სარკის წმინდა გიორგი, 11.10.09

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
სარკის წმინდა გიორგი, 11.10.09

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 12 ოქტ 2009, 00:19

1. რეგიონი:
ქარელის რაიონი, შიდა ქართლი

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-ქარელი-ლეთეთი-სარკის წმინდა გიორგი-თბილისი

3. ხანგრძლივობა:
1 დღე

4. სირთულე:
საშუალო

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
მინიბუსის ფასი 150 ლარი.
სა1ო ხარჯების ჩათვლით თითო მონაწილის ხარჯი - 13 L

6. მონაწილეთა რაოდენობა
37

7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი
GAMARJOBA SAKARTVELO

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
ქარელი, სოფელი ლეთეთი

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
1 გზა ლეთეთამდე 116 კმ, ლეთეთიდან ტაძრამდე 8 კმ

10. ფეხით გავლილი მანძილი:
16,2 კმ

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
სარკის წმინდა გიორგის ტაძარი, რელიეური გამოსახულება შესასვლელთან

12. საბანაკე ადგილები:
გარშემო მდებარე ტყეებში

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
სოფლიდან ტაძრამდე მე5-მე6 კმზე, ტაძარში, საქეიფოდ მოწყობილ ზოგი1 ადგილში

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
განსაკუთრებით არაფერი. ფანარი გვიანი სიარულისთვის, მოხერხებული ფეხსაცმელი
ქალებისთვის ტაძრის შესაფერისი ჩაცმულობა

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
იგრიკა (აპრილი) - გიორგობისთვე
ზამთარში დიდი თოვლია და სიარული შეუძლებელი ძნელდება

16. რისკები, საფრთხეები:
განსაკუთრებული არაფერი

17. უახლოესი ღირსშესანიშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების
შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს

სამწევრისის ტაძრები, ყინწვისი, ბებნისის ტაძარი, რუის-ურბნისის სულიერი ძეგლები, ძამას ხეობის ეკლესია-მონასტრები

18. პირობები სხვა და სხვა აქტივობისთვის
შეჯიბრი უგზოობის მოყვარულთათვის

19. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
ლეთეთიდან ტაძრამდე ოპერატორები შეფერხებით მუშაობენ

20. სასარგებლო საკონტაქტო ინფო
არაოფიციალური კარაველი მძღოლი ანზორი

21. რუქა, ჯი-პი-ეს-მონაცემები
არ მოიძებნება

22. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით
9

23. სასარგებლო ბმულები
გასვლის დაგეგმვა -
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=3773&start=0

ლაშქრობების განყოფილების თემა, ტომას მიერ გახსნილი
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=1181
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
სარკის წმინდა გიორგი, 11.10.09

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 12 ოქტ 2009, 00:24

მონაწილეთა სია -

1. ნაია
2. georgian rabbit
3. ზვიოსანარეკლი
4. ზვიოსანარეკლის +
5. თამუსია
6. იაკო
7. იაკო +
8. kurush
9. generous
10. ნინუკალა
11. მოქანდაკე
12. Falcon
13. მამუკა
14. ლევანი ანუ ბიგანა
15. ლადო
16. GAMARJOBA SAKARTVELO
17. bambina
18. bambina +
19. bambina +
20. bambina +
21. bambina +
22. ბელას +
23. თუთა
24. კოლხი გოგო
25. NINUCA
26. პატრიკა
27. გიორგი
28. ვანსკი (95% )
29. kappa (mao)
30. kappa + Iri
31. KSOVRELI
32. meleksa
33.ციცინო
34. თუთა+ თამუნა
35. მოქანდაკის + ლევანი
36. ლადოს+
37. ლადოს კიდე ერთი +
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

mamu
მაწანწალა
Posts: 891
Joined: 15 სექ 2009, 11:37
Location: tbilisi
სარკის წმინდა გიორგი, 11.10.09

