"ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" (8-9-10-11 აპრილი)

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
ika-bebo
ბოდიალა
Posts: 126
Joined: 18 აგვ 2009, 01:03
Location: *ტაო-კლარჯეთი*
"ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" (8-9-10-11 აპრილი)

Post by ika-bebo » 07 მარ 2010, 21:38

პირველ რიგში მოგესალმებით ზოგი უკვე მიცნობთ ზოგი კი ჯერ არ გამიცნია.... მარა ეს დიდ პრობელმას არ შექმნის იმედს ვიტოვებ....
რამოდენიმე კარაველის სურვილიდან გამომდინარე შევადგინე სპციალური გეგმა "ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" აპირლში 8-9-10-11
ეს რიცხვები შეირჩა რამოდენიმე მიზეზის გამო:
1. ყველაზე მნიშვნელოვანი ის რომ 9 აპრილი დასვენების დღეა ხოლო 10 და 11 შაბათ-კვირა, ამიტომაც სამსახურიდან თავის დაღწევა ერთი დღით ადვილია, მხოლოდ 8 აპრილის შვებულებაა საჭირო, რაც ადვილად მისაღწევია. (გამონაკლისი სამუშაოების გარდა).
2. 5 აპრილს ორშაბათს "მადლმოსილი ცეცხლი" უკვე თბილისში იქნება ჩვენ ამ ცეცხლს ტაო-კლარჯეთში ჩავიტანთ და მიტოვებულ ეკლესიებში მოვატარებთ (იგეგმება ასევე მამოს წამოყვანა, როგორც ხანძთელობას ოქტომბერში)
3. და ა.შ.

ფოტოები გამოყენებულია ჩემს მიერ მოწყობილი 2009 წლის ტურებიდან.

ეს ტური შევეცდები აგიღწეროთ ვირტუალურადაც

ტურის ფასია 200$ (350 ლარი)

ასევე მხოლოდ იმ კარაველებს ვისაც აქვს სურვილი მაგრამ საკმარისი საშუალება არა, ეს ტური TBC ბანკის ერთ წლიანი განვადებით თვეში 36,16 ლარად.

ფასში შედის:
კომფორტული მგზავრობა;
მეგზურის მომსახურება;
სასტუმრო ორჯერადი კვებით;
სამოგზაურო დაზღვევა; (ალდაგი ბი-სი-აი)
ადგილობრივი მოსაკრებელი; (ტრაპიზონში (აია სოფია; სუმელა....))

ამ ტურის მოკლე გეგმა:

1 დღე
გასვლა დილის 6 საათზე
საზღვრის გადაკვეთა 10:00
ქაჯთა ციხე (შაითან კალე) & პიკნიკი 12:00
ბანა
იშხანი

იუსუფელში გასეირნება
სასტუმრო "აგარა" & ვახშამი

2 დღე
საუზმე 9:00
პარხალი
ოთხთა
ხახული
ოშკი
ჩანჩქერი

სურვილის შემთხვევაში იუსუფლში გაჩერება
სასტუმრო & ვახშამი

3 დღე
დილით ბარგის ჩალაგება & საუზმე 9:00
არტანუჯი
ჯოჯოხეთის კანიონი
ტბეთი
ხაძთა
ოპიზა
დოლისყანა

ართვინი "კარაჰანი" & ვახშამი

4 დღე
საუზმე 9:00
უზუნგულის ტბა
სანტა ჰარაბელერი
სუმელა
აია სოფია

ტრაბზონის ცნობილი სავაჭრო ცენტრი "Forum Trabzon"
ქემელ-ფაშა
სარფი
ბათუმში აჭარული ხაჭაპურები

ეხლა კი ვირტუალური.

1 დღე
თბილისიდან გავალთ 6 საათზე.
დაახლოებით 10 საათზე ვალეს საბაჟოს გადაკვეთა.
Image
12 საათზე ქაჯთა ციხე იგივე შაითან კალე.
Image
იქვე პიკნიკი და გეზის აღება ბანასკენ....

