ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by lama » 29 აპრ 2009, 10:35

Archil
საინტერესოა :)

იქნება ტექსტებიც მოიტანო და მერე შევადაროთ?
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by ARCHILI » 19 მაი 2009, 01:03

არ შეიძლება ეს თემა თვალშისაცემი იყოს?

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by tamuna_gudarexi » 16 ივნ 2009, 10:43

ახლაღა აღმოვაჩინე ეს თემა... ვზივარ, ვკითხულობ და ვტირი..
გაიხარეთ, ხალხ ასეთი საინტერესო, თბილი, ამაღელვებელი და ჟრუანტელისმომგვრელი თქმულებებისთვის... :roll:
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by Tamari-ch. » 16 ივნ 2009, 12:16

ბარემ აქ დავდოთ ქართული მითებიც...

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by ARCHILI » 15 აგვ 2009, 01:54

ARCHILI wrote:არ შეიძლება ეს თემა თვალშისაცემი იყოს?

tavadi
ბოდიალა
Posts: 217
Joined: 08 თებ 2009, 23:56
Location: Tbilisi, Vera
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by tavadi » 08 ოქტ 2009, 13:03

ხალხო ნუნისთან დაკავშირებით თუ გსმენიათ რამე ლეგენდა მაგალითად 13 გამოქვაბულზე და ნოეს კიდობანზე... ასევე 13 ბერზე რომლებმაც საგანძურის არსებობა იცოდნენ და ასე შემდეგ???
მიყვარს: სპორტული მოტოციკლეტი, სნოუბორდი, რაგბი,ხელჩართული ბრძოლა

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by teo- » 08 ოქტ 2009, 13:05

tavadi
ეგ ამბავი იმის მერე მაინტერესებს რაც მაგ ცამეტი ბერის გამოიქვაბულში მეძინა, როგორც ვიცით მანდ დაიწვა ყველა
არა ექსკურსიას! Image

tavadi
ბოდიალა
Posts: 217
Joined: 08 თებ 2009, 23:56
Location: Tbilisi, Vera
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by tavadi » 08 ოქტ 2009, 13:21

teo- wrote:tavadi
ეგ ამბავი იმის მერე მაინტერესებს რაც მაგ ცამეტი ბერის გამოიქვაბულში მეძინა, როგორც ვიცით მანდ დაიწვა ყველა
რა დაიწვა არც ეგ ვიცი?? მე ვიცი რომ თვითონ დაიდეს ლოდები თუ რაღაც ეგეთი
მიყვარს: სპორტული მოტოციკლეტი, სნოუბორდი, რაგბი,ხელჩართული ბრძოლა

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by lama » 14 ნოე 2009, 00:52

უზომოდ გამიხარდა, როდესაც ბაბუაჩემისა და ვარლამ თოფურიას ერთობლივი ნამუშევარი აღმოვაჩინე

ეს არის სვანური ხალხური ამბავი (თქმულება), რომელიც ბატონმა ვარლამმა და ბაბუაჩემმა ერმენტო კვიციანმა ჩაიწერეს სოფელ დოლში (ბეჩოს თემი) 1940 წელს

აი ისიც:

XXXV. წითელი ვაშლის შვილი შამშიათილი



არის ერთი მოხუცი ქალი, შვილი არ უჩნდება. ღმერთს და კაცს ყველას შვილის
გაჩენას ევედრება. წავიდა ერთ დღეს სარეცხის გასარეცხად. [რომ] რეცხავს,
ასე გობზე ორი ვაშლი მოიტანა წყალმა. ეს ვაშლები მოხუცმა შეჭამა.
გავიდა ხანი (და), დრო და მოხუცი დაფეხმძიმდა. გაუჩნდა გოგო და ვაჟი.
ვაჟი იყო ფოლადის და გოგო წელსზემოთ /შუის ზევით/ ოქროსი და წელსქვემოთ ვერცხლის.
ეს გოგო და ვაჟი დღითიდღე /დღე მეორე/იზრდებიან. ვაჟს
ჰქვია შამშიათილი. მიდის ყოველდღე სანადიროდ. თავისი დედა და და
ნანადირევის ხორცით მარტო ჰყავს. და კოშკზე ჰყავს და
ნანადირევის ტვინსღა აჭმევს.