Post by mamu » 12 ოქტ 2009, 00:33

ესეც პირველი ფოტო

Image

mamu
მაწანწალა
Posts: 891
Joined: 15 სექ 2009, 11:37
Location: tbilisi
სარკის წმინდა გიორგი, 11.10.09

Post by mamu » 12 ოქტ 2009, 00:38

Image

mamu
მაწანწალა
Posts: 891
Joined: 15 სექ 2009, 11:37
Location: tbilisi
სარკის წმინდა გიორგი, 11.10.09

Post by mamu » 12 ოქტ 2009, 00:43

Image

Image

Image

mamu
მაწანწალა
Posts: 891
Joined: 15 სექ 2009, 11:37
Location: tbilisi
სარკის წმინდა გიორგი, 11.10.09

Post by mamu » 12 ოქტ 2009, 00:46

Image

ეს არ ვიცი რამდენად კაი სურათი გამომივიდა მარა პატარა ანგელოზს რომ ძინავს მაგრატ მომეწონა

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
სარკის წმინდა გიორგი, 11.10.09

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 12 ოქტ 2009, 00:52

დილით გასვლა მძღოლმ ანზორმა დაგვაგვიანა.
თუმცა, დიდად არ დაგვიგვიანია. ყველაფერს ვასწრებდით.
ქარელში 11 კგ სამწვადე და 3 კგ სარდელი ვიყიდეთ.
სოფელ ლეთეთამდე მინიბუსებით მივედით, იქიდან კი სარკის წმინდა გიორგის ტაძრამდე 8 კმიანი აღმართი ავიარეთ.
დაღმართი არც 1გან იყო.
უმრავლეს ადგილას გზა იყოფა, მაგრამ მალევე 1დება.
ამიტომ, დაკარგვის შანსი მცირეა.
იმ მონაკვეთებზე, სადაც გზა დაკარგვის ან გზის გამრუდების საფრთხეს ქმნის, საღებავებით მოვნიშნეთ.
გამოვიყენეთ თეთრი და ლურჯი საღებავები.
მონიშვნაში სხვა და სხვა დოზით ნაია, თამუსია, მოქანდაკე ირაკლი და მე ვმონაწილეობდით.
გვამხნევებდა პატრიკა, იგივე ზურა.
4ის ნახევარზე ყველა ტაძართან ვიყავით. ზოგი1 მონაწილე ბერებს მანქანით აჰყოლია.
ტაძრის მოლოცვის შემდეგ, იქვე ახლოს, ტყეში შევედით. ვისადილეთ. ვიდრე მწვადი შეიწვებოდა, ნაწილმა
გადავწყვიტეთ, ჩემ მიერ წამოღებული 2 ფრანი გაგვეშვა.
როდესაც გავხსენით, აღმოჩნდა, რომ ფრანებს გამაწონასწორებელი ჯოხი აკლდა.
2ისგან 1 ფრანი მეტნაკლებად
ვსრულყავით და ავაფრინეთ. თუმცა, ქარი იყო ჯიუტი და არ გვანებივრებდა თუ ფრანი სუსტი, ფრენამ გაგვაწვალა.
ფანმა სათანადოდ ვერ გაილაღა.

7ის ნახევარზე შეკრების მონაწილეთა 1 ნაწილი სოფელში დაეშვა, მე2 ნაწილი, რომელშიც მეც შევდიოდი, ტყე 7ზე დატოვა.
კოცონი ჩავაქრეთ, ნაგავი 2ვე ჯგუფმა თბილისამდე წამოიღო.
ჯგუფის მე2 ნაწილი მინიბუსში 9 სთზე ვიყავით. 1ლი ნაწილი კი, რადგან სოფელში ცოტა ადრე ჩამოვიდა, თბილისისკენ წავიდა.
ეს შეთანხმებული გეგმა იყო.

ჩვენ 1ხელ ქარელში ისევ გავჩერდით.
ანზორის მინიბუსის ხალხმა მოსალხენი და დასარწყულებელი სითხე შევიძინეთ და 11ზე უკვე ყველა ქალაქში ვიყავით.
მშვენიერი დღე გამოვიდა.
გეგმით 9 კმ უნდა გაგვევლო, თუმცა, 16 კმ გავიარეთ.
+ებმა ძნ იყოჩაღეს.