გზა.... გზა სოფლებს შორის.... გზა.....
Image
კლდეებს შორის რამოდენიმე კილომეტრი
Image
და რამოდენიმე საათის შემდეგ როგორც იქნება გზიდან გამოჩნდება ბანა, რომლის დანახვაზე არა მარტო ქართველს ვისაც ნანახი აქვს თუ როგორი იყო ცრემლი მოადგება და ქართველს კი გულზე დააწვება თუ რა დავკარგეთ და რა გადავეცით თურქებს......
Image
ბანა ახლოდან
Image
ბანა შიგნიდან
Image
შემდგომ გეზს ავიღებთ იშხნისკენ რომელიც იქვე მდებარეობს.
იშხნის გზა რომელსაც ავივლით
Image
იშხნის უდაბნო
Image
იშხანი
Image

Image
იშხნის პირველი წარწერა
Image
იშხნის მეორე წარწერა
Image
იშხნის მესამე წარწერა
Image
შემდგომ გამომგზავრება ქალაქ იუსუფელში, გასეირნება და პატარა შოპინგი დოლარების თურქულ ლირაზე გადაცვლა.
Image
Image
Image
Image
ყველაფრის დასრულების შემდეგ გავემართებით პარხალის ხეობაში სადაც ჩვენი სასტუმრო მდებარეობს "აგარა აპართ"
Image
ვახშამი
Image
და სურვილის შემთხვევაში ოთახში დასვენება ან საკალმახეებისა და იქაურობის დათვალიერება.
Image
და ესე ტკბილად დამთავრდა ჩვენი პირველი დღე ვიძინებთ და ვთანხმდებით დილით 9 საათზე, რომ ყველა მზად იყოს საუზმისთვის.


2 დღე
დილით 9 საათზე საუზმე და გავემართებით პარხლისკენ.
Image
რადგანაც სასტუმრო პარხალის ხეობაში მდებარეობს პარხალში მალევე მივალთ.
Image
Image
Image
შემდგომ გეზს ავიღებთ ოთხთასკენ გზათ ვნახავთ კავკასიძეების ციხეს
Image
ოთხთა
Image
Image
Image
ოთხთის შემდგომ ჩვენი გზა ხახულისკენ გაგრძელდება
ხახული
Image
Image
Image
Image
Image

ხახულიდან ოშკში
ოშკი
Image
Image
Image
Image
Image
Image
ოშკიდან თორთუმის ჩანჩქერში შევივლით
Image
Image
Image
Image
ამითი დასრულდება ჩვენი 2 დღე, ჩვენთვის ნაცნობ იუსუფელში სურვილის შემთხვევაში შევჩერდებით და სასტუმროში დავბრუნდებით
დაბრუნების შემდგომ ვახშამი და 2 დღის შეჯამება.

3 დღე

დილით ბარგის ჩალაგება, 9 სთ-ზე საუზმე და კლარჯეთისკენ გამომგზავრება
როგორც ჩვენთვის ცნობილია კაშხლის მშენებლობის გამო ართვინის გზა ორ-ორი საათით იკეტება და 30 წუთით იღება, ამიტომაც მეტი კომუნიკაბელურობა გვამრთებს ამ დღეს.
პირველი რასაც ვნახავთ ეს არის არტანუჯი
არტანუჯისკენ მიმავალი გზა
Image
ქალაქი არტანუჯი
Image
არტანუჯზე ასასვლელი გზა
Image
არტანუჯი
Image
პეტრე-პავლეს ეკელსიის ნანგრევები
Image
არტანუჯის გალავანი
Image
არტანუჯელი კალია
Image
ჩვენი გზა შემდგომ "ჯოჯოხეთის კანიონში" მიდის
Image
Image
აქედან ტბეთში
ტბეთი სოფელი ჯევიზლი
Image
Image
Image
Image
ტბეთიდან დიდებულ ხანძთაში
Image
ხანძთის წყარო
Image
ხანძთის სამრეკლო
Image
2009 ხანძთელობას მოწყობილი მოლოცვა, მამაომ პარაკლისი გადაიხადა.......
Image
Image
ხანძთიდან მეზობელ ოპიზას ვესტუმრებით
Image
Image
Image
ოპიზიდან ართვინისკენ გავემართებით და მოსწრების შემთხვევაში დოლისყანასაც მოვილოცავთ. (თუ არ დაგვაღამდა)
დოლისყანა
Image
Image
Image
ჩვენი მესამე დღის გეგმაც დამთავრდა ართვინისკენ სასტუმრო "კარაჰან"-ში მივემართებით
სასტუმრო "კარაჰანი"
Image
Image
ყველას გასაღებებიი დაგირიგდებათ და 1 საათში სავაღშმოდ შევიკრიბებით
Image
ესეც ჩვენი მოგზაურობა ტაო-კლარჯეთში ამით დასრულდა ხვალ გავემგზავრებით დილიდანვე ტრაპიზონში