ერთ დღეს მიდის [ვაჟი] სანადიროდ და მიადგა ერთ სოფელს (და). ამ
სოფელში დიდი და პატარა ყველა ტირის და იხოკავს. ჰკითხა:
-- რატომ(ო) ტირიხართ თქვენ ასე?


ამათ უთხრეს: -- ერთი(ო) დევი დაეპატრონა ამ სოფელს და ყოველ
დღე საქონლის /სულდგმულის/ ჯოგი მიჰყავს.


წავიდა [ვაჟი] მეორე სოფელში და აქაც ასე ტირიან და იხოკებიან.
ამათ უთხრეს, რომ ერთი წითელი დევიო დაგვეპატრონა და
ყოველ დღე ცხენის ჯოგს გვართმევს.


არაფერი და, მიადგა მესამე სოფელს. აქაც ასე ტიროდნენ და იხოკავდნენ.
ჰკითხა ამათ და ამათაც ასე უპასუხეს:
-- ერთი თეთრი დევი(ო) მოდის ყოველდღე ამ სოფელში და
კაცის(ო) ჯოგი მიჰყავს.


ამათ გამოჰკითხა: -- რა გზით(ო) /რითო/ მიაქვს დევს ეს ბაჟი?


უთხრეს, რომ: -- ერთ ხიდზეღა(ო) აქვს გასაყვანი ყოველთვის.


წავიდა შამშიათილი ამ ხიდისკენ და დაუდარაჯდა. ხანი და
დრო გავიდა (და), ხიდზე საქონლის ჯოგი მოდის და უკან მოსდევს შავი დევი, შავ
ცხენს აზის, ისე. შუა ხიდზე გამოვიდა და აქ [რაში] გაუშეშდა.
დევმა უთხრა: -- ა, მსუნაგო რაშო, რისი(ო) გეშინია? ჩემიო შიშით
წყალში თევზი ვერ ჩერდება და მიწაზე სულდგმული, მეტი რისი(ო)


გეშინია? წითელი ვაშლის შვილი შამშიათილი ჯერ
დაუბადებელი იქნება; დაბადებული თუ იქნება, გაზრდილი არ იქნება [და]
აქ რა ენდომება?


-- ა, ცუდო მსუნაგო დევო, წითელი ვაშლის შვილი შამშიათილი
დაბადებულიც არის, გაზრდილიც არის და აქაც არის!


მივიდა დევთან და თავი მოაჭრა, ტანი მდინარეში ჩააგდო,
თავი თავისსავე რაშს მიამაგრა და გაუშვა ისე.


გავიდა ცოტა დრო და ხიდზე მოდის ცხენის ჯოგი. ჯოგს უკან
მოსდევს წითელი დევი, წითელ რაშს აზის, ისე. შუა ხიდამდე
მოვიდა და აქ რაში გაუშეშდა. [დევმა] უთხრა: -- რისი(ო) გეშინია?
ჩემი შიშითო წყალში თევზი ვერ ინძრევა, ცაზე ფრინველი.
წითელი ვაშლის შვილი შამშიათილი დაუბადებელი იქნება. დაბადებული თუ იქნება, გაზრდილი არ იქნება;
გაზრდილი თუ იქნება, აქ რა ენდომება?


-- ა, ცუდო მსუნაგო დევო, შამშიათილი დაბადებულიც არის, გაზრდილიც
არის და აქაც არის!


გადახტა და კისერი მოაჭრა. ტანი მდინარეში ჩააგდო, თავი
მიამაგრა რაშს და გაუშვა ისე.


საღამოსკენ /მხარისკენ/ ხიდზე მოდის ადამიანთა ჯოგი. ჯოგს მოსდევს
თეთრი დევი, თეთრ რაშს აზის, ისე. შუა ხიდამდე როგორც
მოვიდა, აქ რაში გაუშეშდა. ამ
დევმაც ისე უთხრა რაშს, როგორც
სხვა დევებმა. გადმოხტა შამშიათილი და დაჰკრა დაშნა, მაგრამ
დაშნა, როგორც ნამსხვრევი, ისე იქცა. თურმე ეს დევი ტოლისა
ყოფილა. ახლა უთხრა შამშიათილმა: -- მეჭიდავეო.


