

რა თქმა უნდა პირველ სურათად მცხეთის სამთავროს დედათა მონასტრის 16 საუკუნოვან ხეს დავდებ. ეს გახლავთ აკაკის ხე, რომელიც წმინდა ნინოს დროინდელია. ხის შტამბი თითქმის მთლიანად ფუღუროდაა ქცეული, მაგრამ ხე კიდევ დიდხანს იდგება მტრის ჯინაზე. ვინ იცის რამდენი რამის მომსწრეა ეს ხე...

შემდეგი ასწლოვანი ხე გახლავთ იტრის დედათა მონასტრის უძველესი ურთხელი(უთხოვარი), რომელიც რა თქმა უნდა ას წელზე ბევრად დიდია

შემდეგი კი ავენისის ცნობილი უთხოვარია, რომელიც არაერთ კარველს მოუნახულებია. ხე, არა ერთი, არამედ რამოდენიმე ასეული წლისაა.

შემდეგი გახლავთ კახის წმ. გიორგის ეკლესიასთან მდგარი ცაცხვი, რომელიც გადმოცემით ასწლოვანი უნდა იყოს...

ეს წიფელი დიდგორზე მეგულება, მე ამ საქმეში დიდი გამოცდილებით ვერ დავიკვეხნი, მაგრამ ერთი ვიცი, რომ დიდგორზე ხები შედარებით ნელა იზრდება და ხემ ამ სიმაღლესა და სისქეს რომ მიაღწიოს ნამდვილად უნდა აღემატებოდეს ას წელს. ისე კი სადღაც გადაკარგულ უღრან ტყეში არ გეგონოთ. დიდგორის მემორიალთანვეა გვერდზე.

ამ შემთხვევაში მართალია ხე არ არის, მაგრამ არის ვაზი, რომელიც ას წელსაა გადაცილებული. ვაზი დგას სოფელ წინანდალში, ნიკოლაიშვილების ოჯახში. მათი გამოთვლით ვაზის ასაკი ას წელს აღემატება. ვაზის სასუფრე მიმართულებისაა და არის წითელყურძნიანი.

და ჯერ-ჯერობით ბოლო სურათი. კაკლის ხე, რომელიც დგას საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლმუზეუმში. ამ ხეზე ამბობენ, რომ ილიას დარგულიაო, მაგრამ ეს კაკალი ილიამდე აქ მდგარა და თავისთავად ას წელზე ბევრად მეტია. სავარაუდოთ 150-დან 200 წლამდეა.

თუ დამცალდა გაგრძელება მალევე იქნება.