4 დღე
დილით 9 საათზე საუზმე და მივემართებით ტრაბზონისკენ.
ჩავდივართ ქალაქ რიზეში და არმისული ტრაბზონამდე გადავუხვევთ სანტა ჰარაბელერის სამონასტრო კომპლექსისკენ
გზად გავივლით და შევჩერდებით უზუნგულის ტბასთან
Image
და მივალთ სანტა ჰარაბელერში
Image
Image
Image
Image
აქედან ვეწვევით სუმელას
Image
Image
Image
Image
Image
სუმელადან აია სოფიაში
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
აქედან კი ექსკურსიით კმაყოფილები გავემართებით ტრაბზონის ცნობილ სავაჭრო ცენტრში "Forum Trabzon"
Image
Image
Image
შემდგომ სარფის სასაზღვრო გამშვები პუნკტი
Image
და ბოლოს ბათუმში აჭარული ხაჭაპურები
Image

ნასიამოვნები გამოვემგზავრებით თბილისში.
პატივისცემით
მუდამ თქვენი
იკა-ბებო

ველი თქვენს რჩევებსა და შენიშვნებს
Last edited by ika-bebo on 08 მარ 2010, 17:53, edited 8 times in total.
ტაო-კლარჯეთჲ უსაზღვრო ტკივილი და სიამაყე!

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
"ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" (8-9-10-11 აპრილი)

Post by guruli » 07 მარ 2010, 22:07

ika-bebo - სამწუხაროდ, ვერანაირად ვერ შემოგიერთდებით და მხოლოდ გზას დაგილოცავთ.
მეორე დღეს იმდენი რაღაცის ნახვას მოასწრებთ? :roll: :roll: :roll:
პარხალია ცოტა შორს და სხვებისგან განში, თორემ დანარჩენები კიდევ - ჰო... თუმცა ოთხთაც გზიდანაა შესახვევი. :roll:

ika-bebo
ბოდიალა
Posts: 126
Joined: 18 აგვ 2009, 01:03
Location: *ტაო-კლარჯეთი*
"ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" (8-9-10-11 აპრილი)

Post by ika-bebo » 07 მარ 2010, 22:23

guruli
პარხლის მოსასწრებად სასტუმრო "აგარა" გამიზნულად შეირჩა ის მდებარეობს პარხლის ხეობაში დილიდან საუზმის შემდგომ მას ვეწვევით, იქიდან ოთხთასკენ გავემართებით. უბრალოდ შეიძლება მეორე დღეს ქალაქში გასეირნება ვერ მოხერხდეს და მოგნი ეს დიდ პრობელმას არ წარმოადგენს. :)
ტაო-კლარჯეთჲ უსაზღვრო ტკივილი და სიამაყე!