დევი ყაბულს მოვიდა. ჭიდაობენ, ჭიდაობენ, მაგრამ ვერცერთი ვერ ერევა.
ახლა უთხრა შამშიათილმა ხალხს: -- თქვენ(ო) მსუნაგებო მართლაც,
თორემ თქვენი გულისთვის(ო) ვაკეთებ /მაქვს/ ამას რატომ(ო) არ მეხმარებით?


მიესია ყველა (და), წააქციეს დევი, შებორკეს და შამშიათილმა
სახლში წაიყვანა. აქ გათხარა დიდი ორმო და ამაში
ჩასვა დევი, ზემოდან დიდი დოლაბი დაახურა.

არაფერი და არიან ასე. შამშიათილი ყოველდღე სანადიროდ
მიდის და საღამოს მოაქვს ნანადირევის ხორცი.


ერთ დღეს შამშიათილი არ არის სახლში, ისე თავის დედას
მიწიდან ღუღუნი მოესმა. მიაწვა დოლაბს და ჩასახედი გააკეთა
ორმოში. ორმოდან დევმა უთხრა:
-- მადლიმც გექნება, საჭმელიო მომიტანე რამე.


ასე დედაბერი ყოველდღე უზიდავს საჭმელს.


(ერთს) შემდგომ დევმა უთხრა: -- ბაგირიო დაგრიხე და
ამომიყვანე.


დედაბერმა უთხრა: -- რისიო აჯობებს დასაგრეხად?


დევმა უთხრა: -- შენს შვილსო ცხენები ჰყავს, იმათ კუდები
და ფაფრები მოაჭერი და იმისი(ო) დაგრიხე.


დედაბერმა ეს ასე გააკეთა. ორმოში ჩაუშვა ბაგირი, მაგრამ ვერ
ჩასწვდა დევამდე. დევმა უთხრა: შენიო ნაწნავი მიამატე. დედაბერმა
ასე გააკეთა და დევი ამოიყვანა. არიან ასე. დევი დღისით მასთან
ჰყავს და ღამით მალავს. ამ დევსა და დედაბერს ერთმანეთი შეუყვარდათ.
ახლა დედაბერს უნდა, რომ თავის შვილს რამე მოუხერხოს.


ერთ დღეს ნადირობიდან [რომ] დაბრუნდა, მაშინ შამშიათილმა თავის დედას
უთხრა: -- დედა, კარგა ვარგისი ხომ ვარ?


-- კარგიო, დედა გენაცვალოს, მაგრამ შენი მამისთანა
ვარგისი ვერ ხარ.


-- რას(ო) შვრებოდა იმისთანას ჩემი მამა, რომ მე ვერ გავაკეთო?


-- შენი მამაო ამ კოშკს ზემოდან დოლაბს გადააგდებდა
და მეორე მხარეს იჭერდა.


ამას მეც(ო) ვიზამ.


გადააგდო დოლაბი კოშკს ზემოდან და მეორე მხარეს დაიჭირა.


ახლა თავისმა დედამ უთხრა: -- შენი მამაო ძალიან ვიწრო პაჭიჭების
ჩაცმისას იღლებოდაო [და] ისე კოშკზე გადაგდებულ დოლაბს
მეორე მხარეზე იჭერდაო.


-- აბა მეცო შემიკერე ვიწრო პაჭიჭები.


მეორე დღეს თავისმა დედამ მისცა ძალიან ვიწრო პაჭიჭები
და ამათ ჩაცმაში ძალიან დაიღალა, ისე, რომ ოფლი წურწურით
სდიოდა. გადააგდო დოლაბი კოშკს ზემოდან, დახვდა მეორე მხარეს,
მაგრამ ვერ დაიჭირა და როგორც ნამსხვრევი, ასე გადაიქცა.


ხანი და დრო გავიდა და თავისი და, კოშკზე რომ იყო, არის
გაკვირვებული თავისი ძმის მოუსვლელობით. ერთ დღეს გამოიხედა კარში და
კოშკის გვერდით ნახა თავისი ძმა ნამსხვრევებად ქცეული.
დაიწყო კივილი, მაგრამ მკვდარს რას უშველიდა. ჩამოვიდა კოშკიდან,
ჩაიცვა თავისი ძმის სამოსი, დამტვრეული ტანი შეახვია
და ისე (ხელთ) დაიჭირა.