აქვე, განსაკურებულ მადლობას ვუხდი ანზორის შვილს - ნიკას, მოქანდაკეს, მამუს, ლევანი- ბიგანას, ფალკონს, კაპპა-მაოს მოლაშქრეთა მიმართ გამოჩენილი ყურადღებისთვის
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
სარკის წმინდა გიორგი, 11.10.09

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 12 ოქტ 2009, 01:01

სარკის წმინდა გიორგის ტაძრის მიმდებარე ტერიტორია და ტყეები ნაგვითაა სავსე.
ის, ცალი ხელით სანთელს რომ ანთებს და ცალით - ბუნებაში ნაგავს ტოვებს, რა რწმენის ან ლოცვის შესმენის
იმედი უნდა ჰქონდეს?
მრუდეფიქრიანის საქციელია - ვითომ მორწმუნეობა და შემდეფ იქაურობის დანაგვიანება.
კი მომინდა, შემდეგში დასუფთავების აქცია მოგვეწყო, მაგრამ საკმაოდ რთული იქნება.
8 კმ რომ ფეხით იარო, მერე დასუფთავების თავი ვის ექნება?
მინიბუსები და ნაგვის მანქანა ტაძრამდე ვერ ავა.
მაღალი გამავლობის ბევრი მანქანის შოვნაც არ არის იოლი.
თუ ვინმეს რამე აზრი გაქვთ, გაგვიზიარეთ.
ეგებ, გაზაფხულზე 2-დღიანი გასვლა მოვაწყოთ და დასუფთავების აქციაც იოლი გამოვა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

Tengo
მაწანწალა
Posts: 383
Joined: 17 სექ 2009, 02:10
Location: ტიფლისი
სარკის წმინდა გიორგი, 11.10.09

Post by Tengo » 12 ოქტ 2009, 03:15

მე მაგ აქციაში დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას.... ისე გაზაფხულს ეხლა რომ არ აჯობებდა? ხო იცი მაინც, გადადებული საქმის განხორციელება ცოტა ძნელია?! იქ სხვა გეგმები, ყოფითი პრობლემები და ესეთი საკითხები აქტუალურობას (თუ აქტუალობას ნეტა?) კარგავს ხოლმე.

და 2 დღიანიც უფრო ეფექტური და პროდუქტიული იქნებოდა.... პირველი დღე - შეაგროვა, ქვემოთ ჩამოიტანა; მეორე დღე, შეაგროვა, ქვემოთ ჩამოიტანა.... სულ თუ ვერ მოვერევით, ნაწილს მაინც ხომ ავიღებთ... ზამთარიც თავისას იზამს, რაც ლპობადია თოვლის საფარის ქვეშ მოხვდება, ხოლო გაზაფხულზე გაქრება :-)

მოკლედ, თუ რამეს მოიქირებთ, ნა მენია მოჟეტე რასშიტივატ! :)
წამოდი ერთად ვიაროთ...
ქვეყანა შემოვიაროთ

NINUCA
მაწანწალა
Posts: 718
Joined: 27 ოქტ 2007, 16:24
Location: q. Tbilisi
სარკის წმინდა გიორგი, 11.10.09