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
"ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" (8-9-10-11 აპრილი)

Post by guruli » 07 მარ 2010, 22:30

ika-bebo
guruli
პარხლის მოსასწრებად სასტუმრო "აგარა" გამიზნულად შეირჩა ის მდებარეობს პარხლის ხეობაში
ეგ სასტუმრო რომელ სოფელშია? მახათეთის იქით იქნება, როგორც ვხვდები. ნუ, მანამდე არცაა, მგონი, სოფელი. :roll:

ika-bebo
ბოდიალა
Posts: 126
Joined: 18 აგვ 2009, 01:03
Location: *ტაო-კლარჯეთი*
"ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" (8-9-10-11 აპრილი)

Post by ika-bebo » 07 მარ 2010, 22:35

guruli
რივერ საიდის იქითაა პარხლის გზაზე, ამ რუკაზეა აღნიშნული.
Image
ტაო-კლარჯეთჲ უსაზღვრო ტკივილი და სიამაყე!

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
"ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" (8-9-10-11 აპრილი)

Post by guruli » 07 მარ 2010, 22:55

ika-bebo
guruli
რივერ საიდის იქითაა
რივერ საიდი? :roll: :roll: ეგ მახათეთის იქით რომ პირველივე სოფელია, იმაზე ამბობ? გზის ზედა მხარეს, ოღონდ ზედ გზაზევე. დიდი მეჩეთიც არის სოფელში...

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
"ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" (8-9-10-11 აპრილი)

Post by გვალდა » 07 მარ 2010, 23:04

ტაო-კლარჯეთის ნახვა რა ხანია მინდა.
ყველანაირად ვეცდები ვიყო ამ გასვლის მონაწილე.
სვანეთოლოგი

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
"ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" (8-9-10-11 აპრილი)

Post by guruli » 07 მარ 2010, 23:05

გვალდა
ტაო-კლარჯეთის ნახვა რა ხანია მინდა.
ყველანაირად ვეცდები ვიყო ამ გასვლის მონაწილე.
თუ ოდნავი შანსი მაინც გაქვს, წადი - არ წააგებ. იმდენ ემოციას მიიღებ, ახლა ამის წარმოდგენაც არ შეიძლება.

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
"ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" (8-9-10-11 აპრილი)

Post by გვალდა » 07 მარ 2010, 23:19

guruli
ეჭვი არ მეპარება რომ ემოციით დახუნძლული დღეები იქნება. ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობს და მგონი მოვ(იდ)ა ჩემი ტაოს დროც :)
სვანეთოლოგი

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
"ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" (8-9-10-11 აპრილი)

Post by guruli » 07 მარ 2010, 23:23

გვალდა
guruli
ეჭვი არ მეპარება რომ ემოციით დახუნძლული დღეები იქნება. ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობს
ნამდვილად ჯობია.

QEBURIUS
მასონი
Posts: 1064
Joined: 03 დეკ 2008, 16:38
Location: Planet Earth
"ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" (8-9-10-11 აპრილი)

Post by QEBURIUS » 07 მარ 2010, 23:39

მაგარიაააა

თუმცა არ წამოვალ.ჯერ 1 შარშან ვნახე ეს ყველაფერი, (სუმელა უფრო ადრე) მეორეც ნერვები უნდა მოვიშალო ეს ძეგლები თურებს უნდა ჰქონდეთ და ჩვენ.......


ვინც არ ყოფილა აუცილებლად წავიდეს თან მაგრა იაფად გამოდის
პ.ს. ლენინ-სტალინის დედას ტუ-ტუ-ტუ
მადლობა ღმერთს, რომ ღმეთი არ არსებობს

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
"ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" (8-9-10-11 აპრილი)

Post by guruli » 07 მარ 2010, 23:46

QEBURIUS
მაგარიაააა

თუმცა არ წამოვალ.ჯერ 1 შარშან ვნახე ეს ყველაფერი, (სუმელა უფრო ადრე) მეორეც ნერვები უნდა მოვიშალო ეს ძეგლები თურებს უნდა ჰქონდეთ და ჩვენ.......