მიდის, მიდის (და), ერთ ტყეში შევიდა და აქ ვერხვის ფუღუროში
გახვეული თავისი ძმის ტანი შეინახა.
თვითონ დაიწყო სვლა. გადააწყდა ერთ სახელმწიფოს და აქ ხელმწიფე
ქალიშვილს ათხოვებს. კოშკზე ცხვირსახოცი ჰკიდია, და ვინც
ამ ცხვირსახოცს მშვილდ-ისარს მოარტყამს, იმასო მივცემ ჩემს ქალიშვილს.
ესვრის ყველა, მაგრამ ვერავინ ვერ ახვედრებს /არტყამს/. სთხოვა ახლა ამ გოგომ
(ეს გოგო მამაკაცურად ჩაცმული არის): მეო მასროლინეთ.


ხელმწიფემ ნება მისცა. ესროლა ამ გოგომ და შუაში მოახვედრა.
ხელმწიფემ თავისი ქალიშვილი ამას დაულოცა ცოლად. აქ ქორწილი
გადაიხადეს და გოგომ უთხრა: -- მეო სხვა ადგილზე ვარ /მაქვს/ წასასვლელი და აქეთობისასო
გამოგივლი.


წავიდა მეორე სახელმწიფოში და აქაც ათხოვებს ხელმწიფე თავის
გოგოს, კოშკზე ბეჭედი ჰკდია და ვინც მოახვედრებს მშვილდს
იმისი არის გოგო. ესვრის ყველა, მაგრამ ვერავინ ახვედრებს. სთხოვა ამ
გოგომ სროლის ნება. მისცეს ნება და ბეჭედს შუაში მოახვედრა.
ხელმწიფემ თავისი გოგო ამას მისცა.


აქაც ქორწილის შემდეგ წავიდა კვლავ მესამე სახელმწიფოში. აქ
ხელმწიფეს კოშკზე ნემსი უკიდია: ვინც კი ამ ნემსს
მოახვედრებს, იმასო ჩემს ქალიშვილს მივცემ. ესვრის ყველა, მაგრამ ვერავინ
ვერ ახვედრებს. ესროლა ამ გოგომ და ნემსი შუაზე გადაჭრა.
ხელმწიფემ თავისი ქალიშვილი მისცა, კარგი ქორწილი გადაუხადა,
ბევრი ქონება მისცა და ისე გაუშვა თავისი გოგო და სიძე.


გამოუარეს მეორე ცოლის სახლს. აქ ხელმწიფემ მრავალი ქონება
მისცა, ისე ამანაც გაუშვა ესენი. გამოუარეს პირველად [რომ] დაინიშნა,
იმ ცოლის სახლს. აქედანაც მრავალი ქონება წაიღო და ისე მოდის თავისი
სახლისკენ. გზაზე, სადაც თავისი ძმის ტანი შეინახა, იქამდე ცოტაღა
უკლიათ, ისე ამ გოგომ უთხრა [ამათ]: -- მეო წინ წავალ,
სახლეულებს გავაგებინებო და მზადო დაგვხვდებიან.


ადგა /მოვიდა/ ეს გოგო და თავისი ძმის ტანი გამოიტანა ფუღუროდან,
ჩააცვა სამოსი და დადო შუა გზაში. თვითონ კურდღლად გადაიქცა და
გაქრა.
გამოუარეს მექორწილეებმა და ცოლებმა შამშიათილს.
ეს მათი ქმარი ჰგონიათ. დაიწყეს კივილი.


უფროსმა ცოლმა უთხრა: -- კივილი არაფერს(ო) უშველის, ვისაცო
რა შეგიძლიათ, ის(ო) გააკეთეთ.


ერთმა თქვა: -- მეო გამრთელება შემიძლია.


მეორემ თქვა: -- მეო სისხლის ჩაყენება შემიძლია.


მესამემ თქვა: -- მეო სულის ჩადგმა შემიძლია.


ასე მოიქცა ყველა და გააცოცხლეს თავიანთი ქმარი. შამშიათილი
მიხვდა, რომ ეს თავისი დის მოწყობილი არის. ამან უთხრა: -- გამიშვითო წინ და სახლში(ო)
მოვემზადებით. -- წავიდა სახლში და სახლში
თავისი დედა და დევი ორთავე მოკლა. ამათ დარჩენიათ ვაჟიშვილი.
ეს შამშიათილს ძალიან უყვარს. მოაღწიეს თავისმა ცოლებმა და კარგი
ქორწილი გადაუხადა. არიან ასე.