Post by NINUCA » 12 ოქტ 2009, 10:29

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:სარკის წმინდა გიორგის ტაძრის მიმდებარე ტერიტორია და ტყეები ნაგვითაა სავსე.
ის, ცალი ხელით სანთელს რომ ანთებს და ცალით - ბუნებაში ნაგავს ტოვებს, რა რწმენის ან ლოცვის შესმენის
იმედი უნდა ჰქონდეს?
მრუდეფიქრიანის საქციელია - ვითომ მორწმუნეობა და შემდეფ იქაურობის დანაგვიანება.
კი მომინდა, შემდეგში დასუფთავების აქცია მოგვეწყო, მაგრამ საკმაოდ რთული იქნება.
8 კმ რომ ფეხით იარო, მერე დასუფთავების თავი ვის ექნება?
მინიბუსები და ნაგვის მანქანა ტაძრამდე ვერ ავა.
მაღალი გამავლობის ბევრი მანქანის შოვნაც არ არის იოლი.
თუ ვინმეს რამე აზრი გაქვთ, გაგვიზიარეთ.
ეგებ, გაზაფხულზე 2-დღიანი გასვლა მოვაწყოთ და დასუფთავების აქციაც იოლი გამოვა
გუშინ მე იაკო და იაკო-ს +იც ვსაუბრობდით მაგ თემაზე და სურვილიც გავიჩნდა დასუფთავების. თუ რაიმე განსაკუთრებული გარემოება არ შემიშლის ხელს მეც შემოგიერთდებით აუცილებლად.ძალიან მადლიანი საქმე იქნება.

User avatar
Lado meleksishvili
მაწანწალა
Posts: 841
Joined: 03 სექ 2009, 16:59
სარკის წმინდა გიორგი, 11.10.09

Post by Lado meleksishvili » 12 ოქტ 2009, 11:21

როგორახართ მეგობრებო? იმედია ძალიან არ დაღლილხართ
მე პირადად ძალიან ვისიამოვნე ამ ლაშქრობით

User avatar
KSOVRELI
მაწანწალა
Posts: 922
Joined: 03 სექ 2008, 19:04
Location: თბილისი
სარკის წმინდა გიორგი, 11.10.09

Post by KSOVRELI » 12 ოქტ 2009, 14:26

დავკარგე ჭიქა, პატარა ზომის, ვერცხლისფერი, სამხედრო. ალბათ ვიღაცამ გაიყოლა. გამომჩენი არ დასაჩურდება!
არ დალიო ნატახტარი - საწამლავია.

User avatar
karavi87
მაწანწალა
Posts: 462
Joined: 06 ოქტ 2009, 11:58
Location: თბილისი
სარკის წმინდა გიორგი, 11.10.09

Post by karavi87 » 12 ოქტ 2009, 14:58

გილოცავათ კარგი მოზაურობა გამოგსვლიათ! :D
მოგზაურობა

User avatar
TuTa
იეტი
Posts: 1392
Joined: 29 ოქტ 2007, 14:11
Location: where the streets have no name...
სარკის წმინდა გიორგი, 11.10.09

Post by TuTa » 12 ოქტ 2009, 15:46

კარგი გასვლა იყო. ამ ტაძრის ნახვის სურვილი დიდი ხანია მქონდა და ძალიან გამიხარდა რომ მისი მოლოცვის საშუალება მომეცა თქვენთან ერთად. ძალიან ვისიამოვნე გუშინდელი თბილი შემოდგომის დღით და უმშვენიერესი ფერებით.

იმ პატარა თავგადასავალმაც, უკან ბნელ ღამეში სიარულს რომ ახლდა თან, დღეს მე და ჩემი მეგობარი თამუნა გემრიელად გვაცინა. იმედია ჩვენს თანმხლებ ციცის პატარა პლიუსსაც მალე ტკბილ მოგონებად გაახსენდება გუშინდელი დღე :wink:

ხოდა დიდი დიდი მადლობა ორგანიზატორს :)

GAMARJOBA SAKARTVELO
იმ "კრუჟკ"-იზა მე მაპატიე :lol: თვითონ არ ვიცი როგორ გამომივიდა :oops: :lol:

User avatar
Lado meleksishvili
მაწანწალა
Posts: 841
Joined: 03 სექ 2009, 16:59
სარკის წმინდა გიორგი, 11.10.09

Post by Lado meleksishvili » 12 ოქტ 2009, 16:05

ვიპოვე სამხედრო რკინის ჭიქა, პოვნელი უნდა დასაჩუქრდეს :)

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]