ვინც არ ყოფილა აუცილებლად წავიდეს თან მაგრა იაფად გამოდის
პ.ს. ლენინ-სტალინის დედას ტუ-ტუ-ტუ
მგონი, პირველი შემთხვევაა, როცა თავიდან ბოლომდე, მთელ პოსტში სრულად გეთანხმები. :)

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
"ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" (8-9-10-11 აპრილი)

Post by Int3lig3nt » 08 მარ 2010, 00:25

მინდა! მინდა! მინდა!

ნეტა ამინდები როგორი იქნება.
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
LiBrA
მაწანწალა
Posts: 834
Joined: 25 აგვ 2009, 16:32
Location: Somewhere Over the Rainbow
"ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" (8-9-10-11 აპრილი)

Post by LiBrA » 08 მარ 2010, 03:24

წადით! წადით წადით! წასვლის მსურველებო, გადადეთ ყველა საქმე და დაძლიეთ ყველა დაბრკოლება რაც ხელს გიშლით წასვლაში.

ჯერ ერთი იმიტომ, რომ ცხადში გექნებათ საშუალება იხილოთ, შეეხოთ ''წარსული დიდების ნგრეულ ნაშთებს'', რომელთა შესახებაც აქამდე მხოლოდ წაგიკითხავთ ან ტელევიზიით გინახავთ ... ეს სიამაყენარევი შეგრძნება საკმაოდ დიდხანს გაგყვებათ და სურვილს გაგიჩენთ, კვლავ ნახოთ ისინი მიუხედავად სინანულისა და ბრაზისა, რომ უკვე ჩვენს საკუთრებაში აღარ არიან, რასაც მეჩეთებად ქცეული პარხლისა და ხახულის ნახვა კიდევ უფრო გაგიმძაფრებთ სავარაუდოდ... მაგრამ მარტო იშხნის ულამაზესი მთიანი უდაბნოების, ჩუქურთმებისა და წარწერებისთვის ღირს იქ წასვლა.ძალიან დიდ მადლს ხომ წაიღებთ ''მადლმოსილი ცეცხლის'' სახით, ასევე დიდ მადლს წამოიღებთ იქიდან,მითუმეტეს მამაოც თუ წამოვა (პარაკლისს გადაიხდის ალბათ)
მე რამდენჯერმე ვარ ნამყოფი, მაგრამ ყოველ წელს განხვავებული შეგრძნებები მიჩნდება. ჩემი აზრით,რაც უფრო მეტად მოვილოცავთ ამ დიდებულ ხუროთმოძღვრულ ძეგლებს უკეთესია, რაც უფრო ხშირად დავანთებთ სანთლებს და გადავიხდით პარაკლისს თუ შესაძლებლობა იქნება ამის,სანამ ჯერ კიდევ აქვთ მეტნაკლებად შემორჩენილი პირვანდელი იერი...ისე უფრო მიტოვებულები იქნებიან :(
მარშუტი მართლა ძალიან კარგია, დატვირთული სანახაობრივადაც და ემოციურადაც, ამასთან დამღლელიც თუ ყველაფერს ნახავთ რაც გეგმითაა გათვალისწინებული. მოკლედ, თავს აღარ შეგაწყენთ, მხოლოდ გზას დაგილოცავთ წამსვლელებს !

ika-bebo
მოკრძალებულად გეკითხები: :)

წინა ტურებიც მსგავსი მარშუტით გაქვს მოწყობილი? 4 დღისთვის ცოტა მოუსწრებლად მეჩვენება ამდენი რამის ნახვა,თან ტაძრებს შორის არსებული მანძილებიდან გამომდინარე :roll: :wink:
Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
"ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" (8-9-10-11 აპრილი)

Post by Naia » 08 მარ 2010, 07:56

შარშან ზუსტად 9 აპრილს წავედით კარაველები ტაოში :) სიამოვნებით მოვინახულებდი იქაურობას კიდევ ერთხელ, მაგრამ აპრილში სხვა გეგმები მაქვს :(

ფასი კი საკმაოდ ნორმალურია. ვინც ჯერ არ ყოფილა ვურჩევ წავიდეს. ძალიან ისიამოვნებს.

პს. მეგზურად ვინ გყავთ?

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]