ერთ დღეს შამშიათილი ცუდ გუნებაზე დადგა. თავისი
ცოლები ეკითხებიან: -- რატომ(ო) ხარ ცუდ გუნებაზე?


-- ჩემისთანაო და არავის ჰყოლია და ისო დამეკარგა.
წავალო იმის საძებრად.


თავის ცოლებს უჭირთ, მაგრამ უარს მაინც ვერ ეუბნებიან: -- ჩვენო
[რომ] გორგალი მოგცეთ, იმასო გაჰყევი.


დააგდო გორგალი გზაში და მიდის გორვით. ეს გორგალი ჩავარდა
მიწის ხვრელში. ჩაჰყვა შამშიათილი აქ და წააწყდა დიდ
მინდორს. ამ მინდორში ბავშვები რიკტაფელას თამაშობენ. ერთი ვაჟი
ურევიათ იმისთანა, რომ თავისი ტოლები ყველას მტვრად
აქცევს /მიაქვს/: ყველას სჯაბნის. შეხედა ამ ბავშვმა შამშიათილს და მოკურცხლა სახლში. აქ თავის
დედას უთხრა, რომ: -- დედა, შენო შენს ძმას [რომ] ახსენებდი, იმის
მსგავსიო წევს მინდორში.


-- აბაო, დედა გენაცვალოს, გადიო და შემოიყვანე.


წავიდა ეს ბიჭი და შემოიყვანა შამშიათილი. ამან თავისი და
იცნო და ძალიან გაუხარდათ ერთმანეთის ნახვა. არიან ასე ერთ
ალაგად. (ერთს) შემდეგ ბრუნდებიან თავიანთ სახლში. გზაზე ხვდებათ ოთხი
ცხენოსანი ვაჟკაცი. ერთმა უთხრა ამათ: -- განზე გადექითო,
თორემ, ჩემს ძმა შამშიათილს გეფიცებით, ცუდ დღესო
დაგაყრით.


შამშიათილმა უთხრა: -- რატომო ახსენებთ თქვენ შამშიათილს?


ერთმა უთხრა: -- შამშიათილი ჩემიო ძმა იყო.


სამმა უთხრა, რომ: -- ჩვენიო მამა იყო.


ეს შამშიათილს ძალიან გაუხარდა და უთხრა: -- აბა მეო ვარ
შამშიათილი.


ეს ამათაც ძალიან გაუხარდათ და ყველანი მოდიან სახლში. თურმე
შამშიათილი თავისი დის საძებნელად [რომ] წავიდა, მაშინ ცოლები ყველა
ფეხმძიმედ დარჩენია და ყველას ვაჟიშვილები შეძენია. ესენი ყველა შეიყარა
და კარგი ცხოვრება განვლეს.


ვიდრე ისინი მოვიდოდნენ, მანამდემც ვყოფილიყავით.



(ერმენტო კვიციანი. დოლი. ვარლამ თოფურია 2.V.1940.)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Katy
მაწანწალა
Posts: 629
Joined: 16 მარ 2006, 15:01
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by Katy » 16 ნოე 2009, 15:58

lama

ფრიად ვისიამოვნე! ძალიან საინტერესო წასაკითხია! :)

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by Mta Mkvarebia » 20 აგვ 2010, 17:42

