობს, დედამიწა ასე 5. ჰოდა გამოთვალე აქამდე რამდენჯერ მომხდარა. ასე რომ განაგრძეთ მშვიდად ცხოვრება..

პ.ს. სხვათაშორის ასეთი აქტიურობები განსაკუთრებით მოქმედებს წნევიანებზე და მაღალი მგრძნობიარე ტვინის ადამიანებზე. ასეთ პერიოდში ამ ადამიანებში ხშირია ისეთი სიზმრები, რომ ეშმაკები, ღმერთები, წმინდანები და.ა. შ. ელანდებათ....
მადლობა ღმერთს, რომ ღმეთი არ არსებობს

User avatar
masai11
ფანტომასის სიძე
Posts: 664
Joined: 12 იან 2007, 21:39
Location: შენს გვერდით
მ ზ ი ს მ ა დ ე ვ ა რ ი

Post by masai11 » 18 მაი 2010, 19:09

QEBURIUS wrote: პ.ს. სხვათაშორის ასეთი აქტიურობები განსაკუთრებით მოქმედებს წნევიანებზე და მაღალი მგრძნობიარე ტვინის ადამიანებზე. ასეთ პერიოდში ამ ადამიანებში ხშირია ისეთი სიზმრები, რომ ეშმაკები, ღმერთები, წმინდანები და.ა. შ. ელანდებათ....
მოკლედ, მხლოდ მუტუკებისთვისაა სასიკეთო პერიოდი :lol:
ჰე რას იზამ ახლა თქვი, წამოხვალ თუ შთამბეჭდავი სიზმრებით შექცევ თავს :lol:

QEBURIUS
მასონი
Posts: 1064
Joined: 03 დეკ 2008, 16:38
Location: Planet Earth
მ ზ ი ს მ ა დ ე ვ ა რ ი

Post by QEBURIUS » 18 მაი 2010, 19:45

masai11

99% ალბათობით კი! ალბათ დონიც წამოვა

მიხედე ორგანიზირებას :wink:
მადლობა ღმერთს, რომ ღმეთი არ არსებობს

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]