diklo9
Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia
- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
diklo9
საშინელი ამბავი შემატყობინა წივწივამ. ჩვენი თანაფორუმელი diklo9 დაიღუპა. მოტოციკლეტით ყოფილა და ავარია მოუვიდა
იმ კარველებს, ვინც ამ ახალ წელს აბასთუმანში შეხვდა, კარგად ემახსოვრება დიკლო, რომელიც წივწივასთან და ნინი 85-თან ერთად მოულოდნელად დაგვადგა თავს, ხელით დამზადებული სურპრიზი საჩუქრებით და ფეიერვერკებით მეორე დღესაც გვესტუმრნენ, მაშინ თავზე ზანზალაკებიანი ფერადი ქუდი ეხურა, მახსოვს გოგოებმა წავართვით და კარგა ხანს ვიპოზიორეთ მისი ქუდით
მერე ჩურჩხელობა 2009-ზე ვნახეთ, "შემოიხედე გენაცვალეში" რომ შემოიხედა ისევ ნინისთან ერთად
სხვა კარველები ალბათ ლაშრობებშიც ხშირად ყოფილან მასთან ერთად. ყველა დამეთანხმება რომ ძალიან თბილი და დადებითი ადამიანი იყო . შოკში ვარ ამ ამბის გაგების შემდეგ . მაგრამ გაცილებით ძნელი გადასატანი იქნება ეს ამბავი მისი ახლო მეგობრებისთვის და რა თქმა უნდა მისი ოჯახის წევრებისთვის .
დაკრძალვის დღე ჯერჯერობით არაა ცნობილი.
სამძიმარი კი ხვალ გაიმართება ძეგვში (არმაზში).
ვიკრიბებით ხვალ 15:30-დან 16:00 სთ-მდე სამთო ქიმიასთან და ავალთ ძეგვში.
კიდევ ერთხელ გადავავლებ თვალს ლაშქრობების თემებს, მოვძებნი დიკლოს ფოტოებს და გადმოვიტან ამ თემაში.

Last edited by Mta Mkvarebia on 29 აპრ 2010, 17:39, edited 1 time in total.
- tamuna_gudarexi
- იეტი
- Posts: 2290
- Joined: 15 ივნ 2005, 15:28
- Location: არსად...
diklo9
სიტყვები უძლურია!
ეს ლაგოდეხის გასვლიდანაა - მაშინ ვიფიქრე, არ დავდებ თემაში, ბუნდოვანია და არ გამოვიდა-მეთქი... დღეს კი ყველა კადრი და ყველა მოგონება, სადაც დიკლო გაიელვებს, ისეთი ძვირფასია...
ესეც ლაგოდეხიდანაა
ეს ლაგოდეხის გასვლიდანაა - მაშინ ვიფიქრე, არ დავდებ თემაში, ბუნდოვანია და არ გამოვიდა-მეთქი... დღეს კი ყველა კადრი და ყველა მოგონება, სადაც დიკლო გაიელვებს, ისეთი ძვირფასია...
ესეც ლაგოდეხიდანაა
Last edited by tamuna_gudarexi on 02 აპრ 2010, 22:28, edited 1 time in total.
diklo9
ძალიან სამწუხარო რამ მომხდარა ამ დღეს,ვერცერთი სიტყვა და ნ აწერი ვერ შეუმსუბუქებს მშობლებს და ახლობლებს ტკივლის
ზუსტად არ ვიცი საიდან და სად ვნახე, მაგრამ ეს სიტყვები მინდა მივუძღვნა ჩვენს თანაკარაველს და კარგ ადამიანს რომელსაც არ ვიცნობდი
არავინ იტყვის, რომ კაცურად არ გიცხოვრია,
არ ყოფილიყავ მოყვასისათვის სიკეთის მდომი,
კაცურ-კაცობამ მიგაცილა ბოლო სუნთქვამდე,
თვით სიკვდილსაც კი გამოუცხადე სასტიკი ომი.
ვინა თქვა შენი დამარცხება, თავად დანებდი,
ვით უშიშარი მეომარი კაცი რაინდი,
კარგი ქართველი და ვაჟკაცი, მშვიდად იძინე
ყველა ჩვენთაგანს შეგვეცვლება ერთდროს ამინდი.
თუმცა ეს რა ვთქვი, როგორ იქნები მშვიდად და წყნარად,
როცა ბოლომდე ვერ მიაღწიე სანუკვარ მიზანს,
სად არის შენი წინაპართა ძვალთ-შესალაგი
და ცრემლიანი სამურზაყანოს ძირძველი მიწა.
ნეტავ რა ზნე სჭირს სიკვდილსა,
ვერ მიჰხვდა ჩემი გონება!
შიგ ამოარჩევს ვაჟკაცსა,
რომელიც მოეწონება!
Last edited by Hereti on 02 აპრ 2010, 22:55, edited 1 time in total.
- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
diklo9
აი მისი ერთერთი ლაშქრობის თემა ვიპოვე.
მახსოვს საინტერესო რეპორტაჟი ჰქონდა გაკეთებული საინტერესო ფოტოებით
ლაგოდეხის ნკრძლ-შრომისხევის ჩნჩქრით, ვარდისუბანი (სიღნაღიც)
თამუნა გუდარეხს დაუდევს უკვე რამდენიმე ფოტო ამ ლაშქრობიდან ...
მახსოვს საინტერესო რეპორტაჟი ჰქონდა გაკეთებული საინტერესო ფოტოებით
ლაგოდეხის ნკრძლ-შრომისხევის ჩნჩქრით, ვარდისუბანი (სიღნაღიც)
თამუნა გუდარეხს დაუდევს უკვე რამდენიმე ფოტო ამ ლაშქრობიდან ...
diklo9
ვაიმე
.........................
.........................
diklo9
მიუხედავად იმისა რომ არ ვიცნობდი, ძალიან განვიცდი და ვწუხვარ ამ საშინელ და ტრაგიკულ ამბავს...
ვიზიარებ მისი ოჯახის, მისი მეგობრების და ყველა კარაველის მწუხარებას:(
ნათელში ამყოფოს ღმერთმა მისი სული !
ვიზიარებ მისი ოჯახის, მისი მეგობრების და ყველა კარაველის მწუხარებას:(
ნათელში ამყოფოს ღმერთმა მისი სული !
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"