"აუ რაღაც მინდა ვთქვა"-ში არჩილი წერდა:
Archil wrote:კოპალა
ოდესღაც, ძალიან დიდი ხნის წინათ, მთელი არაგვის ხეობა დევებით ყოფილა დასახლებული. იმდენად გამრავლებულან დევები, რომ ხალხი, შიშით, კარში ვეღარ გამოდიოდა, მთავარი ციხე-სიმაგრე ხევსურეთის ერთ მთაზე ჰქონიათ, ამ მთას დღესაც ციხეგორი ჰქვია. ციხეგორაში ჰყოლიათ თავიანთი უფროსი ცხრათავიანი დევი, სახელად ბაჭიჭაური.
ერთხელ, ერთი ქვრივი ქალი ტყეში ფიჩხზე წავიდა და თან თავისი პატარა ბიჭი კოპალაც წაიყვანა. დევებმა დედა შვილი შეიპყრეს და ბაჭიჭაურს მიჰგვარეს. მან დედა უცებ გადასანსლა, ბიჭი კი ცოცხალი დატოვა, ჯერ გაიზრდოს და მერე შევჭამო.
ჩავარდა ამ დღიდან კოპალა დევების ხელში. რა ექნა? პატარა იყო და დევების თავგასულობასაც ითმენდა. დიდი ტანჯვა-წვალებით გაიზარდა და თვალტანადი ვაჟკაციც დადგა. დღე და ღამე სამაგიეროს გადახდაზე ფიქრობდა. ერთ უკუნეთ ღამეს კოპალა ციხეგორიდან გაიპარა. გადაიარა მთები, ტყეები, ხევები და ერთ მონასტერში მივიდა. დადგა ბერებთან. ღმერთს სულ იმას ევედრებოდა, ღონე მიეცა მისთვის დევების დასამარცხებლად.
ღმერთი თავადაც განრისხებული იყო დევთა თავგასულობის გამო. სულ დევებისგან შეწუხებული ხალხის მუდარა ესმოდა მიწიდან და შეისმინა კოპალას ვედრება. მისცა სამოცი უღელი ხარის ღონე და ერთი ცეცხლისმფრქვეველი ლახტიც უბოძა.
იგრძნო თუ არა კოპალამ მკლავში გასაოცარი ძალა, მონადიურულად გადაიცვა და ციხეგორს მიადგა. დევებმა ვერ იცნეს მათთან გაზრდილი ბიჭი, უცხო მონადირე ეგონათ და საკბილოს დანახვამ კიდეც გაახარა ისინი.
მეორე დღეს დევებმა, ჩვეულებისამებრ, ორმოცფუთიანი საჯილდაო ქვა მოიტანეს და ერთმანეთს გაეჯიბრნენ, ვინ უფრო შორს მოისროდა ქვას.
კოპალა მივიდა მათთან და განგებ, მორიდებით, სთხოვა ბედს მეც ვცდიო. დევები სიცილით დაიხოცნენ: შენი ნასროლი ქვა რა უნდა იყოსო.
დევებში ხუთი ძმა მჭედელი იყო, იმათ მოუტანეს კოპალას რკინის გრდემლი და ერთი ნაჯღანი ცული და უთხრეს:
_ თუ ამ ცულით ამ რკინის გრდემლს ნაფოტს ააძრობ, ქვასაც გასრლინებთო.
რა იცოდნენ დევებმა რომ კოპალა ერთი Eშემოკვრით ფუტუროსავით გახლეჩდა იმ გრდემლს?
შეკრთნენ დევები, ფერი ეცვალათ: ეს ჩვეულებრივი კაცი არ უნდა იყოსო.
კოპალამ უშიშრად განუცხადა დევებს - ეს ადგილები დღეიდან ჩემი საკუთრებაა და აქედან უნდა აიყაროთო
_შევეჯიბროთ და ვინც აჯობოს ციხეგორიც იმას დარჩესო, უთხრეს დევებმა კოპალაც დათანხმდა. მისი ნასროლი ქვა სამოცი ნაბიჯით შორს დაეცა. ვერც ძალით აჯობეს დევებმა და ვერც ეშმაკობით თუმცა ქაჯები ბევრს ეჯაჯგურნენ კოპალას ნასროლ სახლისხელა ქვებს რომ როგორმე დევების ნასროლ ქვებზე უკან გადმოეგორებინათ, მაგრამ რას გასწვდებოდნენ? დევების გაიძვერობით განრისხებულმა კოპალამ ცეცხლისმფრქვეველი ლახტი გადაუჭირა დევებს და სულ ერთიანად ამოჟუჟა.
იმ დღიდან კოპალა დამკვიდრდა ციხეგორში და სადაც კი დევებს დაიგულებდა, თავის ლახტით მუსრს ავლებდა.
ციხეგორელი დევების გარდა კართანელი დევები ყოფილან მომძლავერებულნი ხალხს არ ინდობდნენ თურმე. კართანში ყველაზე ღონიერი და განთქმული სამი ძმა ყოფილა შავშალიკ, ავთანდილი და მიგრი, ისინი ძალიან ემტერებოდნენ კოპალას. რადგან ვერ პატიობდნენ ციხეგორელი დევების ამოხოცვას, მაგრამ კოპალას ცეცხლისმფრქვეველმა ლახტმა არც კართანელი დევები დაინდო.
ერთხელ შავშალიკა მისულა ციხეგორას, კოპალა სანადიროდ ყოფილა წასული. აუღია შავშალიკას ბიძამისის, ბაჭიჭაურის საჯდომი ქვა, წამოუკიდია ზურგზე და გამოუტაცებია შურისგებით.
დაბრუნდა კოპალა ნადირობიდან, ხედავს, ქვა არასად არის, მიხვდა ვისი ოინიც იქნებოდა და კვალზე მიყვა დევს. დაუნახავს თუ არა შორიდანვე უსვრია ცეცხლისმფრქვეველი ლახტი. ლახტმა დევს თავზე გადაუარა, კლდეს მოხვდა და უზარმაზარი გამოქვაბული გააკეთა. მიხვდა დევი, კოპალა მიმდევსო, დააგდო ქვა და გაქცევა დაპირა, მაგრამ მოასწრო კოპალამ, სტყორცნა ლახტი და ადგილზევე სული გააფრთხობინა. ის ქვა დღესაც არაგვისიპირზე გდია, იქვე ახლოს კი ერთ მოგრძო გორაკს დღესაც დევის საფლავს ეძახიან.
კოპალამ ქვა იქვე დატოვა და დევების ციხესთან ავიდა. ციხის ნარზე შავშალიკას დედა იჯდა. წინ ჯარა ედგა და მშვილდის გასაბმელ ბაწარს გრეხდა.
ჯარა ხვიოდა და მისგან ატეხილი ქარით მთელი ტყე ბალახივით ილასტებოდა.
დევების დედამ კოპალას დაცინვით ჩამოსძახა:
_ რა მოსულხარ ეს ბუზისტოლა? მოდი, კალთაში შემომეფარე, ან ჯარამ არ აგიხვიოს, ან ჩემმა შვილებმა არ ამოგასწრონ, თორემ კბილის საჩიჩქნად არ ეყოფიო.
კოპალამ ჩაიცინა:
_ გატყობ, დევების დედას, შვილებით თავი მოგწონს, მაგრამ გაფრთხილდი, ისე არ გაგიხდეს საქმე, Aთავი რომ მოგძულდესო.
სად იყო და სად არა, ავთანდილ-დევიც გამოჩნდა. ცალ მხარზე ირემი ეკიდა, ცალზე მშვილდი და შინისკენ მოალაჯებდა. კოპალამ ლახტი ესროლა და სული გააცხებინა. წამოვიდა თავქვე სრიალ-სრიალით და იმის ჩამონაცურზე ღელე გაჩნდა. უცებს ჰაერში რაღაცამ გაიშხუილა და კოპალას გვერდით ტოტებგაშლილი ჭადარი ჩაესო მიწაში წვერით. კოპალამ ახლაღა დაინახა რომ მოპირდაპირე მხრიდან მესამე ძმა მიგრი გადმომდგარიყო და მეორე ჭადარს ამზადებდა სასროლად. კოპალამ აღარ აცალა, დასცეცხლა ლახტი და მიგრიც უფროსი ძმების გზას გაუყენა. მერე კართანის ციხეში შეუვარდა დევებს და ქვა ქვაზე არ დატოვა.
დაბრუნდა ციხეგორაში და დაიწყო მშვიდობიანი ცხოვრება. ხალხს თვალფხიზლად დარაჯობდა და ხევსურეთის მიწა-წყალზე დევებს არ აჭაჭანებდა.
რაკი დევები თვითონ ვერაფერს გახდნენ კოპალასთან, ეშმაკები მოიხმარეს, შეიკრიბნენ და გადასწყვიტეს: არაგვი დავაგუბოთ, ფშავ-ხევსურეთი წყალს ჩავახრჩოთ და კოპალაც თან ჩავაყოლოთო.
მოზიდეს უზარმაზარი ლოდები და დაიწყეს ხეობის ამოვსება. ერთადერთი ლოდიღა რომ დარჩათ ჩასაგდები, სწორედ მაშინ მოუსწრო კოპალამ.
დასცეცხლა ლახტი და ფშავ ხევსურეთო დაღუპვას გადაარჩინა, ის ლოდები დღესაც იქ ყრია. ამიტომ არის არაგვის ხეობა იმ ადგილას ყველაზე ვიწრო.
ამდენ ბრძოლაში კოპალას ისრის პირები შემოელია და უკანაფშავს, მჭედელ პირქუშთან წავიდა. ის ადგილები უწინ დევებს ეჭირათ და პირქუშმა სწორედ კოპალას შემწეობით იგდო ხელთ ყველაფერი. მაგრამ შურმა წასძლია პირქუშს, რად აქვს კოპალას ამხელა ძალა და სახელიო და დახმარებაზე უარი უთხრა. წამოვიდა კოპალა უკან ნაწყენი. როგორც კი დევებმა მათი დამდურება შეიტყვეს, პირქუში დაატყვევეს და ქუშხევს, ციხე-სიმაგრეში წაიყვანეს.
კოპალას გულმა არ მოუთმინა და პირქუშის საშველად გაეშურა.
კოპალამ იცოდა ერთი დევისგან, რომ როცა მზე შუა ცაზე წამოვიდოდა და ხეებს თავიანთი ჩრდილები გაუსწორდებოდათ, დევები ისადილებდნენ და ბანგიან ღვინოს დალევდნენ. მერე კი ისე ღრმად ეძლეოდნენ ძილს, რომ ციხეში შეღწევაც ადვილად შეიძლებოდა. დევების ხვრინვით ქუშხევის ციხე-სიმაგრის კედლები სულ ზანზარებდა ხოლმე დაელოდა კოპალა დევების ძილქუშს და ციხეში ადვილად შეაღწია. მერე ისეთი დასჭექა ერთიანად წამოყარა ისინი და ლახტით გაავლო მუსრი. პირქუშს შერცხვა თავისი საქციელის გამო. მოუბოდიშა კოპალას და ღვთის ფიცი მისცა სიკვდილამდე ერთგულებისა. იმ დღის მერე კოპალასა და პირქუშს არასდროს მიუტოვებიათ ერთმანეთი, დევებისგან გაწმინდეს ყველა ხევი და მთა. ყველგან ხალხი დაამკვიდრეს. ხალხმაც შეიყვარა თავიანთი მშველელი და მოამაგე გმირები და მათ სახეებს დღემდე იხსენიებენ ლოცვითა და რწმენით.

ეს ზღაპარი-თქმულება გადამუშავებულია ხალხში დღემდე არსებული ანდრეზთა მიხედვით ღთისშვილთა შესახებ. კოპალას სახელზე დღემდე დგას ფშავ-ხევსურეთში სალოცავი ნიშები.

რედაქცია ეკუთვნის
ს. ქეთელაურს
Image

User avatar
mia-maria
ბილიკზე მოარული
Posts: 40
Joined: 14 ნოე 2009, 23:09
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by mia-maria » 29 აგვ 2010, 01:19

აქ უნდა დავპოსტო, რომ მერე ადვილად ვიპოვო და ვიკითხო ხოლმე :)

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by გვალდა » 25 ნოე 2010, 11:59

მოკლედ. ლეგენდაა ასეთი:

"სვანების წინამძღოლი დაიბარა თამარ მეფემ და ეკითხება...
- გავიგე ომი გიქნიათო გივარგი...
- მართალი გაგიგიათ დედფალ, ვქენითო ომი...
- გავიგე წაგიგიათო ომი გივარგი...
- მართალი გაგიგიათ დედფალ, წავაგეთ ომი...
- წინა ომშიც დამარცხებულხართო გივარგი...
- მართალი ბრძანდებითო დედფალ, წინა ომშიც დავმარცხდითო..
- იმის წინა ბრძოლაც წაგიგიათო გივარგი...
- მართალი ბრძანდებითო დედფალ, იმის წინა ბრძოლაც დაგვიმარცხდაო...
- აბა მაშ რაღა აზრი აქვს ბრძოლას გივარგი...
- ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვსო, დედფალ! "
სვანეთოლოგი

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by qvevri » 25 ნოე 2010, 18:14

გვალდა
ცოტა დაიბნა ხალხი.... "გივარგის" მაგივრად "მიხეილ" ჩასვი და ყველაფერი დალაგდება თავის ადგილას. :wink:

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by lama » 26 ნოე 2010, 21:57

qvevri wrote:გვალდა
ცოტა დაიბნა ხალხი.... "გივარგის" მაგივრად "მიხეილ" ჩასვი და ყველაფერი დალაგდება თავის ადგილას. :wink:
:) :) :)
:))))))))))
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]